განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/269-18 21 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №------------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–---------------ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ვ--------------ე;
ბრალდებული - ზ-----ი შ------ს ძე ჩ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ წ-----------------–-----------–---–ი, რიგი 1-, ბინა N5---ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 30 სექტემბერს, დილის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალ დასახლებაში, მე-1- რიგი, 5---ში მდებარე სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ-----ი ჩ----–---–მა მის შვილს მ-----მ ჩ----–---–ს უსაყვედურა იმის გამო, რომ არ ცდილობდა იგი შეერიგებინა დედამისთან, რის გამოც მ-----მ ჩ----–---–ის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–--ზ ს-------–---–ის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ ზ-----ი ჩ----–---–ი ცდილობდა დაერტყა მ-----მ ჩ----–---–ის დედისთვის, რა დროსაც გადაეფარა მ-----მ ჩ----–---–ი, რომელსაც მეორედ დაარტყა ხელი სახეში ზ-----ი ჩ----–---–მა, ძლიერად მოკიდა ხელები მ-----მ ჩ----–---–ს ხელებზე და არყევდა. ძალადობის დროს მ-----მ ჩ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.1. ბრალდებულმა ზ-----ი ჩ----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ მ-----მ ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ-----------------–-----------–---–ი, რიგი 1-, ბინა N5---ში, 10 წლის შვილთან ნ-----–--ზ ს-------–---–თან, მშობლებთან ზ-----ი ჩ----–---–თან და რ--------ნ მ--–---------ან ერთად. 2018 წლის 30 სექტემბერს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ზ-----ი ჩ----–---–მა მოულოდნელად სახეში ორჯერ დაარტყა მუშტი, შემდეგ დაუჭირა ხელები და ძლიერად არყევდა, რის გამოც მ-----მ ჩ----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ ზ-----ი ჩ----–---–მა ესროლა სკამი, დაამსხვრია ვაზა. აღნიშნულს შეესწრო მ-----მ ჩ----–---–ის დედა რ--------ნ მ--–-------ი და მისი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–--ზ ს-------–---–ი.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 01.10.2018 წ. მოქ. მ-----მ ჩ----–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან ნაჭდევის და მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-1-- მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ მ-----მ ჩ----–---–ი, არასრულწლოვანი ნ-----–--ზ ს-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით ბ-------–--–---, ჯ----–---------–---–-ს, რ--------ნ მ--–-------ის, ნ------------–-ძის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოცხრილით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემაკავებელი ორდერი, დაბადების მოწმობის ასლი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, ბრალდებულმა ზ-----ი ჩ----–---–მა მის შვილს მ-----მ ჩ----–---–ს არასრულწლოვანი შვილიშვილის ნ-----–--ზ ს-------–---–ის თანდასწრებით ორჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში, შემდეგ ძლიერად მოკიდა ხელები მ-----მ ჩ----–---–ს და არყევდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.2. შესაბამისად, ზ-----ი ჩ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ზ-----ი ჩ----–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----ი ჩ----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----ი ჩ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ზ-----ი ჩ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. ზ-----ი ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
4. ზ-----ი ჩ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გატეხილი ხის სკამი და ვაზის მინის ნამტვრევები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი