გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
120310018002688131
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002688131- 3/171-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.2018 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე: ზ-------------–---–-

წარმომადგენელი - ზ---------------

მოპასუხე: ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი -მ------------–--–---–-

მესამე პირი -ს-----------–-----–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------ N7 სხდომის ოქმი მოქალაქე ს-----------–-----–---–-ს განცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N1- განკარგულება-,,ა-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების შესახებ".

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–--------------------------------- აღიარა ზ-------------–---–-ს საკუთრების უფლება დ---------------–- რ---------–--------–ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 42 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ზ-------------–---–-ს სახელზე კომისიის მიერ 2017 წლის 29 მაისს გაცემულ №----------------------–---- მოწმობაში მოხვდა ასევე ამ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული ხის შენობა–ნაგებობა – ბოსელი სათავსო ოთახითურთ.

 

აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ზ-------------–---–-ს სახელზე საკუთრებად დარეგისტრირდა 2017 წლის 5 ივნისს, საკადასტრო კოდით: 6------------

 

2018 წლის 13 სექტემბერს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ზ-------------–---–-ს მეზობლის, ს-----------–-----–---–-ს განცხადება, რომელშიც ყ---–-----–---–- ითხოვდა ზ-------------–---–-ს საკუთრების უფლების გაუქმებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მოთხოვნას ამყარებდა მისივე დაკვეთით ს.ს.ი.პ "ლ----------------–--------–----- ს----------–----------------------------–-----------" მიერ 2018 წლის 17 მაისს მომზადებული საექსპერტო დასკვნით, სადაც ნათქვამია, რომ ზ-------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა ნაგებობა წარმოადგენს ხის მასალისგან მოწყობილ სათავსოებს - ბოსელს და სამეურნეო ნივთების სათავსოს. ამასთან ერთი სათავსოს იატაკთან მოწყობილია წვრილი ბლოკის კედელი, რომელსაც არ გააჩნია მიწასთან მყარი კავშირი და არა აქვს საძირკველი. თუმცა ს-----------–-----–---–- ექსპერტიზას სულ სხვა კითხვას უსვამს. მას აინტერესებს შენობის ხანდაზმულობა, რომ თითქოს შენობას ზ----–---–-- ბლოკის შემოწყობით ხელოვნურად მისცა ძველი იერი და იგი 2007 წლამდე არ არსებობდა. დასკვნაში დასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჩანს და მხოლოდ ზოგადადაა აღნიშნული, რომ ბლოკი ხის შენობაზე მოგვიანებითაა შემოწყობილი.

 

ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა ს-----------–-----–---–-ს მოთხოვნა და კანონის აბსოლუტური იგნორირებით, დაუსაბუთებლად (მხოლოდ მსჯელობით, რომ ასე თვლის მიზანშეწონილად), ყველანაირი მატერიალური კანონიერი საფუძლის გარეშე, ს-----------–-----–---–-ს განცხადებასა და არაფრისმთქმელი საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით 2----–-–-----------------------ხდომის ოქმით და 2----–-–------------------ №1- განკარგულებით გააუქმა ზ-------------–---–-ს საკუთრების უფლება და უკანონოდ სცნო მის მიერვე 2017 წლის მაისში გამოცემული კანონთან შესაბამისობაში მყოფი აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები - 2017 წლის 2-------------------------------------–-–--------------–-----–-------------------–--------–----------

ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-----------------------ხდომის ოქმი და 2----–-–------------------ №1- განკარგულება, რომლითაც გაუქმდა დ---------------–-, რ---------–------------ მიმდებარედ 42 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ზ-------------–---–-ს საკუთრების უფლება, საქართველოს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2018 წლის 24 სექტემბერს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირი:

3.1. ს-----------–-----–---–-- სარჩელი არ ცნო.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 24 მაისს დააკმაყოფილა ზ-------------–---–-ს განცხადება და აღიარებული იქნა საკუთრების უფლება ზ-------------–---–-ს მიერ ა-------- მუნიციპალიტეტის დაბა ა----------- რ---------–-------------------------- თვითნებურად დაკავებულ 42კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, შესაბამისი საფასურის სრულად გადახდისა და გადახდილი ქვითრის წარდგენის შემდეგ, რომლის ოდენობაც საქართველოს კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირის მფლებოლაბაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს 201.60 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი(იხ.სფ.51-53);

 

4.2. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–------------------–- გ----------–-------- რომლითაც ზ-------------–---–ს მიეცა საკუთრების მოწმობა დ---------------–- რ---------–---------------ს მიმდებარედ 42კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დ. აბ---------–- რ---------–---------–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------–------- (იხ.სფ.54).

 

4.3. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მ--–--------------- ზ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა დ---------------–- რ---------–---------------ს მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 42კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ს------------------–--------–--------- (იხ.სფ.55).

 

4.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ა------- 6-, სექტორი დაბა ა----------- 1-, კ--------–-------------------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა(დამხმარე სათავსო) წარმოადგენს ზ-------------–---–-ს საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია: ს------------------–--------–---------, დამოწმების თარიღი 2---------- ,,ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.22-23).

 

4.5. სსსიპ. ლ----------------–--------–----- ექსპერტიზის დასკვნით N0-------ით დადგენილია, რომ დ---------------------------–----------- მიმდებარედ N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 42კვმ. მიწის ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობები ფაქტობრივად წარმოადგენს ხის მასალისგან მოწყობილ სათავსოებს, რომლებშიც განთავსებულია ბოსელი და აგრეთვე გამოიყენება სამეურნეო ნივთების შესანახად. ერთ სათავსოში იატაკთან მოწყობილია წვრილი ბლოკის კედელი, რომელსაც არ გააჩნია მიწასთან მყარად დაკავშირებული (მიწაში ჩაღრმავებული) რკინაბეტონის საძირკველი და კედელი მოწყობილია დამხმარე სათავსოების მოწყობის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსსიპ. ლ----------------–--------–----- ექსპერტიზის დასკვნა N0------(იხ.სფ.60-67).

 

4.6. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------ ს--------------------თ დადგენილია, რომ კომისიის სხდომაზე ვ. მ------–---–-ა, გ. ბ------–---–-ა და თ. შ----ემ აღნიშნეს, რომ 2017 წლის 24 მაისს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ზ-------------–---–--ე უძრავი ქონება ფართობით 42კვმ. როგორც ირკვევა მაშინდელმა კომისიამ შენობის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, იმის გამო, რომ დამხმარე სათავსოს ფუნდამეტი ქონდა საამშენებლო ბლოკის წყობით და მასზე დადებული ხის შენობა ჩაითვალა, როგორც მიწასთან მყარად დამაგრებული შენობა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქონების საკუთრებაში აღიარებასთან დაკავშირებით.

ახალი გარემოებიდან გამომდინარე და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობა არ არის მიწასთან მყარად დამაგრებული, იატაკთან მოწყობილი წვრილი ბლოკის კედელი არ არის მიწაში ჩაღრმავებული და არ გააჩნია რკინა ბეტონის საფუძველი, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნიათ ზ-------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ. 6----------- საკუთრების უფლების გაუქმება.

 

კომისიამ დაადგინა, რომ გაუქმდეს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება დ. აბ---------–- რ---------–-------------------------- ზ-------------–---–--ე 42კვმ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის საკუთრებაში აღიარების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------------(იხ.სფ.68-69).

 

4.7. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-----------------------------------–----- გაუქმდა დ. აბ---------–- რ---------–----- N3--ში მცხოვრები მოქალაქე ზ-------------–---–-ს სახელზე გაცემული ს------------------–--------–--------- დ. ა----------- რ---------–-------------------------- 42 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების ა-----------------------------------------------------–---(იხ.სფ.70).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------------------------------- ზ-------------–---–-ს ნაწილში და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------–--- და უნდა დაევალოს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ზ-------------–---–-ს მოთხოვნის ნაწილში.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება;

 

7. სამართლებრივი შეფასება.

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------------------------------- ზ-------------–---–-ს ნაწილში და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------–--- წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დადგენილია, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 24 მაისს დააკმაყოფილა ზ-------------–---–-ს განცხადება და აღიარებული იქნა საკუთრების უფლება ზ-------------–---–-ს მიერ ა-------- მუნიციპალიტეტის დაბა ა----------- რ---------–-------------------------- თვითნებურ დაკავებულ 42კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

 

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–------------------–- გ----------–-------- რომლითაც ზ-------------–---–ს მიეცა საკუთრების მოწმობა დ---------------–- რ---------–---------------ს მიმდებარედ 42კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დ. აბ---------–- რ---------–---------–--

 

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მ--–--------------- , ზ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა დ---------------–- რ---------–---------------ს მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 42კვმ.

 

- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ა------- 6-, სექტორი დაბა ა----------- 1-, კ--------–-------------------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა(დამხმარე სათავსო) წარმოადგენს ზ-------------–---–-ს საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია: ს------------------–--------–---------, დამოწმების თარიღი 2---------- ,,ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია".

 

სსსიპ. ლ----------------–--------–----- ექსპერტიზის დასკვნით N0-------ით დადგენილია, რომ დ---------------------------–----------- მიმდებარედ N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 42კვმ. მიწის ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობები ფაქტობრივად წარმოადგენს ხის მასალისგან მოწყობილ სათავსოებს, რომლებშიც განთავსებულია ბოსელი და აგრეთვე გამოიყენება სამეურნეო ნივთების შესანახად. ერთ სათავსოში იატაკთან მოწყობილია წვრილი ბლოკის კედელი, რომელსაც არ გააჩნია მიწასთან მყარად დაკავშირებული (მიწაში ჩაღრმავებული) რკინაბეტონის საძირკველი და კედელი მოწყობილია დამხმარე სათავსოების მოწყობის შემდეგ.

 

- ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------ ს--------------------თ დადგენილია, რომ კომისიის სხდომაზე ვ. მ------–---–-ა, გ. ბ------–---–-ა და თ. შ----ემ აღნიშნეს, რომ 2017 წლის 24 მაისს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ზ-------------–---–--ე უძრავი ქონება ფართობით 42კვმ. როგორც მაშინდელმა კომისიამ შენობის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, იმის გამო, რომ დამხმარე სათავსოს ფუნდამეტი ქონდა საამშენებლო ბლოკის წყობით და მასზე დადებული ხის შენობა ჩაითვალა, როგორც მიწასთან მყარად დამაგრებული შენობა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქონების საკუთრებაში აღიარებასთან დაკავშირებით.

ახალი გარემოებიდან გამომდინარე და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობა არ არის მიწასთან მყარად დამაგრებული, იატაკთან მოწყობილი წვრილი ბლოკის კედელი არ არის მიწაში ჩაღმავებული და არ გააჩნია რკინა ბეტონის საფუძველი, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნიათ ზ-------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ. 6----------- საკუთრების უფლების გაუქმება.

 

კომისიამ დაადგინა, რომ გაუქმდეს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება დ. აბ---------–- რ---------–-------------------------- ზ------------–---–--- 42კვმ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის საკუთრებაში აღიარების შესახებ.

 

ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-----------------------------------–----- გაუქმდა დ. აბ---------–- რ---------–----- N3--ში მცხოვრები მოქალაქე ზ-------------–---–-ს სახელზე გაცემული ს------------------–--------–--------- დ. ა----------- რ---------–-------------------------- 42 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა"

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, დაუსაბუთებელია, რატომ არ ჩათვალა შენობა მყარად ნაგებად, როდესაც თვით სსიპ. ლ----------------–--------–----- ექსპერტიზის დასკვნით N0-------ით დადგენილია, რომ დ---------------------------–----------- მიმდებარედ N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 42კვმ. მიწის ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობები ფაქტობრივად წარმოადგენს ხის მასალისგან მოწყობილ სათავსოებს, რომლებშიც განთავსებულია ბოსელი და აგრეთვე გამოიყენება სამეურნეო ნივთების შესანახად. ერთ სათავსოში იატაკთან მოწყობილია წვრილი ბლოკის კედელი, რომელსაც არ გააჩნია მიწასთან მყარად დაკავშირებული (მიწაში ჩაღრმავებული) რკინაბეტონის საძირკველი და კედელი მოწყობილია დამხმარე სათავსოების მოწყობის შემდეგ და აღნიშნული დასკვნიდან ცალსახად დასტურდება, რომ საუბარია ერთ კედელზე არა მთლიანად შენობაზე.

 

ამასთან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და ამავე მუხლის ,,ვ" პუნქტის თანახმად შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და ამავე დასკვნით დადგენილია, რომ დ---------------- რ---------–----- N---- მიმდებარედ N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 42კვმ. მიწის ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობები ფაქტობრივად წარმოადგენს ხის მასალისგან მოწყობილ სათავსოებს, რომლებშიც განთავსებულია ბოსელი და აგრეთვე გამოიყენება სამეურნეო ნივთების შესანახად.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გააუქმეს საკუთრების უფლება 42კვმ. მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ აშენებულ შენობა-ნაგებობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------------------------------- ზ-------------–---–-ს ნაწილში და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------–--- გამოცემულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------------------------------- ზ-------------–---–-ს ნაწილში და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------–--- და უნდა დაევალოს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------------–---–-ს მიმართ.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს უნდა დაეკისროს ზ-------------–---–-ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-3--ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზ-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------------------------------- ზ-------------–---–-ს ნაწილში და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------------------------–--- .

 

დაევალოს მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ზ-------------–---–-ს მოთხოვნის ნაწილში.

 

2. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს მოსარჩელე ზ-------------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია