განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ლ---------–--ას,ადვოკატ გ--------------–-–---–ის,ბრალდებულ დ--------------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------–---–ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 9--------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, პ--------------------, ბინა #--ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ა--------- ქ.#---ში, მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ--------------–---–მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ--------------–---–ის მიერ დაფუძნებული შპს ,,კ----–-‘‘ 100%-იანი წილით ფლობს შპს ,,მ---ს‘‘, რომლის საქმიანობასაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა და წარმართავდა თავად დ--------------–---–ი. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში განთავსებული, შ-----------‘‘ კუთვნილი სასაწყობო ფართი 2009 წლიდან იჯარით ჰქონდა აღებული შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘, რომელიც სარეალიზაციოდ გამზადებულ წიგნებს ინახავდა მითითებულ მისამართზე და იქიდან ახორციელებდა წიგნების დისტრიბუციას ქვეყნის მასშტაბით. 2012 წლიდან შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘ შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც 2015 წლიდან ფაქტიურად ვერ ახორციელებდა საქმიანობას და, შესაბამისად, წლების მანძილზე საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადაუხდელობის გამო, შ-----------‘‘ მიმართ დაუგროვდა დავალიანება. დ--------------–---–ი შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურის‘‘ დირექტორ დ---------–------სგან უშედეგოდ ითხოვდა დავალიანების გადახდასა და საიჯარო ფართის დაცლას. 2017 წლის დასაწყისში დ--------------–---–ი შეხვდა დ---------–------ს და, დავალიანების დაფარვის მიზნით, შესთავაზა, რომ წიგნების ნაწილს თავად გაასხვისებდა, ნაწილს კი ს----------- ეკლესიას შესწირავდა. მიუხედავად იმისა, რომ დ---------–------სგან არ მიუღია თანხმობა, დ--------------–---–მა, მისი გათვლებით შ-----------‘‘ მიმართ დაგროვილი 11 500 ლარის დავალიანების ასანაზღაურებლად, შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურთან‘‘ კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიმე სახის გარიგების არარსებობის პირობებში, დ---------–------ს ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე, თვითნებურად, ინდმეწარმე ლ---------–--–-–--ლს 5 000 ლარად მიჰყიდა საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების წიგნები და სათამაშოები, როგორც სარეალიზაციოდ ვარგისი, ისე - მაკულატურაში ჩასაბარებლად. თავის მხრივ, ინდმეწარმე ლ---------–--–-–--ლმა 2017 წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული საწყობიდან თავის სავაჭრო ობიექტში გადაიტანა სარეალიზაციოდ ვარგისი წიგნები, საიდანაც მის მიერ 10 952 ლარად რეალიზებულ იქნა 1 112 ერთეული წიგნი და 517 ლარის ღირებულების სათამაშოები, ხოლო 2 871 ლარის ღირებულების 175 ერთეული წიგნი ინახებოდა მასთან. გარდა ამისა, დ--------------–---–მა ს----------- ეკელსიას შესწირა 2 2-3 ლარის ღირებულების 266 ერთეული წიგნი. ამგვარად, დ--------------–---–მა, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების გზით, შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘ მიაყენა 16 593 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
თვითნებობა გულისხმობს ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. თავისად დაგულებული უფლება კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს, ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. მაგალითად, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედებაა სხვისი ქონების ამოღება ვალში ჩასათვლელად. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ შპს ,,ბ--------–---- -წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘ დაუგროვდა რა შ-----------‘‘ მიმართ დავალიანება, 11 500 ლარის ოდენობით, ბრალდებულმა დ--------------–---–მა ჩათვალა, რომ, დავალიანების დაფარვის სანაცვლოდ, ჰქონდა უფლება, ესარგებლა დაზარალებულის კუთვნილი ქონებით, კერძოდ, წიგნებისა და სათამაშოების რეალიზაციით, რისი უფლებაც მას სინამდვილეში არ ჰქონდა. ამასთან, დ--------------–---–ის მიერ თვითნებურად დაუფლებული ქონების ღირებულება აღემატება შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურის‘‘ მიერ დაგროვილ დავალიანებას, რამაც ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ დ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ დ--------------–---–ის, დაზარალებულ დ---------–------სა და მოწმეების: მ-----------ის, ი----------–-–--ლის, ლ---------–--–-–--ლის, ი-----–---------–-ილის, მ-----–---------კის, ი---------–-----–-ასა და ი---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; საიჯარო ხელშეკრულებებით შპს ,,მ---სა‘‘ და შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘ შორის; 2017 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს ,,მ---სა‘‘ და იმ ,,ლ---------–--–-–--ლს შორის; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია დ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატება თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ--------------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. დანაშაულის პრევენცია კი მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტული დამნაშავის მხრიდან. სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია, რაც გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას, რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას.
დ--------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, დ--------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 2-8-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ამოღებული წიგნები დაუბრუნდეს შპს ,,ბ--------–---- - წ----- სადისტრიბუციო სამსახურს‘‘, ხოლო 1 ცალი CD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე