გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე № 3/3447-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ს--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - გ---–--------–---
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტსა და 5 ივნისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტიდან ამოიღოს სიტყვები „პირდაპირი მოხმარებისათვის გამოუყენებელია“ და „არაპირდაპირი მოხმარებისათის (გადამუშავებისათვის) განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი“;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ სიტყვების გარეშე გააფორმოს ახალი მიღება-ჩაბარების აქტები;
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 აპრილს გაცემული N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი არყის ნიმუში ობ. N1 (მოთავსებული ორ 0,5 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტით წარწერით С-------- №--) გამოკვლეული ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებელებით შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტით (სსტ 26-99) დადგენილ მოთხოვნებს. ორიგინალური მაჩვენებლით ნიმუში არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ სახით უვარგისია მოხმარებისათვის.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი არყის ნიმუში ობ. N6 მოთავსებული ორ 0,5 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „B------“) გამოკვლეული ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემს და არც საქართველოს სახელმწიფო სტანდარტით (სს 26-99) დადგენილ მოთხოვნებს. ნიმუში ამ სახით უვარგისია მოხმარებისათვის.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ალკოჰოლური სასმელები ობ. 2 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „B--------“), ობ. N3 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის ბოთლში ეტიკეტზე წარწერით „A-----------“), ობ. N4 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით K----“), ობ. N5 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით M------), ობ. N7 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით A---------------), ობ. N8 (მოთავსებული ორ 0,7 ლ. ტევადობის მინის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით KONSTANTIUS), ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით არ შეესაბამება მზა პროდუქციისადმი სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა N--------- (ს.ფ. 90-110);
3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის დასკვნის თანახმად, შეფასებაზე წარდგენილი, არაპირდაპირი მოხმარებისათვის (გადამუშავებისათვის) განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების საბაზრო ღირებულება შეადგენს 119833 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 85-89);
3.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 4 ოქტომბერს გაცემული N--------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშებიდან ცისტ. N1-ში მოთავსებული სითხე (ობ. N1) გამოკვლეული ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით შეესაბამება ღვინომასალებისათვის სტანდარტით დადგენილ ნორმას და ვარგისია მოხმარებისათვის ტექნოლოგიური ინსტრუქციებით გათვალისწინებული დამუშავების შემდეგ.
ობ. N2 წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, ქინძმარაული ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმებს და უვარგისია პირდაპირი მოხმარებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 114-123);
3.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის 2016 წლის 20 დეკემბრის დასკვნის თანახმად, შეფასებაზე წარდგენილი საქონლის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 7----,50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 111-113);
3.5. სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ს--------------–---–ს შორის 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს--------------–---–მა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბრძანება 01.03.17 წ. N---- ბრძანების საფუძველზე გამართული 0---------- 2017 წ. N------ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მიიღო გადაცემული ღვინო (მზა პროდუქცია) 4---- ბოთლის ჩაჩი 13120 ეტიკეტი 51520; ღვინო (მზა პროდუქცია) პირდაპირი მოხმარებისათვის გაუყენებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 33);
3.6. სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ს--------------–---–ს შორის 2017 წლის 5 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს--------------–---–მა, როგორც ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მიიღო გადაცემული ღვინო არაპირდაპირი მოხმარებისათვის (გადამუშავება) განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი M------, B--------, A-------, C----------. მოთავსებულია გამჭირვალე მინის 0,75 ლიტრიან ბოთლში. ორგანოლეტიკური მაჩვენებლებით არ შეესაბამება მზა პროდუქციისადმი სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. ბოთლებზე მიკრული ეტიკეტის უმეტესი ნაწილი არის დაზიანებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 34);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლი 15 ივნისის N125 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება??????????? ??????????? ?? ??????? ???????????? ????????? ????????? , ხოლო ?????????????? ????????????? ?????????? ???????, ????? ??????????? ??????????? ???????? ??????? ??????????? ? ??????????? ???????? ????????? ????????? .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლი 15 ივნისის N125 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება არის საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;
ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად და უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, 6. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) ვებგვერდ www.eauction.ge -ზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ს--------------–---–ს შორის 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს--------------–---–მა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბრძანება 01.03.17 წ. N---- ბრძანების საფუძველზე გამართული 0---------- 2017 წ. N------ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მიიღო გადაცემული ღვინო (მზა პროდუქცია) 42000 ბოთლის ჩაჩი 13120 ეტიკეტი 51520; ღვინო (მზა პროდუქცია) პირდაპირი მოხმარებისათვის გაუყენებელია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ს--------------–---–ს შორის 2017 წლის 5 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს--------------–---–მა, როგორც ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მიიღო გადაცემული ღვინო არაპირდაპირი მოხმარებისათვის (გადამუშავება) განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი M------, B--------, A-------, C----------. მოთავსებულია გამჭირვალე მინის 0,75 ლიტრიან ბოთლში. ორგანოლეტიკური მაჩვენებლებით არ შეესაბამება მზა პროდუქციისადმი სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. ბოთლებზე მიკრული ეტიკეტის უმეტესი ნაწილი არის დაზიანებული.
6.2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლი 15 ივნისის N125 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების 24-ე მუხლის თანახმად, 1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება პირს წარმოეშობა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ ს--------------–---–მა ელეტრონულ აუქციონებში მონაწილეობა მიიღო ნებაყოფლობით. აუქციონის ვებგვერდზე რეგისტრაციით მან დაადასტურა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისას სოფიო გიონაშვილს რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთვამს. შესაბამისად, შემდეგ პერიოდში შედგენილი პროდუქტის შემოწმების თაობაზე შედგენილი დასკვნებით, რომლებიც ადასტურებენ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი პროდუქციის ვარგისობის ფაქტს, არ ქმნის ელექტრონული აუქციონის შედეგების შეცვლის, შესაბამისად, მოპასუხისათვის მიღება-ჩაბარების აქტებში ცვლილებების შეტანის დავალების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N--------- წერილით სწორედ ამ მიზეზით ეთქვა უარი მიღება-ჩაბარების აქტებში შესწორების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 40-41). ამდენად, ს--------------–---–ისათვის ცნობილი იყო ელექტრონული აუქციონის პირობები, მისთვის საინტერესო პროდუქციის მახასიათებლების თაობაზე. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ ფაქტზე, რაც ელექტრონული აუქციონის პროცედურული დარღვევის, ან აუქციონზე გამოტანილი პროდუქტის შესახებ ინფორმირებულობის წესის რაიმე დარღვევას დაადასტურებდა. საქმეს ერთვის ექსპერტიზის დასკვნები, სადაც დადგენილია აუქციონზე გატანილი პროდუქციის ხარისხობივი მაჩვენებლები. ამასთან, არც თავად მოსარჩელე არ უარყობს იმ ფაქტს, რომ შეიძინა პირდაპირი გამოყენებისათვის უვარგისი ალკოჰოლური სასმელი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N--------- წერილით ს--------------–---–ს მართებულად ეთქვა მიღება-ჩაბარების აქტებში შესწორების შეტანაზე უარი, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგად გასხვისებული პირდაპირი მოხმარებისათვის გამოუყენებელი პროდუქცის მიღება-ჩაბარების აქტებში მოპასუხემ შეიტანოს შესწორება და სრულიად საწინააღმდეგო მონაცემით გასცეს ახალი მიღება-ჩაბარების აქტი, არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. ს--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე