განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ თ----- ი-------ის
ბრალდებულ _ ი-----–- მ---–------ის
ადვოკატ _ ჯ---- ქ-----–--ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ი-----–- ა----ს ძე მ---–------ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: დ--------–--–-------------------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------–------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- მ---–------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი-----–- მ---–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ი-----–- მ---–------ი და ნ-----–- გ------–------ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 22 წელი. 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–--------------------------–------------------------------ში, ი-----–- მ---–------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ-----–- გ------–-----ს, კერძოდ, ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა იატაკზე და ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან დაკარგა გონება.
ე.ი. ი-----–- მ---–------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ი-----–- მ---–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ი-----–- მ---–------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც ი-----–- მ---–------მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან უკვე 22 წელი და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი ამ ფაქტამდე არასოდეს ჰქონია) და წარსულში მომხდარი კონფლიქტები მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლებოდა, რისთვისაც ი-----–- მ---–------ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი, ამასთან, ძალადობას არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათი, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს ი-----–- მ---–------ის მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო მხედველობაში იღებს ი-----–- მ---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია სასჯელის სახით, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, არც დაზარალებულს და არც ოჯახის სხვა წევრებს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, აგრეთვე, ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ი-----–- მ---–------ს აქვს ქრონიკული ლიმფოპროლიფეაციული დაავადება, რეკომენდებულია დაავადების ქვეჯგუფის დადგენა და ქიმიოთერაპიის ჩატარება, თუმცა, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით დგინდება, მატერიალური შესაძლებლობის არქონის გამო ვერ შეძლო საჭირო მკურნალობის ჩატარება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ბრალდებული მუშაობს, კერძოდ, ტაქსის მძღოლია და მიღებული შემოსავლით მატერიალურად ეხმარება ოჯახს. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ი-----–- მ---–------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრებას, სასამართლოს აღნიშნული სასჯელის გამოყენება ბრალდებულის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- მ---–------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- მ---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ი-----–- მ---–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 6 სექტემბრიდან - 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. მსჯავრდებულ ი-----–- მ---–------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-----–- მ---–------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. გაუქმდეს ი-----–- მ---–------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი