განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების – გ-------------------,ადვოკატის - ი-----–---------,ბრალდებულის – ჯ----------------------ის,თარჯიმნის - ს-----------------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ჯ------- მ-------- ა-----ს ძე მ-------- ა----ს, დაბადებულის - 1----–-–----------------ს, ი----------–-----------------–---- მოქალაქის, პასპორტი №3-------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ი----------–-----------------–--ა, ქ-–-------------–-–------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ა-–----------------, ბინა №---ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ჯ----------------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ----------------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 972,45 გრამი - გამომშრალი მარიხუანა, რასაც ასევე პირადად უკანონოდ ინახავდა 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 01:25 საათზე, ქალაქ თბილისში, გ---------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩადენილი ქმედებისათვის ჯ----------------------ი 2018 წლის 01 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
ბრალდებულმა ჯ----------------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა და ქიმიური ექსპერტიზის №2-------------ქრ დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჯ----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ჯ----------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჯ----------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ჯ----------------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ---------------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. ჯ----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 სექტემბრიდან.
3. ჯ----------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სა----სტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა----სტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა----სტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სა----სტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. ნივთმტკიცება:
- ჯ----------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც ინახება საქართველოს შ----------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–------------------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ჯ----------------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ერთეულ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი