გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1367-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - ჯ-------ი ხ----------ე
მოპასუხე - შპს ”ქ--------–----------–---------”
წარმომადგენელი - კ------- კ-----–-–---–ი
მოპასუხეები - კ--- ხ----------ე, ი- ი----ე
დავის საგანი: საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა (ქმედების დავალდებულება),აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს მოპასუხეებს შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ს, კ--- ხ----------ეს და ი- ი----ეს მოსარჩელის ნებართვის გარეშე გადასვენებული გ------–- კ--–-----ე-ხ----------ე გადმოასვენოს ქ.თბილისში, ა--–-----ში მდებარე პ-----------–-ს სასაფლაოდან ქ.ქუთაისში, მოსარჩელის მიერ შეძენილ და მოწყობილ ,,-----------ს’’ სასაფლაოზე (დაზუსტებული მოთხოვნა).
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელის განმარტებით, 1960 წელს დაქორწინდა გ------–- კ--–-----ეზე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ნ----- და კ--- ხ----------ეები. გ------–- კ--–-----ე გარდაიცვალა 1985 წელს. მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეიძინა საფლავი 30 კვ.მ ქ. ქუთაისში ,,-----------ს’’ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალა მეუღლე, კეთილმოაწყო და უვლიდა კიდეც. მისი შვილი კ--- ხ----------ე ცხოვრობს ცალკე ქ. თბილისში მეუღლე ი- ი----ესთან ერთად. 2018 წლის ი-ნვარში გავიდა მეუღლის საფლავზე, თუმცა იგი დახვდა სამარიდან ამოყვანილი მისი თანხმობის გარეშე მისი შვილის და რძლის მიერ, რომელთაც ხელი შეუწყო ,,ქ--------–მა ტ------–---მაც’’.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების მიერ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოდგენილა.
სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა, საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ, შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი-2---’’-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან მათ მიერ მოხდა მხოლოდ ნებართვის გაცემა მიცვალებულის ამოსვენებაზე. მოსარჩელესაც გააჩნია უფლებები სადავო სასაფლაოზე, რადგან ის არის მეუღლე. მანვე განმარტა, რომ მოპასუხე კ--- ხ----------ემ ორგანიზაცია შეიყვანა შეცდომაში, რადგან უთხრათ, რომ ჯ------- ხ----------ე არ იმყოფებოდა საქართველოში და თანახმა იყო მიცვალებულის გადასვენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ გასცემდნენ მისი გადასვენების ნებართვას.
გარდა ამისა, შპს ,,ქ--------–----------–---------’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან საზოგადოებას არანაირი ვალდებულება არ აქვს მიცვალებულის გადმოსვენების, მოსარჩელე კი მის მიერ გამოცემულ რომელიმე აქტს არ ასაჩივრებს. ამასთან, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს მოპასუხე კ--- ხ----------ის მიმართ, შპს ,,ქ--------–----------–---------’’ გააუქმებს მის მიერვე გაცემულ ნებართვას გ------–- კ--–-----ე-ხ----------ის ცხედრის ამოსვენებასთან დაკავშირებით.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კ--- ხ----------ე და ი- ი----ე არ გამოცხადებულან.
ი- ი----ემ გადმოაგზავნა წერილობითი განმარტება და მიუთითა, რომ მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის მისი დედამთილის გადმოსვენებაში. მისმა მეუღლემ, კ--- ხ----------ემ ის შეიყვანა შეცდომაში, როდესაც უთხრა, რომ მამამისი თანახმა იყო მეუღლის გადმოსვენებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ გ------–- კ--–-----ე და ჯ-------ი ხ----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1960 წლის 23 ი-ნვრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ნ----- და კ--- ხ----------ეები. ხოლო ი- ი----ე არის კ--- ხ----------ის მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა (ს/ფ 14),-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. დადგენილია, რომ ჯ------- ხ----------ე ფლობს ორადგილიან საოჯახო საფლავს ქ. ქუთაისში ,,-----------ს“(ძველ) სასაფლაოზე, რომელზეც დაკრძალული იყო მისი მეუღლე გ------–- კ--–-----ე-ხ----------ე. აქვე აქვს მას დადგმული თავისი სახელობის ქვაც გარდაცვალების შემთხვევისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 64-72 )
3.2.3. ჯ------- ხ----------ე არის მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს/ფ 15-17).
3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 09 და 11 იანვარს კ--- ხ----------ემ განცხადებით მიმართა შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ს და მოითხოვა დედის გ------–- კ--–-----ე-ხ----------ის ამოსაფლავება ,,-----------ს’’-ძველი სასაფლაოდან, რაზეც გადაიხადა შესაბამისი მოსაკრებელი 350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები (ს/ფ 75-76 ),- შემოსავლის ორდერი და ქვითარი (ს/ფ 58-61 ).
3.2.4. დადგენილია, რომ კ--- ხ----------ე ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში. მის მიერ დედა, გ------–- კ--–-----ე-ხ----------ე ამოსვენებულ იქნა ქ.ქუთაისში ,,-----------ს’’ სასაფლაოდან და გადასვენებული იქნა ქ. თბილისში, ,,ავ-–-------------------–-ს’’ სასაფლაოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება (ს/ფ 75-76 )
-მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.5. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების და მათ შორის, ,,-----------ს’’ სასაფლაოს მმართველი არის შპს ,,ქ--------–----------–---------’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შესაგებელი, მხარის განმარტება
3.2.6. ი- ი----ის მონაწილეობა სადავო ქმედების განხორციელებაში არ დასტურდება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.
მოსარჩელის მიერ კი არ არის გასაჩივრებული შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის მიერ განხორციელებული ქმედება, ან/და გამოცემული სამართლებრივი აქტი. თუმცა შპს ,,ქ--------–----------–---------’’ აღიარებს ფაქტს, რომ მის მიერ გაცემული ნებართვა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს და ის გაუქმებული იქნება.
მოპასუხე კ--- ხ----------ეს კი არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. შესაბამისად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტი მის მიერ დადასტურებული არ ყოფილა. მტკიცების ტვირთი კი სწორედ მას ეკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის ზოგადი წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის ზოგადი წესის’’ მე-2 მუხლი განსაზღვრავს გამოყენებულ ტერმინებს. კერძოდ, ”ბ” პუნქტის მიხედვით, - საქალაქო სასაფლაო არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს გარეთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც იმართება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით; ამავე წესის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად; ”შ” პუქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები; ხოლო ”ც” პუნქტით, - საფლავის პასპორტი არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი.
ამავე წესის მეშვიდე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ცხედრის კონკრეტულ საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ: ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, სათანადო ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) გარდაცვლილის მეუღლემ; გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილებმა (ნაშვილებმა); დ) გარდაცვლილის მშობლებმა (მშვილებლებმა), ე) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა. მე-6 პუნქტის თანახმად, ცხედრის ამოსვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ ოჯახის წევრებმა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მისმა ახლო ნათესავებმა. ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით კი, ოჯახის წევრებს შორის თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ცხედრის როგორც დაკრძალვა, ასევე ამოსვენება სამარიდან უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის (ოჯახის წევრების) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, ქ. ქუთაისში მდებარე ”ავანგარდის” სასაფლაოს მართვას ანხორციელებს შპს ”ქ--------–----------–---------”, რომლის მიერ დადასტურებულ იქნა ორადგილიანი საოჯახო საფლავის არსებობა ჯ------- ხ----------ის სახელზე, რის გამოც ის სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებდა მეუღლის საფლავის მოვლა-პატრონობას, შესაბამისად იგი არის აღნიშნული საფლავის კანონიერი, კეთილსინდისიერი მფლობელი და მოსარგებლე.
სასამართლო თვლის, რომ ყველა კონკრეტული უფლების დაცვას გააჩნია თავისი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესი დაცული უნდა იქნეს არამართლზომიერი ხელყოფისაგან. კეთილსინდისიერი მფლობელი, თუ მას ჩამოერთვა მფლობელობა, უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება (სკ -ის მუხლი 160). კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ,,ნივთის’’ უკან გამოთხოვა დამოკიდებულია იმაზე, თუ ახალი მფლობელი რა დონის მფლობელს წარმოადგენს. თუ ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება, მაშინ მისი გამოთხოვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით შეიძინა მან ეს მფლობელობა. თუ ეს მოხდა არაკანონიერი გზით და თავდაპირველ მფლობელს ხელი ეშლება მფლობელობის განხორციელებაში, მას აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
მოპასუხე კ--- ხ----------ემ შეიყვანა რა შეცდომაში შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის ადმინისტრაცია, მოტყუების საფუძველზე, 2018 წლის 11 იანვარს შპს ”ქ--------–ი ტ------–---ი 2001”-ის დირექტორისგან მიიღო უფლება ჯ------- ხ----------ის საოჯახო საფლავიდან ამოესვენებინა დედა გ------–- კ--–-----ე-ხ----------ე, ისე რომ, არ ჰქონდა ოჯახის წევრების, კერძოდ გარდაცვლილის მეუღლის, ჯ------- ხ----------ის წერილობითი თანხმობა აღნიშნულის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ამ შედეგის მიღწევას.
დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის ,,-----------ს’’ სასაფლაოზე გ------–- კ--–-----ე-ხ----------ის ცხედრის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული იყო განსაზღვრული ნორმების შესაბამისად. საოჯახო საფლავის ნებართვა ორადგილიან სამარეზე გაიცა გარდაცვლილის მეუღლის ჯ------- ხ----------ის სახელზე და იგი წარმოადგენს ხსენებული საოჯახო საფლავის კეთილსინდისიერ მფლობელს. მოპასუხე კ--- ხ----------ეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც წარმოადგენს აწ გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, არ ჰქონდა უფლება არამართლზომიერი გზით მოეპოვებინა საფლავიდან ცხედრის ამოსვენების ნებართვა, ოჯახის წევრის, გარდაცვლილის ასევე პირველი რიგის მემკვიდრის, მეუღლის, თანამეცხედრის ჯ------- ხ----------ის თანხმობის გარეშე, და, მოეხდინა გ------–- კ--–-----ე-ხ----------ის ,,ამოსაფლავება’’ და გადასვენება ქ. თბილისში ,,ავ-–-------------------–-ს’’ სასაფლაოზე. მით უფრო იმ ტრადიციის და ღირებულების გათვალისწინებითაც, რასაც ქ--------– სინამდვილეში მეუღლისთვის მეუღლის გარდაცვალება და მისი საფლავი წარმოადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ კ--- ხ----------ე დედის გადასვენების შემდეგ არ იმყოფება საქართველოში, არის საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელში. ამ გარემოებების გათვალისწინებით კ--- ხ----------ე არ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს.
ამდენად, გ------–- კ--–-----ე-ხ----------ის ამოსვენება მოპასუხე კ--- ხ----------ის მიერ განხორციელდა მისი ჭირისუფლის(ოჯახის წევრის), მეუღლის ჯ------- ხ----------ის წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც იძლევა კ--- ხ----------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.3. ვინაიდან, შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა ცხედრის ამოსვენება-გადასვენებაში, მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის მიერ საოჯახო საფლავიდან მიცვალებულის ამოსვენების შესახებ ნებართვის გაცემის კანონიერების საკითხი მოსარჩელის მიერ არაა გამხდარი სადავოდ და შესაბამისად მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს. თუმცა შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერვე მოხდება ამ ნებართვის გაუქმება.
6.4. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ი- ი----ის მონაწილეობა სადავო ქმედების განხორციელებაში, რის გამოც მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე კ--- ხ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ------- ხ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. დაევალოს კ--- ხ----------ეს გ------–- კ--–-----ე-ხ----------ე გადმოასვენოს ქ.თბილისში, ა--–-----ში მდებარე პ-----------–-ს სასაფლაოდან ქ.ქუთაისში, ,,-----------ს’’ სასაფლაოზე მის თავდაპირველ ადგილას;
2. კ--- ხ----------ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე