განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
130100118002701808
დავის ტიპი
273
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/218 ( 130100118002701808)

განაჩენი

საქართველოს სახელით

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–--

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–----------ე, დაბადებული 1988 წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

ლ-–----------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, ნედლი „მარიხუანა“, წონით 82,94 გრამი, რაც 2018 წლის 27 სექტემბერს, მისგან (ლ-–---------ისაგან) ამოღებული იქნა შსს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 (აგარა) განყოფილების თანამშრომლების მიერ, ესე იგი ლ-–----------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 1 მუხლის მეორე ნაწილით.

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლოს დასკვნა ლ-–----------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ზ---------–---–---–ის ინფორმაციულ პატაკს, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ლ-–----------ის მიმართ, ნარკოლოგიური შემოწმების N 302522 ექსპერტიზის დასკვნას, ამოღების ოქმს, მოწმეების: ზ---------–---–---–ის, ვ-----------------–---–ისა და ზ-------------–---–ის გამოკითხვოს ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის N 29/სქ დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ლ-–----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ-–----------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-სენახვა. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ლ-–----------ეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ-–----------ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად განიცდის და ნანობს ჩანადენს.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ-–----------ეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

2. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ლ-–----------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ვ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნულ უფლებათა ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.

3. გაუქმდეს ლ-–----------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4. ნივთმტკიცება - მარიხუანა, რომელიც გადაგზავნილია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში (ს.ფ. 62), განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი