განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - იზ---------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ირ------------ე
ბრალდებული (მისი მონაწილეობის გარეშე) - ინ----------ნი დაბადებული 1-----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლი.
აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1----------, ქ. თბილისი, დ-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე ინ----------ნს გადასცა შეტყობინება, რომლის თანახმად ინ----------ნს დაეკისრა ვალდებულება 5 (ხუთი) დღის ვადაში წერილობით წარედგინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხა, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,-----–----- სარჩელი ინ----------ნის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ინ----------ნს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3151.49 ლარის გადახდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო თ---–----------------–---- ბიუროს 2017 წლის 2------------- წერილის თანახმად, ინ----------ნს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და ასევე 2018 წლის 03 იანვარს გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე, რომელიც ინ----------ნმა ჩაიბარა.
2018 წლის 27 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დ---------------------------------------------–--------–-–--------------------–---- გამომძიებელმა ხა-------------–-–---–მა გი-----------------ის თანდასწრებით და თანხმობით დაათვალიერა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–---- ბიუროს წარმოებაში არსებული საქმის წარმოების მასალის ასლები მოვალე ინ----------ნის მიმართ. დოკუმენტაციის ასლები არის ორ ფურცლად რომელიც წარმოადგენს 1) ელექტრონული გვერდიდან ამობეჭდილ ისტორიას, რომელზედაც დატანილია კრედიტორის და მოვალის მონაცემები, აღსრულების თანხის ოდენობა, განაცხადის თარიღი და ნომერი. 2) დოკუმენტის გადაგზავნის ფურცელი, რომელზედაც დატანილია ინფორმაცია მოვალესთვის გზავნილის ჩაბარების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში აღსრულების ეროვნულ ბიუროში შევიდა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალე ინ----------ნს დაეკისრა თანხის გადახდა. იძულებით სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მან მოვალე ინ----------ნს მის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი დ-----------------ში თ---–----------------–---- ბიუროდან გაუგზავნა წინადადება ნებაყოფლობით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. რომელიც მოვალეს ჩაბარდა თავის საცხოვრებელ მისამართზე პირადად. ასევე ინ----------ნს გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე, რომელიც მოვალეს ჩაბარდა პირადად თავის საცხოვრებელ მისამართზე. შეტყობინების ჩაბარება ხდება ფოსტის მეშვეობით, რასაც მომსახურებას უწევს საქართველოს ფოსტა. შემდეგ ელექტრონულად ჩნდება დასტური შეტყობინების ადრესატზე ჩაბარების შესახებ. სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ მოვალე ინ----------ნს ჰქონდა ქონება, მაგრამ დღეის მდგომარეობითაც მას არ წარუდგენია ქონებრივი ნუსხა.
მოწმე გი-------------------ს განმარტებით, ის მუშაობს საქართველოს ფოსტაში. 2018 წლის 1----------, აღსრულებიდან შევიდა წერილი. მან როგორც ყოველდღიურად აიღო წერილი და წავიდა მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი დ----------------. კარზე დაკაკუნების შემდეგ გამოვიდა ადრესატი. როგორც წესი და რიგია წაიკითხა, თუ ვის სახელზე იყო წერილი. მან ადრესატს გამოართვა პირადობის მოწმობა, შეიყვანა პირადი ნომერი ბაზაში და შემდეგ ჩააბარა წერილი ადრესატს. ,,პოკერი“ არის ბაზა სადაც ფიქსირდება ჩაბარდა თუ არა ადრესატს წერილი. იქ აწერინებენ წერილის ჩამბარებელს ხელს. მას ახსოვს, რომ 2018 წლოს 1---------- მან წერილი ჩააბარა ადრესატს - ინ----------ნს, მას პრეტენზია ან შენიშვნა არ ჰქონია, ასევე დააფიქსირა მისი ხელმოწერა.
მოწმე ხა-------------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–---- ბიუროს მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ინ----------ნის მიმართ ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის გამო. სააღსრულებო ბიუროდან გადაგზავნილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ინ----------ნს ნამდვილად გადაეგზავნა ვალდებულების შესახებ ინფორმაცია. მას ასევე ჩაბარდა შეტყობინება ნუსხასთან დაკავშირებით კონვერტად, მან ხელი მოაწერა ელექტრონულად ჩაბარებას, რაც დასტურდებოდა, როგორც ფოსტის თანამშრომლის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ინ----------ნის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ინ----------მა არ იცოდა თუ რა ჩაბარდა მას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 1----------, ქ. თბილისი, დ----------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე ინ----------ნს გადასცა შეტყობინება, რომლის თანახმად ინ----------ნს დაეკისრა ვალდებულება 5 (ხუთი) დღის ვადაში წერილობით წარედგინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხა, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ინ----------ნმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ ინ----------ნს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ინ----------ნს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ინ----------ნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271 - 274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინ----------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ინ----------ნის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე