განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
330100118002679551
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4685-18

№004140918002

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ლ-–- გ-------–--ის

ბრალდებულ _ თ----- მ----–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ თ----- ვ-------ის ძე მ----–---–-ს, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ.-----–--–-------–---------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------------------------------–-, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- მ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

თ----- მ----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თ----- მ----–---–- და მ--- ი---–---–ი 2011 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ქ------–--–--------------------–-----------------------------ში.

2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--–--------------------–-----------------------------ში, თ----- მ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ--- ი---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნიკაპზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა სახლში, რა დროსაც მ--- ი---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. თ----- მ----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა თ----- მ----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ თ----- მ----–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც თ----- მ----–---–მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას წარსულში ადგილი არ ჰქონია (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისთვის „ადრე არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა“), ხოლო 2018 წლის 13 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით (არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და სხვა სახის დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში), რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, სასამართლოს თ----- მ----–---–-ს მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ თ----- მ----–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიება სასჯელის სახით პირველად უნდა იქნეს გამოყენებული, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრებას, სასამართლოს აღნიშნული სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის ასაკიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მისივე განმარტებით, იგი მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მძღოლის პოზიციაზე, სადაც მისი სამუშაო გრაფიკი შედგება კვირის ყველა სამუშაო დღისაგან და შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუთავსებელი იქნება მის ძირითად ანაზღაურებად საქმიანობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- მ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- მ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ თ----- მ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 13 სექტემბრიდან - 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ თ----- მ----–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ----- მ----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. გაუქმდეს თ----- მ----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი