განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–--–--------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ----- წ------–-–---–-,ბრალდებული - გ------- დ------–---–ი დაბადებული 19---–-–------------–ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ზ---------------–------------------ში (ამჟამად პატიმარი),წარდგენილი ბრალდების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტი და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტები,სასამართლო სხდომა -ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
19-- წლიდან გ------- დ------–---–ი და ნ----------–- გ-------ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - 19-- წელს დაბადებული ნ---- დ------–---–ი და 19-- წელს დაბადებული ზ------ დ------–---–ი. ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში გ------- დ------–---–ი ნ----------–- გ-------ას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში, ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის დროს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-------------–------------------ში, გ------- დ------–---–მა არასრულწლოვან ზ------ დ------–---–ის თანდასწრებით იძალადა მეუღლის მიმართ, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა - ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგად ნ----------–- გ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, საცხოვრებელ ბინაში, გ------- დ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----------–- გ-------ას და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ასევე ფეხი მიარტყა ფეხზე, რა დროსაც ნ----------–- გ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს გ------- დ------–---–მა ნ----------–- გ-------ას კვლავ დაარტყა თავზე ხელი და სცადა ფეხის დარტყმაც, თუმცა მათ შორის ჩადგა ნ---- დ------–---–ი, რის გამოც გ------- დ------–---–ის მოქნეული ფეხი მოხვდა ტანსაცმლის კარადის კარს.
2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელ ბინაში გ------- დ------–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ნ----------–- გ-------ას. კერძოდ, ცოცხის პლასტმასის ტარი ჩაარტყა თავში, რის შემდეგ მანვე მკლავში მოკიდა ხელი და ძალის გამოყენებით გაათრია მოშორებით, რის გამოც ნ----------–- გ-------ას მკლავი დაულურჯდა და დაეტყო ნათითურები.
2018 წლის 26 თებერვალს, საცხოვრებელ ბინაში, დილის საათებში, როცა ნ----------–- გ-------ა და ნ---- დ------–---–ი საუზმობდნენ, ოთახში შესვლისას გ------- დ------–---–მა უმიზეზოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----------–- გ-------ას და ფეხი მიარტყა მუხლის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, იმავე საცხოვრებელ სახლში, გ------- დ------–---–მა არასრულწლოვან შვილს - ზ------ დ------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ------- დ------–---–მა მუშტისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მუცლისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება ზ------ დ------–---–ს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
გ------- დ------–---–ისა და ნ----------–- გ-------ას თანაცხოვრების პერიოდში გ------- დ------–---–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც მეუღლეს ნ----------–- გ-------ას, ასევე, შვილებს - ნ---- დ------–---–სა და ზ------ დ------–---–ს, რაც იწვევდა მათ ტანჯვას. კერძოდ, გ------- დ------–---–ი სისტემატურად, უშვერი სიტყვებით აგინებდა მეუღლეს ნ----------–- გ-------ას, ანერწყვება სახეში და მოიხსენებდა ღირსების შემლახველი ეპითეტებით, რასაც ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილის ზ------ დ------–---–ის თანდასწრებით. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ მხოლოდ ქალის ვალდებულებაა ოჯახში კერძების მომზადება და ნ----------–- გ-------ა ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შვილების - ნ---- და ზ------ დ------–---–ების თანდასწრებით მათ შორის იმ პერიოდშიც, როცა ზ------ დ------–---–ი იყო არასრულწლოვანი, გ------- დ------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულ ნ----------–- გ-------ას, რის გამოც ის განიცდიდა ტანჯვას.
გარდა აღნიშნულისა გ------- დ------–---–ი ასევე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს - ნ---- დ------–---–სა და ზ------ დ------–---–ს, როცა ზ------ დ------–---–ი იყო არასრულწლოვანი და აღნიშნული არ შეუწყვეტია მას შემდეგ, რაც ის სრულწლოვანი გახდა, კერძოდ, უმნიშვნელო მიზეზით ან ყოველგვარი მიზეზის გარეშე უშვერი სიტყვებით აგინებდა და ღირსების შემლახველი ეპითეტებით მოიხსენიებდა მათ.
გ------- დ------–---–ის მეუღლეს და შვილებს ემუქრებოდა კუთვნილი სახლიდან გაგდებით. თავშესაფრის გარეშე დარჩენის შიშით ნ----------–- გ-------ა, ნ---- და ზ------ დ------–---–ები იმყოფებოდნენ მუდმივ სტრესში და განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
გ------- დ------–---–ის სისტემატიურმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულების ნ----------–- გ-------ას, ნ---- დ------–---–ისა და ზ------ დ------–---–ის ტანჯვა.
დაზარალებულ ნ---- დ------–---–ის ჩვენებით, სახლი არასდროს ყოფილა მისთვის, მშვიდი ადგილი, რადგან ყოველთვის იყო დაძაბულობა. 2016 წლის დასაწყისში, მშობლებს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო ნ----------–- გ-------ას გ------- დ------–---–მა ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში.
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როცა მისი ძმა იყო არასრულწლოვანი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი სიტყვიერი შლაპარაკებისას, მამა - შვილს შორის კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამავე ჩვენებით ჩხუბის დროს ზ----- და გ------- ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, რა დროსაც ორივემ სხეულზე მიიღეს დაზიანებები.დასახელებული ფაქტის გამო ახსოვს, რომ ზ----- დედამისმა წაიყვანა ექიმთან გამოკვლევაზე სადაც მისი ძმა გადიოდა გამოკვლევას.
2018 წლის იანვრის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, როცა ნ----------–- უყურებდა ტელევიზორს, დედამისთან ახლოს დაჯდა გ------- დ------–---–ი. არსებული გარემოების გამო ისინი შელაპარაკდნენ რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და მამამისმა ნ----------–-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში და ფეხებში. როცა გ------- დედებაშვილმა კვლავ სცადა დარტყმა ბრალდებულის ფეხი შემთხვევით მოხვდა კარადს.
2018 წლის თებერვლის დასაწყისში, მშობლებს შორის წარმოშობილი კამათისას მამამისმა ნ----------–-ს ჩაარტყა პლასტმასის ცოცხის ტარი, შემდეგ ხელი მოკიდა მკლავში მთელი ძალით, რის გამოც ამ უკანასკნელს მკლავი დაულურჯდა. იმავე წლის თებერვლის თვეში, როცა საუზმობდა დედასთან ერთად, ვერ იხსენებს რაზე გაღიზიანდა გ------- დ------–---–ი, ნ----------–-ს დაუწყო ჩხუბი და ფეხი დაარტყა მუხლში.
გ------- დ------–---–ი ოჯახის ყველა წევრს მიმართვადა შეურაცხმყოფელი სტყვებით „ჩამოთრეულო“, „ს------–-“, „ძ------“, მის ძმას მოიხსენიებდა მამაკაცის სასქესო ორგანოთი. ბრალდებლი ასევე ემუქრებოდა მათ, რომ სახლიდან გაყრიდა.
დაზარალებულ ზ------ დ------–---–ის ჩვენებით ოჯახში ყოველთვის იყო დაძაბულობა, რაც უკავშირდებოდა გ------- დ------–---–ის აგრესიას როგორც მისი ასევე ოჯახის სხვა წევრების მიმართ.
ბრალდებული მათ მიმართავდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 2016 წელს, ერთ-ერთი ჩხუბის დროს, როცა ხმაურზე გამოვიდა ოთახიდან ნახა, რომ დედამისს დალურჯებული ჰქონდა და მუცელს იტკიებდა.
ოქტომბერში, ვიდრე 18 წლის გახდებოდა, მამამისთან პლედის გამო მოუხდა კამათი და იმ დღეს გ------- დ------–---–მა მას ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში რის გამოც ექიმთანაც იყო მისული.
2018 წლის დასაწყისში ასევე ახსოვს, რომ მორიგი კონფლიქტს დროს გ------- დ------–---–მა ნ----------–- გ-------აზე იძალადა და ფეხი ჩაარტყა ფეხის არეში.
დაზარალებულ ნ----------–- გ-------ას ჩვენებით, დედამთილი - ნ---- ი-–----–---–ი წინააღმდეგი იყო გ------- დ------–---–თან მისი ქორწინების, რის გამოც რძალსა და დედამთილს მუდმივად ჰქონდათ კამათი. მათ ოჯახურ საქმეში ერეოდნენ ბრალდებულის ნათესავებიც და გ-------ს მის წინააღმდეგ განაწყობდნენ. ბოლოს შეთანხმდნენ, გაყიდეს ბინა და ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცალკე საცხოვრებლად გადავიდა გ-------------–ის ქუჩაზე. ამავე ჩვენებით, ბინის მესაკუთრე, რომელშიც ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრობს მის ორ შვილთან ერთად, არის გ------- დ------–---–ი.
გ------- დ------–---–ი პირველი სამი წლის შემდეგ სისტემატურად ძალადობდა როგორც მასზე, ისე მის შვილებზე. ანერწყვებდა მათ და მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ეძახდა ,,ჩამოთრეულსა“ და „ს------–-ს“. ბრალდებულს ჰქონდა პრეტენზია მის მეოჯახეობაზე, რომ ვერ ასწრებდა საჭმლის მომზადებას და მაღაზიიდან ძირითადად მოჰქონდა ნახევარფაბრიკატები.
ბრალდებულს შეეძლო ეყვირა მისთვის უმნიშვნელო ყოფით საკითხზე და წამოეწყო ჩხუბი. როცა გ------- დ------–---–ს 15 წლის წინ შეუყვარდა მისი მოსწავლე, მან შეწყვიტა მეუღლესთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთჭერქვეშ ცხოვრობდნენ მას ბრალდებულთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა აღარ ჰქონია.
2016 წლის დასაწყისში, გ------- დ------–---–მა არასრულწლოვანი შვილის ზ------ დ------–---–ის თანდასწრებით ფეხი დაარტყა მუცლის არეში. იმის გამო, რომ ჰქონდა ძლიერი ტკივილები, დახმარებისათვის მიმართა ექიმს.
2018 წლის იანვრის თვეში, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კამათის დროს, მას მთელი ძალით ფეხი დაარტყა ფეხის არეში და როცა აპირებდა მეორე ოთახში გასვლას, გ-------ს მოქნეული ფეხი მის მაგივრად მოხვდა ტანსაცმლის კარადას და დაზიანდა.
2018 წლის 26 თებერვალს, ნ----სთან ერთად იჯდა ოთახში როცა გ------- გამოვიდა და უმიზეზოდ ჩაარტყა ფეხი მუხლში.
2017 წელს, დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, გ-------ს მის შვილთან მოუხდა კონფლიქტი, რის გამოც ზ----- ბრალდებულს აღარ ეკონტაქტებოდა. ასევე დაზარალებულმა გაიხსენა, რომ თხუთმეტი წლის წინ გ------- დ------–---–მა მას მდუღარე ჩაით სავსე ჭიქა ჩაარტყა თავში, რის შესახებაც მოუყვა თანამშრომელსა და ოჯახის ახლობელს ნ-----–- ძ--–--–---–ს.
ამავე ჩვენებით, დაზარალებულმა განმარტა, რომ გ------- დ------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, როგორც ბინის, ისე კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრებიდან, 112 -ის დახმარებით გამოძახებული ჰყავდა საპატრულო პოლიცია.
დაზარალებულმა განმარტა, რომ გ------- დ------–---–თან 22 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
დ---------------------- შს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელმა ა-–---------- დ-----–-----მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ნ----------–- გ-------ას განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება/წარმოება. განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ----------–- გ-------მ დეტალურად აღუწერა და აჩვენა ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა. ამავე ექსპერტიმენტის ფარგლებში დაათვალიერა კარადა, რომელიც დაზიანდა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზას, ასეთი არ დაუნიშნავს იმის გამო, რომ ნ----------–- გ-------ას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოწმე ნ-----–- ძ--–--–---–ის ჩვენებით, ნ----------–- გ-------ასთან მეგობრობს დიდი ხანია და მისი შვილი ნ----- ვაჟიშვილის ნათლიაა. დაახლოებით 15 წლის წინ დაურეკა ნ----------–-მ და სთხოვა დახმარების მიზნით მასთან მისულიყო. როცა გ------- დ------–---–ის ოჯახში მივიდა ნახა რომ ცოლ-ქმარი ცალკ-ცალკე იჯდნენ. ნ----------–-ს თავზე რაღაც ედო და მას ცხელი ჩაით მიყენებული დამწვრობა არ უნახავს.
მოწმე დ----- მ---------ის ჩვენებით, ზ----- დ------–---–თან მეგობრობდა ბავშვობის ასაკიდან. ზ-----საგან გადმოცემით იცის, რომ მამამისთან ჰქონდა კონფლიქტი, რასაც თავად უშუალოდ არ შესწრებია. ამავე ჩვენებით, როცა მეგობართან მიდიოდა სახლში, ბრალდებული მათ კარგად ხვდებოდა.
მოწმე მ----–--–------ის ჩვენებით, არის ნ----------–- გ-------ას ოჯახის ექიმი. პირველად 2017 წელს გაუმხილა ნ----------–-მ, რომ ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. ნ----------–- უჩიოდა უძილობას და ტკივილებს გულ-მკერდის არეში. ეუბნებოდა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეუღლე მას საღამოს ამცირებდა, თუმცა კონრეტულ ფაქტებზე დაზარალებული მასთან არასდროს საუბრობდა. მასვე ახსოვს რომ ნ----------–-მ მასთან თავის ტკივილების გამო სამკურნალოდ მიიყვანა ვაჟიშვილი.
მოწმე დ----- ჯ--–------იას ჩვენებით, ნ----------–- გ-------ას იცნობს სტუდენტობიდან, რის შემდეგ კათედრაზე დატოვეს და მას შემდეგ 25 წელი ერთად მუშაობენ. როდესაც ნ----------–- უხასიათოდ მიდიოდა სამსახურში ის მიზეზად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებდა, თუმცა მას არასდროს შეუნიშნავს დაზარალებულზე დაზიანებები.
დაცვის მოწმე ნ--–----–----–---–ის ჩვენებით, არის გ------- დ------–---–ის დეიდა. 19-- წელს იქორწინა გ-------მ ნ----------–- გ-------აზე და მათ შეეძინათ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ნ----------–- გამოირჩეოდა უხეში მოქცევით გ-------ს დედის მიმართ. ხშირად სამსახურიდან დაბრუნებულ მის დას დაზარალებული კარს არ უღებდა და ნ---- ი-–----–---–ი ელოდებოდა შვილის-გ-------ს დაბრუნებას, რომ სახლში შესულიყო. იმისათვის, რომ გ-------ს ოჯახი არ დანგრეოდა მისმა დამ გაყიდა კუთვნილი ბინა წ-------–---------ში და ბრალდებულის სახელზე შეიძინეს ბინა გ-------------–ის ქუჩაზე, სადაც გ------- თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მისი და, ნ---- ი-–----–---–ი თავის ბინაში წაიყვანა საცხოვრებლად, რომ რძალთან კონტაქტი არ ჰქონდა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნ----------–- მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან გ-------ს ჰქონდა დაბალი შემოსავალი და არ შეეძლო მეუღლის მითხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება. ამის გამო, 2018 წელს გ------- განქორწინდა ნ-----------–ასთან, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა და პოლიციაში უჩივლა.
მოწმე გ------- აგ-----–---–ის ჩვენებით, არის ბრალდებულის მეზობელი და ისინი მეუღლეებთან ერთად მეგობრობდნენ. როცა გ-------ს უჭირდა ფინანსურად ის ყოველთვის ეხმარებოდა მის ოჯახს. გ------- იყო კარგი მამა, მეუღლე, მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი და მეზობლებში სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით. მოწმის იმავე ჩვენებით არც ერთ მეზობელს ნ----------–- გ-------ა არ უნახავს ნაცემი და როცა გაიოგო გ-------ს დაკავების შესახებ, დალაპარაკება სცადა ნ----------–- გ-------სათან, რაზეც ამ უკანასკნელმა უჩივლა პოლიციაში.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- დ------–---–მა მამის – გ------- დ------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, გამომეტყველება გამოხატავს უმწეობას, წუხილს, ნერვიულობას, დაძაბულობას, მიმიკა, ჟესტიკულაცია - საკმარისად გამომსახველი; საუბარში ერთვის ემოციურად; აქტიურად იწყებს თხრობას შექმნილ გარემოებებზე, მამასთან დაძაბულ ურთიერთობაზე და სისტემატურ კონფლიქტებზე; პერიოდულობით ცრემლიანობს, თუმცა აღნიშნული არ უშლის ხელს სრულად, არსებითად და გასაგებად გადმოსცეს მის გარშემო არსებული სიტუაცია; ვლინდება სიტუაციის შეცვლის სურვილი, რომელიც ზიანს აყენებს თვითშეფასებას და გაზრდის მის მიმართ არსებულ შთაბეჭდილებებს მნიშვნელოვან გარემომცველთა თვალში. შფოთვა და სტრესი განპირობებულია პასიურობით და ემოციურად მნიშვნელოვანი კონტაქტებიდან გასვლით; ძირითადი პრობლემა - შელახული თავმოყვარეობის აღდგენა; შფოთვის დონის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი, მცირედი კლების ტენდენციით; ექსპერტიზა ნ---- დ------–---–ს ჩაუტარდა 2018 წლის 14 მარტს.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- დ------–---–მა მამის – გ------- დ------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, საუბრისას იცავს დისტანციასა და კორექტულობას; აზრს აყალიბებს გასაგებად; მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრებისას პასუხები ხდება თავშეკავებული, მოკლე, კონკრეტული, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის გასაგებად აღწეროს მის ოჯახში შექმნილი გარემოება; ასევე აღნიშნავს, რომ პერიოდულად უძნელდება ყველაფერის მოთმენა და ავლენს შესაბამის რეაქციას; საჭიროებს ღრმა ემოციურ ჩართულობას; არ არსებობს შესაძლებლობა განხორციელდეს პატივისცემის და გაგების მოთხოვნილება; ვლინდება დამცირების სუბიექტური განცდა, ნდობის დაურწმუნებლობა თავისი პიროვნების მიმართ გარემომცველთა მხრიდან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში, რაც იწვევს თვითპატვისცემის დეფიციტს; მხარდაჭერის და აღიარების გარეშე ძნელია აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება და დამამცირებელი სიტუაციიდან გათავისუფლება; შფოთვის დონის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი, სტაბილური.
დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------- კ----ემ.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ----------–- გ-------ას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ----------–- გ-------ას მიმართ, გ------- დ------–---–ის მხრიდან განხორციელებული მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, ნ----------–- გ-------ას მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის თანამიმდევრულ, ამომწურავ და ობიექტურ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე ნ----------–- გ-------ას ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, ნ----------–- გ-------ა, გ------- დ------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები და მისგან გამოწვეული დაძაბული სიტუაცია შეიცავს სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების კომპონენტებს, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------მ და განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული და ზუსტად ასახავს ნ----------–- გ-------ას ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
გ------- დ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 19-- წლიდან - 2018 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ----------–- გ-------ასთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები, ნ---- და ზ----- დ------–---–ები. ბრალდებულის განმარტებით, ის გვერდით ედგა მეუღლეს და ჩვილი ასაკიდან სრულად იყო ჩართული შვილების აღზრდა- განათლებაში.
ისინი დაჰყავდა როგორც ბაღში, ასევე, სკოლაში, სიმღერაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე და სპორტზე. მუშაობდა ორ -სამ სამსახურში, ამზადებდა მოსწავლეებს მათემატიკასა და ზოგად უნარებში, რომ შეძლებისდაგვარად ერჩინა ოჯახი. გვერდში ედგა მეუღლეს სადოქტორო დისერტაციის წერისას, როგორც მორალურად ასევე მატერიალურად, რადგან ოთხმოცდაათიან წლებში მცირე ანაზღაურება ჰქონდათ პედაგოგებს და ნ----------–-ს თავისი ხელფასი ძირითადად მხოლოდ გზის ფულად ჰყოფნიდა.
ოჯახის შექმნის პირველ წლებში, დედასთან ერთად ცხოვრობდა ცოლ-შვილით წ-------–-ს გამზირზე. რძალ - დედამთილს შორის არსებული უთანხმოების გამო, რომ არ დანგრეოდა ოჯახი, 2003 წელს, დედამ - ნ---- ი-–----–---–მა გაყიდა კუთვნილი ბინა და აღებული თანხით გ------- დ------–---–ს უყიდა სახლი გ-------------–ის ქუჩაზე სადაც ბრალდებული ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა დაკავებმადე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნ----------–- მაინც უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი დედისა და ნათესავების მიმართ.
გ------- დ------–---–მა არ უარყო, რომ ჰქონდა კამათი ნ----------–- გ-------ასთან იმ მიზეზით, რომ შვილებისათვის კვირაში ერთხელ მაინც მოემზადებინა ცხელი სადილი და მათ მხოლოდ ნახევარფაბრიკატებით არ ეკვებათ. მეუღლისაგან ის ისმენდა მხოლოდ ერთს - იყო დაკავებული, რაც მოჰქონდა იმით ეკვებათ, შვილების თანდასწრებით აწყობდა სკანდალს, ამცირებდა და არ ერიდებოდა უწმაწური სიტყვებით ლანძღვასაც. ნ----------–- გ-------ას მასთან ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე არ ჰქონია ცოლ-ქმრული ურთიერთობა.
ჩათვალა რომ ოჯახის შენარჩუნება იყო შეუძლებელი და იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის განქორწინებაზე. 2018 წლის თებერვალში სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფლა მისი სარჩელი.
როცა ნ----------–-მ ჩაიბარა გადაწყვეტილება, გაბრაზდა და დაემუქრა „დავაჭერინებ შენ თავს ხომ ხედავ გამუდმებით სულ ოჯახურ ძალადობაზე საუბრობენო“, შენი ნებით წადი სახლიდან თორემ პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი, რომ ჩემზე და ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდიო. მანვე შვილები მის წინააღმდეგ განაწყო და უთხრა: „ მამათქვენი ახალ ოჯახს შექმნის და ბინას დაგვატოვინებს“-ო. რომ არ გაერთულებინა ვითარება დროებით დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. წასვლისას კარებში ნ----------–-მ მიაძახა, „როდესაც მე გითხარი მაშინ, რომ წასულიყავი სახლიდან დიდი უსიამოვნებას აიცილებდი თავიდანო“.
ამავე ჩვენებით, განქორწინებიდან მცირე დროში ნ----------–-მ თავისი პირობა შეასრულა, საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რომ მასზე და შვილებზე 22 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე გ------- დ------–---–ი ძალადობდა, რის საფუძველზეც ის დააკავეს. ბრალდებულმა არ ცნო თავი წარდგენილ ბარლდებებში და ითხოვა გამართლება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- დ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორ ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
სისტემატური ძალადობის ეპიზოდში, კონკრეტულ ფაქტებს ნ----------–- გ-------ას ჩვენებით შვილების გარდა არავინ შესწრებია და მეტი დამაჯერებლობისათვის მან ასევე მოიყვანა 112-ში განხორციელებული ზარები, რის გამოც გამოძახებული ჰყავდა პოლიცია. ასევე მეზობლები, რომლებსაც უნდა გაეგოთ მათი ყვირილისა და ხმაურის ხმა. განმარტა, რომ არსებული ფაქტები ცნობილი იყო თანამშრომლებისა და მისი ოჯახის ექიმისთვისაც.
დ----- ჯ--–------იასა და მ----–--–------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ უშუალოდ არ შესწრებიან გ------- დ------–---–ის მხრიდან ნ----------–- გ-------ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ფაქტებს და არც არასოდეს უნახავთ დაზარალებულის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი. ფაქტობრივად იგივე განმარტა ნ-----–- ძ--–--–---–მა, რომ პირადად არ შესწრებია დაახლოებით 15 წლის მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
გ------- აგ-----–---–ის ჩვენებით, ისინი ოჯახებით მეგობრობენ და მას არსოდეს გაუგია იმ პრობლემების შესახებ, რაც გახდა გ------- დ------–---–ის დაკავების საფუძველი. მოწმემ გ------- დ------–---–ი დაახასიათა, რომ იყო კარგი მამა, მეუღლე, მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი და მეზობლებში სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით. ასევე განმარტა, რომ არც ერთ მეზობელს ნ----------–- გ-------ა არ უნახავს ნაცემი.
შსს სსიპ „112-ზე“ -ის ადმინისტრაციის სამსახურიდან მიღებული პასუხით დგინდება, რომ მისამართზე თბილისი, გ-------------–ის ქუ--------------ში მოქალაქე ნ----------–- გ-------ას მიერ გამოძიებისათვის დასახელებულ სატალეფონო ნომრებიდან შტყობინებები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.
გამოკვლეული მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობებია 2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდთან დაკავშირებითაც. ზ------ დ------–---–მა განმარტა, რომ ოქტომბრის თვეში, მამამისთან პლედის გამო მოუხდა კამათი და იმ დღეს გ------- დ------–---–მა მას ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. ნ---- დ------–---–ი ჩვენებაში იგივე გარემოებაზე უთითებს, რომ მამა - შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში და ისინი ერთმანეთს ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენო.
ამავე ეპიზოდზე ნ----------–-მ განმარტა, რომ ვაჟიშვილი სამკურნალოდ მიიყვანა ოჯახის ექიმთან. მ----–--–------ემ დაადასტურა, რომ მასთან კონსულტაციაზე ნ----------–- გ-------ამ მართლაც მიიყვანა ზ------ დ------–---–ი, თუმცა არა კონკრეტული ძალადობის ფაქტის გამო, არამედ იმისთვის, რომ აწუხებდა თავის ტკივილი და იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია არსებული გარემოება განპირობებული იყო სინუსიტით, რაზეც ის პაციენტს მანამდეც მკურნალობდა.
მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპი სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა. იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებითი სამართალი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას თუ რომელს მიენიჭოს მეტი მტკიცებულებითი ძალა, მოწმის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას თუ ამოღებულ ნივთმტკიცებას, თოთოეული მათგანი მისი სახის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს შეფასებული. სწორედ ამიტომ კანონმდებელი უთითებს, რომ სამართალწარმოების პროცესში არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულების წონა მატულობს იმისდა მიხედვით, თუ მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება და როგორი სიზუსტით და დამაჯერებლობით, ამტკიცებს ან უარყოფს მას.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ გ------- დ------–---–ი გამართლებული უნდა იქნეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118 -ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არსრულწლოვნის მიმართ.
ამასთან, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, მათ შორის ზ------ დ------–---–ის, ნ----------–- გავარამიას, ნ---- დ------–---–ის, თ------- კ----ის, მ----ა ბ------ის ჩვენებებითა და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- დ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას ასევეს პასუხისმგებლობის იმ შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ გ------- დ------–---–ი ქრონიკული გულის იშემიით არის დაავადებული, მის კმაყოფაზეა მოხუცი 85 წლის დედა, მეზობლები, სამასახური და ეკლესია მას ახასიათებენ როგორც კანონმორჩილსა და უაღრესად დადებით პიროვნებას. სასამართლო ითვალისწინებს ასევე რა დამამძიმებელ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაჩნია სასჯელის სახედ გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------- დ------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- დ------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- დ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
გ------- დ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან;
გაუქმდეს გ------- დ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/