განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100117002059668
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---- ც------–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ შ----–---–ი - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–----------------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------------------–-----------–-------------–--–------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 1 ივლისს, დღის საათებში, ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ის ტერიტორიაზე, ზ------ შ----–---–ი მის საკუთრებაში არსებული სანადირო ც-–--–--------–ი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს-----–-------------------------–--–------ის თბილისის ს-------–----------ის დირექტორს კ------- ს-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ის ტერიტორიაზე, ზ------ შ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს-----–-------------------------–--–------ის თბილისის ს-------–----------ის დირექტორს კ------- ს-----ეს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში. დარტყმების შედეგად კ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 1 ივლისს, დღის საათებში, ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ის ტერიტორიაზე, ზ------ შ----–---–ი მის საკუთრებაში არსებული სანადირო ც-–--–--------–ი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს-----–-------------------------–--–------ის თბილისის ს-------–----------ის დირექტორს კ------- ს-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ კ------- ს-----ის ჩვენებით, 2017 წელს მუშაობდა ს-----–ის სახეობათა ეროვნული ფედერაციის თბილისის ს-----–----------ის დირექტორად. იცნობს ბრალდებულ ზ------ შ----–---–ს, რომელიც ცხოვრობდა სტენდის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციის შენობის ერთ-ერთ ოთახში, თუმცა რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე არ მუშაობდა. ვინაიდან ბრალდებულს ჰყავდა ძაღლები, რაც დაწესებულების ყოველდღი----ი საქმიანობისათვის ხელშემშლელი იყო, დირექტორის მითითებით, ზ-–----–---–ს მოუწია სხვა შენობაში გადასვლა საცხოვრებლად, რაც მისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

2017 წლის 1 ივლისს, დილით, კ------- ს-----ე გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ როგორც თანამშრომლები, ისე სავარჯიშოდ მისული სხვადასხვა ასაკის პირები. დაზარალებულს მოესმა ხმამაღალი საუბარი და გინება, რაც მიამსგავსა ბრალდებულის ხმას. თავდაპირველად ჩათვალა რომ ზ------ი ტელეფონზე საუბრობდა, თუმცა გინება რომ არ შეწყდა, გადაწყვიტა ახლოს მისვლა და სიტუაციის გარკვევა. დაზარალებულის დანახვაზე ზ------ შ----–---–ი უფრო აგრესიული გახდა და განაგრძო მისი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, კ------- ს-----ემ მის მახლობლად მყოფ რამდენიმე პირს მოუწოდა კონფლიქტის ადგილის დატოვებისა და სხვა ადგილზე გადასვლისაკენ. მოულოდნელად ზ------ შ----–---–მა საკუთარი საცხოვრებელი ოთახიდან გამოიტანა კარაბინის ტიპის ც-–--–--------–ი იარაღი და ემუქრებოდა კ------- ს-----ეს. დაზარალებული განმარტებით, ზ------ შ----–---–ი იყო აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად, რის გამოც მის მიერ განხორციელებული მუქარა მინიმუმ ჯანმრთელობისათვის საშიშად აღიქვა და სასწრაფოდ გაერიდა შემთხვევის ადგილს. აღნიშნულის შემდეგ მომხდარი ფაქტის თაობაზე შეტყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2017 წლის 12 ივლისს, კვლავ განმეორდა ინციდენტი კ------- ს-----ესა და ზ------ შ----–---–ს შორის, რა დროსაც გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, აგრესიულად განწყობილმა ბრალდებულმა დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტის მონაწილენი მალევე გააშველეს ფაქტის შემსწრე პირებმა: შ----- მ------–-----ემ და დ----- მ-------–--ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- მ------–-----ემ (სავარჯიშოდ მისული მოყვარული მს-----–ელი) და დ----- მ-------–--ემ (მწვრთნელი) დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდნენ ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ის ტერიტორიაზე. ერთმანეთში საუბრისას მოულოდნელად მოესმათ ხმაური დაახლოებით 50 მეტრში და დაინახეს ორი მამაკაცი, რომლებიც შეჭიდებული იყვნენ და ჩხუბობდნენ. როდესაც მიუახლოვდნენ აღმოჩინეს, რომ კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ ზ------ შ----–---–ი და კ------- ს-----ე, რომლებიც ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დ----- მ-------–--ემ და შ----- მ------–-----ემ შეძლეს მოჩხუბართა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა. მოწმეთა განმარტებით, უშუალოდ არ შესწრებიან ზ-–----–---–ის მხრიდან კ.ს-----ის მიმართ ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტს.

 

მოწმე მ--- გ-------ს ჩვენებით, მუშაობს ს-----–ის ეროვნულ ცენტრში მწვრთნელის თანამდებობაზე და ავარჯიშებს ბავშვებს. 2017 წლის 1 ივლისს, ვარჯიშის დროს, მ---მ და მასთან მყოფებმა პირებმა გაიგეს ბრალდებულის საკმაოდ ხმამაღალი საუბარი და უწმაწური სიტყვები, გარკვეულ მანძილზე მიახლოვებისას კი მოწმემ დაინახა ზ------ შ----–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი (მოდელის გარჩევა ვერ შეძლო შორიდან). მოწმის განმარტებით, მან ბავშვები საფრთხისაგან თავის ასარიდებლად შენობის უკანა მხარეს გაიყვანა, სადაც დაელოდნენ სიტუაციის განმუხტვას. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით ოცი წუთი.

 

მოწმე ნ-------- კ------ის ჩვენებით, ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ზე შვილიშვილი სავარჯიშოდ დაყავს დაახლოებით სამი წელია. 2017 წლის 1 ივლისს, დილის საათებში, მოწმე იმყოფებოდა სტენდის სავარჯიშო ბაზის ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფ პირებს შემოესმათ გინება, რაც გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთი. ვინაიდან ინციდენტი მიმდინარეობდა ე.წ. უსაფრთხოების კედლის მიღმა, არაფერი დაუნახავს, თუმცა გაიგო ვიღაცის ხმა, რომ ბრალდებულმა იარაღი გამოიტანა. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულის გამო, მან და იქვე მყოფმა ტრენერებმა ბავშვები შენობის უკან გაიყვანეს უსაფრთხოების მიზნით, მათთან ერთად კედელს ეფარებოდა და იმალებოდა კ------- ს-----ეც. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გინება და აგრესია მიმართული იყო სწორედ დირექტორ კ------- ს-----ისაკენ, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

მოწმე მ------ ზ-------–---–ის ჩვენებით, მუშაობს ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–იის თბილისის ს-----–----------ზე მწვრთნელად. 2017 წლის 1 ივლისს, სტენდის ტერიტორიაზე ავარჯიშებდა ბავშვებს, მასთან ერთად იმყოფებოდნენ სპორტსმენები, მოყვარული მს-----–ელები და ბავშვების მშობლები. ვარჯიშის დროს შემოესმათ გინების ხმა, ადმინისტრაციის შენობის მხრიდან. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ზ------ შ----–---–ი (რომელიც ასრულებდა დარაჯის ფუნქციას) მათ შორის არსებული უთანხმოების გამო, აგინებდა დირექტორს კ------- ს-----ეს. მოწმემ ბავშვები მოარიდა კონფლიქტის ადგილს, შემდეგ კი ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

ბრალდებულ ზ------ შ----–---–ის ჩვენებით, კ------- ს-----ის მიმართ არც სიცოცხლის მოსპობის მუქარა განუხორციელებია და არც ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა კი ნამდვილად მიაყენა. ბრალდებულმა განმარტა, რომ კ------- ს-----ემ თავად მიაყენა ჯოხის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არეში, რაც დადასტურდა მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი----ი გ-------–---–მა, მ--------- ჯ----მა და ბ--------- ბ-------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის:

· ოთახის ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივლისს, თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში არსებული ს-----–ის სახეობათა ეროვნული ფედერაციის, თბილისის ს-----–----------ის ადმინისტრაციის შენობაში მარჯვენა მხარეს არსებულ ოთახში, წინა მარჯვენა კუთხეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა კარაბინის ტიპის „K---”-ის, მოდელის იარაღი, რომელზეც მითითებულია №------. იმავე ოთახში დივანზე ნანახი და ამოღებული იქნა აღნიშნული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, გაცემული: 20.06.2010 წელს ზ------ შ----–---–ის სახელზე. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი---------–---–ი, მონაწილე პირი ბ---------–---–ი).

· ოთახის ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივლისს, თბილისის ს-----–ის ცენტრის ტერიტორიაზე არსებული (4 ოთახიანი ძველი) ერთსართულიანი შენობის პირველ ოთახში, შესასვლელი კარების მხარეს, კუთხესთან ახლოს კედელზე დამონტაჟებული წიგნების ხის თაროების ზედა თაროზე ნანახი და ამოღებული იქნა ხრახნლულიანი თოფისთვის განკუთვნილი ოთხი ცალი ვაზნა, სპილოსძვლისფერი, დაახლოებით 7.5 სმ სიგრძის, 4ც ვაზნიდან სამი ვაზნის გულის წვერზე არის მოთეთრო საღებავი, ხოლო ერთ ვაზნაზე გულის წვერზე არის მომწვანო საღებავი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი---------–---–ი, მონაწილე პირი ბ---------–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---- ზ----ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

· სს №------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი - იარაღი არის, ქარხნული წესით დამზადებული, საბჭოთა წარმოების, 7.62 მმ კალიბრის მოსინის კონსტრუქციის „K----” მოდელის № Ч----- კარაბინი, მიეკუთვნება ც-–--–--------– იარაღთა კატეგორიას და ვარგისია ს-----–ისათვის. იარაღს არ აღენიშნება გადაკეთების კვლები.

· 4 ცალი ვაზნა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის, განკუთვნილი 7.62X54 მმ კალიბრის კარაბინების, შაშხანების და ავტომატური იარაღების დიდი ჯგუფისათვის, 4 ცალი ვაზნიდან 3 ცალი ვაზნა არის სამხედრო დანიშნულების ვაზნა. ხოლო ერთი ცალი ვაზნა არის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ვაზნა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომი----ი მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ზ------ შ----–---–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზ------ შ----–---–ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

· 2017 წლის 12 ივლისს კ------- ს-----ის მიმართ ზ-–----–---–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - თავად დაზარალებულ კ.ს-----ის ჩვენება და ცალკე აღებული დამოუკიდებელ, უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ; მოწმეები: დ.მ-------–--ე და შ.მ------–-----ე არ არიან ზ-–----–---–ის მხრიდან კ.ს-----ის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობის შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათ მხოლოდ დაადასტურეს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძიძგილაობის ფაქტი.

· იმ პირობებში, როდესაც კ.ს-----ე ადანაშაულებს ზ-–----–---–ს ფიზიკურ ძალადობაში (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში ზ-–----–---–მა) და თავის მხრივ, ბრალდებული განმარტავს, რომ დაზარალებულის მხრიდან ჯოხით თავის არეში მიყენებული დარტყმების გამო ცდილობდა ამ უკანასკნელის მოგერიებას, სს საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის პოზიციას გააბათილებდა და შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ. ამ კუთხით აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ დაზარალებულისათვის რაიმე სახის დაზიანების მიყენების ფაქტი არაა დადასტურებული არც მოწმეთა ჩვენებებით და არც შესაბამისი სამედიცინო დასკვნით, უფრო მეტიც, ბრალდების მხარემ ისარგებლად დაცვის მხარის სისუსტით (ბრალდებულს არ ჰყავდა ადვოკატი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე და მისი პოზიციის დამადასტურებელი, გამამართლებელი მტკიცებულება ვერ წარადგინდა და გამოიკვლია სასამართლოში როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება) მოხსნა და არ გამოიკვლია ზ------ შ----–---–ისათვის მკვრივი-ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებების ამსახველი 2017 წლის 28 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და არ დაკითხა მისი გამცემი ექსპერტი ნ.ჯვარიძე.

· ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთადერთი მტკიცებულების - დაზარალებულის ჩვენების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გაბათილებული დაცვის მხარის ვერსია, რომ ბრალდებული ზ------ შ----–---–ი (რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის დაზიანება) შესაძლოა იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ზ-–----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიებიდან კი მნიშვნელოვანია სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „მხარეთა შეჯიბრებითობა“ ხშირად ასოცირდება სპორტულ შეჯიბრებასთან და ემყარება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა მოწინააღმდეგისა და თამაშის წესების პატივისცემა, პატიოსნება, გამარჯვებისათვის ბრძოლის მზადყოფნა, თუმცა არა ყველაფრის ფასად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ დაშვებული საპროცესო ხარვეზი (ბრალდებულის შეფასებით, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც მხოლოდ ბრალდების და არა დაცვის მხარის მტკიცებულებაც), ამ ხარვეზით ბრალდების მხარის მიერ სარგებლობა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე მითითებით, სამედიცინო ექსპერტიზის როგორც საკუთარი მტკიცებულების მოხსნა, წარმოადგენს ბრალდებულისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალების დაკარგვის მცდელობას და მის ჩაყენებას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით, რაც სრულებით არ შეესაბამება ევროსასამართლოს პრაქტიკას სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სტანდარტულ განსაზღვრებაში ევროსასამართლო გამოყოფს 2 ძირითად ელემენტს: მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს და შეჯიბრებითი პროცესის უფლებას. ეს ორი პრინციპი თანაბრად ვრცელდება როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო პროცესზე. ეს ორი პრინციპი ყოველთვის არ არის მკაფიოდ გამიჯნული ერთმანეთისაგან. როგორც ტერმინი „მხარეთა თანასწორუფლებიანობა“ მიუთითებს, ეს კრიტერიუმი შედარებითი ხასიათისაა. მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ მოპყრობის შედარება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, იყო თუ არა განმცხადებელი არახელსაყრელ მდგომარეობაში. სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოების თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, რათა საქმესთან დაკავშირებით თავისი არგუმენტაცია წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე ისე, რომ არსებითი უთანასწორობა არ განიცადოს მეორე მხარესთან მიმართებაში. „შეჯიბრებითი პროცესის“ ცნება უფრო კონკრეტულია. ის მოითხოვს ბრალდებულს ეცნობოს წაყენებული ბრალდების შესახებ ისე, რომ მისთვის ცნობილი იყოს ყველა ის მტკიცებულება თუ არგუმენტაცია, რომელიც შეიძლება სასამართლომ გაითვალისწინოს მისი ბრალეულობის განსაზღვრისას და მას უნდა ჰქონდეს აღნიშნული მტკიცებულებების გასაჩივრებისა და არგუმენტაციის გაბათილების შესაძლებლობა.

 

სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობა სრულებით არ არის ადეკვატური რეალობა, სამართალწარმოების დასაწყისშივე ბრალდება და დაცვა განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ბრალდება მოქმედებს (სულ მცირე თეორიულად) ყოველგვარი „პირადი“ ინტერესის გარეშე. მისი ერთადერთი მიზანია ემსახუროს მართლმსაჯულებას და უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება. ბრალდებული, თავის მხრივ, მოქმედებს საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ევალება მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინება. ბრალდებას შეუძლია იძულების სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, ასევე ხელი მიუწვდება მაღალტექნოლოგი---- საშუალებებზე. ბრალდებულს არ გააჩნია მსგავსი შესაძლებლობები, სამაგიეროდ, ფლობს ზუსტ ინფორმაცას საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებზე. მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდებას, ბრალდებულს კი შეუძლია იყოს პასი----ი და შეინარჩუნოს დუმილი მთელი სამართალწარმოების მანძილზე. თანასწორობა ასეთ კონტექტსში უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი პარიტეტი.

 

სტრასბურგის სასამართლომ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპის დარღვევა დაადგინა სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საქმეში Foucher v France. მოპასუხეს, რომელსაც სურდა საკუთარი ინტერესები თვითონ წარმოედგინა, უარი ეთქვა პროკურორის მიერ საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის განხორციელების ფაქტორის გამო. მან ვერ შეძლო მოეპოვებინა დოკუმენტაცია, რომელიც მის საქმესთან იქნებოდა დაკავშირებული და შესაბამისად, ვერ შეძლო მოემზადებინა საკუთარი არგუმენტაცია ჯეროვნად და ადეკვატურად.

 

საქმეში Jespers v Belgium დადგინდა, რომ თანასწორობის პრინციპი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად აკისრებს ვალდებულებას საგამოძიებო ორგანოებს, ბრალდებულს გააცნონ ნებისმიერი მასალა, რომელიც მათ ხელთ აქვთ ან რომელზეც მათ შეიძლება ხელი მიუწვდებოდეთ - იმის გათვალისწინებით, რომ ამ მასალის ან ინფორმაციის მეშვეობით ბრალდებულს შეეძლება თავის გამართლება ან მისთვის დაკისრებული სასჯელის შემსუბუქება. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება მასალებსა თუ ინფორმაციაზე, რომელსაც შეუძლია გამოძიების მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გაბათილება.

 

თანასწორუფლებიანობის პრინციპის ყველაზე ადრინდელი განსაზღვრება მოცემულია საქმეში Dombo Beheer v Netherlands, რომელშიც სასამართლომ განაცხადა, რომ „ურთიერთსაწინააღმდეგო კერძო ინტერესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში „მხარეთა თანასწორუფლებიანობა“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის გონივრული შესაძლებლობა ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ ჩააყენებს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგესთან შედარებით.“ საქმეში Bulut v Austria მეორდება ფორმულირება: „თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს საკუთარი პოლიციის წარდგენის გონივრული შესაძლებლობა ისეთ პირობებში, რომელიც მას არ ჩააყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგესთან შედარებით.“

 

საქმეში Lanz v Austria სასამართლომ დაადგინა, რომ „მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არ არის დამოკიდებული საპროცესო უთანასწორობიდან გამომდინარე შემდგომ რაოდენობრივად განსაზღვრულ უსამართლობაზე.“ საქმეში GB v France სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა და განმარტა, თუ როგორ მოახდინა გავლენა სასამართლო განხილვის შედეგზე იმ ფაქტმა, რომ ბრალდებამ ძალზე გვიან წარმოადგინა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.“

 

ყველა გადახვევა ბრალდებისა და დაცვის თანასწორობის პრინციპიდან ავტომატურად არ ნიშნავს სასამართლო განხილვის უსამართლობას, არამედ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას წარმოადგენს დაცვის მიმართ ისეთი უთანასწორობა, რის გამოც დაცვა გარკვეულ „არახელსაყრელ“ პირობებში ექცევა.

 

საქმეში Ibid სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო ნორმების ძირითადი მიზანია ბრალდებულის დაცვა ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი მცდელობისაგან და შესაბამისად, ყველაზე მაღალი ალბათობა, რომ სწორედ დაცვას მიადგეს ზიანი აღნიშნულ ნორმებში ხარვეზების არსებობის ან სიცხადის ნაკლებობის შედეგად.“

 

სისხლის სამართლის საქმეში შეჯიბრებითი პროცესის უფლება გულიხმობს, რომ როგორც ბრალდებას, ისე დაცვას უნდა მიეცეს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების გაცნობის და მათზე საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ეს პრინციპი მოქმედებს იმის მიუხედავად, მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები შეეხება ფაქტების დადგენას, სამართლებრივ არგუმენტს საქმის არსებით გარემოებებზე თუ წარდგინებებს საპროცესო საკითხებზე.

 

საქმეში GÖÇ v. TURKEY წინააღმდეგ სასამართლომ ისიც კი აღიარა, რომ მთავრობას ეკისრება ვალდებულება დაეხმაროს ბრალდებულს საქმის მასალების გაცნობაში: „იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ განმცხადებელს შეეძლო საქმის მასალების გაცნობა საკასაციო სასამართლოში და მთავარი პროკურორის მოსაზრების ასლის გამოთხოვა, სასამართლო აცხადებს, რომ ეს არ არის საკმარისი გარანტია განმცხადებლის შეჯიბრებითი პროცესის უფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს აზრით, სამართლიანობის მისაღწევად საკასაციო სასამართლოს სამდივნოს ეკისრებოდა განმცხადებლის ინფორმირების ვალდებულება, რომ პროკურორის მოსაზრება იქნა წარდგენილი და სურვილის შემთხვევაში, შეეძლო მასზე თავისი აზრის წერილობით გამოთქმა. როგორც სასამართლოსთვის არის ცნობილი, ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. მთავრობის მტკიცებით, განმცხადებლის დამცველს უნდა სცოდნოდა, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო საქმის მასალების გაცნობა. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის დამცველისათვის მოთხოვნის წაყენებით, გამოიჩინოს ინიციატივა და პერიოდულად მოახდინოს საკუთარი ინფორმირება საქმის მასალებში ახალი ელემენტების დამატების თაობაზე, იქნებოდა მასზე არაპროპორციული ტვირთის დაკისრების ტოლფასი და ვერც პროკურორის მოსაზრებაზე აზრის გამოთქმის რეალურ შესაძლებლობას უზრუნველყოფდა, ვინაიდან მისთვის არასდროს უცნობებიათ საჩივრის განხილვის ვადების შესახებ.“

 

შეჯიბრებითი პროცესის უფლების სპეციალური ასპექტი შეეხება ხელისუფლების ორგანოების მიერ მტკიცებულებების გამჟღავნების ვალდებულებას.

 

შეჯიბრებითი პროცესის უფლება, სასამართლოს განმარტებით, მოითხოვს იმ სასამართლოსათვის წარდგენილი ყველა მასალის გამჟღავნებას, რომელსაც ბრალდებულის მსჯავრდებისა და მისთვის სასჯელის შეფარდების უფლებამოსილება აქვს. „სასამართლო თვლის, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლიანობის მოთხოვნის მიხედვით, რომელიც აღიარებულია ინგლისურ სამართალში, ბრალდების ორგანოებმა უნდა გაუმხილონ დაცვას ყველა ნივთიერი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ ან მის სასარგებლოდ და მოცემულ საქმეში აღნიშნულის შეუსრულებლობამ გამოიწვია ხარვეზი სასამართლო განხილვაში“ (Edwards v UK, Jasper v UK). თუმცა ეს ვალდებულება არ არის შეუზღუდავი. საქმის მასალების გაუმჟღავნებლობა დასაშვებია გარკვეული გარემოებების არსებობისას. „ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება ადგილი ჰქონდეს საპირისპირო ინტერესებს, როგორიცაა ეროვნული უშიშროება, შურისძიების საფრთხისგან მოწმეთა დაცვის აუცილებლობა ან პოლიციის მიერ დანაშაულის გამოძიების მეთოდების გასაიდუმლოება, რომლებიც უნდა დაბალანსდეს ბრალდებულის უფლებასთან.“ თუმცა „დაცვის უფლებების შემზღუდველი მხოლოდ მკაცრად აუცილებელი ზომებია დასაშვები.“ გარდა ამისა, სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული შეზღუდვების გამოსწორებისათვის, თუ მათი თავიდან აცილება შეუძლებელია.

 

სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა, მაგ, ერთ-ერთ საქმეში ბრალდებამ გადაწყვიტა, რომ არ გაემხილა მტკიცებულება მოსამართლისათვის. ბრალდების მიერ ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღება აშკარად ეწინააღმდეგება მე-6 მუხლს. ის ფაქტი, რომ დაცვას ეცნობა ამის შესახებ სააპელაციო სამართალწარმოების დასაწყისში, არ იყო საკმარისი ხარვეზის გამოსწორებისათვის, რადგან სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივად არ განუხილავს ეს მტკიცებულება (Rowe & Davis v UK, Dowsett vUK). საქმეში Atlan v Uk არსებობდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის პროვოცირებას. ამ საქმეშიც სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო ვითარების გამოსწორება. ბრალდების მიერ გაუმჟღავნებელი მტკიცებულებების შესახებ პირველი ინსტანციის მოსამართლის ინფორმირება აუცილებელი იყო - „უდავოა, რომ მსჯავრდების შემდეგ საჯარო ინტერესის იმუნიტეტის მქონე მასალის გამოაშკარავებისას მსჯავრდების გაუქმებისა და საქმის გადასინჯვის ბრძანების გაცემის გარდა, სხვა გზის არქონის პერსპექტივა უსიამოვნოა როგორც ბრალდების ორგანოების, ისე სასამართლოებისათვის. თუმცა ეს არის იმ პროცედურის გარდაუვალი შედეგი, რომლის მყიფე ქმედითობა არსებითად დამოკიდებულია პირველი ინსტანციის მოსამართლის როლზე ინფორმაციის გამჟღავნების საკითხის სრულფასოვან და განგრძობად განხილვაში.“

 

რამდენიმე საქმეში განმცხადებლები დავობდნენ როგორც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, ისე უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევის ნიადაგზე. ამ საქმეებში სასამართლო იწყებდა იმის განსაზღვრას, ჰქონდა თუ არა ადგილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, მისი დადგენის შემთხვევაში სასამართლო ჩვეულებრივ აღარ იხილავდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს იმ მოტივით, რომ მას პირველი საკითხი მოიცავდა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, როდესაც განაჩენიდან ირკვევა, რომ პირი მსჯავრდებული იქნა მისი ბრალეულობის მიმართ ეჭვების არსებობის მიუხედევად.

 

Edwards v UK საქმეში „სასამართლოს მოსაზრებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამართლიანობა მოითხოვს, რომ...ბრალდების ორგანოებმა დაცვას აცნობონ ბრალდებულის საწინააღმდეგო ან მისი მხარდამჭერი ყველა ნივთიერი მტკიცებულების შესახებ და მოცემულ საქმეში ამის არგაკეთებამ გამოიწვია ხარვეზი სასამართლო სამართალწარმოებაში.“

 

საქმეში Atlan v UK სასამართლომ განიხილა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ზოგადი გარანტიის საფუძველზე საქმის მასალების ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის საკითხი: სასამართლომ განაცხადა, რომ „ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი იყოს გარკვეული მტკიცებულებების გასაიდუმლოება სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტეერესის დაცვისათვის. თუმცა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაცვის უფლების შემზღუდველი მხოლოდ მკაცრად აუცილებელი ზომებია დასაშვები. გარდა ამისა, ბრალდებულის საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველსაყოფად დაცვის უფლებების შეზღუდვის გამო წარმოქმნილი ნებისმიერი სირთულე ჯეროვნად უნდა დაბალანსდეს პროცედურებით, რომლებსაც დაიცავენ სასამართლო ხელისუფლების ორგანოები...“ საქმეებში, რომლებშიც დაცვას არ მიეცა მტკიცებულებების გაცნობის საშუალება, საჯარო ინტერესის საფუძვლებზე დაყრდნობით, სასამართლოს ფუნქცია არ არის იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მკაცრად აუცილებელი, ვინაიდან, ზოგადი წესის მიხედვით, ეროვნული სასამართლოების მიერ უნდა მოხდეს მათ წინაშე არსებული მტკიცებულებების შეფასება... „ამის ნაცვლად, სასამართლოს ამოცანაა იმის გარკვევა, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა თითოეულ საქმეში აკმაყოფილებდა თუ არა რამდენადაც შესაძლებელია, შეჯიბრებითი პროცესის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის მოთხოვნებს და მოიცავდა თუ არა ბრალდებულის ინტერესების დაცვის საკმარის გარანტიებს.“

 

მოცემულ საქმეში ბრალდებამ არაერთხელ უარყო, რომ დაცვას უმალავდა დოკუმენტს, 4 წლის შემდეგ, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, ბრალდებამ აღიარა, რომ მართლა გააჩნა მასალები, როემლთა შესახებ დაცვას არ აცნობა. ევროპული სასამართლოს მსოაზრებით, ეს „არ შეესაბამებოდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.“ სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული დოკუმენტების დაცვისათვის გაცნობის შესახებ ბრძანების გაცემაზე. სტრასბურგის სასამართლომ კი განაცხადა; „პირველი ინსტანციის მოსამართლე (სააპელაცო სასამართლოსაგან განსხვავებით) უკეთეს მდგომარეობაშია იმის გადასაწყვეტად, იყო თუ არა საჯარო ინტერესის იმუნიტეტის მქონე მტკიცებულების გასაიდუმლოება უსამართლოდ საზიანო დაცვისათვის. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის მოსამართლეს რომ ენახა ეს მტკიცებულება, შეიძლება სრულიად განსხვავებული ფორმით მოეხდინა საქმის შეჯამება ნაფიცი მსაჯულებისათვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.“

 

წინასასამართლო სამართალწარმოებისას ეფექტიანი დახმარების საკითხი განხილული იქნა საქმეში Czekalla v Portugal, როცა დამცველმა საპროცესო ხასიათის შეცდომა დაუშვა გაასჩივრებისას, რაც გახდა საჩივრის დაუშვებლად ცნობის მიზეზი. სასამართლომ განმარტა: „გარკვეულ პირობებში სრულიად ფორმალური მოთხოვნის დარღვევა დაუდევრობის გამო, ვერ იქნება გათანაბრებული დაცვის არაგონივრულ ხაზთან ან მხოლოდ არგუმენტაციის ხარვეზთან. ასეთ ვითარებას ადგილი აქვს, როდესაც ამ დაუდევრობის შედეგად ბრალდებული კარგავს სამართლებრივი დაცვის საშუალებას ზემდგომი სასამართლოს მიერ ვითარების გამოსწორების გარეშე. სასამართლოს მოსაზრებით, ეს იყო „აშკარა ხარვეზი“, რომელიც ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან პოზიტი----ი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა, მაგალითად, საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაცვლად, უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა სახაზინო ადვოკატის მოწვევა, რომელიც ცვლილებებს ან დამატებებს შეიტანდა განმცხადებლის მიმართვაში. სასამართლომ ასევე არადამაჯერებლად მიიჩნია მთავრობის არგუმენტი, რომ სასამართლოს პატივი უნდა ეცა დამცველის დამოუკიდებლობისათვის და დაადგინა, რომ დარღვეული იყო მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან კავშირში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ზ------ შ----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

კ------- ს-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმეების: მ--- გ-------ს, მ------ ზ-------–---–ისა და ნ-------- კ------ის ჩვენებებით, აგრეთვე თავად ზ-–----–---–ის განმარტებით, რომელმაც არ უარყო, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ხელში ნამდვილად ეჭირა იარაღი. დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის, ზ-–----–---–ის მხრიდან გამოხატული აგრესიისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე, ც-–--–--------–ი იარაღით შეიარაღებული პირის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად იქნა აღქმული დაზარალებულის მიერ, რასაც ნათლად ასახავს მისი ფსიქო-ემოცი----ი მდგომარეობა და შემდგომი ქცევა, კერძოდ, თუ როგორ იმალებოდა შეშინებული კ.ს-----ე შენობის უკანა მხარეს სამართალდამცველების მოსვლამდე. შესაბამისად, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-–----–---–ის მიერ ც-–--–--------–ი იარაღით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად იქნა აღქმული დაზარალებულ კ.ს-----ის მიერ და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუცი----ი დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუცი----ი სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------ შ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1 ზ------ შ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2 ზ------ შ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის და დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაციის შეწყვეტის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ზ------ შ----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენების პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ შ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ზ------ შ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანაშაულის იარაღი - 7.62 კალიბრის მოსინის კონსტრუქციის „K----” მოდელის №------ კარაბინი, 2 (ორი) ცალი ვაზნა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ინახება ი-------------ის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნ-----ია