განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002562135
№1/158-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ბე---ი ქე---–---–ის
ადვოკატების - მუ------------–---–-ს და ლა-–- ჩო-----–---–--
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ბე---ი ქე---–---–ი
მამის სახელი: მი----–-
დაბადებული: 1-----–-–------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კალაური.
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კალაური.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ბე--- ქე---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბე--- ქე---–---–ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა ალ---ი ჯა---–---–ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა.
ბე--- ქე---–---–ი 2018 წლის 28 ივნისს 04:30 საათზე დააკავეს და 2018 წლის 29 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბე--- ქე---–---–ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა ალ---ი ჯა---–---–ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით
სასამართლოში საქმის არ--ბითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ალ---ი ჯა---–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს იმყოფებოდა სახლში. საძინებელ ოთახში იწვა და ეღვიძა. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე თავი შეუძლოდ იგრძნო გარეთ გამოვიდა ჰაერზე და მანქანაში ჩაჯდა. ამ დროს სამზარეულოსთან დაინახა ფანარი ანათებდა. შევიდა სახლში და დაინახა ბე---ი ქე---–---–ი. ბე--- ქე---–---–ი იყო სამზარეულოს ოთახში და სამზარეულოში სამზარეულოს უჯრები გამოხსნილი იყო. ბე--- ქე---–---–მა მას ყელში ხელი წაავლო. მაგიდიდან სამზარეულოს დანა აიღო, ყელზე მიადო. და უთხრა "ნუ ყვირი, ფული სად გაქვს მითხარიო". ალ---ი ჯა---–---–-- ყვირილი დაიწყო, ბიძაშვილს უხმობდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ბე--- ქე---–---–ი კი ემუქრებოდა, ნუ ყვირი თორე მოგკლავო. ალ---ი ჯა---–---–-- თავი გაითავისუფლა და ყვირილით გაიქცა გარეთ. ყვირილსა და ძახილზე მისი ბიძაშვილიც მოვიდა. ბე--- ქე---–---– გაჰყვა ალ---ი ჯა---–---–ს გარეთ და მას დანა კვლავ ხელში ეჭირა. ბე--- ქე---–---–ი აგრძელებდა მუქარას.
სასამართლოში საქმის არ--ბითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას მოწმე უშ---- ქა-----–--–-–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს სახლში იყო, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, გაიგონა, რომ ალ---ი ჯა---–---–ი ეძახდა. გავიდა და დაინახა, რომ ალ---ი ჯა---–---–ის სახლში ბე---ი ქე---–---–ი და ალ---ი ჯა---–---–ი შევიდნენ, ისინი კამათობდნენ და ერთმანეთს ლანძღავდნენ. ალ---ი ეჩხუბებოდა რატომ მოხვედი, რა გინდაო. დაინახა, რომ ბე---ის ქე---–---–ს დანა ეჭირა ხელში. თავადაც მათ შეჰყვა სახლში. სახლში სამზარეულოს ოთახში სამზარეულოს კარადის უჯრები იყო გამოხსნილი. როგორც ალ---ი ჯა---–---–-- მოუყვა, ბე---ი ქე---–---–მა მას დანა მიადო ითხოვდა ფულს და ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას მოწმე არ--ნ ჯა---–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, ღამით, დაახლოებით სამ საათზე ალ---ი ჯა---–---–ის ყვირილი გაიგონა. გამოვიდა გარეთ და მაღალი ტონით საუბარი გაიგონა, გზაზე იყვნენ ალ---ი ჯა---–---–ი და ბე--- ქე---–---–ი გამოსული. ალ---ის კითხა, რა ხდებაო, ალ---იმ უთხრა ბე---ი იყო ჩემს სახლში შემოსულიო, დანა მომადო, დამემუქრა და ფულს მთხოვდაო.
გარდა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - სიმონ ქურციკიძის, თამარ ყაჭიაშვილის, გიორგი ქურციკიძის, ლევან აფციაურის, გელა სიბაშვილის, ნოდარ კობახიძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- ქე---–---–ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა ალ---ი ჯა---–---–ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე---ი ქე---–---–მა ჩაიდინა თავდასხმა, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით.
სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სასამართლოში საქმის არ--ბითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ალ---ი ჯა---–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს ბე---ი ქე---–---–მა ყელში ხელი წაავლო, მაგიდიდან სამზარეულოს დანა აიღო, ყელზე მიადო და ფული სად გაქვს მითხარიო, ეუბნებოდა. სამზარეულოში უჯრები გამოხსნილი იყო.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას მოწმე უშ---- ქა-----–--–-–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს სახლში იყო, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, გაიგონა, რომ ალ---ი ჯა---–---–ი ეძახდა. გავიდა და დაინახა, რომ ალ---ი ჯა---–---–ის სახლში ბე---ი ქე---–---–ი და ალ---ი ჯა---–---–ი შევიდნენ, ისინი კამათობდნენ და ერთმანეთს ლანძღავდნენ. ბე---ის დანა ეჭირა ხელში. თვითონაც გავიდა. სამზარეულოში რომ შევიდნენ უჯრები იყო გამოხსნილი. როგორც ალ---ი ჯა---–---–-- მოუყვა, ბე---ი ქე---–---–მა დანა მიადო, ყელის გამოჭრით ემუქრებოდა და ფულს სთხოვდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას მოწმე არ--ნ ჯა---–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, ღამით, დაახლოებით სამ საათზე ალ---ი ჯა---–---–ის ყვირილი გაიგონა. ალ---იმ უთხრა ბე---ი ქე---–---–ი იყო ჩემს სახლში შემოსული, დანა მომადო, დამემუქრა და ფულს მთხოვდაო.
გარდა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - სიმონ ქურციკიძის, თამარ ყაჭიაშვილის, გიორგი ქურციკიძის, ლევან აფციაურის, გელა სიბაშვილის, ნოდარ კობახიძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- ქე---–---–ი, თავს დაესხა ალ---ი ჯა---–---–ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა.
თავდასხმაში მოიაზრება დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება დაზარალებულის მიმართ, რასაც თან ერთვის ძალადობა ან ძალადობის მუქარა. აღსანიშნავია, რომ ყაჩაღობის შემთხვევაში ძალადობა ან ძალადობის მუქარა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში უნდა იყოს. ამასთან, ძალადობის ხარისხი არ განისაზღვრება მხოლოდ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებით, ამ დროს მხედველობაში მიიღება ქმედების ხასიათი, მისი ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და ა.შ.
რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარას, იგი უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მუქარა შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, იარაღის დემონსტრირებით და ა.შ. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების აღქმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ვინაიდან ჯა---–---–ს არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანება, ძალადობა ვერ ჩაითვლება სიცოცხლისათვის საშიშად. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბე---ი ქე---–---–ი დანის გამოყენებით ყელის გამოჭრით ემუქრებოდა ალ---ი ჯა---–---–ს და სანაცვლოდ გაჩუმებას და ფულის გადაცემას მოითხოვდა.
ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, კონკრეტული მიზანი - თავდასხმა უნდა ხორციელდებოდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე---ი ქე---–---–ს გააჩნდა ალ---ი ჯა---–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც დასტურდება, როგორც ალ---ი ჯა---–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმე უშ---- ქართლელიშვილის ჩვენებით.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე--- ქე---–---–ის მიერ ჩადენილია ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ამგვარი ძალადობის მუქარით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე---ი ქე---–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბე---ი ქე---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ბე---ი ქე---–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე---ი ქე---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ბე---ი ქე---–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია: დანის პირი, დანის ტარი და ლითონის სამედიცინო პინცეტი. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს. ხოლო ნივთიერი მტკიცებულება 5,6 ლარის რკინის მონეტები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბე---ი ქე---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ბე---ი ქე---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისის 04:30 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - დანის პირი, დანის ტარი, ლითონის სამედიცინო პინცეტი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - 5,6 ლარის ლითონის მონეტები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი