განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002740651
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ----- თ-----–---–ის,ადვოკატ - ს--–---- ჯ-----–---–ის,ბრალდებულ - მ----–-- ჯ--–------იას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----–-- ჯ--–------იას, დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის გ--–----------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ნ--–---------------–-------------–----------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----–-- ჯ--–------იამ ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში ქ.თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, სასტუმრო ,--------------–---------ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ----–-- ჯ--–------იას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს ქ.თბილისის მ---------------------–-------------------------–--------–----------–-------------------–--------–-------------------–------------–----–ის პატრულ-ინსპექტორებმა ბ------- შ----–----ემ და ნ-----–- თ----–---–მა. ქვითრის გადაცემის შემდეგ, მ----–-- ჯ--–------იამ პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც პატრულ ინსპექტორმა ბ------- შ----–----ემ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული რეაგირების განსახორციელებლად მოუწოდა მ----–-- ჯ--–------იას შეჩერებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა, პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნას, განაგრძო გზა და გინება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, მაშინ როდესაც პატრულ-ინსპექტორმა ბ------- შ----–----ემ განმეორებით მოუწოდა მ----–-- ჯ--–------იას შეჩერებულიყო, ამავდროულად მიუახლოვდა მას, შებოჭა ზურგის მხრიდან და განუმარტა, რომ მას აკავებდა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მ----–-- ჯ--–------ია გახდა აგრესიული, გაუწია მას წინააღმდეგობა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ასევე კბენით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ------- შ----–----ეს. ასევე მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–- თ----–---–ს, რომელიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კერძოდ, აღნიშულისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მ----–-- ჯ--–------იამ წააქცია ნ-----–- თ----–---–ი.

 

ბრალდებულმა მ----–-- ჯ--–------იამ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, მ----–-- ჯ--–------იას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, მ----–-- ჯ--–------იასთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითარის გადაცემის შემდეგ, მ----–-- ჯ--–------იამ პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც პატრულ ინსპექტორმა ბ------- შ----–----ემ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული რეაგირების განსახორციელებლად მოუწოდა მ----–-- ჯ--–------იას შეჩერებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა, პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნას, განაგრძო გზა და გინება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მაშინ როდესაც პატრულ-ინსპექტორმა ბ------- შ----–----ემ განმეორებით მოუწოდა მ----–-- ჯ--–------იას შეჩერებულიყო, ამავდროულად მიუახლოვდა მას, შებოჭა ზურგის მხრიდან და განუმარტა, რომ მას აკავებდა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მ----–-- ჯ--–------ია გახდა აგრესიული, გაუწია მას წინააღმდეგობა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ასევე კბენით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ------- შ----–----ეს. ასევე მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–- თ----–---–ს, რომელიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კერძოდ, აღნიშულისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მ----–-- ჯ--–------იამ წააქცია ნ-----–- თ----–---–ი.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ბრალდებულ მ----–-- ჯ--–------იას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ბ------- შ----–----ის, ნ-----–- თ----–---–ის, ბ------- ჯ-----–---–ის, ი---- ტ-------ის და დ----- ბ----------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა მ----–-- ჯ--–------იას მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის პირადი უსაფრთხოება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ----–-- ჯ--–------იას დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ მ----–-- ჯ--–------იამ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ მ----–-- ჯ--–------იას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----–-- ჯ--–------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

2. მ----–-- ჯ--–------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. მ----–-- ჯ--–------იას პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მ----–-- ჯ--–------იას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი