განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100118002388655
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

სასამართლოს დასახელება

 

22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - დ----------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - ა---–-------

ბრალდებული - დ----- გ-------–-- ძე შ-----–, დაბადებული - 1----–-–------------–ს, ი------–-- მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ი------–-- რესპუბლიკა, ქ. ი--------–---, ს-------–--–------- ქუჩა N--, ბინა N---ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

დ----- შ-----–მა უკანონოდ შეიძინა, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ასევე უკანონოდ შეინახა კუთვნილ ბარგში 1,280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 161 ცალი აბი, რაც აღმოჩენილი იქნა „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ მ---–--ოფიცრის გ------- ბ-----–---–ის მიერ.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 09 მარტს, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში გ------- ბ-----–---–ისგან იქნა ამოღებული.

სასამართლომ დაადგინა:

 

დ----- შ-----–მა ექიმის დანიშნულებით კანონიერად შეიძინა, მაგრამ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 1,280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 161 ცალი აბი, რომელიც შეინახა მის კუთვნილ ბარგში და რაც აღმოჩენილი იქნა „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ მ---–-------–--ის გ------- ბ-----–---–ის მიერ.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 09 მარტს, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ამოღებული იქნა გ------- ბ-----–---–ისგან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ----- შ-----–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას

 

მოწმე გ------- ბ-----–---–ის ჩვენებით, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტის თ---–-------------------- მ---–- ო---–-----, ირკვევა შემდეგი: 2018 წლის 09 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თ--–------თბილისის რეისით ჩამოფრინდა დ----- შ-----–ი, რომელიც შეაჩერა შემოწმების მიზნით. მის მიერ შემოწმებული იქნა დ------–-----–ის კუთვნილი ბარგი, რომელშიც აღმოჩნდა 161 ცალი ,,სუბოტექსის“ აბი, რის თაობაზეც აცნობა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს.

შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებლის ზ------ ქ-----–-–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა გ------- ბ-----–---–ი, რომელმაც წარუდგინა დ----- შ-----–ის ბარგიდან ამოღებული 161 ცალი აბი, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებლის კ------- ჯ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 09 მარტს თანამშრომელ მ-----– ჩ----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო დ----- შ-----–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც დ----- შ-----–ის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა ი------–-- სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა და ექიმის სავიზიტო ბარათი, მასზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით. დ----- შ-----–ის განმარტებით, აღნიშნული კოორდინატები ეკუთვნოდა მის პირად ექიმს.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - მ-----– ჩ----–---–მა.

2018 წლის 09 მარტის ხელბარგის დათვალიერების N--------- ოქმით დადგენილია, რომ მ---–- ო---–--- - გ------- ბ-----–---–ის მიერ დ----- შ-----–ის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა 161 ცალი აბი ,,სუბოტექსი“.

2018 წლის 09 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, შოთა რუსთველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მ---–--ო---–--- გ------- ბ-----–---–ისგან ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დ----- შ-----–ის ბარგიდან ამოღებული 23 ცალ ფირფიტაზე დამაგრებული 161 ცალი ,,სუბოტექსის“ აბები, წარწერებით „SUBUTEX 8mg.“ აღნიშნულ ოქმზე დ----- შ-----–ს დაფიქსირებული აქვს შენიშვნა, რომ „ამოღებული 23 ცალი ფირფიტა და მათზე დამაგრებული 161 ცალი აბი არის ,,სუბოტექსი“, რომელიც დანიშნული აქვს ექიმისგან ი-----ლში და მკურნალობის მიზნით ყოვედღიურად იღებს 8 აბს.

2018 წლის 09 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ----- შ-----–ის ქურთუკის მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი დ----- შ-----–ის მკურნალი ექიმის სავიზიტო ბარათი, რომელზეც მითითებულია ექიმის კოორდინატები.

2018 წლის 10 მარტის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დ----- შ-----–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

აღნიშნული დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ი---------–--–--.

2018 წლის 12 მარტის შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს/მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის მომართვით დადგენილია, რომ დ----- შ-----–ი 2018 წლის 9 მარტს 14:02 საათზე ი-----ლიდან - თ--–------ თბილისის რეისით შემოვიდა საქართველოში.

2018 წლის 10 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 161 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი „B8“, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბურენორფინს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი საერთო წონით შეადგენს -1,280 გრამს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ-------–------–-----მ და ნ------–---–-------.

2018 წლის 03 ოქტომბრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ დ----- შ-----–ი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - შიზოაფექტური აშლილობით (კოდი - F25; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ----- შ-----–ს აღენიშნებოდა შიზოაფექტური აშლილობა, რემისიის მდგომარეობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში დ----- შ-----–ს ფსიქიკური მდგომარეობა გაუმწვავდა და ამჟამად იგი დაავადებულია დეპრესიული ტიპის შიზოაფექტური აშლილობით (კოდი - F25.1; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ----- შ-----–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად დ----- შ-----–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ----- შ-----–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად დ----- შ-----–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. გ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი – ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.

მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა დ----- შ-----–მა არ უარყო საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი და განმარტა, რომ აეროპორტში თანამშრომელმა შეაჩერა და სთხოვა გაყოლოდა შემოწმების მიზნით, თან ჰკითხა რა ედო ჩანთაში. განუცხადა, რომ ჰქონდა მისი კუთვნილი ნივთები და ექიმის მიერ დანიშნული სუბოტექსის აბები, რომელსაც ყოველდღიურად იღებდა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ შედის ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობა მიიჩნევა 0,12 გრამიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული დ----- შ-----–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი.

კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, ბარგის დათვალიერების და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ დ----- შ-----–ის ბარგის დათვალიერებისას ამოღებული იქნა 161 ცალი აბი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 1,280 გრამს.

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მისი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - დ----- შ-----–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დ----- შ-----–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

კერძოდ, 2018 წლის 12 მარტის შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს/ მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის მომართვით დგინდება, რომ დ----- შ-----–ი 2018 წლის 9 მარტს 14:02 საათზე ი-----ლიდან თ--–------თბილისის რეისით შემოვიდა საქართველოში.

მოწმე გ------- ბ-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ მოხდა ბრალდებულ დ----- შ-----–ის შეჩერება და ბარგის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა 161 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რის თაობაზეც აცნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს.

შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებლის ზ------ ქ-----–-–---–-- ჩვენებით დადგინდა, რომ გ------- ბ-----–---–ისგან ამოიღო უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება 161 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბი. აღნიშნული გარემოება დადასტურდა 2018 წლის 09 მარტის ამოღების ოქმით.

ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დადგინდა, რომ დ----- შ-----–ისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო წონით -1,280 გრამს.

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ზნეობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში. საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შეიძლება შემოტანილ იქნეს კანონიერადაც და უკანონოდაც. შემოტანა კანონიერი იქნება მაშინ თუ იგი ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, შემოტანა უნდა განახორციელოს იურიდიულმა პირმა ან სახელმწიფო დაწესებულებამ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, სახელმწიფო კვოტის ან ლიმიტის ფარგლებში, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ შესაბამისად, აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ამ ნივთიერებების არა კანონიერად, არამედ უკანონოდ შემოტანა. ამ ნივთიერების შემოტანა კანონის ზემოთხსენებულ მოთხოვნათა დარღვევით, სპეციალური ნებართვის გარეშე. რაც შეეხება ქმედების ადგილს, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციისათვის. კერძოდ, უკანონოდ შემოტანა უნდა მოხდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთით საქართველოში ამ ნივთების შემოტანით.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირს) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით, თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები მხოლოდ სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც პირი შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა და ნებისმერი დოკუმენტი, ეს იქნება რეცეპტი თუ სხვა აქტი, შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. თუკი პირი ინფორმირებული არ არის აღნიშნულის თაობაზე, ეს არ ათავისუფლებს მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და არც სხვა ქვეყანაში კანონიერი გზით შეძენელ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც უკანონოდ შემოდის საქართველოში, სძენს ლეგალურობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა დ----- შ-----–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- შ-----–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ დ----- შ-----–ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

პროკურორის მიერ წარმოდგენილი არ იქნა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ----- შ-----–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს. პირიქით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აპოსტილით და ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებებით, უტყუარად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ბრალდებულმა დ----- შ-----–მა კანონიერად - ექიმის რეცეპტის საფუძველზე შეიძინა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები. კერძოდ,2018 წლის 14 იანვრის ნარკოლოგიური ინსტიტუტის ფსიქიატრის და სპეციალისტის - ე-------------------ის მიერ შედგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ დ----- შ-----–ი სარეაბილიტაციო მკურნალობის ფსიქოლოგიური და სოციალური პროცედურების ფარგლებში იმყოფება მათი კლინიკის მუდმივი მეთვალყურების ქვეშ და ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, დანიშნული აქვს 8 მგ. სუბოტექსის აბის მიღება. ანალოგიური ცნობა გაცემულია - 2018 წლის 11 თებერვალს.

2018 წლის 14 იანვრის აფთიაქ „--–---- მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ დ----- შ-----–მა ექიმის ე-------------------ის დანიშნულებით შეიძინა 178.48 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი. ანალოგიური ქვითარი გაცემულია 2018 წლის 21, 28 იანვარს, 04, 11, 18, 25 თებერვალს და 2018 წლის 01 და 05 მარტს.

2018 წლის 1 მარტს აპოსტილით დამოწმებული ნარკოდამოკიდებულების ინსტიტუტის ჰა----------–-------ის მიერ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ პაციენტი დ----- შ-----–ი არის მათი კლინიკის მუდმივი მეთვალყურების ქვეშ და გადის სარეაბილიტაციო მკურნალობას ფსიქო-სოციალური თერაპიის ფარგლებში, რომელსაც 4 კვირის განმავლობაში „Subl Subutex8 მგ.“ დანიშნული აქვს დღეში სამჯერ, ჯამში 84 აბი.

2018 წლის 5 მარტს აპოსტილით დამოწმებული ნარკოდამოკიდებულების ინსტიტუტის ჰა----------–-------ის მიერ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ პაციენტი დ----- შ-----–ი არის მათი კლინიკის მუდმივი მეთვალყურების ქვეშ და გადის სარეაბილიტაციო მკურნალობას ფსიქო-სოციალური თერაპიის ფარგლებში, რომელსაც 4 კვირის განმავლობაში „Subl Subutex8 მგ.“ დანიშნული აქვს დღეში სამჯერ, ჯამში 84 აბი.

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის ხელბარგის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დ----- შ-----–ს შეძენილი ჰქონდა კანონიერად - ექიმის რეცეპტის საფუძველზე და სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- შ-----–ი აღნიშნული ბრალდების ნაწილში უნდა გამართლდეს.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ნაწილში - ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამდენად, დ----- შ-----–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----- შ-----–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2018 წლის 03 ოქტომბრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, დ----- შ-----–ი მოთავსებული უნდა იქნეს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. კერძოდ, აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხონი - ქუტირი, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქული სახით, ერთ პაკეტად, ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- შ-----–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. დ----- შ-----–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. დ----- შ-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 მარტიდან.

4. დ----- შ-----–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა დ----- შ-----–მა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ხონი-ქუტირი - გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გააგრძელოს საერთო წესით.

7. ნივთმტკიცება:

- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქული სახით, ერთ პაკეტად, ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი