განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – თ----- ი-------ის
ბრალდებულ _ ზ----- ბ---–----ის
ადვოკატ - ნ---- გ--–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ზ----- რ----ის ძე ბ---–----ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.------–--–-----------------–-------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- ბ---–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ.
ზ----- ბ---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 სექტემბერს ზ----- ბ---–----ის მიმართ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მას 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან (მსხვერპლთან) - შ------- გ----------ესთან მიახლოება, კერძოდ, ზ----- ბ---–----ს აეკრძალა შ------- გ----------ის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2018 წლის 8 სექტემბერს, ზ----- ბ---–----მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც 2018 წლის 11 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღე-ღამის ვადით.
მიუხედავად ამისა, 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ზ----- ბ---–----ი მივიდა მსხვერპლის - შ------- გ----------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–--–-----------------–-------------------ში, სადაც შ------- გ----------ე იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
აღნიშნულ დროს შემაკავებელი ორდერის შემდგენმა პირმა შინაგან საქმეთა მინისტრის №------- ბრძანების საფუძველზე, განახორციელა არაგეგმიური ვიზიტი ძალადობის მსხვერპლთან - შ------- გ----------ესთან, რა დროსაც შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი - ზ----- ბ---–----ი იმყოფებოდა მსხვერპლის სახლში.
ე.ი. ზ----- ბ---–----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ზ----- ბ---–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზ----- ბ---–----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ზ----- ბ---–----ის მიმართ 2018 წლის 1 სექტემბერს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილებას, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან ვიზიტის ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ----- ბ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ზ----- ბ---–----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათსა და ინტენსივობას და აღნიშნავს, რომ მართალია, ზ----- ბ---–----მა 2018 წლის 26 სექტემბერს მეორედ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში მისვლით, რა დროსაც განმეორებით კონფლიქტს ანდა ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია წარსულში განხორციელებული ძალადობის ხასიათი და ინტენსივობა, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ ზ----- ბ---–----ის მიმართ 2018 წლის 1 სექტემბერს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუნდობელი ხასიათის ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რაც აუცილებელს გახდიდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისაგან მის იზოლირებას. შესაბამისად, სასამართლოს ზ----- ბ---–----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ ჰყავს მეუღლე, ოთხი არასრულწლოვანი შვილი და ხანშიშესული დედა, ხოლო ბრალდებულის შემოსავალი (დაკავებამდე მუშაობდა სამშენებლო სამუშაოებზე) ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, რომლის გარეშეც ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (ბრალდებულის განმარტებით, ოჯახს აქვს ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები), სასამართლოს ბრალდებულისათვის ჯარიმის დაკისრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----- ბ---–----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ხელსაყრელ და ეეფქტურ სასჯელს ბრალდებულისათვის, რომელიც ამასთანავე უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას. ამასთან, ზ----- ბ---–----ს დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- ბ---–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2018 წლის 26 სექტემბრიდან - 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ზ----- ბ---–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 20 (ოცი) საათის ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ს განჩინებით ზ----- ბ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. მსჯავრდებულ ზ----- ბ---–----ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ----- ბ---–----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი