განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002580063
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------8

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ მ-------–----ის,ბრალდებულების _ ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის, მ------------–---ის,ადვოკატების _ ნ-----------------–---–ის, ე-–-----------–--–ის, ნ--------------ის,თარჯიმნების - ე-–------------ის, ელნურ თ-------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ქ-------–----------------ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–----–-----------–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

მ-----------------–--------–---ის (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–----–-–-–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

ე-–---------------------------------ის (დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–--–--–-------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

შ----–-------------------------ის (დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–--–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

ტ---------------–----------–---ის (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–----ში მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ვ-–----------–---–ის, ლ--–---------–---–ის, დ------------–---–ის, ბ---–----------–---–ის, ბრალდებულების: ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის, მ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით; ამოღებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქ-----------მა, შ----–------------მა, ტ---------–---მა, ე-–----------------მა და მ------------–---მა, ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ.რ-------ის დ-–--------–-–----------------–---------------------------------------მა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ქ-----------ის შ------------------------------------------ში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ქ-----------ი შ-----------------------------ში მუშაობდა 26 წელი, 03 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შ--------------------–-------------–---–---------–----------------------–---–--------------------------------ში, რის საფუძველზეც ქ-----------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 02 ივნისიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 18 114,79 ლარს.

ქ.რ-------ის დ-–--------–-–----------------–---------------------------------------მა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - მ------------–---ის შ------------------------------------------ში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა მ------------–---ი შ-----------------------------ში მუშაობდა 25 წელი, 08 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შ--------------------–-------------–---–---------–----------------------–---–--------------------------------ში, რის საფუძველზეც მ------------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 11 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 17 346,37 ლარს.

ქ.რ-------ის დ-–--------–-–----------------–---------------------------------------მა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ე-–----------------ის შ------------------------------------------ში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ე-–----------------ი შ-----------------------------ში მუშაობდა 28 წელი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შ--------------------–-------------–---–---------–----------------------–---–--------------------------------ში, რის საფუძველზეც ე-–----------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 11 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 19 517,33 ლარს.

ქ.რ-------ის დ-–--------–-–----------------–---------------------------------------მა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - შ----–------------ის შ------------------------------------------ში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა შ----–------------ის შ-----------------------------ში მუშაობდა 24 წელი, 01 თვე და 13 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შ--------------------–-------------–---–---------–----------------------–---–--------------------------------ში, რის საფუძველზეც შ----–------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 01 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 20 326 ლარს.

ქ.რ-------ის დ-–--------–-–----------------–---------------------------------------მა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ტ---------–---ის შ------------------------------------------ში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ტ---------–---ი შ-----------------------------ში მუშაობდა 24 წელი და 05 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შ--------------------–-------------–---–---------–----------------------–---–--------------------------------ში, რის საფუძველზეც ტ---------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2004 წლის 01 ოქტომბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16 170,04 ლარს.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან - ცხრა წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს, ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ ქ-----------ი, შ----–------------ი, ტ---------–---ი, ე-–----------------ი და მ------------–---ი წარსულში ნასამართლევი არ არიან; გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს; ქ-----------ს ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს ს----–-–----------- მიყენებული ზიანი, არის ინვალიდი, მრავალშვილიანი და ჰყავს ავადმყოფი მეუღლე; ტ---------–---ს ჰყავს ავადმყოფი შვილი და ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს ს----–-–----------- მიყენებული ზიანი; ე-–----------------ი არის 62 წლის ასაკს მიღწეული, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს ს----–-–----------- მიყენებული ზიანი; მ------------–---ს ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი, ავადმყოფი მეუღლე და სრულად აქვს ანაზღაურებული ს----–-–----------- მიყენებული ზიანი; შ----–------------ს კი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს ს----–-–----------- მიყენებული ზიანი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მათ არ გააჩნიათ, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ერთი დისკი, რაც ჩაკერებულია საქმეში, შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

მ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ე-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

შ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

ტ---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, ქ-----------ის, შ----–------------ის, ტ---------–---ის, ე-–----------------ის და მ------------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, შ----–------------ის, ე-–----------------ის და ქ-----------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხები სრულად დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მ------------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მისსავე საკუთრებაში არსებულ, მ--------–--------------------–----–-–-–--ში, 1200.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: 8-----------.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ტ---------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მისსავე საკუთრებაში არსებულ, მ--------–---------------------–---–----ში, 1853.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავ ქონებას, საკადასტრო: კოდით 8-----------.

მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელების - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების შესაბამისად.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ერთი დისკი, რაც ჩაკერებულია საქმეში, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე