განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002713727
N1/310-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
12 დეკემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--–- ტ--–--–-–---–ი
ბრალდებული: გ--–- ქ-–---–---–ი
მამის სახელი: ა----
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თერჯოლის რაიონი სოფელი ა---–----------–ა
მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ნ--------------–-------ი N9
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, თელავის მიმართულებით, გადაადგილდებოდა „ისუზუს“ მარკის ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით G--------, რომელსაც მართავდა გ--–- ქ-–---–---–ი. თელავის რაიონის სოფელ თ-----–--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, მისი ავტობუსი გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და გადაბრუნდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრებმა: ლ------------------მა, ლ--–------–----მ, ს-----–------–----მ, ო-–-----–-----მ, კ-------------–----------მ, ს------–----–------მ და ტ-------------------მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ტრანსოლოგიურ-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–- ქ-–---–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ გ--–- ქ-–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდედ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--–- ქ-–---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
7. გ--–- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
8. ნივთიერი მტკიცებულებები - „ისუზუს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა გ--–- ქ-–---–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
9. სისხლის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა CD დისკით, დალუქული ერთ კონვერტში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური