განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002557103
საქმე №1/279-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი, თამარ მაზანაშვილი,მერი შატაკიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ--- გ--------–---–ი, გ------- ზ-----–---–ი, ე-–--- ჩ----ე, ლ-- ჩ--------–ი, ლ-–- ბ-–--ე, თ-------- ნ--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ნ---------- ძე მ----------ი - დაბადებული 1--- წლის 2------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: საჩხერის რაიონი სოფელი ჭ-------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: საჩხერის რაიონი სოფელი ს---------–--
ადვოკატები - გ------- კ--------–---–ი, ა-–---------- მ---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი.
დისპოზიცია: მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 3 აპრილს, ქ. ხ-–----იდან მისი კუთვნილი ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსით, სახელმწიფო ნომრით - G--------, ს-------- მ---------ე მიემგზავრებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ნ--------ის მიმართულებით. დაახლოებით 21:30 საათზე, სოფელ გ---ში მაღაზიასთან მას დაემგზავრნენ გ------- მ----------ი და ა-–---- ზ------ე, რომლებიც ს-------- მ---------ემ მიიყვანა სოფელ ნ--------ის გადასახვევთან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარე ,,გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე. გ------- მ----------მა და ა-–---- ზ------ემ მოსთხოვეს ს-------- მ---------ეს სოფელ ჭ---------ის მიმართულებით პირველივე რესტორნამდე ე. წ. ,,ფაცხამდე“ მიყვანა, რაზეც ს-------- მ---------ემ განუცხადა უარი. აღნიშნულზე მათ შორის მოხდა კამათი, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავის მხრივ ს-------- მ---------ე ჩაჯდა მის კუთვნილ მიკროავტობუსში და დატოვა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორია. რის შემდეგაც დაურეკა მის ძმას ს------ მ---------ეს და მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება. ს------ მ---------ე ძმასთან მივიდა თანასოფლელებთან ზ------ მ-----–--ესთან, უ-- ხ----ესთან და ა----- გ-----–--ესთან ერთად. გ------- მ----------ს და ა-–---- ზ------ეს მათი ქმედებით განაწყენებულმა ს-------- მ---------ემ და მისმა ძმამ ს------ მ---------ემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ს-------- მ---------ემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა დატოვეს ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ---------ე საკუთარი ინიციატივით ძმასთან ს-------- მ---------ესთან ერთად მობრუნდა უკან და წამოეწია გზად მიმავალ გ------- მ----------სა და ა-–---- ზ------ეს. მათ მიჰყვნენ ასევე ს------ და ს-------- მ---------ეების თანმხლები პირები. დაახლოებით 23:00 საათზე, ს------ და ს-------- მ---------ეებს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით და გ------- მ----------სა და ა-–---- ზ------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბისას გ------- მ----------მა გადაწყვიტა თავი დაეცვა და მოეგერიებინა ს------ მ---------ის თავდასხმა, რის გამოც ჯიბიდან ამოიღო თანნაქონი დანა და გამიზნულად რამდენჯერმე დაარტყა ს------ მ---------ეს. აღნიშნულით გ------- მ----------მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რადგან თავდასხმა არ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც თავდაცვისათვის გამოყენებული საშუალება. ს------ მ---------ე გ------- მ----------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულ-- იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის ფარგლებში მხარე ასევე მტკიცებითი პროცედურისგან თავისუფლდება.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულ-- სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულ-- გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი სასჯელს აწესებს მკვლელობისათვის, რა დროსაც მომგერიებლის მიერ თადაცვის აშკარა შეუსაბამობას აქვს ადგილი მასზე თავდასხმის ხასიათთან და ქმედება სცილდება მოგერიებს ფარგლებს.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით გ------- მ----------მა თავი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში აუცლებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი დავის საგანს არ წარმოადგენს. ქმედების დისპოზიციური შემადგენლობა დადასტურებულ--, როგორც ბრალდებულის აღიარებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების - უ-- ხ----ის, ს-------- მ---------ის, ზ------ მ-----–--ის, ა---------– გ-----–--ის, გ------- ქ--------ის, ნ--- ი-----–-–---–ის, ნ------ ო----ის, მ----- ჭ----------–ის, ო-–--- მ-------–-–---–ის, ვ------- ლ---------–---–ის, გ------- მ-----–---–ის, მ------ მ-----–---–ის, შ----- ს-------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით (მათ შორის ამოღებული დანით), ნიმუშის აღების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 24 აგვიტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 2 ნოემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულბებით. პრეიუდიციის ფარგლებში, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შედეგად დადგინდა, რომ გ------- მ----------ი ს------ მ---------ესთან ფიზიკური დაპირისპირების დროს ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგ---არეობაში, თუმცა მართზომიერების და თანაფარდობის მიზნებიდან გამომდინარე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მოგერიების ფარგლების გადაცილებას, კერძოდ: თავდაცვის დროს, გ------- მ----------მა, არაპირდაპირი განზრახვით, თანნაქონი დანით ს------ მ---------ეს რამდენჯერმე მიაყენა ზიანი, რა დროსაც იგი ითვალისწინებდა კიდეც მოსალოდნელ მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მათ შორის ს------ მ---------ის გარდაცვალებას), თუმცა არ სურდა ასეთი შედეგის დადგ---ა, რაც მოცემულ შემთხვევაში გაცნობიერებულად და შეგნებულად დაუშვა თავისი სიცოცხლის დასაცავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ გ------- მ----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით).
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს. მან, ასევე, უდავო სამართალწარმოების წესით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
გ------- მ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზეც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მკაცრი პოზიცია გააჩნია და თხოვს გ------- მ----------ის მკაცრად დასჯას.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელ-- ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულ-- მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ----------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლოს მიერ ასევე სათანადო ყურადღებით იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის მკაცრი პოზიცია და სასჯელის ოდენობად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლის საქნციის მაქსიმალური ზომის ორი მესამედი განსაზღვრა, კერძოდ, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გ------- მ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის მილის ნაჭერი, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული მოჩუქურთმებული ხის ნაჭერი, ლითონის მილი და ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, გარდაცვლილ ს------ მ---------ის გვამიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუშები, მოწმე ნ--- ი-----–-–---–ისაგან ამოღებული ფურცლის ფრაგმენტი, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუში და ,,ოპელ ასტრა“-ს მარკის K------ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, მოწმე ა---------– გ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, მოწმე ს-------- მ---------ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუში და ,,ფორდ ტრანზიტი“-ს მარკის, G-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, მოწმე ა-–---- ზ------ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში და ანაბეჭდების ნიმუშები, გ------- მ----------ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში და ხელების ანაბეჭდების ნიმუშები, მოწმე უ-- ხ----ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, მოწმე თ-------- მ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, ხ-–----ში, შპს ,,ა---–----–-----“ - ხ-–----ის ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული დანა, მოწმე მ------ მ-----–---–ის კუთვნილი ,,ფორდ ტრანზიტი“-ს მარკის, C-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული ლითონის რგოლზე ასხმული ხუთი ცალი გასაღები, მოშავო ფერის ქურთუკის ქუდი და მონაცრისფრო კეპი, ექსპერტ მ----- ჭ----------–ისაგან ამოღებული გარდაცვლილ ს------ მ---------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან ამოღებული ,,ოპელ ასტრა“-ს მარკის K------ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (რომელიც ხელწერილით ჩაბარდა ზ------ მ-----–--ეს), მოწმე ა---------– გ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე ს-------- მ---------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ს-------- მ---------ისაგან ამოღებული ,,ფორდ ტრანზიტი“-ს მარკის, G-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ხელწერილით ჩაბარდა ს-------- მ---------ეს), მოწმე ა-–---- ზ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- მ----------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- მ----------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე უ-- ხ----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე თ-------- მ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე მ------ მ-----–---–ისაგან ამოღებული ,,ფორდ ტრანზიტი“-ს მარკის, C-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ხელწერილით ჩაბარდა მ------ მ-----–---–ს) რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ხ-–----ის რაიონის სოფელ ალში მდებარე შპს „ს-----------–----------------“ ავტოგასამართი სადგურ „გალფიდან“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი დატანილი DVD-R დისკებზე „04“ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და საქმეში არსებული ფოტომასალის ამსახველი ერთი ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–---ის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი