გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310018002715327
N 3/107-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თა------------ე
სხდომის მდივანი - ფი-------------
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი (ს.კ.202178927)
წარმომადგენელი - ლე--------–---–---–ი
მოპასუხე - ლე-–----------–---–ი (პ.ნ 2----------)
დავის საგანი - ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურების დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი,მე-4, მე-12, მე-13, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ლე-–----------–---–ს დაეკისროს 100 (ასი) ლარის ოდენობით ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის თანხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (საბანკო ანგარიშის სახაზინო კოდი N 302009921).
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: თელავი, აღმაშენებლის ქ. N41) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თა------------ე