განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100116001613894
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5----16

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

8 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - თამარ შუბუთიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - და----------------------------------ძე (დაბადებული - 1----–-–----- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, ს-------------------ის დასახლება, ზ----------------------–----ა ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-------------------------------------50), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ადვოკატი - თა-----------–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალის არსი:

1.1. 2016 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ვ------------------------ კორპუსის წინ არსებულ სასურსათო მაღაზიაში, დ----- დ--------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მ--- დ--------------ეს და მაღაზიიდან გამოსვლისას ესროლა არაჟნის პოლიეთილენის ქილა, რის შემდეგაც დაედევნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით „ო---–------რა“ სახ. N V--------- გზა გადაუჭრა ამავე კორპუსის მ--- სადარბაზოსთან და დაუწყო მას გინება უშვერი სიტყვებით, გადაუგრიხა ხელები, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც მ--- დ--------------ე დაეცა ასფალტზე და რამდენიმეჯერ გადაგორდა, ხოლო დ----- დ--------------ემ თმებში ჩაავლო ხელი და ათრევდა მას. ცემის შედეგად მ--- დ--------------ემ განიცადა ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც მან მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხოლო დ----- დ--------------ე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. დ----- დ--------------ემ 2016 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ვ------------------------ კორპუსის წინ არსებულ სასურსათო მაღაზიაში, დ----- დ--------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მ--- დ--------------ეს და მაღაზიიდან გამოსვლისას ესროლა არაჟნის პოლიეთილენის ქილა, რის შემდეგაც დაედევნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით „ო---–------რა“ სახ. N V--------- გზა გადაუჭრა ამავე კორპუსის მ--- სადარბაზოსთან და დაუწყო მას გინება უშვერი სიტყვებით, გადაუგრიხა ხელები, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც მ--- დ--------------ე დაეცა ასფალტზე და რამდენიმეჯერ გადაგორდა, ხოლო დ----- დ--------------ემ თმებში ჩაავლო ხელი და ათრევდა მას. ცემის შედეგად მ--- დ--------------ემ განიცადა ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც მან მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხოლო დ----- დ--------------ე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ მ--- დ--------------ისა და მოწმეების - ჯ----–---------–---–ის, ი----ბ გ--–-–---–ის, ე-–--ო კ----–---ს, გ------ი ვ---–--ს, ლ--–- მა-------ს, ც---- კ------ის, ნ-----–---- ო------–---–ის, მ-----–-------–-–---–ის, ზ---------ის, თ---------------ის, ნ-------------–---–ის, გ------ი გ-------ას, ი----ბ ქ-------–-–--ლისა და ბ-------ე ს-----–---–ის ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დ----- დ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია დ----- დ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. დაზარალებულმა მ--- დ--------------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ დ----- დ--------------ესთან 2000 წლიდან 2015 წლამდე იმყოფებოდა ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი - 15 წლის ა-------------------- და 13 წლის თ-------------------------ე (სასამართლო სხდომაზე დაკითხვის მდგომარეობით 29.03.2018). 2010 წელს დ----- დ--------------ემ და მან შეიძინეს მიწის ნაკვეთი, აიშენეს სახლი, სადაც ქორწინების პერიოდში ცხოვრობდნენ, თუმცა 2015 წელს იგი წამოვიდა სახლიდან შვილებთან ერთად და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომლის ფულსაც იხდის მის მიერ სამსახურში გამომუშავებული თანხით. ქორწინების პერიოდში მათ მალევე დაეძაბათ ურთიერთობა - პირველი სერიოზული კამათი მათ შორის მაშინ მოხდა, როდესაც იგი 8 თვის ფეხმძიმე იყო. მას დ----- დ--------------ემ ხელი კრა და საწოლიდან გამოაგდო, იმის გამო, რომ მ--- დ--------------ემ სთხოვა ცოტა ელაპარაკა და თავშეკავებულად ყოფილიყო, რადგან ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ამის გამო მეზობლები დასცინოდნენ. მას თავის საქციელი არ უნანია და არც წამოდგომაში დახმარებია, რის შემდეგაც 2 კვირაში მათი ბავშვი 8 თვის ასაკში დაიბადა. მოწმე აღნიშნავს, რომ დ----- დ--------------ე მუდმივად უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას, რისი მიზეზიც კვლავ ეჭვიანობა იყო. ერთადერთი ადგილი, სადაც იგი სახლიდან გადიოდა იყო ლომბარდი, სადაც ალომბარდებდა ოქროს და თანხას მეუღლეს აძლევდა. ამ დროსაც, გზაში ურეკავდა და ამოწმებდა სად იყო, ვისთან იყო და ა.შ. თუ მეგობართან წავიდოდა, სთხოვდა დაელაპარაკებინა იგი მობილურის მეშვეობით და იქ ყოფნისას რამდენჯერმე რეკავდა გადამოწმების მიზნით. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, მისთვის აზრი დაკარგა ყველაფერმა. ეჭვიანობდა მათ შორის იმაზეც, რომ სახლში ჰქონდათ კომპიუტერი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ჰქონია სოციალური ქსელები. ყველაფერი ეს - საწოლიდან გადმოგდება, ასევე ის, რომ ერთ-ერთი კამათისას ხელი კრა და კიბეებიდან დააგორა, რაჭაში დედასთან დასვენებისას მათ სახლში უწესო ქალები დაჰყავდა, გახდა განქორწინების მიზეზი. დაზარალებული განმარტებით, როდესაც ჰკითხა, თუ რატომ დაჰყავდა ასეთი ქალები მათ ბინაში, დ----- დ--------------ემ ხელი დაარტყა. მეორე სერიოზულ კონფლიქტად მოწმე ასახელებს თავისი ძმის ქორწილს, როდესაც მისმა მეუღლემ, იმის გამო, რომ ადგილი აღარ იყო და გვერდით ვერ მიუჯდა, 200 სტუმრის თანდასწრებით ჩხუბი დაუწყო. მესამე შემთხვევა, რომელიც მას ჩხუბის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კარგად დაამახსოვრდა იყო, როდესაც მან გაიგო, რომ გარდაეცვალა მამა, რის გამოც მეუღლესთან ერთად წავიდა რაჭაში. იქაც დ----- დ--------------ემ იჩხუბა მისი მეგობრის მეუღლესთან, რადგან იყო პოლიციელი და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მას ვერ იტანდა. მეორე დღესაც იჩხუბა მის ნათესავთან და არ აცდიდა, რომ მამა ეგლოვა, რის გამოც მან მკაცრად მოსთხოვო, ან გამოსწორდებულიყო ან დაშორდებოდა მას. მიუხედავად ამისა, იგი არ გამოსწორდა, რის გამოც, დაზარალებულმა სახლიდან წამოსვლა გადაწყვიტა, რა დროსაც კვლავ იჩხუბეს. აღნიშნულს ესწრებოდნენ მისი შვილები და მისი ბავშვის ნათლია ა-----------ძე. იგი იმ ზომამდე მივიდა, რომ მანქანიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ ა-----------ძემ ხელი მოკიდა და შეაკავა, ხოლო დ----- დ--------------ემ დაწყნარების მაგივრად, სცემა. როდესაც მას დაშორდა, წავიდა დედასთან რაჭაში საცხოვრებლად, თუმცა იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა დიაბეტი და ჩიყვი, რის გამოც მოუწია თბილისში ჩამოსვლა. იმისთვის, რომ ემკურნალა და თავი ერჩინა დაიწყო მზარეულად მუშაობა. რაჭიდან ჩამოიყვანა შვილები და დედა, რომელიც ბავშვებს ყურადღებას აქცევდა იმ დროს, როდესაც იგი მუშაობდა. როდესაც მისი თბილისში ჩასვლის ამბავი დ----- დ--------------ემ გაიგო, გაიგო ასევე, სად მუშაობდა და მოსვენებას არ აძლევდა, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და სურდა თანაცხოვრების გაგრძელება, რათა შური ეძია. იგი ყოველთვის ელოდებოდა სამსახურის გარეთ და მუშაობაში ხელს უშლიდა, რის გამოც შეიქმნა მისი სამსახურის დაკარგვის საფრთხე. ამ პერიოდში ერთ-ერთი დახვედრისას, მან ჩანთა გამოგლიჯა, დაარტყა და გაიქცა, რის გამოც მიმართა პოლიციას და გამოიცა მის მიმართ შემ---ვებელი ორდერი. ამ პერიოდში, იგი მხოლოდ შორიდან ემუქრებოდა. როდესაც შემ---ვებელ ორდერს ვადა გაუვიდა, კვლავ დაიწყო მიახლოება, მუდმივად მის სამსახურთან იდგა და არ ასვენებდა, რის გამოც რამდენიმეჯერ საცხოვრებელი ბინაც კი შეიცვალა, თუმცა, სამსახურთან „აგენტები“ ჰყავდა დაყენებული, რომლებიც უთვალთვალებდნენ. 2016 წლის 22 ოქტომბერს, სამსახურის შემდეგ მაღაზიაში წავიდა, რა დროსაც შენიშნა, რომ მანქანა მიჰყვებოდა. როდესაც მანქანა მიუახლოვდა, დაინახა, რომ მასში მისი ყოფილი მეუღლე იჯდა და უყვიროდა, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუ სახლში არ მივიდოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ--- დ--------------ე იქვე არსებულ მაღაზიაში შევიდა, რათა ხალხში თავი უფრო დაცულად ეგრძნო, თუმცა, იგი მაღაზიაშიც შეჰყვა, სადაც ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი დედა, რადგან სხვა კაცის გამო მიატოვა შვილები, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ბავშვები მასთან ცხოვრობდნენ. აღნიშნულ დროს მაღაზიაში იყვნენ გამყიდველები და ერთი ქალბატონი, რომელმაც მიაძახა, რომ რა დედა იყო თუ შვილები მიატოვა. იგი დახლებში შეძვრა, რა დროსაც პროდუქტების ნაწილი გადმოვარდა დახლებიდან, იგი ცდილობდა დაერეკა პოლიციაში, თუმცა, არ ჰქონდა საშუალება, რადგან დ----- დ--------------ე ყველაფერს ხელიდან გლეჯდა. მან ასევე გამოართვა საფულე და არაჟნის ქილა, რომელიც მაღაზიის კარებთან მდგომმა დ----- დ--------------ემ ესროლა და მას ფეხზე მოხვდა. მოწმე გამოვიდა მაღაზიიდან და ცდილობდა, რომ გაქცეულიყო ახლომდებარე ვ---------ის პოლიციაში მისასვლ--–-დ, თუმცა, გაჰყვა მას მანქანით - ლურჯი ფერის ო---–ით და თან უყვიროდა, რომ მალავდა შვილებს, მაშინ როცა, ყოველთვის იცოდა სად იყვნენ მისი შვილები, მათ შორის იცოდა სკოლაც. შემდგომ, მან შეძლო მ--- მ---------ისათვის გზის გადაღობვა, რომ ვეღარ მისულიყო დანიშნულების ადგილზე, რის შემდეგაც მოქაჩა თმებში და იქვე არსებულ წვიმის გუბეში ჩააგდო, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და თითი მოუგრიხა, რის შედეგადაც მისმა თითმა განიცადა დეფორმაცია და დღემდე სტკივა. აღნიშნული კონფლიქტისას იქვე იდგა ერთი მამ---ცი, მათგან დაახლოებით 20 მეტრში, თუმცა, იგი არ ჩაერია ოჯახურ კონფლიქტში. იქვე ეყარა ქვები, რომელთგან ერთი აიღო და უთხრა, რომ თუ მიუახლოვდებოდა ესროდა, რადგან ეს იყო მხოლოდ მისი გადარჩენის საშუალება. თუმცა, მას ამ ქვის არ შეშინებია და კვლავ უახლოვდებოდა, რის გამოც ისროლა ქვა თავდაცვის მიზნით, რომელიც დ----- დ--------------ეს არ მოხვედრია. ჭიდაობაში როგორც იქნა გავიდა ცენტრალურ ქუჩაზე, საიდანაც უკვე პოლიციის შენობაც ჩანდა. იქვე იყო კამერებიც, რის გამოც მან თავი დაანება. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რადგან ფეხი ძალიან სტკიოდა, რომელშიც ბრალდებულმა ფეხი ჩაარტყა. სამედიცინო პერსონალმა მას აღმოუჩინა დახმარება, ადგილზე მის მიერ გამოძახებული იქნა პატრულიც. მოწმე იხსენებს, რომ თავდაპირველად მან ტუჩებში შემოარტყა ხელი, შემდეგ ხელები გადაუგრიხა და წიხლი ჩაარტყა მარცხენა ფეხზე, რის შემდეგაც ჩავარდა იქვე არსებულ გუბეში. მიღებული დაზიანებების შედეგად მან განიცადა ტკივილი, იყო დალურჯებული და რამდენიმე დღე ვერ გავიდა სამსახურში. ამის შემდეგაც, დადიოდა შორიახლო მანქანით და არ აძლევდა მოსვენებას. დასმულ შეკითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ გ------- კორიანთაშვილს იცნობს 2009 წლიდან, იგი დღესასწაულებზე მათთან სახლში მიდიოდა სტუმრად, აგრეთვე, გ-------ს მეუღლისგან იცოდა ისიც, რომ მის სახლში დ----- დ--------------ეს და გ-------ს დაჰყავდათ უწესო ქალები. გ------- კორიანთაშვილი შესწრებია მათ კონფლიქტს, კერძოდ, როდესაც ერთხელ მათთან სტუმრად იმყოფებოდა გ------- თავის მეუღლესთან ერთად, დ----- დ--------------ემ მეუღლეს კრა ხელი და დააგორა კიბეებზე, რადგან არ დალია მისი სადღეგრძელო და ასე არ გამოხატა სიყვარული მის მიმართ, რის შედეგად მოიტეხა ფეხი და თაბაშირში ჰქონდა ჩასმული დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. აღნიშნული კონფლიქტისას იქ იმყოფებოდნენ თ------------–ი, მისი მეუღლე და ბავშვები. თუმცა, ყველანი იყვნენ ეზოში, სიბნელეში, რა დროსაც ისინი აღნიშნული პიროვნებებიდან ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში მოხვედრისას მას არ უთქვამს დაზიანების მიღების ნამდვილი მიზეზი, რადგან ყოველთვის მალავდა და არავისთან საუბრობდა მათ შორის არსებულ კონფლიქტებზე. მოწმე აღნიშნავს, რომ დ----- დ--------------ისგან მას ჰქონდა შეთავაზება, რომ მ--- თავის შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო და მათ სახლში ეცხოვრათ, თვითონ კი იქიდან წამოვიდოდა, თუმცა მისი არ სჯეროდა. ამავდროულად, სახლი, რომელშიც დაბრუნებასაც სთავაზობდა, მისი წამოსვლის შემდეგ თავის დედას გადაუფორმა, შესაბამისად ვერ დაბრუნებოდა, რადგან ბინა დედამთილის იყო.

 

4.2. საქმის არსებით განხილვაზე მოწმე ჯ----–---------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბილისი, ვ--------ანი, 1-ლი მ--------------, მ---- კორპუსი, ბინა 1---ში. 2016 წლის 22 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე ის იმყოფებოდა სარდაფში, რომელსაც იყენებს საცხოვრებლად. დილის საათებში, მან გაიგონა ჩხუბის ხმა, რის შემდეგაც მალევე გავიდა გარეთ და დაინახა რომ, ჩხუბობდა მამ---ცი და ქალბატონი, რა დროსაც ისინი ერთმანეთს აგინებდნენ. იმის გამო, რომ ჯ----–---------–---–სა და მათ შორის იყო გარკვეული მანძილი, დაახლოებით 25-30 მეტრი, შეუძლებელი ხდებოდა მისთვის ჩხუბის ზუსტი შინაარსის გარკვევა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მას მხედველობა ერთ თვალში აქვს 90%-ით,ხოლო მეორე თვალით ცოტა უჭირს დანახვა. მოწმემ გაიგონა, რომ ისინი შვილებზე დაობდნენ, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. მან ასევე დაინახა როგორ მოჰკიდა ხელი ბრალდებულმა თავის ცოლს და დაახლოებით 2-3-ჯერ ჩაარტყა, რომელიც ცდილობდა ხელების ქნევით თავის დაცვას, რა დროსაც მამ---ცმა მას მოქნეული ხელები გაუჩერა და ქალბატონი წაბორძიკდა, ხოლო შემდგომ ძირს დაეცა. მამ---ცმა მას რამდენიმეჯერ ჩაარტყა, სავარაუდოდ თავის არეში, მაგრამ ვერ შენიშნა ზუსტად რა ჩაარტყა, რის შემდგომაც იგი ავტომანქანისკენ გაიქცა. აღნიშნულ დროს, ქალბატონმა მას ორჯერ ესროლა ორი ქვა - ერთი იყო ასფალტის ნატეხი, ხოლო მეორე პატარა, რომელიც ჯერ სხვა რამეს მოხვდა და შემდგომ მანქანას, ხოლო მეორე სადარბაზოსთან დავარდა. აღნიშნულის შემდეგ ქალი გაიქცა პოლიციისკენ და შველას ითხოვდა, რა დროსაც იგი კოჭლობდა. თავად მ-------–---–მა თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო ქალის დახმარება. იგი ასევე აღნიშნავს რომ, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიმდინარეობს მშენებლობა და ჩხუბის ეპიზოდს, მის გარდა სამშენებლო ობიექტის მომუშავე პირები და მათი უფროსი ო-----ც შეესწრნენ, მაგრამ პოლიციის მისვლის შემდგომ ისინი მიიმალნენ. დაკითხვისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჩხუბის მონაწილე პირებს შემთხვევამდე არ იცნობდა, მაგრამ კონფლიქტში მონაწილე მამ---ცის ამოცნობა პოლიციის განყოფილებაში შეძლო, რადგან საგამოძიებო მოქმედება ჩხუბის დამთავრების შემდგომ ნახევარ საათში ჩატარდა. რაც შეეხება გამოკითხვის ოქმს, პოლიციაში მან აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი თვითონ მოაწერა, მაგრამ არ წაუკითხავს, რადგან გამოკითხვის ჩამტარებელი მისი მეზობელი იყო და ენდო.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ც---- კ------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისი, ვ---------ის 1-ლი მიკრო, მ---- კორპუსში მდებარე მაღაზიაში, მოლარე-ოპერატორად, დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე. დაახლოებით 10-ის ნახევარზე, მაღაზიაში შევიდა ქალბატონი, რომელმაც იყიდა არაჟანი და ხაჭო. მას ცოტა ხანში შეჰყვა მამ---ცი და მათ კამათი დაიწყეს. მამ---ცი ქალს ეხვეწებოდა სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო ქალი უარს ეუბნებოდა. მოწმე აღნიშნავს, რომ მან სთხოვა კამათი სხვაგან გაეგრძელებინათ, რის შემდეგაც ისინი გარეთ გავიდნენ. აღნიშნული დროის განმავლობაში, მაღაზიაში შემოდიოდნენ და გადიოდნენ სხვა მყიდველებიც. მაღაზიაში მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე დაზიანებულა. აღნიშნულ სიტუაციას, მათ გარდა ესწრებოდა მისი თანამშრომელი ლ--–- მ-------ე. იგი აღნიშნავს, რომ ქალბატონთან მას რაიმე შეხება არ ჰქონია და არ იცნობს.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ--–- მ-------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით იგი მუშაობდა ქ.თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ--------------, მ---- კორპუსში არსებულ მაღაზიაში. დილით, დაახლოებით 09:30 საათზე, მაღაზიაში შევიდა გოგონა, რომელმა შეიძინა არაჟანი. ვინაიდან დილით ყოველთვის ბევრი ხალხია, გოგონასთვის არ მიუქცევია ყურადღება, თუმცა, შემდგომ გაიგონა მამ---ცის ხმა, რომელიც ქალბატონს სთხოვდა დაბრუნებულიყო სახლში, არ დაენგრია ოჯახი და ეკითხებოდა რატომ დატოვა შვილები. მისმა კოლეგამ ც---- კ------ემ მათ უთხრა, რომ გასულიყვნენ გარეთ და სალაპარაკოდ შესაფერისი ადგილი მოეძებნათ, რის შემდეგაც მათ დატოვეს მაღაზია. ადგილზე რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას მათ შორის ადგილი არ ჰქონია. მოწმე აღნიშნავს, რომ როდესაც კარებთან გარეთა მხრიდან მივიდა, დაინახა, რომ კარებზე წასმული იყო თეთრი სითხე, რომელიც შემდეგ გაწმინდეს. მან არ იცის ეს არაჟანი იყო თუ რაიმე სხვა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტში მონაწილე პირებიდან არ იცნობს არცერთს.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–---- ო------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა იმავე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაკითხული ჰყავს მოწმე ც---- კ------ე. ასევე, ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, შეადგინა დაკავების ოქმი თავის თანამშრომელ გ------ი გ-------ასთან ერთად, მ--- დ--------------ეს გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და თავისი უფლებები. ამოცნობა ჩატარებული აქვს მოწმე ჯ----–---------–---–თან, რომელმაც წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც იყო დ----- დ--------------ე და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო პიროვნება, რომელმაც ვ---------ის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონს, რომელიც შემდგომ წაიქცა. დ----- დ--------------ეს სამედიცინო დახმარება დაკავებისას არ მოუთხოვია, წინააღმდეგობის გაწევას დაკავებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 22 ნოემბერს, დილის საათებში, ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებიდან მათთან შევიდა შეტყობინება, რომ საჭირო იყო ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კერძოდ, ვ--------ანი, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. იგი თავის მეწყვილესთან მ------------–---–თან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე. მათ გარდა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გამომძიებელი და დაზარალებული. დათვალიერების შედეგად რაიმე კვალი ნანახი და ამოღებული ვერ იქნა, თუმცა შემთხვევის ადგილი დასურათდა და ფოტოები გადაეცა გამომძიებელს, რითიც მისი მონაწილეობა აღნიშნულ საქმეზე ამოიწურა.

 

4.7. საქმის არსებით განხილვაზე მოწმე ი----ბ ქ-------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 22 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება დ----- დ--------------ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელში მონაწილეობა დაევალა ი----ბ ქ-------–-–--ლსაც. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას დაკითხული ჰყავს მოწმე ჯ----–ი მ-------–---–ი და დ----- დ--------------ე. მოწმე დ----- მ-------–---–მა მის მიერ დაკითხვისას განაცხადა, რომ ქ.თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ--------------, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას დავალებული აქვს აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო განთავსებული ტექნიკისათვის თვალყურის დევნება. მან განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, იგი შეესწრო ახალგაზრდა მამ---ცისა და ქალბატონის კამათის ფაქტს, რა დროსაც მამ---ცმა ქალს ხელი დაუჭირა, ასფალტზე დააგდო, შემდეგ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, შეაგინა, შემდეგ კი დაჯდა ო---–ის ფირმის ავტომობილით და წავიდა. დ----- დ--------------ემ კი მასთან დაკითხვისას აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ ვითარებას, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებდა.

 

4.8. საქმის არსებით განხილვაზე მოწმე ი----ბ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მათ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ისიც იღებდა მონაწილეობას. მას აღნიშნულ საქმეზე დაკითხული ჰყავს მ--- დ--------------ე და თ------------–ი, ამოღებული აქვს მისი ტანსაცმელი და დანიშნული აქვს შესაბამისი ექსპერტიზა. მ--- დ--------------ეს გამოკითხვისას სიწითლეები აღენიშნებოდა ხელის მტევნებსა და სახის არეზე, ასევე იგი იყო ტ--–-----ი. მ--- დ--------------ემ მას დაკითხვისას განუცხადა, რომ გარდა ამ ფაქტისა, მასზე მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ორჯერ. პირველი, როდესაც იყო ფეხმძიმედ, იგი მეუღლემ საწოლიდან გადმოაგდო, რის შესახებაც არავისთვის უთქვამს, ხოლო მეორედ 2007 წელს, როდესაც სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის იყო თ------------–ი, მას მეუღლემ ხელი კრა და გადმოაგდო კიბიდან. აღნიშნული გახდა თ------------–ის დაკითხვის საფუძველი. იგი ადასტურებს მის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი დოკუმენტების ავთენტურობას. აღნიშნული საქმის გარდა, მას რაიმე პირადი შეხება დაზარალებულ მ--- დ--------------ესთან არ აქვს.

 

4.9. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-----–-------–-–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 22 ოქტომბერს, ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება და შედგა გამომძიებელთა ჯგუფი. კონკრეტულად მას დაევალა ბრალდებულისათვის ბრალდების დადგენილების გაცნობა, რის შემდგომაც 2016 წლის 23 ოქტომბერს, დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, რაც ბრალდებულმა დაადასტურა ხელმოწერით და შენიშვნის სახით მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულს. ბრალის წარდგენის შემდეგ ვერ მოხდა მისი დაკითხვა, რადგან მან უარი განაცხადა. მან ასევე დ----- დ--------------ეს გადასცა საქმის მასალები, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

4.10. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ---------------მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, იგი თავის მეწყვილე ზ---------თან ერთად გავიდა ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სადაც ქალბატონმა მიუთითა ის ადგილები, სადაც ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

4.11. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ---------მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, მისი მორიგეობისას, სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის გამოც წავიდა ი-------------ის მე-2 განყოფილებაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მის მეწყვილე თ---------------თან ერთად, სადაც დახვდა გამომძიებელი გ------ი გ-------ა და ქალბატონი მ--- დ--------------ე. დაახლოებით 17:00 საათზე, ისინი გავიდნენ ვ---------ის მ--- კორპუსის მიმდებარედ, სადაც მ--- დ--------------ემ მიუთითა მისი მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ადგილზე. მოწმე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში მოწმეზე ყოველგავარი ზეწოლის გარეშე.

 

4.12. საქმის არსებით განხილვაზე მოწმე გ------ი გ-------ამ განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მათ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რა დროსაც მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც დაზარალებულმა მ--- დ--------------ემ დეტალურად მიუთითა იმ ფაქტზე, თუ როგორ ძალადობდა მასზე ყოფილი მეუღლე და უჩვენა ის ადგილები, სადაც განხორციელდა მის მიმართ ძალადობა. მ--- დ--------------ეს ეტყობოდა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალი, თმები ჰქონდა აწეწილი და ჰქონდა ტ--–-----ი, ასევე შარვალი ჰქონდა დასვრილი. შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ--------------, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიიდან დაკითხა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ადასტურებდა მაღაზიაში ახალგაზრდა მამ---ცისა და ქალბატონის შემთხვევის დღეს ყოფნას. მ--- დ--------------ე გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, ადგილზე მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანასა და შემდგომ კვლევაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. მის მიერ დაკითხული იქნა ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკი. გამოძიებისას ჩატარებულ იქნა ამოცნობა, რის შემდგომაც მოხდა დ----- დ--------------ის დაკავება, რის შესახებაც შეატყობინა მისი ოჯახის წევრს - დ----- დ--------------ის ძმას.

 

4.13. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–---- ო------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა იმავე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაკითხული ჰყავს მოწმე ც---- კ------ე. ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, შეადგინა დაკავების ოქმი თავის თანამშრომელ გ------ი გ-------ასთან ერთად, მ--- დ--------------ეს გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და გააცნო თავისი უფლებები. ამოცნობა ჩატარებული აქვს მოწმე ჯ----–---------–---–თან, რომელმაც წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც იყო დ----- დ--------------ე და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო პიროვნება, რომელმაც ვ---------ის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონს, რომელიც შემდგომ წაიქცა. დ----- დ--------------ეს სამედიცინო დახმარება დაკავებისას არ მოუთხოვია, წინააღმდეგობის გაწევას დაკავებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

4.14. საქმის არსებით განხილვაზე მოწმე გ------ი ვ---–--მ განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმცროსი ექიმის პოზიციაზე. 2016 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, დახმარების გასაწევად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე უფროს ექიმ ნ-------------თან ერთად - ვ---------ის პირველ მიკრორაიონში, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. პაციენტი იყო გაღიზიანებული. იგი აღნიშნავდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აწუხებდა ზედა მარჯვენა კიდური და ქვედა მარცხენა კიდური. პაციენტს სტკიოდა მაჯა და თითი ჰქონდა შეშუპებული, ხოლო ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. მას ვიზუალურადაც ემჩნეოდა დაზიანება, მათ გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო კლინიკაში დაკვირვების საწარმოებლად გადაყვანაზე პაციენტმა მ--- დ--------------ემ უარი განაცხადა.

 

4.15. 2016 წლის 22 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, ჩატარებული ამოცნობის შემდეგ, შსს ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- დ--------------ე, მშვიდ სამუშაო ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

4.16. 2016 წლის 22 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისი, ვ--------ანი 1--–------- კორპუსი N-- მ--- სადარბაზოს წინ მდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექსპერტების მიერ მანძილის საზომი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით გაზომილ იქნა მ--- სადარბაზოსა და კორპუსის საწყის კედელს შორის მანძილი, რომელმაც შეადგინა 14,70 მეტრი. მ--- სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ავტომანქანების გზის სავალი ნაწილი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე განთავსებულია ავტომობილები. მ--- სადარბაზოს ხელმარჯვნივ კედელთან განთავსებულია მოთეთრო ფერის ტომრები. სადარბაზოდან ხელმარჯვნივ არის წყლის გუბე, რომელზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ--- დ--------------ემ მიუთითა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის დაახლოებით 10:10 საათზე მისმა ყოფილმა მეუღლემ დ----- დ--------------ემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტების მიერ მანძილის საზომი სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით გაზომილ იქნა მ--- სადარბაზოსა და წყლის გუბეს შორის მანძილი, რომელმაც შეადგინა 08 (რვა) მეტრი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე სახის კვალი ვერ იქნა ამოღებული და აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატის გამოყენებით გადაღებული იქნა სურათები, რომლებიც ჩაიწერა CD დისკზე და დაერთო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.

4.17. 2016 წლის 22 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მ--- დ--------------ის დაკითხვის დასრულების შემდეგ დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა 2016 წლის 22 ოქტომბერს. კერძოდ, ღია ფერის უსახელო მოსასხამი (ჟილეტი) ჯიბეებით, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი ნაქსოვი სვიტერი, რომელსაც ყელთან აქვს მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის თვლები, აქვს იარლიყი წარწერით „K----” აღნიშნულ სვიტერს და მოსასხამს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. ასევე დათვალიერდა შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს აქვს ჯიბეები. წინა მხარეს შარვალს მარჯვენა ჯიბესთან თეთრი ფერის ლაქები, ასევე შარვალი წინა და უკანა მხარეს მთლიანად დასვრილია ტალახისმაგვარი ნივთიერებით. არცერთ აღნიშნულ ტანსაცმელს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. აღნიშნული ტანსაცმელი დათვალიერების შემდეგ მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა ლუქით პაკეტებისთვის 2------- რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.

4.18. 2016 წლის 22 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა მ--- დ--------------ის დაკითხვის დასრულების შემდეგ მის მიერ წარმოდგენილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--, რომელიც დათარიღებულია 22/10/2016 წლით, მასზე აღინიშნება შემდეგი ჩანაწერი ფურცლის მარჯვენა მხარეს 3----------- ხოლო მეორე მხარეს აღინიშნება პაციენტის მონაცემებში, სახელი და გვარი მ--- დ--------------ე. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე არის ჩანაწერი შემდეგი ხასიათის: უჩივის ზოგადი ხასიათის ტკივილს. პაციენტის სამედიცინო ბარათი დათვალიერების შემდეგ, მოხდა მისი ქსეროასლის გადაღება, რომელიც დაერთო საქმეს, ხოლო დედანი დაილუქა პაკეტში ლუქით 2------- რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.

4.19. 2016 წლის 22 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მ--- დ--------------ის დაკითხვის შემდეგ დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4----------–-ს N-------- გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება დ----- დ--------------ეს პ/ნ2---------- და მსხვერპლს მ--- დ--------------ეს პ/ნ3----------- გადაწყვეტილების მიხედვით, მოძალადე დ----- დ--------------ეს აეკრძალა ერთი თვის ვადით მსხვერპლთან მ--- დ--------------ესთან მიახლოება იმ ადგილებში, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აღნიშნული გადაწყვეტილება დათვალიერების შემდეგ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

4.20. 2016 წლის 22 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მოწმე მ--- დ--------------ემ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე, რა დროსაც მ--- დ--------------ემ მიუთითა ქ.თბილისი, ვ--------ანი, 1-ლი მ.რ, მ---- კორპუსის ახლოს მდებარე მარკეტზე და აღნიშნა, რომ სწორედ ხსენებულ მარკეტში 2016 წლის 22 ოქტომბერს მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება დ----- დ--------------ესთან. აღნიშნულის შემდეგ მ--- დ--------------ემ მიუთითა ამავე მარკეტის შესასვლელ კარებზე და განმარტა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება დ----- დ--------------ესთან. აღნიშნულის შემდეგ მ--- დ--------------ემ მიუთითა ამავე მარკეტის შესასვლელ კარებზე და განმარტა, რომ მარკეტის კარებთან გარეთა მხარეს დ----- დ--------------ემ ესროლა არაჟნის ქილა. მარკეტიდან დაახლოებით 140 მეტრი მანძილის გავლის შემდგომ მ--- დ--------------ემ მიუთითა ქ.თბილისი, ვ--------ანი, 1--–------- მ---- კორპუსი, მ--- სადარბაზოს წინ მდებარე ტერიტორიაზე და მიუთითა უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც დ----- დ--------------ემ 2016 წლის 22 ოქტომბერს ზემოთ ხსენებული მარკეტიდან წამოსვლის შემდგომ დაუჭირა მას ორივე ხელი და გადაუგრიხა, ხელების გადაგრეხვის შემდგომ ჩაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხში, ასევე დაარტყა ხელი ტუჩებში და წააქცია. წაქცევის შემდეგ ამავე ადგილზე დ----- დ--------------ემ ჩაავლო მას თმებში ხელი და ათრია აქეთ-იქით. აღნიშნულის შემდეგ დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც დაერთო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.

4.21. 2016 წლის 22 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ პირის ამოცნობა ჩატარდა შსს ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ამოცნობისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ჯ----–---------–---–მა განაცხადა, რომ კარგად დააკვირდა მის წინაშე წარმოდგენილ 3 პიროვნებას და მათში ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი, ხოლო მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება, რომელიც იყო დ----- დ--------------ე და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო სწორედ ის მამ---ცი, რომელმაც 2016 წლის 22 ოქტომბერს ვ---------ის 1-ლი მ-------------- N-- კორპუსთან ქალბატონს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება ამოიცნო სიმაღლით, მრგვალი ფორმის პირსახით, შავი ფერი სწორი ფორმის თმებით, სწორი ფორმის ცხვირით, მუქი ფერის წარბებით.

4.22. 2016 წლის 31 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, მოქ. მ--- დ--------------ეს 24.10.16 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, (მათი აღწერილობა და ლოკალიზაცია იხ.პირადი გასინჯვის მონაცემებში), აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

4.23. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–--ო კუ--–--ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის გარშემო. მან ასევე განაცხადა, რომ მკვრივ-ბლაგვი საგანი შესაძლოა ყოფილიყო ხელიც, რადგან იგი მიეკუთვნება მკვრივ-ბლაგვ საგანს.

4.24. დაცვის მხარის მოწმემ ნ-------------მა დადებითად დაახასიათა ბრალდებული დ----- დ--------------ე და მიუთითა, რომ ის უშუალოდ დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველი მოწმე არ არის, თუმცა, ზუსტი თვე და რიცხვი არ ახსოვს, როდესაც მისი საკუთარი ფანჯრიდან დაინახა ცეცხლის ალი, რომელიც ავტომანქანას ეკიდა. აღნიშნული ავტომანქანა კი ეკუთვნოდა დ----- დ--------------ეს. როგორც შემდგომში გაიგო იგი დ-----ის მეუღლეს დაუწვავს, თუმცა, ცეცხლის წაკიდების ფაქტი მას არ დაუნახავს.

4.25. საქმის არსებით სხდომაზე დაცვის მხარის მოწმემ ბ-------ე ს-----–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისი, ვ---------ის 1--–------- მ--- კორპუსთან, დილის 10 საათისთვის, მან თავის საცხოვრებელი კორპუსში, ბინაში მ--- სართულზე ყოფნისას, ღია ფანჯრებიდან გაიგონა ხმაური, რის გამოც გადაიხედა და დაინახა მის სადარბაზოსთან მომავალი ქალბატონი და მამ---ცი. ქალბატონი მას ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ თავი დაენებებინა და ლანძღავდა, მამ---ცი კი ამბობდა, რომ მისი სურვილი მხოლოდ ის იყო ეჩვენებინა მისთვის შვილები და ეკითხებოდა სად ჰყავდა ისინი დამალული. აღნიშნულ მოთხოვნაზე, ქალბატონმა აიღო იქვე არსებული სამშენებლო მანქანის ნარჩენები და დაუწყო მამ---ცს სროლა, რომელიც მოხვდა ამავე კორპუსის მაცხოვრებლის ავტომობილს, რა დროსაც მამ---ცმა მას ხელები დაუჭირა გაჩერების მიზნით. ქალბატონი ასევე სწვდა სახეში, რა დროსაც მამ---ცმა მას კვლავ დაუჭირა ხელი და კვლავ სთხოვდა ეჩვენებინა შვილები. აღნიშნულის შემდეგ ქალბატონი გაემართა ვ---------ის პოლიციის განყოფილებისკენ. მოწმე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კონფლიქტისას ეზოში იმყოფებოდა მისი მეუღლე ჯ----–---------–---–ი, რომელიც პოლიციელებმა იმ დღესვე, წაიყვანეს განყოფილებაში და როდესაც დაბრუნდა მას უთხრა, რომ არ იცოდა რა დაწერა ისეთი, რომ კონფლიქტში მონაწილე ქალმა საწყევლად გაიმეტა. იგი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ცალი თვალით ვერ ხედავს, მეორე თვალით კი ხედავს, რის გამოც მას განყოფილებაში ჩვენება თავის ხელით არ დაუწერია, არამედ დაიწერა მისი კარნახით, რის შემდგომაც მას წაუკითხეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი.

4.26. ბრალდებულმა დ----- დ--------------ემ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ იგი ყოველთვის იყო მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი მამა, მას არასდროს მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისი მეუღლისათვის, ხოლო მიზეზი, თუ რატომაც უჩივის მისი მეუღლე მას, არის განპირობებული მ--- დ--------------ის დედის ბრალეულობით, რომელსაც თავიდანვე არ მოსწონდა თავისი სიძე-დ----- დ--------------ე და ყოველთვის წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობით. ბრალდებულს მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო და ეფუძნება მოწმეთა და დაზარალებულთა ცრუ ჩვენებებს, რის გამოც, თვლის, რომ იგი წარგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

4.27. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.29. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.30. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.31. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის ( 2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით - დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებოდა: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის 2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულია, რომ ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ გარემოებათა გაანალიზება ნათლად მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს (2016 წლის 22 ოქტომბერს), ასევე დღეის მდგომარეობით (განაჩენის გამოტანის დროს) მოქმედი რედაქციებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის ერთმანეთის ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ და ითვლებიან მეუღლეები, მათ შორის ყოფილი მეუღლეებიც.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

5.6. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულის დანაშაულების კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.8. სასამართლო ბრალდებულ დ----- დ--------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე ბრალდებული დ----- დ--------------ე და დაზარალებული მ--- დ--------------ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, საიდანაც ჰყავთ 2 საერთო შვილი. მეუღლეები, მათ შორის განქორწინებულები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია აღნიშნული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სუბიექტთა წრე.

 

5.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს. ზემოაღნიშნულ გარემოებათა შეფასება მიუთითებს მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და მით უმეტეს, არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოწმის ან დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანმიმდევრული და შესაბამისი/თანხვედრაში სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ირიბ მტკიცებულებებთანაც (აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. ამის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენი).

 

5.10. სასამართლო ზემოაღნიშნულის შემდეგ ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ დაზარალებულისათვის - მ--- დ--------------ისათვის ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირის დადგენის კუთხით, ასევე მის მიერ განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მ--- დ--------------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისი, ვ---------ის 1--–------- მისმა ყოფილმა მეუღლემ დ----- დ--------------ემ თავდაპირველად მას ტუჩებში შემოარტყა ხელი, მოქაჩა თმებში, შემდეგ ხელები გადაუგრიხა და წიხლი ჩაარტყა მარცხენა ფეხზე, რის შემდეგაც ჩავარდა იქვე არსებულ გუბეში. მიღებული დაზიანებების შედეგად მან განიცადა ტკივილი, იყო დალურჯებული და რამდენიმე დღე ვერ გავიდა სამსახურში. დაზარალებულის ხელის თითმა განიცადა დეფორმაცია და დღემდე სტკივა. დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენების შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ის წარმოაჩენს ნათელ სურათს, თუ რა გახდა მასსა და დ----- დ--------------ეს შორის კონფლიქტის მიზეზი, რის შემდეგაც ბრალდებულმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5.11. დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის უტყუარად მიჩნევის კუთხით მნიშვნელოვანია მოწმე ჯ----–---------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რა დროსაც იგი გარკვევით აღწერს დ----- დ--------------ის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. კერძოდ, თუ როგორ მოჰკიდა ხელი ბრალდებულმა თავის ცოლს და დაახლოებით 2-3-ჯერ ჩაარტყა, რომელიც ცდილობდა ხელების ქნევით თავის დაცვას, რა დროსაც მამ---ცმა მას მოქნეული ხელები გაუჩერა და ქალბატონი წაბორძიკდა, ხოლო შემდგომ ძირს დაეცა.

5.12. სასამართლო ზემოაღნიშნული ჩვენებების შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს გ------ი ვ---–--ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს, პაციენტს სამედიცინო შემოწმებისას აწუხებდა ზედა მარჯვენა კიდური და ქვედა მარცხენა კიდური. პაციენტს სტკიოდა მაჯა და თითი ჰქონდა შეშუპებული, ხოლო ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. მას ვიზუალურადაც ემჩნეოდა დაზიანება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------ი ვ---–-- არის მოწმე, რომელსაც შემთხვევიდან უახლოეს პერიოდში ჰქონდა დაზარალებულთან შემხებლობა, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო დაზარალებულზე არსებული ძალადობის კვალი და მისი ემოციური მდგომარეობა, შესაბამისად, მისი ჩვენება ძალადობრივი ქმედების და მიყენებული დაზიანების განხორცილების ფაქტთან დაკავშირებით განხილული უნდა იქნეს, როგორც მნიშვნელოვანი და რელევანტური მტკიცებულება.

5.13. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ მ--- დ--------------ე ამ შემთხვევის დროს მის მიმართ განხორციელებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პოლიციის თანამშრომლებს და მასთან შემხებლობაში მყოფ პირებს აწვდიდა ნამდვილ და სწორ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით თანმიმდევრული და შესაბამისია/თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ირიბ მტკიცებულებებთანაც. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. დაზარალებულისა და თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც სასამართლო მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

5.14. სასამართლო ზემოაღნიშნული ჩვენებების შეფასების შემდეგ, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 31 ოქტომბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით უტყუარად დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ მოქ. მ--- დ--------------ეს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, (მათი აღწერილობა და ლოკალიზაცია იხ.პირადი გასინჯვის მონაცემებში), აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. მოცემულ შემთხვევაში, დაზიანებების ხარისხთან და რაოდენობასთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებოა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგენილი, მ--- დ--------------ის სხეულზე არსებული დაზიანების ადგილ(ებ)ი/ლოკაცია (საგულისხმოა, აღინიშნოს ის, რომ დაზარალებულის ჩვენებით ბრალდებულმა მოქაჩა თმებში, ხელები გადაუგრიხა, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და თითი მოუგრიხა, ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ--- დ--------------ეს ჰქონდა - მარჯვენა ხელის მეორე თითზე ჰქონდა მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები, მაჯვენა მტევნის ზურგზე მუქი, მოწითალო ფერის, მშრალი ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული ნაჭდევი).

5.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ბ-------ე ს-----–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ დ----- დ--------------ის მიერ მ--- მ---------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და ამავდროულად, არ არის დადასტურებული რომელიმე სხვა მტკიცებულებით. გარდა ამისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ----- დ--------------ის ჩვენებასაც, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მისი მხრიდან მეუღლის მიმართ არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ძალადობის ფაქტს ადგილი და რომ მ--- დ--------------ეზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეული თავად დაზარალებულის მიერ ქვის ხელში აღებისა და მისი სროლის შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ეს პოზიცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - თავი აარიდოს მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მოსამართლის წინაშე მოახდონოს დაზარალებულის დისკრედიტაცია.

5.16. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად, ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული იქნა დ----- დ--------------ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ვ------------------------ კორპუსის წინ არსებულ სასურსათო მაღაზიაში, დ----- დ--------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მ--- დ--------------ეს და მაღაზიიდან გამოსვლისას ესროლა არაჟნის პოლიეთილენის ქილა, რის შემდეგაც დაედევნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით „ო---–------რა“ სახ. NV--------- გზა გადაუჭრა ამავე კორპუსის მ--- სადარბაზოსთან და დაუწყო მას გინება უშვერი სიტყვებით, გადაუგრიხა ხელები, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც მ--- დ--------------ე დაეცა ასფალტზე და რამოდენიმეჯერ გადაგორდა, ხოლო დ----- დ--------------ემ თმებში ჩაავლო ხელი და ათრევდა მას. ცემის შედეგად მ--- დ--------------ემ განიცადა ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც მან მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხოლო დ----- დ--------------ე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

5.17. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის გარემოება, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა, თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ----- დ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული არგუმენტები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღნიშნული არგუმენტები/პოზიციები, გარდა ბრალდებულის მიერ გაჟღერებული ინფორმაციისა, არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებ(ებ)ით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიციები არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდებას, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

5.18. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მ---(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

5.19. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- დ--------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. დ----- დ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად გამოაჩენს.

7.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები, კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 წ. საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის თუ რამდენად არის განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული არის სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს და მისი სიმკაცრე (იხ. ასევე, Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, §151; §142; M. v. Germany, no. 19359/04 §120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

7.7. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

7.8. ზემოაღნიშნულის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ დ----- დ--------------ის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული (რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით), წარსულში არ არის ნასამართლევი. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

7.9. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახელს ბრალდებულ დ----- დ--------------ის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ დ----- დ--------------ის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ----- დ--------------ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- დ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის - გათვალისწინებით შემცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს 110 (ას ათის) საათის ვადით.

2. მსჯავრდებულ დ----- დ--------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ----- დ--------------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. მსჯავრდებულ დ----- დ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- მ--- დ--------------ის ტანსაცმელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის ბარათი, რომელიც ინახება ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

- ორი ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათებით, რომელიც ინახება ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე