განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
330100118002447564
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 14 ნოემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი-----–-----------------–---–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–---–----–--–------------------------------ში, მცხოვრები თ---–--–-----–-------–-----------------------ში.

 

ადვოკატები - გ----------------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–----–---–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახა 0.335 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, პოლიმერული მასალის კონტეინერი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის სითხით, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) – 0,00168 გრამს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,2827 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შემცველი 34 აბი და აბის ხუთი ნატეხი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,1897 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა -ს (3,4-მეთილენდიოსიმეტამფეტამინს) შემცველი სამი აბი და კრისტალური ნივთიერება. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2018 წლის 14 აპრილს საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომელების მიერ ამოღებული იქნა თ---–--–-----–-------–-----------------------ში მდებარე ი-----–----–---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ი-----–----–---–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე ა--------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 აპრილს დილის საათებში მიიღო ინფორმაცია, რომ ს----------–--ზე, ც-------–ის ქუჩაზე მცხოვრები ი-----–----–---–---–ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და ეწევა ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, ი-----–----–---–---–ი იმყოფებოდა ა-–-----------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა--------–-–---–ის მიერ ბაზაში დადგენილი იქნა პიროვნება, რის შემდეგაც აღნიშნულის შესახებ პატაკის საშუალებით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

საქართველოს შს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა რ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 აპრილს მიიღეს ინფორმაცია, რომ ი-----–----–---–---–ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, მას ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა როგორც პირადად ასევე მის საცხოვრებელ ბინაში. იგი უნდა ყოფილიყო ყ-----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციის მიღების შემდეგ სპეციალურ ბაზაში მოხდა მისი პიროვნების იდენტიფიკაცია, მოიძიეს ფოტოსურათი და რ--------------–---–ი, დ---------------ესთან და ბ------------თან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. ყ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ი-----–----–---–---–ი, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. პირადი ჩხრეკის შემდეგ ჩატარდა ი-----–----–---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერებები, რაზეც ი-----–----–---–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთიერებები იყო ნარკოტიკული საშუალებები, რაც მას პირადი მოხმარებისთვის უნდოდა.

 

ს----------–----–----------------------------------------–--------------------------------------------–--------------- ექსპერტმა ნ------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნა.

 

მოწმე ს------–-----–-------------–ის ექიმმა ნარკოლოგმა ი------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული N------- დასკვნის ნამდვილობა.

 

გარდა მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა ი-----–----–---–---–ის მიერ დანაშაული დადასტურებულია აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეების - ბ------------ის და ნ--–----–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ი.--–---–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მდმა“, ,,ბუპრენორფინი’’ შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებთა სიაში, ხოლო ამავე კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართში მითითებული ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი 0,05 გრამიდა, 0,5 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“ 0,12 გრამიდან განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ასევე განსაკუთრებით დიდ ოდენობაა ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ 1 გრამიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–----–---–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,2827 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, 1,1897 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ 0,335 გრამი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ა--------–-–---–ის, რ--------------–---–ის, ნ------–---–-----ის ჩვენებების, მოწმეების - ბ------------ის და ნ--–----–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ი.--–---–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–----–---–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ი-----–----–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთათვისაც ი-----–----–---–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–----–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული აღიარებს ქმედებას, არის დაავადებული მძიმე დაავადებით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–----–---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის აღსრულების გადავადების თაობაზე იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა ი-----–----–---–---–ი მძიმე ავადმყოფია, მისი დაავადება არ არის განკურნებადი, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ამასთან იმ გარემოებას, რომ ბრალდებულისათვის მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელი არ შეუშლია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, იგი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ნარკოლოგიური კვლევის შედეგად დაუდგინდა არაერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ამასთან პატიმრობის პერიოდში მისი ეტაპირება საჭიროებისამებრ მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ციხის ექიმი თერაპევტის ს--------------–---–ის განცხადებით მსჯავრდებული იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში, სადაც გადის დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობას, პაციენტს შეტევის დროს უწევენ შესაბამის დახმარებას, სამკურნალო დაწესებულება არის ლიცენზირებული დაწესებულება, სადაც ჰყავთ სპეციალისტები, დაწესებულებაში არის რეანიმაციული განყოფილება, საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალისტის მოწვევა ან პაციენტის გაყვანა სამოქალაქო სექტორში, გარდა აღნიშნულისა არ დგინდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს უშლის ან შემდგომში ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, დაცვის მხარის მოთხოვნა ი-----–----–---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–----–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ი-----–----–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პენსიონერის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ი-----–----–---–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე