გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7035-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა------- შ--------ე
წარმომადგენელი - გ------- თ------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - მ----- ჩ-------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის N0--------- გადაწყვეტილება;
1.2. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ა------- შ--------ის სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, მისი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის N1------- განაჩენით ა------- შ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილის 4 (ოთხი) წელი, საქარტველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი.
მსჯავრდებულ ა------- შ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2014 წლის 05 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის N1------- განაჩენი (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 31-35);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის N1-------- განაჩენით ა------- შ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 -ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე და პირობით მსჯავრად ჩათვლილი 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა------- შ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 11 (თერთმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქარტელოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
მსჯავრდებულ ა------- შ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2015 წლის 24 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის N1-------- განაჩენი (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 47-52);
3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის N1--------- განაჩენით მსჯავრდებულ ა------- შ--------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის N1--------- განაჩენი (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 58-60);
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 17 თებერვლის N1----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 64-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: აეკრძალა ტელეფონით საუბრის უფლება ორი თვის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 16 ნოემბრის N1------ განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა ამანათის და გზავნილის მიღება 1 (ერთი) თვის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 თებერვლის N1----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა ამანათის და გზავნილის მიღება 1 (ერთი) თვის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 10 მაისის N3----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: სამარტოო საკანში მოთავსება 13 (ცამეტი) დღის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 13 ოქტომბრის N8----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 1 (ერთი) თვით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 7 დეკემბრის N9----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 მარტის N2----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "დ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 ნოემბრის N9----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N2----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" და "დ" ქვეპუნქტებითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: აეკრძალა კუთვნილი ხანმოკლე პაემანი ერთჯერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 17 თებერვლის N1----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 42-43);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 16 ნოემბრის N1------ განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 71-72);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 თებერვლის N1----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 80-81);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 10 მაისის N3----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 100-101);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 13 ოქტომბრის N8----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 120-121);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 07 დეკემბრის N9----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 133-134);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 მარტის N2----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 163-164);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 223-224);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 21 ნოემბრის N9----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 251-252);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N2----- განკარგულება (ა------- შ--------ის პირადი საქმე, ტომი II, ნაწილი I, ს.ფ 26-27);
3.1.5. 2018 წლის 04 სექტემბრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ ა------- შ--------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭოს №0--------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის განხილვისას საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და პიროვნული მახასიათებლები. ფაქტი, რომ წარსულში ნასამართლევი არ არის, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მანვე სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა დანაშაული. გარდა ამისა, მსჯავრდებულის ქცევამ არაერთხელ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლები ნეგატიურ მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექტის კრიტერიუმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-23);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა------- შ--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსი“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის №0--------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პატიმრობის კოდექსისა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
6.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
საბჭოს ტიპური დებულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და დაკომპლექტების წესს. კერძოდ, საბჭო შედგება 5 წევრისაგან. ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი; ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა საქართველოს პარლამენტის ერთმა წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის N1------- განაჩენით ა------- შ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილის 4 (ოთხი) წელი, საქარტველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის N1-------- განაჩენით ა------- შ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 -ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე და პირობით მსჯავრად ჩათვლილი 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა------- შ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 11 (თერთმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქარტელოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, ა------- შ--------ის მიმართ წახალისების ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო დასჯილ იქნა არაერთხელ კერძოდ: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 17 თებერვლის N1----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 64-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: აეკრძალა ტელეფონით საუბრის უფლება ორი თვის ვადით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 16 ნოემბრის N1------ განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა ამანათის და გზავნილის მიღება 1 (ერთი) თვის ვადით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 თებერვლის N1----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა ამანათის და გზავნილის მიღება 1 (ერთი) თვის ვადით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 10 მაისის N3----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: სამარტოო საკანში მოთავსება 13 (ცამეტი) დღის ვადით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 13 ოქტომბრის N8----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 1 (ერთი) თვით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 7 დეკემბრის N9----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 17 მარტის N2----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "დ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 ნოემბრის N9----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: გამოეცხადა საყვედური; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N2----- განკარგულებით პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "კ" და "დ" ქვეპუნქტებითა და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის "კ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია დაწესებულების დებულების დარღვევა მსჯავრდებულ ა------- მ------ს ძე შ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი კერძოდ: აეკრძალა კუთვნილი ხანმოკლე პაემანი ერთჯერ.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მსჯავრდებული ა------- შ--------ე ნასამართლობის არქმონეა.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, ა------- შ--------ე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე-დიასახლისი, ერთი მცირეწლოვანი შვილი, დედა. ოჯახთან აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. ოჯახის შემოსავალი არის საშუალოზე ნაკლები.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრებულ ა------- შ--------ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, იგი აღიარებს დანაშაულს, სინანულით საუბრობს საპატიმროში გატარებულ პერიოდზე, მსჯავრდებული ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტების მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესის ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე და მსჯავრდებულის გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმეზე, კერძოდ ის, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია მძიმე დანაშაულებები კერძოდ: მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მანვე სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა დანაშაული. გარდა ამისა, მსჯავრდებულის ქცევამ არაერთხელ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ფასდება, რამდენად მიღწეულია სასჯელის მიზანი. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაუჩნდეს მაღალი ნდობა მოსარჩელის მიმართ, რომ მიღწეულია პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანი და გათავისუფლების შემთხვევაში, თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაული ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულების მხედველობაში მიღებით, სასამართლო სრულად ეთანხმება, ა------- შ--------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- შ--------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------- შ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე