განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002737877
N1/244-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - მა------ გა------ის
ადვოკატ - მი----- მუ------–---–ის
თარჯიმან - რა----- მე-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მა------ გა------ი
მამის სახელი: შა-------
დაბადებული: 1-----–-–--------–---
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კა---–---ი
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი კა---–---ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
კვალიფიკაცია: მა------ გა------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეცხოველეობის ფერმაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მა------ გა------მა ალ---------–- რა-----ს ჯოხი ჩაარტყა თავში და ხელებში, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მა------ გა------ს 2018 წლის 25 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეცხოველეობის ფერმაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მა------ გა------მა ალ---------–- რა-----ს ჯოხი ჩაარტყა თავში და ხელებში, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ რა----- ალ---------–-ს, მოწმეების - მა-–---- ვე-–-----ას, სა--- ოჯ-----------ას გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ მა------ გა------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა------ გა------მა ალ---------–- რა-----ს ჯოხი ჩაარტყა თავში და ხელებში, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ გა------მა მა------ გა------მა რა----- ალ---------–-ს ჯოხი ჩაარტყა თავში და ხელებში, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------ გა------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა------ გა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მა------ გა------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მა------ გა------ი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას.
მა------ გა------ი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მა------ გა------ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მა------ გა------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარი. რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა------ გა------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ მა------ გა------ის მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
ნივთიერი მტკიცებულება - ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი