განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნ-----ია
სხდომის მდივანი თ----- შ--------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- ი----ის ძე ა--------ე - დაბადებული 1----–-–---------ს, გერმანიის მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----–----------------------------–-------------------–----------------–---------------------------–-
ადვოკატები - ე-–-----–--------–---–ი, დ----- ბ--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ-–- ა--------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1039,9649 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)“ 27.86115 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, 2.5518 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფრინი“ და 38.099495 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), საიდანაც ნაწილი - 21.8673 ნარკოტიკული საშუალება „მდმა” (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 8.3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და 5.3357 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ---- ჩ----------ე, რაც ამოღებული იქნა 2--- წლის 14 მარტს ამ უკანასკნელის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილს ლ----------ე ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ.თბილისი, მ---------------------ში, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2--- წლის 15 მარტს ამოღებული იქნა ლ-–- ა--------ის ზ/აღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ჯ--- ტ------ემ განმარტა, რომ თანამშრომლის მ-----– ჩ----–---–ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება და შემდეგ გამოკითხა მოწმეები, მათ შორის, ბრალდებული ლ-–- ა--------ე. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-----– ჩ----–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი, 2--- წლის 14 მარტის პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის ტერიტორიაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული ნ---- ბ------ის ასული ჩ------ია პირადად და საცხოვრებელ ბინაში უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მოწმის განმარტებით, მიღებული ოპერატიული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ნ---- ჩ------იამ ითანამშრომლა ლ-–- ა--------ესთან დაკავშირებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ო-–---- ქ------–--ემ, თ----- დ----–--მ და მ-----– ტ--------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, კერძოდ:
Ø პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 14 მარტს 21:40-22:00 საათებში, ქ.თბილისში, რ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ნ---- ჩ------იას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდი მასში მოთავსებული 2 ცალი ღია ფერის აბით, ასევე წინა მარცხენა ჯიბიდან - ქაღალდი მასში მოთავსებული 2 ცალი იასამნისფერი აბით, რაც დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ნ--------იას მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა - „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 4 აბი არის ნარკოტიკული საშუალება, რაც მეკუთვნის მე და მინდოდა ჩემი პირადი მოხმარებისათვის, ასევე ჩემს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, ნ---- და ი-–-------–-----ის 30, ბ-------ში ვინახავ ნარკოტიკულ საშუალებებს“ (გამომძიებელი ო--------–--ე, მონაწილე პირი თ-------–--).
Ø დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 14 მარტს 22:00 საათზე, ქ.თბილისში, რ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ---- ჩ------ია (გამომძიებელი ო--------–--ე, მონაწილე პირი თ-------–--).
Ø ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 14 მარტს 22:40-00:30 საათებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდა ნ---- ჩ------იას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: ქ.თბილისში, ნ---- და ი-–-------–-----ის №--, ბ-------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა 3 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭირვალე ფერის პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული 15 ცალი აბით, სულ 45 აბი, 2 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული 13 აბით, სულ 26 აბი, 29 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭირვალე ფერის პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ნ--------იას მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა - „ჩემი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ჩემმა მეგობარმა ლ-–- ი----ის ძე ა--------ემ დაბ.0---------წ 13 მარტს გადმომცა, რათა დროებით შემენახა ჩემს საცხოვრებელ ბინაში“ (გამომძიებელი ო--------–--ე, მონაწილე პირები: თ-------–-- და მ.ტ--------–--ე).
Ø ო--------–--ისა და თ-------–--ს ჩვენებით, მათ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ მხოლოდ ნ--------იასთან დაკავშირებით, რომელიც შეაჩერეს რ---------–ის გამზირზე და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ, ნ--------ია დააკავეს ბრალდებულის სახით. ნ--------იამ დააფიქსირა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა საცხოვრებელ ბინაშიც (რომლის კარი თავად გააღო გასაღებით), რომლის ჩხრეკისასაც ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. ო--------–--ის, მ.ტ--------–--ისა და თ-------–--ს განმარტებით, ნ--------ია იმ ეტაპზე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ნ---- და ი-–-------–-----ის №--, ბ-------ში მდებარე ბინაში და ინახავდა პირად ნივთებს. ნ--------იამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და განაცხადა, რომ მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას გადასცა მეგობარმა ლ-–- ა--------ემ, რომელიც ინახავდა ხსენებულ ნივთიერებებს მ---------ის ქუჩაზე მდებარე ბინაში არსებულ სეიფში. ო--------–--ის ჩვენებით, ნ--------იას თანამშრომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა ლ----------ის პირადი, ა/მანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სეიფიდან ამოღებული იქნა წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ლ----------ემ ხსენებული ნარკოტიკული ნივთიერებების მისდამი კუთვნილება დაადასტურა როგორც ბინის ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული შენიშვნით, ისე დაკითხვის დროს.
მოწმე ნ---- ჩ------იას ჩვენებით, ლ-–- ა--------ესთან აკავშირებდა მეგობრობა. 2--- წლის 14 მარტს, რ---------–ის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს 4 აბი ექსტაზი, რომელსაც ინახავდა პირადი მოხმარებისათვის. მოწმის განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ასევე ინახავდა დროებით საცხოვრებელ ბინაში (მესაკუთრე მისი მეგობარი ნ------ შ-----), მდებარე: ქ.თბილისში, ნ---- და ი-–-------–-----ის №--, ბ-------ში. ხსენებული ბინის ჩხრეკის შედეგადაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. ნ---- ჩ------იამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და განმარტა, რომ მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები წინა დღეს, 2--- წლის 13 მარტს გადასცა ლ-–- ა--------ემ, მათგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული - პირადი მოხმარებისათვის, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოღებული - მეგობრის ნ------ შ-----ს ბინაში დროებით შესანახად (რის თაობაზეც არ უნდა ეთქვა არავისთვის, მათ შორის, ნ------ისათვის). მოწმის ჩვენებით, ლ-–- ა--------ის ბინა არის სტუდიოს ტიპის და შედგება 2 ოთახისაგან, საძინებელ ოთახში კი კედელში არის სეიფი, საიდანაც გამოიღო ბრალდებულმა 2--- წლის 13 მარტს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას გადასცა, სეიფი გახსნილი იყო და ჩანდა სხვა ნარკოტიკებიც. მოწმემ აღნიშნა, რომ ლ-–- გადაცემის მომენტში ძალზე ფრთხილობდა და ხელზე ეკეთა ხელთათმანი. ნ--------იამ დაადასტურა, რომ ლ----------ე რჩებოდა ხოლმე ნ------ შ-----სთან სახლში, თუმცა მუდმივად ცხოვრობდა მ---------ის ქ---ში. აღნიშნული ბინა ნაქირავები ჰქონდა ლ----------ეს და არაერთხელ არის მასთან ნამყოფი. მოწმემ უარყო ხსენებულ ბინაში მათი მეგობრის ნ-----–-- ყ---–--–---–ის ცხოვრების ფაქტი, ასევე დაადასტურა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბინაში ყოფილიყო ლ----------ის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ 2--- წლის 16 მარტს გაცემული ქიმი----ი ექსპერტიზის №-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- თეთრი ფერის ხელსახოცის ნაჭერში შეხვეული 2 (ორი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 0.7112 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0.3413 გრამს (ობ№1).
- თეთრი ფერის ხელსახოცის ნაჭერში შეხვეული 2 (ორი) ცალი მონაცრისფრო ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 1.0434 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0.5046 გრამს (ობ№2).
- 45 (ორმოცდახუთი) ცალი მომწვანო ფერის გულის ფორმის ტაბლეტი, საერთო წონით 14.73 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 1.46 გრამს (ობ№3).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და ა-–---------- დ--------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმი----ი ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, კერძოდ:
Ø 2--- წლის 17 მარტის ქიმი----ი ექსპერტიზის №-------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ნ---- ჩ------იას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
· ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 13 (ცამეტი) ცალი მონაცრისფრო ფერის ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 6.8398 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 3,2831 გრამს (ობ№1).
· ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 8.2864 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 3,9543 გრამს (ობ№2).
· ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 13 (ცამეტი) ცალი (ერთნაირი ფერის და ფორმის) იასამნისფერი ფერის ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 4.6718 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 2,2424 გრამს (ობ№3).
· ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მომწვანო ფერის (ხასიათდებიან ერთიდაიგივე ფერით, სტრუქტურით,ფორმით) გულის ფორმის ტაბლეტი საერთო წონით 4,9611 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0.4961 გრამს (ობ№4).
· ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მომწვანო ფერის (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერით, სტრუქტურით, ფორმით), მართკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს რელიეფური წარწერით - „Gucci“, მეორე მხარეს ნაჭდებით, საერთო წონით - 5.1062 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 2,4509 გრამს (ობ№5).
· 17 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტი თეთრი ზოლებით, მათში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერითა და სტრუქტურით), ნოტიო მდგომარეობაში და გამოშრობის შემდგომ მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი, საერთო წონით - 16.6 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით - 8.3 გრამს და კოკაინს (მარილი), წონით - 5.3357 გრამს (ობ№6).
· 12 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტი თეთრი ზოლებით, მათში მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერებებით (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერითა და სტრუქტურით), ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 11.73 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 8.5946 გრამს (ობ№7).
Ø 2--- წლის 4 აპრილის ქიმი----ი ექსპერტიზის №-------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ლ-–- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული“:
· თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული 1 (ერთი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრით, წონით - 0,356 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 0.17 გრამს (ობ№1).
· პლასტიკურ ბარათზე არსებული მოთეთრო ფერის ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0.00015 გრამს და კოკაინს (მარილი) წონით 0.000264 გრამს (ობ№2).
· თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით 0.06 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0.0085 გრამს და კოკაინს (მარილი), წონით 0.026 გრამს (ობ№3).
· გამჭვირვალე პოლიმერული მასალის კოვზზე არსებული თეთრი ფერის ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0.0025 გრამს, კოკაინს (მარილი), წონით - 0.00083 გრამს და მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0.000734 გრამს (ობ№4).
· შავი ფერის ტყავის მასალაში მოთავსებული ელექტროსასწორის ზედაპირზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), წონით - 0.000031 გრამი (ობ№5).
· 3ც. ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: კოკაინს (მარილი), წონით 0.00065 გრამს და მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0.0015 გრამს (ობ№6).
· მწვანე ფერის მუყაოს კოლოფში, წარწერით: „FreiNberg Nuss”, მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 221,56 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 162.84 გრამს (ობ№7).
· ყავისფერი მუყაოს კოლოფში, წარწერით: „Kaffee, sahNe”, მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 236.15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 173.57 გრამს (ობ№8).
· წითელი ფერისმუყაოს კოლოფში, წარწერით: „Edel Rahm, MeNdel”, მოთავსებული: მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 216,95 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 159.89 გრამს (ობ№9).
· მოყავისფრო-ოქროსფერი ტაბლეტის ნატეხები, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 1.47 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0.7027 გრამს (ობ№10).
· 783 (შვიდასოთხმოცდასამი) ცალი მოყავისფრო-ოქროსფერი ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 434.6 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 207.73 გრამს (ობ№11).
· 692 (ექვსასოთხმოცდათორმეტი) ცალი მომწვანო ფერის, მართკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს წარწერით - “Gucci”, მეორე მხარეს ნაჭდევით, საერთო წონით - 236,95 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 113,736 გრამს (ობ№12).
· 802 (რვაასორი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 287,33 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 137.34 გრამს (ობ№13).
· 6 (ექვსი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივი წარწერებით: „B” და „8“ საერთო წონით -1.16 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0.0228 გრამს (ობ№14).
· 323 (სამასოცდასამი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, თითოეულზე წარწერით: „B8”, სულ საერთო წონით - 126.65 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 2.529 გრამს (ობ№15).
· 321 (სამასოცდაერთი) ცალი მონაცრისფრო ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი, თითოეულზე ლოგო ამონატვიფრით, საერთო წონით - 169.42 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 81.66 გრამს (ობ№16).
· შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერში, მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში და გამოშრობის შემდეგ მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება, წონით - 62.92 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს, წონით - 27.85 გრამს (ობ№17).
· თეთრი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 51.44 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით - 23.96 გრამს (ობ№18);
· პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 21.33 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) წონით - 9.91 გრამს (ობ№19).
· პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 9.02 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) წონით-4.18 გრამს (ობ№20).
· თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ცარიელი კოლოფის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მდმა - (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0.00027 გრამი და კოკაინი (მარილი) წონით - 0.0192 გრამი (ობ№21).
· დიდი და მცირე ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტების ზედაპირებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), წონით 0.00012 გრამი (ობ№22).
· სხვადასხვა ფერის, ზომის მუყაოს ქაღალდებზე და ქაღალდების ფრაგმენტებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მდმა - (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0.0178 გრამი და კოკაინი (მარილი), წონით - 0.0024 გრამი (ობ№23).
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები: ობ№1 (იხ.დასკვნა 5-------------), ობ№3 (იხ. დასკვნა 5-------------), ობ№1, 13 (იხ. დასკვნა 6-------------) ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№2 (იხ. დასკვნა 5-------------), ობ№1 (იხ. დასკვნა 5-------------) და ობ№16 (იხ. დასკვნა 6-------------) ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№2 (იხ. დასკვნა 5-------------) და ობ№10, 11 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№5 (იხ. დასკვნა 5-------------) და ობ№12 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№7 (იხ. დასკვნა 5-------------) და ობ№7,8,9 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№14,15 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
საკვლევი ობიექტები: ობ№18,19,20 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილია 14 ცალი დალუქული პაკეტი, მათგან:
· №3 პაკეტში (№F--------) არსებული 3 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტებიდან ერთ-ერთში მოთავსებულია 3 ცალი ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანი.
· №12 პაკეტში (F--8------) არსებული 4 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტებიდან პირველ და მე-2 პაკეტებში (ანუ ცალ-ცალკე) მოთავსებულია შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერი მოთეთრო ნივთიერებით და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერი მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერებით.
· №13 პაკეტში (F--8-----) მოთავსებულია თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ცარიელი კოლოფი და 6 ცალი დიდი ზომის ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული მცირე ზომის ჩამკეტიანი ცარიელი პაკეტები.
მოწმე ნ----- ო-----------ემ დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები იმავე პაკეტებში ჩაალაგა ცალ-ცალკე, რითაც იყო წარმოდგენილი და შემდეგ აღნიშნული პაკეტები მოათავსა სხვა პაკეტებში და დალუქა სათანადო წესით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, 2--- წლის 6 ივლისის ხელწერის ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:
1) მოკლე ჩანაწერი „პირადად“ განლაგებული ბრალდებულის დაკავების ოქმზე 2--- წლის 15 მარტის თარიღით, მე-4-ე გვერდზე, სიტყვების გასწვრივ „ დაკავების ოქმს გავეცანი“ (ს.ფ.83-86) და ჩანაწერი „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ განლაგებული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე 2--- წლის 15 მარტის თარიღით, მესამე გვერდზე ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ (ს.ფ.87-89) შესრულებულია ლ-–- ა--------ის მიერ.
2) გადაწყვეტა საკითხისა, ხელნაწერი ტექსტი, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით „ჩემი დროებითი საცხოვრებელი...“ „...პირადი მოხმარებისათვის“ განლაგებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე 2--- წლის 15 მარტის თარიღით, ბოლო გვერდზე, ოქმის ბოლოს (ს.ფ.60-65) შესრულებულია თუ არა ლ-–- ა--------ის მიერ შეუძლებელია ნიმუშების სიმცირის გამო (არ არის წარმოდგენილი გამოსაკვლევი ხელნაწერის შესაბამისი თავისუფალი და ექსპერიმენტალური ნიმუშები).
3) დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერები, ლ-–- ა--------ის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: პირადი ჩხრეკის ოქმზე, 2--- წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, გრაფაში: „ხელმოწერა“ (ს.ფ.42-45); დადგენილებაზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ 2--- წლის 15 მარტის თარიღით (ს.ფ 50); ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე, ყველა გვერდზე, გრაფაში; „ხელმოწერა“ (ს.ფ.51-54); საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე 2--- წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, გრაფაში: „ხელმოწერა“ (ს.ფ.60-65); ბრალდებულის დაკავების ოქმზე 2--- წლის 5 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, გრაფაში; „გამოსაკითხი ბრალდებულის ხელმოწერა“ (ს.ფ. 87-89) შესრულებულია თუ არა ლ-–- ა--------ის მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების მარტივი აგებულების (ხელმოწერები შედგება მხოლოდ უასოო მარყუჟისებური შტრიხებისაგან) და ნიმუშების შეუსაბამობის გამო (წარმოდგენილი ნიმუშები და გამოსაკვლევი ხელმოწერები განსხვავებული ტრანსკრიფციისა და არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ზ------ ქ-----–-–---–მა, ე-–------ ც---–---ემ, ა-–---- კ--------ემ და ექსპერტებმა: შ--–-- კ--------ემ და ლ---- კ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, კერძოდ:
Ø პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 მარტს 03:42-04:00 საათებში, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპირო, მ--–------ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე (მ-----------------------ში მდებარე რესტორანი „თ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ლ-–- ა--------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი, მონაწილე პირები ა.კ--------ე და ე.ც---–---ე).
Ø ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 მარტს 04:15-04:50 საათებში, ქ.თბილისში, ვ--------------ა, ლუდის სახლი „ვ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარდა ლ-–- ა--------ის კუთვნილი „მერსედესის“ მოდელის ა/მანქანა სახ№Z------, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი, მონაწილე პირები: ა.კ--------ე და ე.ც---–---ე).
Ø ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 მარტს 05:15-13:00 საათებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდა ლ-–- ა--------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: ქ.თბილისში, მ---------------------ში. ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას საძინებელ ოთახში, შესასვლელი კარების მარჯვნივ კედლის კუთხესთან იატაკის ზედაპირიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 1 (ერთი) ცალი მოიასამნისფრო ფერის აბისმაგვარი საგანი. ჩხრეკის მიმდინარეობისას ბინის მისაღებ ოთახში განთავსებული მაცივრის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 (ერთი) ცალი პლასტიკური ბარათი მასზე არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით. ბინაში განთავსებულ საძინებელ ოთახში, შესასვლელი კარების ხელმარჯვნივ კედლის კუთხეში ნანახი იქნა კედელში განთავსებული ლითონის სეიფი, დაკეტილ მდგომარეობაში, რომლის გასაღებიც ნანახი ვერ იქნა, სეიფის გაღების მიზნით ჩხრეკის მიმდინარეობისას გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური, რომელთა ადგილზე მოსვლის შემდეგ მაშველის მიერ მექანიკური ძალის გამოყენებით, ლითონის ხელსაწყოთი გახსნილი იქნა სეიფის კარი, ჩხრეკის მიმდინარეობისას სეიფიდან ამოღებულ იქნა 3 (სამი) ცალი ხელთათმანი, 1 (ერთი) ცალი პლასტმასის კოვზი, ამავე სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი, ასევე ამოღებული იქნა სეიფიდან 783 ცალი მოყავისფრო ფერის აბი და მოყავისფრო ფერის აბის ნატეხები. ამავე სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა 692 ცალი მომწვანო ფერის აბი. ექსპერტების მიერ სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა 802 ცალი მოიასამნისფრო ფერის აბი, ასევე ამოღებული იქნა 45 ცალი მომწვანო ფერის აბი, ასევე ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 323 ცალი მოთეთრო ფერის აბი, სეიფიდან ამოღებული იქნა 321 ცალი მონაცრისფრო ფერის აბი, სეიფიდან ამოღებული იქნა მოშავო და მოთეთრო ფერის კონტეინერები ფხვნილით და ორი ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და პოლიეთილენის პაკეტები. ბინის ჩხრეკისას ექსპერტების მიერ ასევე ამოღებული იქნა თანხა 870 ლარის ოდენობით, შემდეგი სახის კუპი----ები (8 ცალი 100 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი და 1 ცალი 20 ლარიანი), რომელიც მოთავსებული იყო სამზარეულო ოთახში. ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ქაღალდის და მუყაოს ფრაგმენტები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის აბები და ფხვნილისებრი მასები, რომლებიც განთავსებული იყო საძინებელ ოთახში არსებულ სეიფში. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც 1 ცალ DVD დისკად დაერთო სს საქმეს. ოქმზე ლ----------ის მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა - „ჩემი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები არის ჩემი“ (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი, მონაწილე პირები: ა.კ--------ე და ე.ც---–---ე, ექსპერტები: შ----------ე და ლ---------ე, სამაშველო სამსახურის მაშველი თ.თ--------–---–ი).
Ø დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 მარტს 13:00 საათზე, ქ.თბილისში, მ---------------------ში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ-–- ა--------ე (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი, მონაწილე პირები: ა.კ--------ე და ე.ც---–---ე).
Ø მოწმეებმა: ზ.ქ-----–-–---–მა, ა.კ--------ემ და ე.ც---–---ემ დამატებით განმარტეს, რომ ლ----------ემ პირადი, ა/მანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებზე ნებაყოფლობით მოაწერა ხელი და არანაირი პრერტენზია არ გამოუთქვამს, ამასთან, მიუხედავად ალკოჰოლის სუნისა და „უბრალოდ ნასვამობისა“ (ა.კ--------ის განმარტებით), იყო სრულიად ადეკვატური და საუბრობდა ჩვეულებრივ. ა/მანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, გამომძიებლები ლ----------ესთან ერთად გაემართნენ მისი დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად, რომლის მისამართი თავად ლ-–-მ მიუთითა და ოქმზეც დააფიქსირა. ზ.ქ-----–-–---–ის ჩვენებით, თავდაპირველად ლ----------ე მხნედ იყო და იმედოვნებდა, რომ კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს მიაგნდებდნენ სამართალდამცველები, თუმცა მას შემდეგ, რაც კარადა გამოწიეს და სამალავს - სეიფს მიაგნეს, „აღიარა შეცდომა მოვიდაო და ბოდიში მოიხადა.“ ზ.ქ-----–-–---–მა განაცხადა, რომ სეიფის აღმოჩენის მიუხედავად ბრალდებულმა უარი განაცხადა მის გაღებაზე, რის გამოც სამაშველო სამსახურის გამოძახება დაჭირდათ. მას შემდეგ, რაც სამაშველო სამსახურმა შეძლო სეიფის გაღება, ლ----------ემ თქვა“ მომეცა გასაღები, რას გაწვალებდითო.“ მოწმე ა.კ--------ის ჩვენებით, სეიფის აღმოჩენისთანავე, ლ--------იძემ „ხელები აწია და ადასტურებდა ჩემიაო.“ ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ლ-–- ა--------ე დააკავეს ბრალდებულის სახით და განუმარტეს უფლებები.
Ø ექსპერტებმა: შ----------ემ და ლ---------ემ დაადასტურეს, რომ გამოძახების შესაბამისად, გამოცხადდნენ ქ.თბილისში, მ---------------------ში ბინის ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის სამაშველო სამსახურის მიერ გაღებული სეიფიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობისა და ფორმის ნარკოტიკული საშუალებები, რაც დაილუქა და დასურათდა სათანადო წესით. მოწმე ლ---------ემ განმარტა, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ლ----------ეც, რომელიც იყო „ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ფხიზლად...არც ბარბაცებდა და არც არაფერი.“
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ნარკოლოგი----ი შემოწმების №------ დასკვნის თანახმად, 2--- წლის 18 მარტს 15:31-15:49 საათებში ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ლ-–- ა------ძეს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ ყოფნის ფაქტი (ექსპერტი მ--------–---–ი).
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 22 მაისს, ქ.ბ------ში, შ----–--–---–ის ქ---ში მდებარე ბ------ის იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობიდან, ირაკლი წაქაძისაგან ამოღებული იქნა ლ-–- ა--------ის მიერ ბ------ის იუსტიციის სახლისათვის 2--- წლის 27 დეკემბერს წარდგენილი განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, თანდართული დოკუმენტაციით 10 (ათი) ფურცლად, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი კ------------).
ბიოლოგი----ი (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:
· პაკეტში წარწერით „1 ცალი სასწორი თავისი ჩასადებით და 3 ცალი ხელთათმანი და 1 ცალი პლასტმასის კოვზი...“ მოთავსებულ ორ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ.№4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–- ა--------ეს (ობ.№24, პაკეტი წარწერით „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ლ-–- ა--------ისაგან);
· პაკეტში, წარწერით „...მოშავი ფერის პლასტმასის კონტეინერი...მოთეთრო ფერის კონტეინერი...2 ცალი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით ამოღებული საძინებელ ოთახში სეიფიდან...“ მოთავსებულ შავი და თეთრი (ობ№12) ფერის პოლიმერული მასალის ორ ცალ ყუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობიექტი №12-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ლ-–- ა--------ეს (ობ№24). ობ№12-ის მინორული წილი და ობ№11-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
· პაკეტში წარწერით „...1 ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტები, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან...“ მოთავსებულ მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის მთლიანობადარღვეულ კონტეინერზე არსებული ბიომასალის (ობ№15) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ა--------ეს (ობ№24), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
· პაკეტში წარწერით „...1 ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტები, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან...“ მოთავსებულ ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტების შეკვრაზე, მათში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებით, აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა (ობ№17,21). ობ№21-ის გენეტიკური პროფილი და ობ№17-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ა--------ეს (ობ№24).
· ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი ობიექტების ნაწილზე გენოტიპირებისათვის საჭირო, ადმიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ნაწილზე აღმოჩენილი შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა შემდეგი:
· ექსპერტიზაზე წარდგენილია 6 (ექვსი) ცალი პოლიეთილენის, დალუქული პაკეტი;
· პაკეტი №1-ში (№F--7-----) მოთავსებულია 4 (ოთხი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: №F-- 8----- წარწერით „1 ცალი მოიასამნისფრო აბისმაგვარი საგანი“; №F--8----- წარწერით „1 ცალი პლასტიკური ბარათი მასზე არსებული მოთეთრო ფხვნილით; №F-------- წარწერით 1 ცალი სასწორი თავისი ჩასადებით და 3 ცალი ხელთათმანი და 1 ცალი პლასტმასის კოვზი“.
№F-------- პაკეტში მოთავსებულია 3 ცალი თეთრი ფერის დახურული კონვერტი: 1. წარწერით „3 ხელთათმანი, ამოღებული საძინებელი ოთახში არსებული სეიფიდან“ ობ№3,4,5 2. წარწერით „1 სასწორი თავისი მოშავო ფერის ჩასადებით, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან“ 3. წარწერით“1 პლასტმასის კოვზი, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან.“
· პაკეტი №2-ში (№F--7-----) მოთავსებულია 3 (სამი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: 1. წარწერით „მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი, ამოღებული საძინებელ ოთახში მდებარე სეიფიდან“ 2. წარწერით „მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი ამოღებული საძინებელ ოთახში მდებარე სეიფიდან“
· პაკეტი №3 (№F--8-----) მოთავსებულია 5 (ხუთი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: F--8--------------------------------------.
1. №F--8----- პაკეტში მოთავსებულია 4 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი:
- წარწერით „მოშავო ფერის პლასტმასის კონტეინერი მასში არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით და მოშავო ფერის საგნით (ობ№11)
- წარწერით „მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი მასში არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით (ობ№12)
- წარწერით „პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილი“ (ობ№13)
- წარწერით „პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილი (ობ№14)
2. №F--8----- პაკეტში მოთავსებულია ცარიელი კონტეინერი (ობ№15) და 6 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტი (ობ№17-22)
3. №F--8----- პაკეტი წარწერით „ქაღალდის და მუყაოს ფრაგმენტები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის აბები და ფხვნილები, ამორებული საძინებელი ოთახის სეიფიდან“ (ობ№23)
4. №F--8---- პაკეტი წარწერით „321 ცალი მონაცრისფრო აბი“
5. მეტალის სარჭებით შეკრულ გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული, სამი ცალი გამჭვირვალე პოლიპროპილენის სპეცდანიშნულების სინჯარა.
· პაკეტი №4 (№F--8-----), რომელიც არ გახსნილა არასაჭიროების გამო;
· პაკეტი №5 (№F--7-----), რომელიც არ გახსნილა არასაჭიროების გამო;
· პაკეტი №6 (№F--8-----) წარწერით „ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ლ-–- ა------ისაგან“ (ობ№24, შემოსული საქართველოს შს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტიდან).
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტები იყო დალუქული, რომლებშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტები ცალ-ცალკე შეკრულ პაკეტებში. მანვე განაცხადა, რომ დნმ-ის გადასვლა ერთი ობიექტიდან მეორეზე თეორიულად არაა გამორიცხული, თუმცა ერთ საგანზე იმდენად ჭარბი რაოდენობის დნმ უნდა იყოს და მეორეზეც იმდენი უნდა გადავიდეს, რომ კვლევისათვის საკმარისი აღმოჩნდეს. მოწმის ჩვენებით, პაკეტების კვლევა ხდება ეტაპობრივად და ყველა წესის დაცვით ისე, რომ საკვლევ ობიექტებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან შემხებლობა.
მოწმე ვ-–- ფ---–--------ის ჩვენებით, არის ქ.თბილისში, მ---------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, რომელიც 2--- წლის აგვისტოს თვიდან მისგან იქირავა ლ-–- ა--------ემ. მოწმის შეკითხვაზე, ლ-–-მ უპასუხა, რომ ბინაში იცხოვრებდა მარტო თვითონ და ხანდახან დარჩებოდა მისი მეგობარი გოგონა. ბრალდებულმა მოწმესა და მის მეუღლეს წინასწარ გადასცა 2 თვის ქირა და მას შემდეგ აღარ უნახავს, მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ, თანხას კი ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე. მოწმის ჩვენებით, 2--- წლის 15 მარტს დაურეკეს მეზობლებმა და შეატყობინეს, რომ მის ბინაში იმყოფებოდა პოლიცია და მაშველები. ვინაიდან ექიმია და ოპერაცია ჰქონდა, მოგვიანებით მივიდა მ---------ის ქუჩაზე, რა დროსაც მეზობლებისაგან შეიტყო, რომ ლ-–- ა--------ე დააკავეს ნარკოტიკების გამო, მეორე დღეს კი მისმა დამ დაუბრუნა ბინის გასაღები. მოწმემ დაადასტურა, რომ შეცვლილი იყო როგორც ჭიშკრის, ისე უშუალოდ ბინის შესასვლელი გასაღებები. ვ.ფ---–--------ის ჩვენებით, კედელში არსებული სეიფი არ ფუნქციონირებდა, ენა გაფუჭებული ჰქონდა და კარი არ იკეტებოდა, გასაღებიც დაკარგული იყო. ბინაში მისულს ხსენებული სეიფი ლომით გამონგრეული დახვდა, ვინაიდან როგორც შეიტყო, ბრალდებული კარს არ აღებდა და მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. მოწმემ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ბინაში ქეიფისა და ხმაურის გამო მეზობლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და შემთხვევა, როდესაც გაიარა გაქირავებულ ბინაში, სადაც დახვდა უცნობი გოგონა და დაახლოებით 8 ადამიანი, რა დროსაც გოგონამ უთხრა, რომ ლ-–- საქართველოში არ იმყოფებოდა.
დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დგინდება შემდეგი:
Ø იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმის თანახმად, 2--- წლის 15 მარტს 16:40 საათზე შემოწმდა ლ-–- ა-------იძე, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - „პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი.“
Ø ლ----------ის მობილური ტელეფონის მეშვეობით, აპლიკაცია მესენჯერის დათვალიერებით ირკვევა ნ.ყ---–--–---–ის შემხებლობა ქ.თბილისში, მ---------ის ქ---ში მდებარე ბინასთან, თუმცა იმავე მიმოწერაში თავად მ.ყ---–--–---–ი აღიარებს, რომ ბინის მეპატრონე არის არა თავად არამედ ლ----------ე - „წინა შაბათს მეგობრები ავიყვანე და უცბად მეპატრონე არ დამადგა... შენ ვინ ხარო? შენი პირადობის ფოტო გააძრო და ეს მეპატრონეაო ხო...ჰოო-თქო“.
Ø სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–- დ-–---–მა დააადასტურა მის მიერ გაცემული, შპს „ვექტორის“ 2--- წლის 3 მაისის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებებში, პირადი, ა/მანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებში, ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებზე დაფქსირებული ყველა ხელმოწერა წარმოადგენს უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვან მარყუჟებს, ხოლო ლ----------ის ხელმოწერის ნიმუშები ასოითი ტრანსკრიფციისა და ამით სრულიად განსხვავდება სადაო ხელმოწერებისაგან, ურთიერშედარება არ არის რეკომენდირებული შესაბამისი მეცნიერული მეთოდიკის მიხედვით მათი შეუთავსებლობის გამო. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ყველა სადავო ხემოწერის ურთიერშედარებისას დადგენილია მათ შორის თანადამთხვევები როგორც საერთო, ისე კერძო ნიშნებში. თანადამთხვევები მყარია და იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ყველა მათგანი შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.
Ø დაცვის მხარის მოწმეების: ნ---- ა--------ის (ბრალდებულის და), გ------- მ---------ის (ბრალდებულის დეიდაშვილი), გ------- გ--------–---–ისა (ბრალდებულის მეგობარი) და გ------- ჩ-------ის (ბრალებულის მეგობარი) ჩვენებებით აპელირება ხდება შემდეგ გარემოებებზე:
· ქ.თბილისში, მ---------------------ში მდებარე ბინა ნაქირავები ჰქონდათ ლ-–- ა--------ესა და ნ-----–-- ყ---–--–---–ს, თუმცა დაკავებამდე იქ ცხოვრობდა მხოლოდ ნ-----–-- (რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ნ---- ჩ------იას);
· ლ-–- ა--------ეს მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს (პირადი და ა/მანქანის ჩხრეკა, დაკავება და ბინის ჩხრეკა) იყო უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში და ვერ აცნობიერებდა მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს;
· გ.მ---------ის ჩვენებით, თან ახლდა ლ----------ეს, რომელიც ქ.თბილისში, მ---------------------ში მივიდა კუთვნილი ნივთების წამოსაღებად და ბინაში ისეთი არეულობა და სიბინძურე იყო, რომ ბრალდებულმა რეზინის ხელთათმანი გამოიყენა საათისა და სამაჯურების სათავსოს უჯრიდან ამოსაღებად.
· ბრალდებულ ლ-–- ა--------ის ჩვენებით, მას არც ნ--------იას პირადი და ბინის ჩხრეკისას, არც ქ.თბილისში, მ---------ის ქუჩა№7-ში მდებარე ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ხსენებულ ბინაში მისი ცხოვრების პერიოდში სეიფი არ იკეტებოდა, ღია იყო და ნივთების დასალაგებლად იყენებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ბინაში საკუთარი ნივთების წამოსაღებად მისულს ისეთი სიბინძურე დახვდა, რომ ხელთათმანი გამოიყენა და სადღაც იქვე დააგდო. ლ----------ემ განაცხადა, რომ მისი პირადი, ა/მანქანისა და ბინის ჩხრეკის, აგრეთვე დაკავების დროს იყო უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში (იწვა დივანზე) და უფრო მეტიც, სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკის დროს მისცეს დამატებითი ალკოჰოლური სასმელის მიღების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ნ--------იას პირადი და ბინის ჩხრეკის, აგრეთვე ქ.თბილისში, მ---------ის ქ---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტი, თუმცა გამორიცხა ლ-–- ა--------ის ბრალეულობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვასა და გასაღებაში შემდეგ ძირითად გარემოებებზე აპელირებით:
Ø საგამოძიებო მოქმედებების დროს ლ----------ის უგონო, მძიმე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ლ----------ის ხელმოწერების არარსებობა
საგამოძიებო მოქმედებების დროს ლ----------ესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი, შსს ც--------–---------------–ური პოლიციის თანამშრომლების: ზ.ქ-----–-–---–ის, ე.ც---–---ის, ა.კ--------ისა და ჯ.ტ------ის, აგრეთვე ექსპერტების: შ----------ისა და ლ---------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ლ-–- ა--------ე როგორც ჩხრეკების, ისე დაკავებისა და გამოკითხვის დროს იმყოფებოდა საღ გონებაზე და საუბრობდა სრულიად ადეკვატურად. იზოლატორის სამედიცინო ცნობასა და მოწმე ზ.ქ-----–-–---–ის მიერ მითითებული გარემოება, რომ ლ----------ეს „პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი“ აპრიორი არ ადასტურებს ბრალდებულის უგონო, არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს იმდენად, რამდენადაც მსუბუქი ალკოჰოლური თრობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ალკოჰოლის სუნის არსებობა. იმავეს ადასტურებს, ლ----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, სადაც ასახულია თუ როგორ მიუძღვება და როგორ უღებს კარს სამართალდამცველებს ბრალდებული, რომლის ვიზუალიც ნამდვილად არ იძლევა მისი უგონო, მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნის ვარაუდის საფუძველსაც კი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ლ----------ის ხელმოწერების არსებობა-არარსებობას, კერძოდ:
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე (დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, პირადი, ა/მანქანისა და ბინის ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმები) ფიქსირდება სიტყვიერი, ასოითი ტრანსკრიფციის მქონე ჩანაწერები შესრულებული ლ----------ის მიერ, დაცვის მხარის მიერ ხელწერის ექსპერტიზა დაინიშნა ოქმებზე არსებული ხელმოწერების - უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვანი მარყუჟების კუთვნილების დასადგენად და მიღებული იქნა შესაბამისი დასკვნაც, რომ სადავო ხემოწერებისა (უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვანი მარყუჟების) და ლ----------ის ხელმოწერის ნიმუშების (ასოითი ტრანსკრიფციის) ურთიერშედარება შეუძლებელია, თუმცა ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დადგინდა, რომ ყველა სადავო ხემოწერას შორის არის თანადამთხვევები როგორც საერთო, ისე კერძო ნიშნებში, თანადამთხვევები მყარია და იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ყველა მათგანი შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. შესაბამისად, ზ/აღნიშნული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნაც კი, კატეგორიულად არ გამორიცხავს ხელმოწერების ლ----------ისადმი კუთვნილებას.
სწორედ აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ (რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე წინასასამართლო სდომაზე), ბრალდების მხარის მიერ დაინიშნა ხელწერის ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ:
- ბრალდებულის დაკავების ოქმზე მოკლე ჩანაწერი „პირადად“ და სიტყვების გასწვრივ „დაკავების ოქმს გავეცანი“, აგრეთვე ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე ჩანაწერი „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ შესრულებულია ლ-–- ა--------ის მიერ.
- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე ხელნაწერი ტექსტის, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით „ჩემი დროებითი საცხოვრებელი...“ „...პირადი მოხმარებისათვის“, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებებზე, პირადი ჩხრეკის, ა/მანქანის ჩხრეკის, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებზე არსებული ხელმოწერების ლ----------ისადმი კუთვნილება კატეგორიულად ვერ დადგინდა ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ნაწილზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერების კუთვნილება ლ----------ისადმი, ხოლო დარჩენილ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის, რომ კუთვნილების კატეგორიულად დადგენის შეუძლებლობა განპირობებულია ნიმუშების სიმცირითა და შეუსაბამობით (და არა იმ გარემოებით, რომ ნიმუშები შედარდა და არ დაემთხვა), თუმცა უსაფუძვლოა საუბარი, რომ დროის მოკლე შუალედში, თანმიმდევრულად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებიდან მხოლოდ ზოგიერთს მოაწერა ხელი ლ----------ემ და კიდევ უფრო ალოგიკურია მტკიცება იმისა, რომ შესაბამის ოქმებზე სიტყვიერ ჩანაწერებს -„პირადად“, „დაკავების ოქმს გავეცანი“, „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ ლ----------ე აკეთებდა საკუთარი ხელით და ხელმოწერებს აფიქსირებდა სხვა პირი.
Ø ქ.თბილისში, მ---------ის ქ---ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან ლ----------ის კავშირი
ქ.თბილისში, მ---------ის ქ---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დროებით ლ-–- ა--------ის სარგებლობაში არსებობის ფაქტი დადასტურებულია როგორც მოწმე ნ--------იასა და ბინის მესაკუთრე ვ.ფ---–--------ის ჩვენებებით, ისე დაკავების, პირადი, ბინის ჩხრეკისა და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, სადაც თავად ბრალდებულ ლ----------ემ გამოძიებას დროებით საცხოვრებელ ადგილად მიუთითა სწორედ ზ/აღნიშნული მისამართი (აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით). რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბინასთან შემხებლობა ჰქონდა არაერთ პირს, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობდა ბრალდებულის მეგობარი ნ.ყ---–--–---–ი, არ გამორიცხავს ლ----------ის ბრალეულობას შემდეგ გარემოებათა გამო: ბინა ვ.ფ---–--------ისაგან ნაქირავები ჰქონდა უშუალოდ ლ----------ეს, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი საცხოვრებელი ადგილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მესაკუთრის წინაშე და მხოლოდ მას, როგორც მესაკუთრისაგან უფლებამოსილ პირს - დამქირავებელს და არა მის სტუმრებს (მათ შორის ნ.ყ---–--–---–სა და ნ--------იას, რომლებიც შესაძლოა ხშირად სტუმრობდნენ ლ----------ეს და პერიოდულად რჩებოდნენ კიდეც) შეეძლო როგორც ბინის გასაღების შეცვლა, ისე ბინაში არსებული ნივთების, მათ შორის სეიფის შეკეთება.
Ø ქ.თბილისში, მ---------ის ქ---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან ამოღებულ ნივთებზე ლ----------ის გენეტიკური პროფილის არსებობა
აღსანიშნავია, რომ ბიოლოგი----ი (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სეიფიდან ამოღებულ ორ ცალ ხელთათმანზე, შავი და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ორ ცალ ყუთზე, მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის მთლიანობადარღვეულ კონტეინერზე, ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტების შეკვრაზე (მათში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებით) აღმოჩენდა ლ-–- ა--------ის გენეტიკური პროფილი. ქიმი----ი ექსპერტიზის დასკვნებით კი დადგენილია ხსენებულ ობიექტებზე ნარკოტიკული საშუალებების კვალის არსებობაც.
დაცვის მხარე ზ/აღნიშნულ ობიექტებზე ბრალდებულის დნმ პროფილის აღმოჩენასთან დაკავშირებით განავითარა ვერსია, რომ გენეტიკური პროფილი ლ----------ის სეიფთან და ხელთათმანთან შემხებლობის გამო გადავიდა სეიფიდან ამოღებულ ნივთებსა და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალაზე. ამ მხივ ყურადსაღებია როგორც ქიმი----ი და ბიოლოგი----ი (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნების კვლევითი ნაწილი, ისე ექსპერტების ნ.კ--–----ისა და ნ.ო-----------ის ჩვენებები, საიდანაც დგინდება, რომ სხვადასხვა გამოსაკვლევი ობიექტი მოთავსებული იყო ცალ-ცალკე პაკეტებში და შესაბამისად არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამისა, დნმ-ის ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე გადასვლის თეორიულ შესაძლებლობაზეც ისაუბრა ექსპერტმა ნ.კ--–----ემ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უშუალოდ 1 მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული 3 ცალი ხელთათმანიდან მჭიდრო შემხებლობის მიუხედავად, ლ----------ის პროფილი აღმოჩნდა მხოლოდ ორ ხელთათმანზე და არ გადასულა მესამე ხელთათმანზე, შესაბამისად, რეალობას მოკლებულია სხვადასხვა დახურულ პაკეტში მოთავსებულ ობიექტებზე დნმ-ის გადასვლის შესაძლებლობა. რაც შეეხება ვერსიას, რომ ლ----------ემ გამოყენებული ხელთათმანი ბინაში დატოვა და შესაძლოა სხვა პირს ჰქონდა ამ ხელთათმანით შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ბიოლოგი----ი (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ხელთათმანებზე არა შერეული, არამედ მხოლოდ ლ----------ის გენეტიკური პროფილის არსებობა, რაც დაცვის მხარისავე ლოგიკით გამოირიცხება (თუკი დნმ პროფილის გადასვლა არის ისეთი მარტივი პროცესი როგორც დაცვის მხარე განმარტავს, დაუდგენელი პირის მიერ მჭიდროდ მორგებული ხელთათმანის გამოყენების პირობებში, მასზე უნდა დარჩენილიყო გენეტიკური პროფილი, თუნდაც იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიული).
Ø ნ--------იას პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და ლ----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების იდენტურობა
მართალია, ქიმი----ი ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ ნ.ო-----------ის ჩვენების თანახმად, შეუძლებელია ზ/აღნიშნული, ქარხნული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების იდენტურობის დადგენა, თუმცა ისინი ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლებით.
გარდა ამისა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ნ--------იას პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი სხვადასხვა ფერისა და ფორმის აბები და ფხვნილი/კრისტალები, კერძოდ:
· 2 (ორი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით,· 2 (ორი) ცალი მონაცრისფრო ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით,· 13 (ცამეტი) ცალი (ერთნაირი ფერის და ფორმის) იასამნისფერი ფერის ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით,· 15 (თხუთმეტი) ცალი მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით,· 15 (თხუთმეტი) ცალი მომწვანო ფერის (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერით, სტრუქტურით, ფორმით), მართკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს რელიეფური წარწერით - „Gucci“, მეორე მხარეს ნაჭდებით,· მოყვითალო ფერის ნივთიერებები (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერითა და სტრუქტურით) ფხვნილისა და კრისტალების სახით.
ლ----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი, სეიფიდან ამოღებული იქნა არა უბრალოდ ნარკოტიკული საშუალება მდმა, არამედ ხსენებული ნარკოტიკული საშუალების აბები ყველა იმ ფორმის, ფერისა და აღწერილობის (ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმი----ი მაჩვენებლების), რაც ნ--------იას უკანონოდ გადასცა ბრალდებულმა და რასაც ნ--------ია ასევე უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ისე ბინაში.
Ø ნ--------იას ჩვენების სანდოობა
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზ/აღნიშნული გარემოება ნ--------იას სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაფიქსირებულა, მან ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხი გასცა ყველა შეკითხვას, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი სრულ შესაბამისობაშია სს საქმეზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------იას (რომელიც ასევე ბრალდებულია და იმყოფება პატიმრობაში) ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან რაიმე სხვა ინტერესი, გარდა სიმართლის თქმის სურვილისა (მაგალითად: პასუხისმგებლობისგან თავის დაცვა ან სხვ.) მისი მხრიდან არ გამოვლენილა.
Ø დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები
სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად (აღნიშნული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში), სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ეწინააღმდეგება სს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიზნად ისახავს მხოლოდ ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ნ--------იას პირადი და ბინის ჩხრეკისას, აგრეთვე ლ----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად ლ----------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, საიდანაც ნაწილი - ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ გაასაღა ნ---- ჩ----------ე. შსს ც-------–---------------–----ი პოლიციის თანამშრომლების მიერ ზ/აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა როგორც ნ---- ჩ------იას პირადი და საცხოვრებელი ბინის, ისე ლ-–- ა--------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ – 1 გრამზე მეტი ოდენობით, „ამფეტამინი“– 1 გრამზე მეტი ოდენობით, „ბუპრენორფინი“ – 0,12 გრამზე მეტი ოდენობით, და „კოკაინი (მარილი)“ - 6 გრამზე მეტი ოდენობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობას, სს საქმეში წარმოდგენილი ქიმი----ი ექსპერტიზის დასკვნებით, თითოეული ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბევრად აღემატება კონკრეტულად მისთვის დადგენილ ზ/აღნიშნულ ზღვარს (მდმა - 1039.9649 გრამი, ბუპრენორფინი - 2,5518 გრამი, ამფეტამინი - 27.86115 გრამი, კოკაინი (მარილი) – 38.099195 გრამი).
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- ა--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–- ა--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ლ-–- ა--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობებისა და უპრეცედენტო რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ლ-–- ა--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ლ-–- ა--------ეს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- ა--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ-–- ა--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 15 მარტიდან.
ლ-–- ა--------ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგი----ი და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასი----ი საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ლ-–- ა--------ეს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნ---- ჩ------იას პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;
- ლ-–- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ლ-–- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 870 ლარის ოდენობით (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ლ-–- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ლ-–- ა--------ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ბ------ის იუსტიციის სახლიდან ამოღებული, ლ-–- ა--------ის მიერ 2--- წლის 27 დეკემბერს წარდგენილი განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, თანდართული დოკუმენტაციით 10 (ათი) ფურცლად დაუბრუნდეს ბ------ის იუსტიციის სახლს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნ-----ია