გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15406-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე: მე-------------ე
წარმომადგენელი: ემ----------ი
მოპასუხე: რა------------ე
წარმომადგენელი: თა--------–-–---–ი
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
მოპასუხე რა------------ისთვის მე-------------ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, გი---------------ის (დაბადებული 2-.0-.2---წელს, პ/ნ 0----------) რჩენა- აღზრდისათვის, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 500 (ხუთასი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 2- მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რა------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი გი---------------ე დაბადებული 2--- წლის 2- თებერვალს. მისთვის გაურკვეველი მიზეზით მეუღლემ განქორწინება მოითხოვა, რაზედაც მოსარჩელე დათანხმდა, მაგრამ რადგან ბავშის აღზრდა გაუჭირდა 2014 წელს, სასამართლოში შეიტანა სარჩელი მოპასუხე რა------------ის მიმართ ალიმენტის მოთხოვნით. 201--–-–-----------------ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რა------------ეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის აღზრდისათვის 140 ლარის ოდენობის ალიმენტის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ 30.10.2014 წელს აიღო სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელეს რადგან თბილისში ბინა არ აქვს, ქირით ცხოვრებას და ბავშის აღზრდას ვერ ახეხებს, ალიმენტის ოდენობაც არ არის საკმარისი არასრულწლოვანის აღზრდისათვის, ამიტომ მოსარჩელე გაემგზავრა სა---------–ი და ამჟამად მუშაობს ქ. სა-–-----ში. მოსარჩელე ქ. თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე იშენებს ბინას, რაც თვეში 360 ევრო ჯდება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ რა------------ის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, იგი მუშაობს საკმაოდ შემოსავლიან პოზიციაზე და რადგან შვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, კვებაზე და საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ორივე მშობელი თანაბრად უნდა ზრუნავდეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ რა------------ეს მინიმალური წვლილი შეაქვს შვილის აღზრდაში, ითხოვს სასამართლომ მოპასუხეს დააკისროს ალიმენტის სახით 500 (ხუთასი) ლარი ბავშის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-9);
მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (იხ.სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რა------------ის განმარტებით, მისი ეკონომიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით დამძიმდა, იგი არის ფაქტობრივად უმუშევარი, მას აქვს მცირე ბიზნესი, არის მხატვარი, რომელიც ქმნის სპ-------–---------ს მცირე ფასიან თოჯინებს ჯგუფთან ერთად და რომლის ბრუნვა წელიწადში თავისი ხარჯით (არა სუფთა მოგება) შეადგენს დაახლოებით 6000 ლარს.
მას ჰყავს ოჯახი რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი. რა------------ეს დღეის მდგომარეობით აქვს საკრედიტო დავალიანება სხვადასხვა საჭიროებისათვის. მას როდესაც ქონდა შესაძლებლობა გი---------------ეს აჩუქა 10000 აშშ დოლარი. რა------------ე გი---------------ეს ყოველთვიურად ალიმენტის სახით კეთილსინდისიერად დაგვიანების გარეშე უხდის 140 ლარს. მას არ გააჩნია არავითარი ქონება, არის ქრონიკული დაავადება - დიაბეტით დაავადებული სავალდებულო მკურნალობაზე. მას ყოველთვიურად დაახლოებით 200 ლარის წალმები ესაჭიროება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მე-------------ეს და მოპასუხე რა------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2- თებერვალს შეეძინათ შვილი გი---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გი---------------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №0---------- (ს.ფ. 14);
3.1.2. მე-------------ე და რა------------ეს აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3 სასამართლოს 201--–-–-----------------ს მიღებული გადაწყვეტილებით, რა------------ეს მცირეწლოვანი შვილის, 2--- წლის 2- თებერვალს დაბადებული გი---------------ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი მითითებულ გადაწყვეტილებაზე აიღო 30.10.2014წ.
სს ,,თ-----------ს“ მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით რა------------ეს 19/08/2016 წლიდან - 19/05/2017 წლამდე და 2/12/2017 წლიდან - 15/06/2018 წლამდე პერიოდისათვის მე-------------ის სახელზე ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადარიცხული აქვს 140 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- სს ,,თ-----------ს“ მიერ გაცემული ამონაწერი ( იხ.ს.ფ.42-52)
3.1.4. მოსარჩელე მე-------------ის დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 03.10.2018წ. უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით თე------–----–--ამ, შემდგომში ,,გამქირავებელმა“, მე-------------ეს შემდგომში ,,დამქირავებელს“, მიაქირავა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ნ--–-------------------------------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2018წ. უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებ (ს.ფ 122-126)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.3. მოპასუხე რა------------ეს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი, რა------------ის და რუ------------------ს ქორწინების რეგისტრაციის თარიღი არის 2014 წლის 16 აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
- ქორწინების მოწმობა აქტის ჩანაწერი # 8----------(ს.ფ.38-39)
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი #4------ის მიხედვით, რა------------ემ, შვილის - გი---------------ეს აჩუქა თანხა - 10000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი #4-----
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი სს ,,----------------“ მიერ, 09/07/2018წ. გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით, რა------------ის საკრედიტო დავალიანება 09/07/2018წ. მდგომარეობით შეადგენს სწრაფ სამომახმარებლო სესხს - 5 515.47 ლარის ოდენობით, სწრაფ განვადებას - 1550.0- ლარის ოდენობით, P----------ის ბარათს ჯამური დავალიანებით - 4992.58 ლარის ოდენობით და P----------ის ბარათს ჯამური დავალიანებით - 2826.84 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,----------------“ მიერ, 09/07/2018წ. გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 41).
3.2.6. შპს ,--------------მიერ გაცემული, ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის, ფორმა #IV-100/ა-ს მიხედვით რა------------ე დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის, ფორმა #IV-100/ა;(ს.ფ. 40)
-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი ნი-----------------ს (ნი----------ს) სკოლა-ლიცეუმს და ამავე სკოლა-ლიცეუმის 1 კლასის მოსწავლის - გი---------------ის მშობელს - მე-------------ეს შორის 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშკრულების მიხედვით, ამავე სკოლაში სწავლის საფასური შეადგენს - 2-00 ლარს წელიწადში, წინასწარი გადახდის გამონაკლისი - თვიური ფორმით, თვეში 2-0 ლარი, 2 თვის - 500 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალება #1-ის მიხედვით მე-------------ის მიერ, ნი-----------------ს სახ. თა----------------- სკოლა-ლიცეუმის სახელზე გადახდილია 500 ლარი - გი---------------ის სწავლის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.09.2018წ. ნი-----------------ს (ნი----------ს) სკოლა-ლიცეუმს - მე-------------ეს შორის 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშკრულება (ს.ფ.77-78);
3.2.6 სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის წარმოდგენის დროისათვის, მოპასუხე რა------------ის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, აღნიშნა, რომ მას აქვს მცირე ბიზნესი, არის მხატვარი, რომელიც ქმნის სპ-------–--------ს მცირეფასიან თოჯინებს ჯგუფთან ერთად, რომლის ბრუნვა წელიწადში თავისის ხარჯით შეადგენს დაახლოებით 6000 ლარს. მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--103-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ზრდის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გი---------------ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და ნაცვლად 140 (ას ორმოცი) ლარისა, განისაზღვროს 210 (ორასათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 120--ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მოსარჩელემ არასრულწლოვანი გი---------------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა მოპასუხისთვის სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო შვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, კვებაზე და საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ორივე მშობელი თანაბრად უნდა ზრუნავდეს შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120--ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მე-------------ეს და მოპასუხე რა------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2- თებერვალს შეეძინათ შვილი გი---------------ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მე-------------ე ცხოვრობს არასრულწლოვან გი---------------ესთან ერთად.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და მხარეებს სადავოდ არ გაუხდით, რომ სასამართლოს 201--–-–-----------------ს მიღებული გადაწყვეტილებით, რა------------ეს მცირეწლოვანი შვილის, 2--- წლის 2- თებერვალს დაბადებული გი---------------ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გი---------------ე სარჩელის განხილვის დროისათვის წარმოადგენს ნი-----------------ს (ნი----------ს) სკოლა-ლიცეუმის 1 კლასის მოსწავლეს, სკოლა-ლიცეუმსა და მე-------------ეს შორის 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულება #7-ის თანახმად, მე-------------ე ვალდებულია გადაიხადოს 1 კლასის მოსწავლის გი---------------ის, 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასური 2-00 ლარის ოდენობით, თვეში 2-0 ლარი. შესაბამისად, 2014 წლის 17 სექტემბრის შემდეგ გაზრდილია მისი საჭიროებები და მოთხოვნილებები.
რაც შეეხება რა------------ის მატერიალურ მდგომარეობას, მისი საგრძნობლად გაუმჯობესების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რა------------ე 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით ახდენდა სს ,,თი---------–ი“ მე--------------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
შესაბამისად, სახეზეა არასრულწლოვან გი---------------ის საარსებო მოთხოვნილებების გაზრდა, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე მე-------------ე მუშაობს სა---------–ი - ქ. სა-–-----ში, იგი არ იმყოფება ქორწინებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, როგორც აღინიშნა გაიზარდა ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები გაზრდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 2- მაისიდან, უნდა განისაზღვროს 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მე-------------ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის წარდგენისას გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, არსებობს რა------------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე მე-------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე რა------------ისთვის მე-------------ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის გი---------------ის რჩენა-აღზრდისთვის დაკისრებული ალიმენტი, 140 ლარიდან, გაიზარდოს 210 ლარამდე და რა------------ეს (პ--------------) მე-------------ის (პ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გი---------------ის (დაბადებული 2-/0-/2--- წელს, პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად 210 ლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 2- მაისიდან მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. მოპასუხე რა------------ეს (პ--------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია