გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
180310018002744935
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/413-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - ც---–---------------

 

კანონიერი წარმომადგენლები - მ--–--------------------------–------–---–--

 

ადვოკატი - ე-–--------------

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილება;

 

წარმომადგენლები - მ----------------------------–---–-------

 

დაინტერესებული პირი - ს------------–-–---–--

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მისი მეუღლე პა-----–----–---–----ოლო 30 ნოემბერს მის მიმართ კანონის სრული უგულვებელყოფით, კანონის მოთხოვნის დარღვევით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 ნოემბერს ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა მისი ბიძა, რომლის სახლიდან გაცილებამ გამოიწვია ს------------–-–---–-- გაღიზიანება, რომელმაც მოსარჩელის განმარტებით მას ბიძის თანდასწრებით მიაყენა დიდი შეურაცხყოფა, კერძოდ შეეხო მის პატიოსნებას. მოსარჩელის განმარტებით, კონფლიქტის მაპროვოცირებელი იყო თავად ს------------–-–---–-----ომელმაც მოსარჩელეს მიზანმიმართულად ესროლა ვედრო მუცელში, რომელიც მისი განმარტებით აირიდა, მაგრამ მაინც მოხვდა მარჯვენა თეძოს არეში. მოსარჩელე უთითებს, რომ ს------------–-–---–-- მიმართვის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ფაქტების სათანადო გამოკვლევის გარეშე, მიკერძოებით და ფაქტისადმი სუბიქტური მიდგომით შეადგინეს შემაკვებელი ორდერი მის მიმართ. ზემოაღნიშნული მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კი, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

2018 წლის 05 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი მ--–--------------------აეთანმხა სასარჩელო მოთხოვნას. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2018 წლის 05 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი ნ------–------–---–- დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2018 წლის 05 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატი ელი------------ დაეთანმხა სასარჩელო მოთხოვნას. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებამ წარმომადგინა წერილობითი პასუხი (პოზიცია), რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავეველ ორდერს.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ს------------–-–---–-- შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ს------------–-–---–-- განმარტებით, მისი შვილის მხრიდან არის სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. აგრეთვე, როგორც მსხვერპლი უთითებს, რძალამ ც---–--------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ს------------–-–---–-- განმარტებით, ც---–--------------- გვერდის არეში დაარტყა პლასტმასის ვერდო, რა დროსაც უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი რძალი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ს------------–-–---–-- მოითხოვა კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენება და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, როგორც რძლისგან ისე შვილისგან - პ------–----–---–------

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მ--------------------------------–---–------- მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის სრული დაცვით. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

ს------------–-–---–- არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ შვილმა და რძალმა - ც---–--------------- მისი თანხმობით გაუყიდეს ნაკვეთი, თავად მოძალადეზე ზრუნავადა, როგორც საკუთარ შვილზე. ს------------–-–---–-- განმარტა, რომ ც---–--------------- აივნიდან ესროლა ვედრო, რომელიც მოხვდა გვერდში. დაინტერსებული პირის განმარტებით, სწორედ მან დარეკა პოლიციაში საშველად, რათა პოლიციას გაეტარებინა შესაბამისი ზომები. (იხ. სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 30 ნოემბერს, ს------------–-–---–-- მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N001769.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა ზეპირი გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ც---–--------------- ს------------–-–---–----აყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც არის მისი დედამთილი. ამავე ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ც---–--------------- დედამთილს 2018 წლის 28 ნოემბერს ესროლა ,,ვედრო", რაც მოხვდა ზურგის არეში. გასაუბრების ოქმში, აღნიშნულია, რომ მოძალადე მსხვერპლს დაემუქრა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით კონფლიქტის დროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 30 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმი;

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი, ცი--–--------------- მიმართ, მსხვერპლი ს------------–-–---–-- შემაკავებელი ორდერით მოძალადე ც---–-------------- აეკრძალა მსხვერპლთან ს------------–-–---–----- მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 30 ნოემბრის №------ შემაკავებელი ორდერი.

- 2018 წლის 30 ნოემბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი №------

 

3.1.4. 2018 წლის 05 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ--–---------------------ომელმაც განმარტა, რომ ის იმყოფებოდა თავის დასთან ც---–----------------- სახლში, სადაც უყურებდა ტელევიზორს. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ გაიგო ს------------–-–---–-- წყევლა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ამავე მუხლის 38 ნაწილის მიხედვით მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი ცი--–--------------- მიმართ, მსხვერპლი ს------------–-–---–-- შემაკავებელი ორდერით მოძალადე ც---–-------------- აეკრძალა მსხვერპლთან ს------------–-–---–---- , მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

6.2. ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დაინტერესებული პირის მიმართ, განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

 

სასამართლო მიიჩევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ცი--–--------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ-------–--–-–---–----იერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: მცხეთა, სამხედროს 17) მეშვეობით.

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე