გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
330311118002747873
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით

პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

 

საქმე №3/7591-18

 

5 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

შუამდგომლობის აღმძვრელი - შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ი''

 

პაციენტი - ლა–-----------–-–---–ი

პაციენტის ადვოკატი - მა------------–-ძე

 

მკურნალი ექიმი (კომისიის წევრები) - ნა-----------ე, თა-----------–-ა

პაციენტის ოჯახის წევრი ( და) - ოლ------------–-–---–ი

პაციენტის ოჯახის წევრი ( ბიძაშვილი) - კა-------------–--ლი

 

სასამართლომ დახურულ, გასვლით სასამართლო სხდომაზე, განიხილა შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' შუამდგომლობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით ლა–-----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' გენერალური დირექტორის მოადგილემ, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2117-ე და 2118-ე მუხლების და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით ლა–-----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემა.

 

შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს გაცემული დასკვნით დგინდება,რომ ლა–-----------–-–---–ი 15-16 წლის ასაკიდან მოიხმარს მარიხუანას. შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება, ,,გაბაგამა'', ,,ბაკლოსანი'', ,,ლირიკა''. მკურნალობდა ნარკოლოგიურ კლინიკა ,,ურანტში''. წლებია ჩართულია მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში. ბოლო პერიოდში პაციენტის მდგომარეობა გამწვავდა, იქცეოდა არაადექვატურად, ჰქონდა უცნაური გამონათქვამები, დაიწყო საუბარი რელიგიურ თემებზე. აცხადებდა, რომ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს. გახდა გამღიზიანებადი, კონფლიქტური, ეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს, ამოხია ბიბლიიდან ფურცლები, დაწვა და დამწვარი ფურცლის ნარჩენები გადაყლაპა. პირში ჩაიდო ,,ქინდერის'' სათამაშო და იმუქრებოდა თავის და სხვების აფეთქებით, რის გამოც გადაყვანილ იქნა კლინიკაში, საიდანაც მეორე დღეს გაეწერა. დაბრუნებისას სახლში იყო აფორიაქებული და დაძაბული, იქცეოდა არაადექვატურად. ამის შემდგომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გადმოყვანილ იქნა სტაციონარში. პაციენტი არის მოუსვენარი, აღგზნებული, კონტაქტში ერთვის დაძაბული. გუნება-განწყობის ფონი ლაბილური, მკვეთრად გამოხატული გამღიზიანებლობის თანხლებით. კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ არ გააჩნია.

 

ლა–-----------–-–---–ის წინასწარი დიაგნოზია - მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა F23.0

 

2018 წლის 5 დეკემბერს დანიშნულ გასვლით სასამართლო სხდომაზე ექიმმა (მკურნალი) ნა-----------ემ დაადასტურა კომისიის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აუცილებლად მიიჩნია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტ - ლა–-----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული პაციენტის ოჯახის წევრი (და) - ოლ------------–-–---–ი დაეთანხმა შუამდგომლობას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ლა–-----------–-–---–ი და მისი ადვოკატი მა------------–-ძე არ დაეთანხმნენ შუამდგომლობას.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას, მხარეთა ახსნა - განმარტებებს და მიიჩნევს, რომ შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების ფორმებს, მათ უფლებებს, აგრეთვე ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა საქმიანობის წესებსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარება, ტარდება როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ

 

გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, სტაციონარში მოთავსების შესახებ.

 

ამდენად, სხდომაზე დამსწრე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ავადმყოფის ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნის და საქმის სხვა მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის''' ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ, პაციენტ ლა–-----------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნა მიღებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ლა–-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2116, 2118, 2119, 2120 მუხლებით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' შუამდგომლობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით ლა–-----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. ლა–-----------–-–---–ი (დაბადების თარიღი - 31.10.1982 წელი, პირადი ნომერი - 01022006513) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდეს შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ის'' სტაციონარში არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ლა–-----------–-–---–ის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალოს მისი სტაციონარში მოთავსებიდან - 2018 წლის 3 დეკემბრის 14:20 საათიდან.

 

4. ბრძანების შესრულება დაევალოს შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–------ს''.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი გადაცემიდან 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე ნანა აფციაური