განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002722702
N1/312-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
11 დეკემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ----------------–---–ი
ბრალდებული: მ--–---- შ--–----–-–---–ი
მამის სახელი: ზ--–----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–-------–---–------------------ი)
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 15 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ქ---------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, მ--–---- შ--–----–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ------–---------ეს მათი არასრულწლოვანი შვილების 16 წლის პ----- შ--–----–-–---–ისა და 14 წლის დ----- შ--–----–-–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, მ--–---- შ--–----–-–---–ი ლანძღავდა თ------–---------ეს, შემდეგ ზედნაცვამი ოთახის ფეხსაცმელი გაიხადა და ესროლა მას, რაც თ------–---------ეს მოხვდა მკლავის არეში. ამის შემდეგ მ--–----მა გაშლილი ხელი დაარტყა თავში თ-----ს, კერძოდ, შუბლის არეში, რა დროსაც თ------–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–---- შ--–----–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. მ--–---- შ--–----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ--–---- შ--–----–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
7. მ--–---- შ--–----–-–---–ის ბრალდების დადგენილებაში, (ს.ფ.111-112), არის უზუსტობა, რაც გამოიხატება მასში, რომ დისპოზიცია განსხვავდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დისპოზიციისგან. სახელდობრ, ბრალდების დადგენილებაში მითითებულია, რომ მ--–---- შ--–----–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახურ ძალადობას განმარტავს, არა ცემით არამედ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობით, სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ზემოხსენებულ ბრალდების დადგენილების დისპოზიციაში, ჩაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის დისპოზიციის ნაწილი, განსხვავებით ბრალის აღწერილობითი ნაწილისგან. აღწერილობითი ნაწილი კი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
7. მ--–---- შ--–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250(ორას ორმოცდაათი) საათი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ--–---- შ--–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (10 (ათი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 50(ორმოცდაათი) საათი) და მ--–---- შ--–----–-–---–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
9. მ--–---- შ--–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მ--–---- შ--–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ მ--–---- შ--–----–-–---–ის (პირადი N4----------) უძრავ ქონებას.
10. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ოთახის ჩუსტი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური