განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002730874
საქმე №1/479-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი მერი შატაკიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი- მ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- ა----ს ძე ბ------ე - დაბადებული 1--- წლის 3---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. გორი, ც------–-ს გ-------–--–ი N11ა/24-ში.
კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი.
დისპოზიცი-: მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღი- სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ----- ბ------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა პირადად ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით - 11,36 გრამი. 2018 წლის 10 ოქტომბერს, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. გორში, გორისციხის მიმდებარე ტერიტორი-ზე, რ----- ბ------ის პირადი ჩხრეკისას, შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 11,36 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებული- იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდები-ნ.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდები-ნ.
წინსასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები დაცვის მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნი-. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებული- სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებული- გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამი-ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიცი-ში-, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტი- ადამი-ნის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული ხასი-თდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნოებიერებული აქვს რომ უკანონოდ ინახავს აკრძალულ ნივთიერებას, კერძოდ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას. უკანონო შეძენა, შენახვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოპოვებას სხვადასხვა გზით და შემდგომ უკანონო შენახვას.
განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული ასევე დადასტურებული-, მოწმეების - გიორგი ს-------–-–---–ის, დ----- ე-–------–---–ის, დ----- მ-----–---–ის და რ----- ბ------ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა რ----- ბ------ემ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლი-ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერი-, თუ იგი გამოტანილი- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული-, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი აწესებს სასჯელს მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვისთვის. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ რ----- ბ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებული- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ბ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღი-რებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასი-თის დანაშაულის ჩადენას. რ----- ბ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნი-.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქცი-ს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელი- ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლი-ნი-, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-თსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზი-ნი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი- სამართლი-ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცი-ლიზაცი-. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლი-ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი- არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლი-ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებული- მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ რ----- ბ------ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულ შესაბამისობაში- კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღი-რა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
რ----- ბ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - რ----- ბ------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი