განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002507886
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/234-18 26 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
თამარ ბერუაშვილის მდივნობით
პროკურორ - ნ----- კ----–იას,ადვოკატ - ს----- ჯ----–--ის,ბრალდებულ - მ------ ხ-----–---–ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №028130518002) საქმე მ------ გ--–----- ხ-----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 05 ნ---------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, არასრული-საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ.გორი, დი------------–----------------ში, მცხოვრების: კასპის რაიონის სოფელ დ----–-- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ------ ხ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ დ----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ხ-----–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების 6 წლის ე---–--- ხ-----–---–ის და 8 წლის თ--- ხ-----–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ----–--- კ----–--–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში, ორჯერ მოუჭირა ხელი ყელზე და ფეხი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მ----–--- კ----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ------ ხ-----–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, გარდა მოწმეების: მ----–--- კ----–--–---–ის და ვ------ ა-------ის დაკითხვის ოქმიებისა.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო დაცვის მხარემ უარი განაცხადა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----–--- კ----–--–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მისი მეუღლეა. 2018 წლის 13 მაისს, მ------ი ხ-----–---–ი სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, რაზეც დაზარალებული განაწყენდა და შეკამათდნენ. მ------ ხ-----–---–მა მას შვილების: თ--- და ე---–--- ხ-----–---–ების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვები წავიდნენ ბებიის დასაძახებლად, რომელიც ახლოს ცხოვრობს. მ------ ხ-----–---–ი კვლავ განაგრძობდა მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, იგი გამოვიდა აივანზე, სადაც ბრალდებულმა მკერდის არეში დაარტყა ფეხი, რასაც შეესწრო მ----–--- კ----–--–---–ის დედაც. თითოეული დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ------ ა-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებული მისი შვილია. 2018 წლის 13 მაისს, იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ თ--- და ე---–--- ხ-----–---–ები და უთხრეს, რომ მამამ დედას ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. მისვლისას მან დაინახა, რომ მისი შვილი და სიძე უკვე აივანზე იყვნენ გამოსულები, რა დროსაც მ------ ხ-----–---–მა მ-----–---------–--–---–ს ფეხები დაარტყა გულმკერდის არეში.
გარდა აღნიშნულისა, მ------ ხ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მ------ ხ-----–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მ------ ხ-----–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მ------ ხ-----–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ხ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მ------ ხ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მაისიდან.
მ------ ხ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე