განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
340100118002709568
დავის ტიპი
126 2 ა
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002709568

№1/236-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - კო---- ვა------–---–ის

ადვოკატ - ნა-- ჯე------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: კო---- ვა------–---–ი

მამის სახელი: უშ----

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი გა-----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, ი.ჭა------ის ქ. N--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: კო---- ვა------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, ი. ჭა------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო---- ვა------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა ორსულ მეუღლეს - ნა---- ჭი---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

კო---- ვა------–---–ი 2018 წლის 24 სექტემბერს 01:00 საათზე დააკავეს და 2018 წლის 25 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, ი. ჭა------ის ქ.N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო---- ვა------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა ორსულ მეუღლეს - ნა---- ჭი---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნა---- ჭი---–---–ის, მოწმეების - ქე------ ჭი---–---–ის და თა---- ჭი---–---–ის, თავად ბრალდებულ კო---- ვა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასა----თლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ კო---- ვა------–---–მა სცემა მეუღლეს - ნა---- ჭი---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: "ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას."

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, დაზარალებულ ნა---- ჭი---–---–ის, მოწმეების - ქე------ ჭი---–---–ის და თა---- ჭი---–---–ის, თავად ბრალდებულ კო---- ვა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ კო---- ვა------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა ორსულ მეუღლეს - ნა---- ჭი---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება ორსული ოჯახის წევრის მიმართ. მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას ორსული ქალის მიმართ სჩადის.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო---- ვა------–---–მა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კო---- ვა------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

კო---- ვა------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

კო---- ვა------–---–ი წარსულში ნასამართლევია მეუღლის მიმართ ძალადობისათვის. გარდა ამისა, მის მიმართ 2014 წელს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ასევე მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებას, რომ კო---- ვა------–---–ის მხრიდან ძალადობრივი ქმედების ჩადენა არ არის პირველი შემთხვევა და მსუბუქი სასჯელის გამოყენება სასჯელის მიზნების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კო---- ვა------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კო---- ვა------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

კო---- ვა------–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 (ხუთი ათასი) ლარი სრულ გადახდამდე პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კო---- ვა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და კო---- ვა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 სექტემბრის 01:00 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი