განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - თ------- ს----------,ადვოკატ - თ-------–---–ის,ბრალდებულ - ხ---- ფ----–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ---- ფ----–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, გლ-------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ---- ფ----–-–---–მა ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ---- ფ----–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის ,,ნარკოტიკული საშუალებების“ 92-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას 6,13 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 20 აგვისტოს ქ.თბილისში გ-–------------------------------------ის მიმდებარედ ამოღებული იქნა ხ---- ფ----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალოდ მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ ხ---- ფ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ხ---- ფ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმე გ------- ჟ---------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლად. გ------- ჟ---------ას განმარტებით, 2018 წლის 20 აგვისტოს იყო მორიგ ჯგუფში, შუადღისას მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ-–------------------------------------ის მიმდებარედ იმყოფებოდა ხ---- ფ----–-–---–ი, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მომხმარებელი და ასევე თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 20 აგვისტოს იყო მორიგე, პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ხ---- ფ----–-–---–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვის ფაქტზე. გ---------–---–ის მიერ გამოკითხული იქნა თავად ხ---- ფ----–-–---–ი, ასევე პატაკის ავტორი, ჩხრეკის ჩამტარებელი პირები და დანიშნული იქნა ექსპერტიზა.
ბრალდებულმა ხ---- ფ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, გარდა მოწმეების - გ------- ჟ---------ას და გ---------–---–ის ჩვენებისა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - 2018 წლის 20 აგვისტოს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამომძეიებელ გ------- ჟ---------ას 2018 წლის 20 აგვისტოს პატაკით, ხ---- ფ----–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით, მ------ ქ----ას გამოკითხვის ოქმით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა ხ---- ფ----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ხ---- ფ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ხ---- ფ----–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა, ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას 6,13 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 20 აგვისტოს ქ.თბილისში გ-–------------------------------------ის მიმდებარედ ამოღებული იქნა ხ---- ფ----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის ,,ნარკოტიკული საშუალებების“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანას უკანონო შეძენას და შენახვას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლების გ------- ჟ---------ას და გ---------–---–ის ჩვენებებზე. რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გ------- ჟ---------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გ-–------------------------------------ის მიმდებარედ იმყოფებოდა ხ---- ფ----–-–---–ი, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მომხმარებელი და ასევე თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ხოლო გ---------–---–მა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ხ---- ფ----–-–---–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვის ფაქტზე, გამოკითხა ხ---- ფ----–-–---–ი, ასევე პატაკის ავტორი, ჩხრეკის ჩამტარებელი პირები და დანიშნა ექსპერტიზა.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ გახდილი 2018 წლის 21 აგვისტოს №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანამხად ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის პარკში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 6,13 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ხ---- ფ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ხ---- ფ----–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ხ---- ფ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ---- ფ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ხ---- ფ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. ხ---- ფ----–-–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
4. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შ--------–---------–-–------------------------–-----------–------------–-–----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი