განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4------
(გამოძიების #0----------1)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-----------------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---------------ი (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–----------------–------------------------------------------–---------------------------–-------------------------–------------),ადვოკატი - თ-------------ა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. თბილისში, ქე-------–-------–------------------------–---- საჯარო სკოლის წინ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალ--------–---------------------------–-------------–---------------ის - გი-----ი ბე-----ს და ლე--- მო--–---–ის მიერ, დაკავებულ იქნა ძარცვის ფაქტზე ივ--- სა-----–---–ი. აღნიშნულით განაწყენდა ივ--- სა-----–---–ის მეგობარი - მ---------------ი. იგი პოლიციის მუშაკების მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი, გამოხატავდა უკმაყოფილებას ივ--- სა-----–---–ის დაკავებასთან დაკავშირებით, პოლიციის მუშაკებისგან დაჟინებით მოითხოვდა აეხსნათ მისი დაკავების მიზეზი და ასევე მოითხოვდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ივ--- სა-----–---–ი, რითაც ცდილობდა პოლიციის მუშაკების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას. მიუხედავად იმისა, რომ პატრულ-ინსპექტორმა იო--- სა----ემ, სხვა პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, მ---------------ს არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, კერძოდ, განუმარტა, რომ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, რადგან ხელი ეშლებოდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. პოლიციის მუშაკების მოწოდებას მ---------------ი არ დაემორჩილა და ჯიუტად განაგრძობდა მათთვის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელის შეშლას, არ მშვიდდებოდა და კვლავ დაჟინებით მოითხოვდა პოლიციის მუშაკებისგან დაკავებიდან გაეთავისუფლებინათ მისი მეგობარი, რა დროსაც მ---------------მა მარჯვენა ხელის მუშტი მთელი ძალით დაარტყა პატრულ-ინსპექტორ იო--- სა----ეს მარჯვენა მხარში, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. რის შემდეგაც მ---------------ი დაკავებულ იქნა სო--- ად----სა და თავად იო--- სა----ის მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. მ---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - იო--- სა----ის, ვა-–---- ქე----–-–---–ის, სო--- ად----ს, და---- აბ-----ის, სი---- ხა----–---–ის, ზუ---- ვა------–---–ის, ლე--- მო--–---–ისა და გი-----ი ბე-----ს გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 28 ივლისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 29 ივლისის ოქმს ალკოტესტით შემოწმების შესახებ და ბრალდებულის აღიარებას.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით; აშკარა უკანონო ქმედების იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისთვის ხელის შეშლაში, ხოლო პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზანში იგულისხმება, აშკარა მოქმედება ან მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია პოლიციელის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ ან შეწყვეტისაკენ. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია, იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე. კვალიფიკაციისთვის, მნიშვნელობა არ ენიჭება, მოახერხა თუ არა პირმა პოლიციის მუშაკისთვის ხელის შეშლა, კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა.
3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივლისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალ--------–---------------------------–-------------–---------------ის მიერ, დაკავებულ იქნა ძარცვის ფაქტზე ივ--- სა-----–---–ი. მეგობრის დაკავებით განაწყენებული მ---------------ი პოლიციის მუშაკების მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი, გამოხატავდა უკმაყოფილებას და დაჟინებით მოითხოვდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ მისი მეგობარი, რითაც მ---------------ი ცდილობდა პოლიციის მუშაკების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას. მიუხედავად იმისა, რომ პატრულ-ინსპექტორმა იო--- სა----ემ სხვა პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, მ---------------ს არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, სთხოვეს, რომ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, რადგან ხელი ეშლებოდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, იგი არ დაემორჩილა მათ და ძლიერად დაარტყა მუშტი პატრულ-ინსპექტორ იო--- სა----ეს მარჯვენა მხარში, მისი საქმიანობის შეცვლის/შეწყვეტის მიზნით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - დანაშაულის სუბიექტის მ---------------ის განზრახი ქმედება (აგრესიული საუბარი და მოთხოვნა პოლიციელების მიმართ, რაც პოლიციელისათვის ხელის ძლიერად დარტყმაში გადაიზარდა) და სუბიექტის მიზანი (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზანი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი რომლითაც მ---------------ს მსჯავრი უნდა დაედოს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მ---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - პოლიციელის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია და ხაზს უსვამს ბრალდებულის კონფლიქტურ დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ) დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (მ---------------ი მეგობრის დაკავებისათვის ხელის შეშლის მიზნით აგრესიულად მიმართავდა პოლიციელებს და იო--- სა----ეს მხარში დაარტყა მუშტი), მ---------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (მეგობრის დახმარება/პოლიციელის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, შეცვლა და შეწყვეტა) მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის 19 წლის, საშუალო განათლებით, უმუშევარი) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ---------------ს ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად ჯარიმა 2 00- ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ---------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.8. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ მ---------------ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, არის 19 წლის, აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ---------------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
4.10. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სასამართლოს მ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიაჩნია გამოსაცდელი ვადის მინიმალური ოდენობით - 1 წლით გამოყენება. მას გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე, რომლის განმავლობაშიც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო და მ---------------ს ექნება შესაძლებლობა მისი ყოფა-ქცევით დაამტკიცოს გამოსწორება.
4.11. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
4.12. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ მ---------------ის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, მას დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე.
2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, მ---------------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 00- ლარის ოდენობით.
3. მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. მ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ---------------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი