გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002310041
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/5037-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - ს---------------–-------------ა"

მოსარჩელის წარმომადგენელი - ა-------------ი, თ--------------ე

მოპასუხე - შ---------------------------------------ი"

მოპასუხის წარმომადგენელი - ი------------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე, შ-----------------------------------------ს“ მოსარჩელე ს---------------–-------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის – 24 509.27 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2----–-–-----------------ს ფ-------–-------------------------ზე, კმ 2--------ში დაზიანდა შ----------------------------------------ი“-ს კუთვნილი წყლის მილი, რამაც გამოიწვია ს---------------–------------ის“ ლ------------–-------------------–--ა, რითაც საფრთხე შეექმნა მ----------–--ა შეუფერხებელ მოძრაობას. საჭირო გახდა გაფრთხილების დანიშვნა და მ----------–--ა სიჩქარის შემცირება. ლ--------ს გ-------–--ის ადგილას, რ--------ს გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ს---------------–-------------ის“ მიერ განხორციელდა მ-–---------ს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც დასჭირდა 3 საათი. აღდგენითი სამუშაოების დასრულდა იმავე დღეს, რის შემდეგ, ს---------------–-------------ის“ წარმომადგენლების მიერ განხორციელდა არაერთი სატელეფონო ზარი შ----------------------------------------ის“ ცხელ ხაზზე, მილის აღდგენამდე წ--–------------ვის მოთხოვნით. მიუხედავად გაფრთხილებისა, იმავე დღეს, 3 ოქტომბერს მოპასუხე კომპანიის მიერ მოხდა დაზიანებული მილიდან წყლის გამოშვება, რის შედეგადაც აღდგენილი მ-–--------- 16 საათსა და 30 წუთზე კვლავ გამოირეცხა და საჭირო გახდა 4 ოქტომბერს ხელმეორედ ე.წ. ,,ფ--------–ი“ მ-–---------ს აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

 

შ----------------------------------------ის“ მიერ დ-----------–--–--–------–ის გამო გამორეცხილი ლ--------ს მ-–---------ს აღდგენითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 24 509.27 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

 

2----–-–------------------ს ს---------------–-------------ამ“ #0------ გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ---------------------------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და უარყო როგორც მის საკუთრებაში არსებული სასმელი წ--–------–-------------ის, ასევე დაზიანების შედეგად ს---------------–-------------ისთვის“ ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, კომპანიის ბრალეულობით, რ--------ს ფუნქციონირების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

 

მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზიანის ღირებულების გაანგარიშებას და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–-----------------------ს ფ-------–-------------------------ზე, კმ 2---------ში სს“ს----------–-------ი-----ის“ მიერ რ--------ს გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად განხორციელდა მ-–---------ს სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 5.10.2017 წლის ქმანი (ს.ფ. 13).

 

3.1.2. ფ-------–-------------------------ზე, კმ 2---------ში, სადაც ს---------------–-------------ი“-ს მიერ განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, ლ--------ს მიმდებარედ გადის შ-----------------------------------------ი“-ს მფლობელობაში არსებული ს-----–--–--–------–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-----------------------------------------ი“-ს 2-------წ განცხადება (ს.ფ 81);

- ს---------–-–-------------------------–----------------------–---------- წერილი (ს.ფ.85);

 

3.1.3. ს---------------–-------------ის“ მიერ შ----------------------------------------ი“-ს ცხელ ხაზზე, 2----–-–-----------------ს განხორციელებულია ოთხი, შემავალი სატელეფონო ზარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ზარების შესახებ (ს.ფ 18-20);

 

- 20.10.2017 ს---------------–-------------ა“-ს წერილი (ს.ფ 22-23).

 

3.2.2. 2----–-–------------------ს ს---------------–-------------ა“-მ წერილობით მიმართა შ-----------------------------------------ს“ წ--–------–-------------ით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 20 ოქტომბრის ს---------------–-------------ის“ წერილი (ს.ფ.22).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1 საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ-------–-------------------------ზე, კმ 2---------ში სს“ს----------–-------ი-----ის“ ლ--------ს მიმდებარედ, შ---------------------------------------ი“-ს მფლობელობაში არსებული ს-----–--–--–------–------ის დაზიანების ფაქტი, რამაც მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი, არ დასტურდება.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე (დაზარალებული) მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს როგორც მისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობა.

 

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთისაგან იმიჯნება ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს შეფასების საგანია.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა 2----–-–-----------------ით დათარიღებული ს---------------–-------------ა“-ს ა---------–-------–----------------------–ოს უფროსის მოადგილეების ვ----------ის, და გ------------ის და ს-------------------–------------ის უფროსის გ-----–--–---–ის მიერ შედგენილი ქმანი, ფოტოსურათები და ასევე აპელირებს შ----------------------------------------ი“-ს ცხელხაზზე განხორციელებული სატელეფონო ზარებზე.

როგორც შესაგებელში, ასევე საქმის სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მილის დაზიანების ფაქტი და მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სადავო გარემოებების დადასტურების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დადასტურებდა მესამე, ნეიტრალური მხარის მიერ მოპასუხის კუთვნილი წ---–-----------–ის კონკრეტულ პერიმეტრზე დაზიანების ფაქტს. ამ პირობებში კი, 2----–-–-----------------ის ქმანი _ დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული მხარის მიერ ცალმხრივად არის შედგენილი და ხელმოწერილი, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულად;

 

რაც შეეხება სარჩელზე თანდართულ ფოტომასალას, მასზე ასახული სიტუაციისა და დასურათების დროის არ არსებობის (თარიღი მითითებულია მხოლოდ ერთ მათგანზე) გათვალისწინებით, ასევე შეუძლებელია ცალსახად იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ ფოტოები ასახავს სამ და ოთხ ოქტომბერს, სწორედ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მ--–-------------–--–---------ის ა-----------ის ფაქტს, ფ-------–-------------------------ზე, კმ 2---------ში სს“ს----------–-------ი-----ის“ ლ--------ს მიმდებარედ.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო, ასევე ყურადღებას გაამახვილებს შ----------------------------------------ი“-ს ცხელ ხაზზე განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ცალსახად არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობრივ განმარტებებზე, რომელმაც საქმის განხილვის დროს არაერთხელ შეცვალა პოზიცია, შეტყობინების შინაარსთან და განხორციელებულ სამუშაოებთან მიმართებით და ერთ შემთხვევაში განმარტა, რომ ს---------------–-------------ის“-ს მიერ მოპასუხის ცხელ ხაზზე სატელეფონო შეტყობინება პირველად განხორციელდა 15:27:21 საათზე, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა წ--–------–-------------ის ფაქტი და ეთხოვა წ--–------------ვა სამუშაოების წარმოების მიზნით; მეორე შემთხვევაში მიუთითა რომ ს---------------------------ის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, სს“ს----------–-------ი-----ამ“, თავად უზრუნველყო როგორც მ-–---------ს სარეაბილიტაციო ასევე დაზიანებული მ--–------ის შეკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა მოპასუხეს, არ გაეშვა წყალი მ--–------ში; შემდგომში, მოსარჩელემ კვლავ შეცვალა პოზიცია და დააფიქსირა, რომ სს“ს----------–-------ი-----ის“ თანამშრომელთა მიერ განხორციელდა მხოლოდ მ-–---------ს აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მოპასუხე კომპანიას კი ეცნობა მ--–------ის დაზიანების თაობაზე.

 

მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო შეტყობინებათა შინაარსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გარდა, დროის თვალსაზრისით ასევე არ არსებობს ლოგიკური ბმა მოსარჩელის განმარტებებს, ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების პერიოდულობასა და 2----–-–-----------------ის ქმანში დაფიქსირებულ გარემოებათა შორის. კერძოდ, როგორც ქმანშია მითითებული „ლ--------ს გ-------–--ის ადგილას, საჭირო გახდა სარელსო ტრანსპორტით სა-----------------–---ან 4- ც უვარგისი რ------------–--–ის მიტანა და ამავე დ-------ის დახმარებით შ--–--ის ჩალაგება ლ--------ს მხარის მოსაწყობად, რასაც მოანდომა 3 სთ. ასევე, სადგურ მ----------ან ჩამოყვანილ იქნა თვითმავალი ექსკავატორი გამორეცხილი ადგილის გრუნტით შესავსებად, რასაც მოანდომა 2 სთ და 30წთ. მუშაობაში მონაწილეობდა ასევე 10ლ/მონტიორი. აღნიშნული სამუშაოები დამთავრდა 16სთ-სთვის, ხოლო 16:30 წუთზე დ-----------–--–--–------–იდან კვლავ მოხდა მ-–---------ს გ-------–--ა. მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანიის მიერ არ მოხდა დაზიანებული მილის შეკეთება. მეორე დღეს, 4 ოქტომბერს, გ-------–--ის ადგილას დაიცალა 8 ცალი ი---------–ი მასალით დატვირთული დ--------ა და იმუშავა ს--–----------------ამ ,,ფ--------–ი“ 2 საათი და 10 წუთი“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტების დადასტურება, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ცნობები ზარების შესახებ (ს.ფ 18-20);

- 5.10.2017 წლის ქმანი (ს.ფ. 13);

- ფოტოსურათები (ს.ფ 14-17).

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს----------–-------ი-----ა“-ს სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მე-1000-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შ---------------------------------------ისათვის“ ზიანის სახით 24509.27 ლარის დაკისრებას, სწორედ დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, მიიჩნევს რა რომ მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მ--–------ის დაზიანების შედეგად განხორციელდა სს“ს----------–-------ი-----ის“ საკუთრებაში არსებული ლ--------ს მ-–---------ს ორჯერ გ-------–--ა, რამაც მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

თუმცა სამოქალაქო კოდექსის მე-1000-ე მუხლი ითვალისწინებს ასევე ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, ნაგებობიდან და ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის, იმ შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეულია ნავთობის, გაზის წყლის და სხვ. მიმწოდებელი წყაროების დაზიანებით, იმის გამო რომ შეუძლებელია მათზე (საფრთხეებზე, რომელიც ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს) ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. შესაბამისად, მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის წესის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაკისრებისათვის საკმარისია სამი პირობის არსებობა: ზიანის დადგომა, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირის არსებობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

ზიანის ფაქტის არსებობის, მისი ოდენობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს;

 

სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია რომ კონკრეტულ შემთხვევაში სს“ს----------–-------ი-----ამ“ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზაცია; კერძოდ, ვერ უზრუნველყო მის მიერ განსახილველი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების – მოპასუხის კუთვნილი ს-----–--–--–------–------ის დაზიანების შედეგად, ფ-------–-------------------------ზე, კმ 2--------ში სს“ს----------–-------ი-----ის“ ლ--------ს მ-–---------ს გ-------–--ის ფაქტის დადასტურება, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია რომ სახეზე არ არის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულო ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც განაპირობებს შ---------------------------------------ი“ - სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ს---------------–-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ს---------------–-------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 736 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ს----------–-------ი-----ა“-ს სარჩელი შ---------------------------------------ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ს----------–-------ი-----ა“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი