განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100118002460932
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- ი--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- ვ--–------- ძე კ------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- შ--------ს ქუჩა #-

 

ადვოკატი - ი----- გ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის ოქტომბრის და 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.გ---- კ------ი და კ-----–--- ა--------ი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთმანეთს დაშორდნენ 2016 წელს. 2016 წლიდან 2018 წლის 22 აპრილის ჩათვლით გ---- კ------ი ყოფილ მეუღლეს კ-----–--- ა--------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას და სისტემატურად ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულის სულიერ ტანჯვას.

 

1.2.2017 წლის ოქტომბრის თვეში, თბილისში ბ-----------ს ქუჩა #1--–- მდებარე სილამაზის სალონში გ---- კ------მა ფიზიკური შეურაცხყიფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს კ-----–--- ა--------ს, კერძოდ, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც კ-----–--- ა--------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.3.2018 წლის 22 აპრილს, დილით, დაახლოებით 09:30 საათზე თბილისში, ს------–--- ქუჩა #10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---- კ------მა ყოფილ მეუღლეს კ-----–--- ა--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც კ-----–--- ა--------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1.ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 22 აპრილს, 09:45 საათზე პატრულ-ინსპექტორ ჯ----–----–---–ის ელ-სმენით შეტყობინება. შეტყობინების მიხედვით, 2018 წლის 22 აპრილს, ქუჩაში - ავლაბრის მოედანზე კ-----–--- ა--------ის განცხადებით, ყოფილმა მეუღლემ გ---- კ------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი)

 

2.2.დაზარალებულმა კ-----–--- ა--------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.3.მოწმე ე------- ა--------ის ჩვენებით, კ-----–--- ა--------ი არის მისი და, ხოლო გ---- კ------ი სიძე. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ნორმალური ოჯახური ურთიერთობა. 2017 წელს თვე და რიცხვი არ ახსოვს, დაურეკა დამ კ-----–--- ა--------მა და უთხრა, რომ მასთან სამსახურში ბ-----------ს ქუჩაზე მივიდა გ---- კ------ი, რომელმაც კამათის დროს ხელი დაარტყა. ამ ზარის დროს კ-----–--- ა--------ი იყო აღელვებული და ტიროდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მოწმე მივიდა კ-----–--- ა--------თან სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ---- კ------იც, ისინი საუბრობდნენ და ჩაის სვამდნენ, კ-----–--- ა--------ს ფიზიკური დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.

 

2.4.სასამართლო სხდომაზე დისტანციურად - ტექნიკური საშუალებით დაიკითხა მოწმე მ------ დ-------–ი, რომელმაც განაცხადა, რომ კ-----–--- ა--------ს იცნობს დაახლეობით ხუთი წელია. ისინი ერთად მუშაობდნენ სილამაზის სალონში მდებარე ბ-----------ს ქუჩა #1--–-. კ-----–--- ა--------ს სამსახურში ხშირად აკითხავდა მეუღლე გ---- კ------ი ყვავილებით. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, მოწმემ სალონში ნახა კ-----–--- ა--------ი და გ---- კ------ი, კ-----–--- ა--------ი იყო ატირებული და სახე ჰქონდა აწითლებული. მეუღლეები ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რომ კამათობდნენ. მოწმემ განაცხადა, რომ კ-----–--- ა--------ი არის ძალიან ემოციური, ხშირად იყო აფორიაქებული, უმნიშვნელო მიზეზითაც კი ტიროდა. მოწმის ჩვენებით, მას პირადად არ უნახავს გ---- კ------ის მხრიდან კ-----–--- ა--------ისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი)

 

2.5. მოწმე ე------- ა--------ის ჩვენებით, 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათისთვის დაურეკა დამ კ-----–--- ა--------მა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და სთხოვა მისულიყო მის წასაყვანად. დაახლოებით 12:00 საათისთვის მოწმე შეხვდა კ-----–--- ა--------ს, ეს უკანასკნელი მოუყვა, რომ ქუჩაში ხმამაღლა საუბრობდნენ ის და გ---- კ------ი. საუბრის დროს გ---- კ------მა ხელი მოუჭირა მკლავში, მან დაიწყო ტირილი. ტირილზე მათთან მივიდა პატრული და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ განმარტა, რომ კ-----–--- ა--------ი არის ზედმეტად ემოციური, როგორც კი რამე არ მოეწონება ტირის.

 

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე კ-----–--- ა--------ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით: ,,2018 წლის 22 აპრილს ქუჩაში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან, იდგნენ გზაჯვარედინზე, ორივე ხელი მოუჭირა ზემო კიდურებზე და გადაიყვანა გზის მეორე მხარეს“.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.7.მოწმე ე------- ა--------მა ჩვენებაში განმარტა, რომ დისგან - კ-----–--- ა--------ისგან იცოდა, რომ გ---- კ------ი მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფის არცერთი ფაქტი არ უნახავს.

 

2.8.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე ზ------ ს--------ი, რომელმაც განაცხადა, რომ გ---- კ------ი და კ-----–--- ა--------ი ცხოვრობენ მის მეზობლად. ისინი შვიდი-რვა წელია მეუღლეები არიან. 2018 წლის 22 აპრილს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მას დაურეკა გ---- კ------მა და უთხრა, რომ მეუღლეზე იყო განაწყენებული. მოგვიანებით, მოწმე ესტუმრა სახლში ბრალდებულს, თუმცა მათ ამ თემაზე არ უსაუბრიათ. მოწმის ჩვენებით იგი გ---- კ------თან სახლში ხშირად დადიოდა და არასდროს შეუტყვია მეუღლეებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა. მას არაფერი გაუგია გ---- კ------სა და კ-----–--- ა--------ს შორის ფიზიკური ან სიტყვიერი კონფლიქტის თაობაზე. მოწმის ჩვენებით, კ-----–--- ა--------ი არის ემოციური პიროვნება. ყოფილა შემთხვევა, როცა უმნიშვნელო მიზეზითაც უტირია.

 

2.9.გ---- კ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მეუღლე კ-----–--- ა--------ი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე არის ძალიან ემოციური, ხშირად ტირის უმნიშვნელო მიზეზითაც. მას არასდროს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია კ-----–--- ა--------ისთვის, მათ ურთიერთობაში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი.

 

2.10.სასამართლომ ზემოთგანხილული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ოჯახში ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი ძალადობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ---- კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. 2017 წლის ოქტომბრის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხა კ-----–--- ა--------ის ყოფილი თანამშრომელი მ-----ე დ-------–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში თბილისში, ბ-----------ს ქუჩა #1--–- მდებარე სილამაზის სალონში არ შესწრებია გ---- კ------ის მიერ კ-----–--- ა--------ზე ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტს. ასევე დაიკითხა კ-----–--- ა--------ის ძმა - ე------- ა--------ი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არასდროს, მათ შორის 2017 წლის ოქტომბერში და 2018 წლის 22 აპრილს არ შესწრებია გ---- კ------ის მიერ კ-----–--- ა--------ზე ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს. სასამართლო სხდომაზე 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდთან მიმართებაში გამოკვლეული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პირს - კ-----–--- ა--------ს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.

 

2.11.რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდს, ამ ნაწილშიც წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება და ისიც ირიბი მოწმის ე------- ა--------ის ჩვენება, რომელიც არასდროს შესწრებია გ---- კ------ის მხრიდან კ-----–--- ა--------ზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

2.12.სასამართლო ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლს, რომლის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. თუმცაღა სასამართლო ასევე გვერდს ვერ აუვლის, როგორც საერთაშორისო ისე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვით გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე ერთხმად აცხადებს, რომ კ-----–--- ა--------ი ზოგადად ემოციურად არასტაბილური პიროვნებაა, იგი ხშირად უმნიშვნელო მიზეზითაც ტირის. შესაბამისად სასამართლოს უჩნდება ეჭვი ხომ არ ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის მხრიდან ფაქტების გაზვიადებას ადგილი.

 

2.13.დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებს ახასიათებს ლატენტურობის მაღალი ხარისხი და თვითმხილველ მოწმეთა ნაკლებობა, ვინაიდან იგი ხდება დახურულ - ოჯახურ სივრცეში, თუმცა ამ თვალსაზრისით განსახილველი საქმე არის ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ფიზიკური ძალადობის ფაქტები განხორციელდა არა პრივატულ - კერძო სივრცეში, არამედ პირველ შემთხვევაში (2017 წლის ოქტომბერი) სილამაზის სალონში, ხოლო მეორე შემთხვევაში (2018 წლის 22 აპრილი) ქუჩაში, ორივე სივრცე არის საჯარო ადგილი და ორივე შემთხვევა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით განხორციელდა დღის საათებში. ამ კუთხით სასამართლო ხაზს უსვამს გამოძიების ნაკლოვანებებს, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე არ მოხდა დადგენა, 2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში გარდა მ-----ე დ-------–ისა, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ხომ არ ფლობდა კ-----–--- ა--------ის სხვა თანამშრომელი. რაც შეეხება 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდს, როგორც საქმის წერილობითი დოკუმენტით - შეტყობინებით იკვეთება, ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების ინიციატორი იყო 5---- ოც. პატრული ჯ----–----–---–ი, ასევე მოწმე ე------- ა--------ის ჩვენებით დგინდება, რომ დისგან კ-----–--- ა--------ისგან იცის, როდესაც გ---- კ------მა მას მკლავზე ძლიერად მოჰკიდა ხელი, ამ დროს მათთან მივიდა პატრული, თუმცა გამოძიების მიერ არ იქნა იდენტიფიცირებული და გამოკითხული პატრულ-ინსპექტორი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდთან მიმართებაში. საგულისხმოა, რომ პატრულ-ინსპექტორს ელსმენით შეტყობინება განხორციელებული აქვს 09:49 საათზე, ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დანაშაული ჩადენილია 09:30 საათზე, დროის ეს მცირე ინტერვალი არ გამორიცხავს, რომ შესაძლო დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო პატრულის თვალთახედვის არეში, როგორც ამას მოწმე ე------- ა--------ი კ-----–--- ა--------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს. სასამართლო სხდომაზე ასევე არ დაიკითხა გამომძიებელი ვ-–-------- ა------ე, რომელმაც გამოკითხა კ-----–--- ა--------ი. აღნიშნული პირის დაკითხვა იქნებოდა ინფორმატიული კ-----–--- ა--------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გულწრფელობის შეფასების ნაწილში.

 

2.14.სასამართლო შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ჩანაწერს, რომელიც ასახავს შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ,, 2018 წლის 22 აპრილს, ქუჩაში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან, იდგნენ გზაჯვარედინზე, ორივე ხელი მოუჭირა ზემო კიდურებზე და გადაიყვანა გზის მეორე მხარეს“, მხოლოდ ეს ჩანაწერი ვერ გახდება ძალადობის უტყუარად დადგენის საფუძველი, ვინაიდან მასში არ არის ასახული თუ რა მიზეზით მოჰკიდა ხელი გ---- კ------მა დაზარალებულს. აღნიშნული ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ გ---- კ------ს განზრახული ჰქონდა კ-----–--- ა--------ისთვის ძალადობრივი გზით ფიზიკური ტკივილის მიყენება, თუ მან კ-----–--- ა--------ი საგზაო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მკლავზე ხელმოჭერით გზაჯვარედინიდან გადაიყვანა უსაფრთხო ადგილზე. საგულისხმოა, რომ გამოკვლევის დროისათვის დაზარალებული რაიმე ჩივილს არ აღნიშნავდა.

 

2.15. მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- კ------ის მიერ კ-----–--- ა--------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდისა და სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტები არ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქმეში ერთის მხრივ გამოიკვეთა მტკიცებულებების არასაკმარისობა და მეორე მხრივ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოიშვა კითხვები (ფაქტების გაზვიადება), რაც ობიექტური დამკვირვებლისათვის დამაჯერებელი პასუხის გარეშე დარჩა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ---- კ------ის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების საფუძველზე სავალდებულოა ორი კომპონენტი: ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახის წევრის მიმართ და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. განსახილველ შემთხვევაში არათუ სისტემატურობისთვის სავალდებული რიცხობრივი რაოდენობა და დროის მცირე ინტერვალი, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება გამოკვლეული არ ყოფილა. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, ამ მოცემულობაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმის ე------- ა--------ის ჩვენების საფუძველზე ობიექტურად შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. საქმის მტკიცებულებებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო გ---- კ------ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის - ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 აპრილის - ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ---- კ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის - ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.გ---- კ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 აპრილის - ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.გ---- კ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით გ---- კ------ის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

5.გ---- კ------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა