გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
330210018002566946
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22824 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე რ---- ა--–---–-

წარმომადგენელი ლ--–- კ--–---, მ--- დ-------

მოპასუხე გ------- ა--–---–-

წარმომადგენელი ნ---- ტ------–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ------- ა--–---–-------- რ---- ა--–---–-- (დაბადებული 1998 წლის 2-----–---) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ივლისიდან) გარემოებების შეცვლამდე;

 

მოსარჩელე რ---- ა--–---–- წარმოადგენს ლ--–- კ--–---- და გ------- ა--–---–-- საერთო შვილს. რ---- ა--–---–- ცხოვრობს დედასთან, ლ--–- კ--–--------. მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ---- ა--–---–- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და ლ--–- კ--–--- დაინიშნა შვილის, რ---- ა--–---–-- მხარდამჭერად გადაწყვეტილებაში მითითებულ სფეროებში. შესაბამისად, რ---- ა--–---–- სრულწლოვანია, თუმცა იგი შრომისუუნაროა. მასზე ზრუნავს მხოლოდ დედა ლ--–- კ--–---. მოპასუხე გ------- ა--–---–- რ---- ა--–---–--- არ ზრუნავს და მას მატერიალურად არ ეხმარება. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მამის მხრიდან მატერიალური მხარდაჭერა აუცილებელია რ----- გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. რ---- ა--–---–--, როგორც შრომისუუნარო პირის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების და ნორმალური რჩენის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მოპასუხეს უნდა განესაზღვროს საალიმენტო ვალდებულების შესრულება. ამასთან, რ---- ა--–---–- თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროება მედიკამენტების მიღება, რომელთა შეძენა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. რ---- ა--–---–- აქვს მეტყველების პრობლემაც და ლ--–- კ--–---- სურს მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აიყვანოს კერძო პედაგოგი ინდივიდუალური გაკვეთილების ჩასატარებალად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს რ---- ა--–---–-- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. გ------- ა--–---–- აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იგი დაავადებულია ,,ც ჰეპატიტით“ და მასაც ესაჭიროება სათანადო მკურნალობის ჩატარება. მოპასუხე ქორწინებაშია სხვა პირთან, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთან რჩენის ვალდებულება აკისრია მოპასუხე გ------- ა--–---–-. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის თანხის მიზნობრიობას. მხოლოდ სამედიცინო მედიკამენტების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტია წარმოდგენილი, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხე თანახმაა ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით დაეხმაროს მოსარჩელე რ----- ა--–---–- მედიკამენტების შესაძენად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე რ---- ა--–---–- ცხოვრობს ლ--–- კ--–-------- ერთად. ლ--–- კ--–--- და გ------- ა--–---–- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ლ--–- კ--–--- დასაქმებულია ე------ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 520 (ხუთას ოცი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოპასუხე გ------- ა--–---–- ურთიერთობა არ აქვს რ---- ა--–---–---- და არ ზრუნავს მასზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. გ------- ა--–---–- ქორწინებაშია ნ---- ჭ---------–-------. მოპასუხე მეუღლესთან და არასრულწლოვან დ-------- ა--–---–---- და სა-----------–---–თან ერთად ცხოვრობს ნ---- ჭ---------–--- საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მდებარე მისამართზე თბილისი, ი---–---------------;

გ------- ა--–---–- შრომისუნარიანია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ--–- კ--–---- და გ------- ა--–---–- 1998 წლის 2-----–--- შეეძინათ შვილი რ---- ა--–---–-. მათი საერთო შვილი სრულწლოვანია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სრს ქ. თბილისის არქივის მიერ 2007 წლის 2------------ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 14).

3.2.2. რ---- ა--–---–- მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. იგი შრომისუუნაროა;

მოსარჩელე რ---- ა--–---–-- დიაგნოზია: გ-----------–--------------------------–---------–----–--------------------–---–------------–------------------------------------------------------------------------------–---------------------–---–------------–----–---;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2016 წლის 25 ივლისს გაცემული ცნობა N------- (ს.ფ. 18);

_შპს ,,ფ----------------------–-------------------------------–-ის“ ცენტრის მიერ 2015 წლის 27 მარტს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 16-17).

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ--–- კ--–---- განცხადება დაკმაყოფილდა და ცნობილ იქნა რ---- ა--–---–- მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტი გასაცემის) მიღება და შეძენა, ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, დახმარების (მათ შორის მკურნალობის და მოვლის საშუალებები, ფულადი თანხა და სხვა) მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან წარმომადგენლობა, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო და სხვა სახის პროგრამებში ჩართვასთან დაკავშირებით (მათ შორის დღის ცენტრის მომსახურეობა) ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ კერძო კომპანიებთან წარმომადგენლობა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით, წარმომადგენლობა სასამართლოში სსსკ-ის 98-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით, საქმის წარმოების შესახებ შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, მამისთვის მისი შრომისუუნარო შვილისათვის - რ---- ა--–---–-------- ალიმენტის დაკისრების თაობაზე;

ამავე გადაწყვეტილებით ლ--–- კ--–--- ცნობილ იქნა შვილის რ---- ა--–---–-- (პირადი N0----------, დაბადებული 2--------- წელს) მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში. კერძოდ, ლ--–- კ--–---- უფლება მიეცა ზემოთ აღნიშნულ სფეროებში გამოხატოს მხარდასაჭერის - რ---- ა--–---–-- ნება და მისი სახელით განახორციელოს გადაწყვეტილებაში მითითებული მოქმედებები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 104-107);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება დროებით მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ, საქმე N---------- (ს.ფ. 19-20).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, რ---- ა--–---–- შემოსავლების (ხელფასი, პრემია, სხვა დანამატები) მიღება არ უფიქსირდება;

რ---- ა--–---–- არ არის დასაქმებული შპს ს----------–-----------------–-----–--------–---------------------ში და არც უმუშავია მას აღნიშნულ სასწავლებელში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 70);

_შპს ,,ს----------–-----------------–-----–--------–---------------------ის მიერ 2018 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობა N--------- (ს.ფ. 86).

3.2.5. გ------- ა--–---–- და ნ---- ჭ---------–--- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: დ-------- ა--–---–- და სა-----------–---–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სარ N7 განყოფილების მიერ 2005 წლის 15 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი Nნ---------- (ს.ფ. 46);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 08 დეკემბერს გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 47).

3.2.6. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ი-–----------------, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ---- ჭ---------–--- სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.07.2018 წელი (ს.ფ. 48-49).

3.2.7. გ------- ა--–---–- აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ქრონიკული ჰეპატიტი C, პ------–---------------–----------------------------. ავადმყოფობის მიმდიბარეობა პროგრესირებადია, სჭირდება კვების რეჟიმის დაცვა, მედიკამენტური მკურნალობა და ექიმთან კონტროლი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ი-----–--------------–--------–--------------–------------------–-----------–-------ს“ მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 52).

3.2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, გ------- ა--–---–- 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 70).

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

3.2.9. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, რ---- ა--–---–--, როგორც შრომისუუნარო პირის, ყოველთვიური საჭიროებებიდან გამომდინარე აუცილებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით;

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, რ---- ა--–---–- თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად რჩენისათვის (კვება, სამოსი), განვითარებისათვის და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით (სამედიცინო მედიკამენტების მიღება, კერძო პედაგოგის აყვანა) ყოველთვიურად სჭირდება 600 (ექვსასი) ლარი;

მოპასუხე სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ რჩენის მიზნით მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობა არ დასტურდება. მხოლოდ მითითებული მედიკამენტების მიღების საჭიროებიდან გამომდინარე, მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელეს მატერიალურად დაეხმაროს ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის (რომელიც საჭიროებს დახმარებას) ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1197-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე რ---- ა--–---–-- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო სრულწლოვანი შვილი: 1998 წლის 2-----–--- დაბადებული რ---- ა--–---–-, რომელიც შრომისუუნაროა და დახმარებას საჭიროებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თაბარი უფლებამოვალეოებები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ ლ--–- კ--–---- და გ------- ა--–---–- 1998 წლის 2-----–--- შეეძინათ შვილი რ---- ა--–---–-. მათი საერთო შვილი სრულწლოვანია. მოსარჩელე რ---- ა--–---–- ცხოვრობს ლ--–- კ--–-------- ერთად. ლ--–- კ--–--- და გ------- ა--–---–- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე გ------- ა--–---–- ურთიერთობა არ აქვს თავის შვილთან რ---- ა--–---–----, არ ნახულობს და არ ზრუნავს მასზე (3.1.1., 3.1.3., 3.2.1).

 

რ---- ა--–---–- მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. იგი შრომისუუნაროა. მოსარჩელე რ---- ა--–---–- დიაგნოზია: გ-----------–--------------------------–---------–----–--------------------–---–------------–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–---–------------–----–--- (3.2.2).

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭება ხორციელდება ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.

 

ზემოთ როგორც აღინიშნა, რ---- ა--–---–- არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მოსარჩელისათვის ამ სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან - გონებრივი ჩამორჩენილობა, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით. რ---- ა--–---–- უტარდება სიმპტომატური მკურნალობა. მას აღენიშნება მეხსიერების, ინტელექტის დეფიციტი, ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევები. მისთვის მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით. რ---- ა--–---–- არის შრომისუუნარო. შესაბამისად, მის სახელზე სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით 2017 წლის იანვრის თვიდან რაიმე სახის შემოსავალი არ ფიქსირდება (3.2.1).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ--–- კ--–---- განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში რ---- ა--–---–- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად. ამავე გადაწყვეტილებით ლ--–- კ--–--- შვილის რ---- ა--–---–-- (პირადი N0----------, დაბადებული 2--------- წელს) მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში. კერძოდ, ლ--–- კ--–---- უფლება მიეცა ზემოთ აღნიშნულ სფეროებში გამოხატოს მხარდასაჭერის - რ---- ა--–---–-- ნება და მისი სახელით განახორციელოს გადაწყვეტილებაში მითითებული მოქმედებები (3.2.3.).

 

შრომისუუნარო პირის რჩენის მოვალეობა უნდა განაწილდეს იმ პირთა შორის, ვინც კანონმდებლობით ვალდებულია არჩინონ შრომისუუნარო, რომელიც დახმარებას საჭიროებს. რ---- ა--–---–-- მხარდამჭერად აღიარებული ლ--–- კ--–--- (რ---- ა--–---–-- დედა) დასაქმებულია ე------ პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი 520 (ხუთას ოცი) ლარის ოდენობით (3.1.2). რაც შეეხება მოპასუხე გ------- ა--–---–-- ოჯახური და მატერიალური მდგომარეობას. დადგენილია, რომ გ------- ა--–---–- ქორწინებაშია ნ---- ჭ---------–-------. მოპასუხე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან დ-------- ა--–---–---- და სა-----------–---–თან ერთად ცხოვრობს ნ---- ჭ---------–--- საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მდებარე მისამართზე თბილისი, ი---–---------------. ამასთან, გ------- ა--–---–- აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ქრონიკული ჰეპატიტი C, პ------–---------------–----------------------------. ავადმყოფობის მიმდინარეობა პროგრესირებადია, სჭირდება კვების რეჟიმის დაცვა, მედიკამენტური მკურნალობა და ექიმთან კონტროლი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო მედიკამენტების შეძენისა და ამისათვის ხარჯის გაღების გარემოება. საყურადღებოა საქართველოს სახელმწიფოში მოქმედი ,,ც ჰეპატიტის“ მართვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს შეუძლია შესაბამისი სამედიცინო მომსახურების (მათ შორის საჭირო მედიკამენტების) უფასოდ მიღება.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, გ------- ა--–---–- 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს აქვს გარკვეული სახის შემოსავალი, რაც არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის არსებულ მონაცემებში. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის გ------- ა--–---–-- მიერ მატერიალური შემოსავლის მიღების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი წარმოადგენს მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდბელო დეკპარირებას და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომლებიც საჭიროებს ზრუნვას და სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს მოსთხოვოს სარჩოს გადახდა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია მოპასუხე მხარის კმაყოფაზე მყოფი პირთა ინტერესებიც. გ------- ა--–---–- ეკისრება როგორც რ---- ა--–---–--, ასევე, მასთან მცხოვრები ორი არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, რ---- ა--–---–- თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად რჩენისათვის (კვება, სამოსი), განვითარებისათვის და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით (სამედიცინო მედიკამენტების მიღება, კერძო პედაგოგის აყვანა) ყოველთვიურად სჭირდება 600 (ექვსასი) ლარი. მოპასუხე სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ რჩენის მიზნით მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობა არ დასტურდება. მხოლოდ მითითებული მედიკამენტების მიღების საჭიროებიდან გამომდინარე, მოპასუხე ეთანხმება მატერიალურად მოსარჩელეს დაეხმაროს ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას მითითებული თანხის საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას არ აქვს მითითებული ყოველთვიურად რ---- ა--–---–-------- მისაღები და საჭირო სამედიცინო მედიკამენტებზე და არ აქვს წარმოდგენილი მედიკამენტების ღირებულების შესახებ შესაბამისი მტკიცებულება. ამასთან, მხარე მხოლოდ განმარტავს კერძო პედაგოგის საჭიროებაზე, თუმცა არც სპეციალური კურსით მეტყველების აღდგენის მიზნით პედაგოგთან მომზადების საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის საქმეს.

 

სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 26.11.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ივლისის თვისათვის - 151.9 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 151.8 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 150.7 ლარს და ოქტომბრის თვისათვის - 153.9 ლარს, ხოლო ორსულიანი ოჯახისათვის შეადგენდა 2018 წლის ივლისის თვისათვის - 243.1 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 242.9 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 241.1 ლარს და ოქტომბრის თვისათვის - 246.3 ლარს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ამ შემთხვევაში სარჩენ პირს წარმოადგენს შრომისუუნარო ადამიანი, რომელსაც რჩენისათვის ზოგადად დადგენილ მინიმუმზე მეტი ოდენობის თანხა ესაჭიროება, ვინაიდან დამატებით გასათვალისწინებელია მისი სამედიცინო მომსახურებისათვის (მათ შორის მედიკამენტევიბისათვის) ყოველთვიური ხარჯების ოდენობა. თავად მოპასუხე მხარეც არ უარყოფს თვეში მინიმუმ 30 (ოცდაათი) ლარის ღირებულების მედიკამენტების აუცილებლობას მოსარჩელისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას და განსაზღვრულ თანხას ორივე მშობელზე არ ანაწილებს იმ მიზეზით, რომ შრომისუუნარო სრულწლოვან პირს რჩენისათვის, სამედიცინო მომსახურებისათვის საშუალო მომხმარებელზე უფრო მეტი ოდენობის თანხა ესაჭიროება. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრებარეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. დამკვიდრებული პრაქტიკით, მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისი საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხე მხარის, როგორც შრომისუნარიანი მშობლის სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების, თვითდასაქმების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, შრომისუუნარი სარჩენი პირის ალიმენტის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩენი პირის ნორმალური რჩენის ფარგლებში აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე რ---- ა--–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ------- ა--–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ რ---- ა--–---–-- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე გ------- ა--–---–-- (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე გ------- ა--–---–- (პირადი №0----------) რ---- ა--–---–-- (დაბადებული 1998 წლის 2-----–---, პირადი №0----------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ივლისიდან) გარემოებების შეცვლამდე;

 

2. დაეკისროს მოპასუხე გ------- ა--–---–- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე