განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––--ის რაიონული სასამართლო
საქმე #1/278-1-წ. 1- დეკემბერი, 20-8 წელი ქ.ა---––--ე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ე-–------------------–-–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ------- ხ-----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბ.0-.0-.1--- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: დ.ა-----ა ვ-----ის ქ.N7-; ფაქტობრივად მცხოვრები დაბა ა-----ა ყ------ის ქ.N3-;
ადვოკატი - ო--------------–--ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გ------- ხ-----ეს ბრალი ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
დადგენილების თანახმად, 20-6 წლის 21 ს--------რს დაახლოებით 11:30 საათზე ა-----ის რაიონის სოფელ ნ--------თან მოძრაობდა ავტომანქანა ,,მ-–----–ი გ--------ი’’ სახ.ნომრით D---------ით. მან ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 3- პუნქტი 1-ის და ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები, კერძოდ, კი გ------- ხ-----ის მიერ გასწრების მანევრის შესრულების დროს საფრთხის წარმოქმნის მომენტში, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ა/მანქანა ვ---2-2-4 სახ.ნომრით A---1--, რომელსაც მართავდა ი----- ზ--------ე გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა გვერდულზე და ამობრუნდა. შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ---2-2-4 სახ.ნომრით A---1---ის მგზავრმა რ----- ნ--------ემ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------- ხ-----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ------- ხ-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
ბრალდებულის გ------- ხ-----ემ თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით განმარტა, რომ ცხოვრობს დ.ა-----აში. 20-6 წლის 2- ს--------რს ასპინძიდან ა---–---–--ის მიმართულებით მოძრაობდა მ-–----–ის მარკის მარჯვენა საჭიანი ავტომანქანით. ა-----იდან სანამ გავიდოდა ცენტრთან იდგა სამი ქალბატონი, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებას ელოდებოდნენ. ბრალდებულმა დაიმგზავრა ქალბატონები, რომელთაგან ერთი წინ იჯდა და ორი უკან. დაახლოებით მე-7 კილომეტრზე წამოეწია ტრაილერს და შეანელა სიჩქარე. ამ კონკრეტულ ადგილას სატვირთო ავტომანქანის გვერდულზე გაჩერება შეუძლებელია ვიწრო მანძილის გამო, თუმცა ტრაილერმა აანთო ე.წ. სტოპები, ბრალდებულმა ივარაუდა, რომ ტრაილერი ან შეჩერებას აპირებდა, ან წინ რაიმე დაბრკოლება იყო და ამის გასარკვევად საჭე მარცხნ-- აიღო, ისე რომ საბურავებს ღეძულა ხაზი არ გადაუკვეთიათ. მართალია მის ავტომანქანას საჭე აქვს მარჯვნ--, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილას საპირისპირო ზოლში გადმოსვლა არ დასჭირვებია რათა დაენახა ტრაილერის შეჩერების მიზეზი და დაბრკოლების არ არსებობის შემთხვევაში გაესწრო მისთვის. ამ დროს დაინახა საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ნ--ა. ბრალდებულისათვის უცნობია მიზეზი თუ რატომ იხმარა ნ--ის მძღოლმა რამოდენიმეჯერ მუხრუჭი, გასრიალდა, ფერდობზე ავარდა და ამოტრიალებულ მდგომარეობაში გაჩერდა. შემთხვევის გამო გააჩერა მანქანა და გაიქცა დასახმარებლად. ტრაილერი არ გაჩერებულა. ცოტა ხანში მივიდა პატრული და სასწრაფო.
მოწმე ი----- ზ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-6 წლის 2- ს--------რს დაახლოებით 11:00 საათზე გამოვიდა ქალაქ ა---–---–--იდან ა---––--ის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით A---1--, საჭესთან იჯდა თვითონ, ავტომანქანაში იყვნენ ასევე მისი თანამშრომლებიც. გზის საფარი იყო მშრალი, ხილვადობის არე არ იყო შეზღუდული. როდესაც გასცდა ა-----ის რაიონის სოფელ ნ--------ს მოსახვევში შევიდა ტრაილერი, მას უკან მოჰყვებოდა ,,მ-–----–ის" მარკის ავტომანქანა რომელმაც დაიწყო მოძრაობა მისი მიმართულებით სავალ ზოლში სატვირთო ავტომანქანის გასწრების მიზნით. მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 40მ. დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და საჭე აიღო მარჯვნ--. შედეგად მანქანა გასრიალდა და გადავიდა გზიდან, ა/მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა და ზურგზე დაეცა. მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა ვ-–-----------ე. მივიდა ,,მ-–----–ის" მძღოლიც. ასევე მივიდნენ სასწრაფო დახმარება და პოლიცია. მისი ორი ადამიანი იყო დაშავებული. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მასსა და ,,მ-–----–ის" მარკის ავტომანქანას შორის მანძილი მისი დანახვის დროს გამოიკვეთა 4,9 მეტრი. პირველი დაკითვის დროს მიუთითა 6- მეტრი რადგან მაშინ ასე აღიქვა. გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. საფრთხის დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და გადავიდა მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს, თუმცა მანქანა მუხრუჭის გამო გახოხდა და გადავიდა მარჯვენა გვერდულზე, შემდეგ მოცურდა და შეეჯახა კლდეს. მის სავალ გზაზე დაბრკოლება შეუქმნა ,,მ-–----–ის" მანქანის მძღოლმა, რომელიც იმყოფებოდა მის სავალ გზაზე.
მოწმე რ----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში. 20-6 წლის 2- ს--------რს მუშაობდა ა---–---–--ში ბაზის დაცვაში. 2- ს--------რს სამსახურის მანქანით ნ--ით წამოვიდნენ ა---–---–--იდან. მძღოლი იყო ი----- ზ--------ე. ა-----ასთან ახლოს მათ სავალ გზაზე იყო გადასული მანქანა მ-–----–ის მარკის მოძრაობდა საშუალო სიჩქარით, რომელიც გასწრებას ცდილობდა ტრაილერისთვის. მოუვიდათ ავარია და ამობრუნებულ მდგომარეობაში გაჩერდა მანქანა. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაუხმარებლად თავისით. მან უარი განაცხადა სასწრაფო დახმარებაზე. არ ჰქონდა არანაირი დაზიანება მხოლოდ საღამოს საათებში იგრძნო ტკივილი და მიმართა ა---––--ის სავადმყოფოს შემდეგ გ-----ს ჰ---------–ს.
მოწმე ვ-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში რადიო ოპერატორად. 20-6 წლის 2- ს--------რს, დილის საათებში მიდიოდა სამსახურის მანქანით ახალქალაქიდან ა---––--ის მიმართულებით, მძღოლი იყო ი----- ზ--------ე. სანამ ა-----აში შევიდოდნენ ერთ მოსახვევში დაინახა, რომ ტრაილერს უსწრებდა ,,მ-–----–ის" მარკის მანქანა, ი----- ზ--------ემ იხმარა მუხრუჭი, საჭე აიღო მარჯვნ--, მანქანა გაცურდა, ავარდა გორაკზე და ამოტრი-ლდა. გზიდან რომ არ გადასულიყო შეეჯახებოდა და შესაძლებელია მსხვერპლიც ყოფილიყო. მანქანიდან თვითონ გადმოვიდა და არანაირი დაზიანება არ მიუღია. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს მ-–----–ის მარკის ავტომანქანის მგზავრებმა. სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი პატრული მივიდა.
მოწმე ს----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში მძღოლად. 20-6 წლის 2- ს--------რს იმყოფებოდა ახალქალქში. ა---–---–--იდან წამოვიდა ნ--ით, რომელსაც მართვდა ი----- ზ--------ე და იჯდა მის გვერდით. ა-----ის რაიონის სოფელ ნ--------თან შეხვდა ტრაილერი, რომელსაც ასწრებდა მსუბუქი მანქანა მ-–----–ი. 40მ იქნებოდა ავტომანქანების შორის მანძილი. მძღოლმა დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და საჭე აიღო მარჯვნ--, მანქანა გახოხდა, ავარდნენ გორაზე და მანქანა ამოტრიალდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს ქალებმა რომლებიც მიცუბისში იჯდნენ. ავტომანქანაში იმყოფებოდნენ თვითონ, მძღოლი ი----- ზ--------ე, რ-----ი მ--------ე, რ-----ი ნ--------ე და ვ-–-----------ე. მას აღენიშნებოდა თითებზე ჭრილობა, ყველა თავისით გადმოვიდა ავტომანქანიდან.
მოწმე რ----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ინტუქტორის თანამდებობაზე. 20-6 წლის 2- ს--------რს ა---–---–--იდან მიდიოდა სახლში. გზაში ჩაეძინა და ავარიის დროს გაეღვიძა. თავისით გადმოვიდა მანქანიდან, ხელი ჰქონდა მოტეხილი. ავარიის მიზეზი არ იცის რადგან მას ეძინა და მანქანა რომ ამოტრიალდა მაშინ გაეღვიძა. მას ჰქონდა მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ერცერთ მხარესთან.
მოწმე ნ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-6 წლის 22 ს--------რს ავტომანქანით გაიყოლა გზაზე გამვლელმა გ------- ხ-----ემ, სადაც სხვა ქალებიც იჯდნენ. მიდიოდა ა-----იდან სოფელ ნ--------ში. მანქანაში იჯდა წინ მარცხენა მხარეს. ავტომანქანა იყო მარჯვენა საჭით. უკან იჯდა ორი ქალბატონი, რომლის სახელებიც არ ახსოვს. გზაში დაეწიენ სატვირთო ავტომანქანას, იგი მიდიოდა მათ წინ. მძღოლი გასწრების მიზნით გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში მარცხენა მხარეს და უეცრად მოსახვევში შემოვიდა ნ--ა. ისინი მიდიოდნენ სწრაფად. ნ--ის მოახლოების დროს თვალებზე აიფარა ხელები ეგონა ეჯახებოდა მაგრამ მანქანა არ დაჯახებია ისე ამობრუნდა. მძღოლს სურდა სატვირთო ავტომანქანის გასწრება, თითქმის შუა ნაწილამდე მივიდა, მაგრამ ვეღარ გაასწრო და ჩადგა მძღოლი თავის გზაზე სატვირთო მანქანის უკან. გზა განაგრძეს ჩვეულებრივად. ამოტრიალებული მანქანა დაინახა მარცხენა მხარეს. რა სიჩქარით მიდიოდნენ და სად მოხდა აღნიშნული შემთხვევა არ ახსოვს. მძღოლი შეჩერდა ადგილზე, მათ მგზავრობა განაგრძეს სხვა მანქანით. ტრაილერს უკან მიყვებოდნენ დაახლოებით 10-15 წუთი.
20-6 წლის 2- სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ,,ა---––--ე-ნ----–-------ს--------ს'' საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე და 91- მეტრზე. მარჯვენა სავალი ზოლის სიგანეა 4,2 მეტრი, მარცხენა სავალი ზოლის სიგანეა 3,7 მეტრი. მარჯვენა გვერდულის სიგანეა 2,2 მეტრი, მარცხენა გვერდულის სიგანეა 0,6 მეტრი. შეჯახების ადგილამდე, ა---–---–--ის მხრიდან, მარჯვენა სამოძრაო ზოლში აღინიშნება მუხრუჭის კვლები. პირველი მუხრუჭის სიგრძეა 9,7 მეტრი, შემდეგ წყდება კვალი და 14,5 მეტრის შემდეგ კვლავ დაფიქსირებულია ასფალტზე მუხრუჭის კვალი, იმავე ზოლში, რომლის სიგრძეა 2,6 მეტრი და სრულდება მარჯვენა გვერდულთან. ასევე აღინიშნება საბურავის მეორე კვალი, რომლის სიგრძეა 5,7 მეტრი და ასევე სრულდება მარჯვენა გვერდულთან. შეჯახების ადგილი მარჯვენა გვერდულიდან დაშორებულია 3,2 მეტრით. შეჯახების ადგილიდან 7.3 მეტრში, ა-----ის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ასფალტზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში სიგანეზე დევს ა/მანქანა ,,ვ--- 2-2-4'' სახ.ნომრით A---1--, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შედგა სქემა და ექსპერტის მიერ გადაღებულ იქნა ფოტოსურათები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა თ---------------ემ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებით.
20-6 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილი-, რომ ექსპერიმენტი ჩაატარა გამომძიებელმა თ---------------ემ მოწმე ი----- ზ--------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ექსპერიმენტის ჩატარებაში ეხმარებოდა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრები ბ----------–---–---–ი და ვ--–-----------------ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ი----- ზ--------ესთან ერთად მივიდა ,,ა---––--ე-ნ----–-------ს--------ს'' საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე და 91- მეტრზე, სადაც ამოუბრუნდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ,,ვ--- 2-2-4'' სახ.ნომრით A---1--. მოწმემ მიუთითა კონკრეტული ადგილი საიდანაც დაინახა მის სავალ ნაწილზე მოძრავი მ-–----–ის მარკის ავტომანქანა. სწორედ ამ ადგილას იხმარა მუხრუჭი, მას არ შეეძლო ავტომანქანის მანამდე დანახვა. გაზომილ იქნა მხედველობის არე და დადგინდა, რომ სადაც მუხრუჭის კვალი იწყება 1-,70 მეტრის დაშორებით ა---–---–--ის მიმართულებიდან მხედველობის არე შეადგენს 200 მეტრს. შედგა შემთხვევის სქემა. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტმა მ---------–------მა გადაიღო ფოტოსურათები. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურეს თავისი ჩვენებით მონაწილე პირებმა ვ--–-----------------ემ, ბ----------–---–---–მა, ი----- ზ--------ემ, მ---------–------მა, თ---------------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის N8-/ს თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,V---2-2-4’’ სანომრე ნიშნით A---1-- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეესაბამება - 2800 (ორიათასრვაასი) ლარს. ექსპერტის გ------- სამხარაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს--–---ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. 20-6 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით ს--–---ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში შევიდა დადგენილება სასაქონლო ექსპერტიზის შესახებ, რომლის ჩატარება დაევალა მას. 31 ოქტომბერს ჩაატარა ექსპერტიზა. მის მიერ კონკრეტულად იქნა აღწერილი ავტომანქანის მდგომარეობა, რომელიც იყო საჯარიმოზე დამტვრეულ მდგომარებაში. არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ ამ მანქანის აღდგენას აზრი არ ჰქონდა და დაწერა დასკვნა. აღნიშნული ავტომანქანის დაზიანებები დეტალურად იქნა აღწერილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის N1--/ა-ს თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილი ,,მ-–----–ი’’-ს მძღოლ გ------- ხ-----ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 31 პუნქტი 1-ის და ჰორიზონტარული მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილი ,,ვ---2-2-4’’-ის მძღოლი ი----- ზ--------ეს, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების დროსა და მანძილის სიმცირის გამო ვერ შეძლებდა. მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
მოწმე ზ-------–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ს--–---ჯავახეთის მთავარ ექსპერტთა უფროსად. 20-6 წლის 26 ოქტომბერს წარედგინა დადგენილება, რომლის საფუძველზეც ჩაატარა ექსპერტიზა. მან იხელმძღვანელა საქმის მასალებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ავტომანქანა ნ--ა მოძრაობდა ა---–---–--იდან ა-----ის მიმართულებით, ერთ-ერთი მოსახვევის გავლის შემდეგ მძღოლმა დაახლოებით 41 მეტრში დაინა მ-–----–ის მარკის ავტომანქანა, რომელიც მიდიოდა მის სავალ ზოლში სატვირთო ავტომობილის გასწრების მიზნით. ამ დროს ავტომობილებს შორის მანძილი იყო 41 მეტრი. ამის გამო ნ--ის მძღოლმა ვითარება აღიქვა საფრთხედ, საჭე მიმართა მარჯვნ--, დაამუხრუჭა და დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, მარჯვენა მხარეს გვერდულზე შეეჯახა ფერდობს და ამობრუნდა. ძიებისგან დადგენილი იქნა სიჩქარეები ავტომობილების მოძრაობისას 70კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ნ--ა, მ-–----–ი 6- კმ/სთ სიჩქარით ასეთ შემთხვევაში 3,6 წმ დასჭირდებოდა გასაჩერებლად. ნ--ის მძღოლს რომ არ მიემართა მანევრისთვის შემთხვევის აცილების მიზნით შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. მან რამოდენიმეჯერ იხმარა მუხრუჭი, რაც წარმოადგენს მძღოლის ინდივიდუალურ რეაქციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო ტრასოლოგი----- ექსპერტიზის 20-6 წლის 26 სექტემბრის N1--/სტ დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა/მანქანაზე ,,ვ---2-2-4’’ სახ.ნომრით A---1-- არსებული მრავლობითი დაზიანებები და დეფორმაციები მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის; წარმოდგენილ ა/მანქანაზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს დადგენილებაში მითითებულ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად; გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა/მანქანა მისი საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით შეჯახებაზე ტექნიკურად გაუმართაობები არ წარმოადგენს; წარმოდგენილ ა/მანქანაზე ,,ვ---2-2-4’’სახ.ნომრით A---1-- არსებული მრავალმხრივი და მრავლობითი დაზიანებები და დეფორმაციები მიყენებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაიმე მკვრივ და მყარ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისას და ძლიერი ზემოქმედების შედეგად რასაც ადგილი ექნებოდა შეჯახების დროს. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმე ე-–-------------–---–მა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებაში მიუთითა, რომ დასკვნა გაიცა ს--–---ჯავახეთის საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსი გამომძიებლის თ---------------ის დადგენილების საფუძველზე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N7--/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,უ------- სამცხე’’ ა-----ის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N27-ისა და სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰ---------–ის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის მიხედვით რ-----ი ნ--------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა ღია მოტეხილობა, მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები შუბლ-თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N7--/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰ---------–ის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა-ის მიხედვით ს----------–---–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორაციები მარცხენა მტევნისა და მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, ზედაპირული ჭრილობა მარჯვენა თეძოს მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექსპერტმა დ-------------–---–მა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო დასკვნების სისწორე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N7--/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰ---------–ის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-200-5/ა-ს მიხედვით რ----- მ--------ის სხეულზე დაზიანებების რაიმე ობიექტრუი ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-6 წლის 04 ოქტომბრის N00-891--6 ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი----- ზ--------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. დასკვნის სისწორე ჩვენებით დაადასტურა მოწმე ცი----- მ---------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმი----- ექსპერტიზის დასკვნა N5--/ქმ-ის თანახმად, ა/მანქანა ,,ვ---2-2-4’’ სახ.ნომრით A---1---ის მძღოლის სავარძლის დასაჯდომი ადგილიდან დაქტილოფინით ამორებული ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ი----- ზ--------ის შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. დასკვნის სისწორე ჩვენებით დაადასტურა მოწმე ს--------------მ.
20-7 წლის 18 ი-----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ნ--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონ--რულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონ--რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31 მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება სატრანსპორტო დანაშაულთა კატეგ-----ას. არის ბლანკეტური კატეგ-----ის - მითითებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევ---ე. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა, რომ ქმედებას მოჰყვეს კონკრეტული შედეგი. სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლში მითითებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი განისაზღვრება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონით.
განსახილველ საქმეში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ მძღოლმა გ------- ხ-----ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 3- პუნქტი 1-ის და ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები. ბრალდების მხარის მიერ მითითებული დასკვნა ემყარება კომპეტენტური ექსპერტის მიერ გაცემულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 3--ე მუხლი ადგენს, რომ მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
კანონი ასევე იძლევა განმარტებებს საგზაო ნიშნების შესახებ და დანართი 2-ში მითითებულია ინფორმაცია საგზაო მონიშვნების შესახებ, რომლის თანახმად, საგზაო მონიშვნები ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს, არის მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად. თუ გადასატან სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნებით. ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
საქმის განხილვის შედეგად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მოწმეთა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უთითებენ, რომ ,,მ-–----–ის" ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გ------- ხ-----ე, მოძრაობდა ავტომანქანა ,,ნ--ის" სავალ ზოლში მიუხედავად უწყვეტი ღერძულა ხაზისა, რაც უკრძალავდა მძღოლს საპირისპირო ზოლში გადასვლას. არსებული რელიეფისა და შეზღუდული მხედველობის გამო, ი----- ზ--------ემ მხოლოდ 41 მეტრის მოშორებით შესძლო ,,მ-–----–ის" ავტომანქანის დანახვა და იმის გამო, რომ იგი მოძრაობდა შემხვედრი მიმართულებით და აპირებდა სატვირთო ავტომანქანისათვის გასწრებას ხოლო, მანევრის გაგრძელების შემთხვევაში შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა, მყისიერი რეაქციით გადაწყვიტა ავტომანქანის შეჩერება. რამოდენიმეჯერ იხმარა მკვეთრი მუხრუჭი, რამაც განაპირობა ავტომანქანა ,,ნ--ის" გახოხება და გადასვლა გზის სავალი ნაწილიდან გვერდულზე. მძღოლმა ვეღარ შესძლო საჭის დამორჩილება, შეეჯახა გვერდულზე არსებულ ბორცვს და ავტომანქანა ამობრუნდა. ავტომანქანა ნ--ის მგზავრმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანებს შორის უშუალო შეჯახებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქმის ფაქტოვრივი გარემოებები მიუთითებენ მიზეზშედეგობრივ კავშირზე ბრალდებულის გ------- ხ-----ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გ------- ხ-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ განაპირობა ავტომანქანა ,,ნ--ის" მძღოლის მოქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის დადგენილ წესებს. ამასთან, გ------- ხ-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე ავტოსაგზაო შემთხვევას არ ექნებოდა ადგილი, რაც ასევე არ გამოიწვევდა რ----- ნ--------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7-8 მუხლების თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია გ------- ხ-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლოს დასკვნა გ------- ხ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონ--რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
გ------- ხ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, მის მიერ არ მოხდარა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ------- ხ-----ეს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს როგორც მძღოლის მოვალოების დარღვევის გამო გამოწვეულ საფრთხეს, გამოწვეული შედეგის სიმძიმეს და სავალდებულოდ მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. ამასთან, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებული არის ტაქსის მძღოლი და სასჯელის მიზნების შესასრულებლად მიიჩნევს, რომ გ------- ხ-----ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 6 თვის ვადით. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და ამავე დროს იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ხ-----ე (დაბ.0-.0-.1---წ. პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაღვროს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. კერძოდ, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. გ------- ხ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 1000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ი- ხ-----ის (პ/ნ0----------), გ------- ხ-----ის (პ/ნ 0----------), ი-----–--- ხ-----ის (პ/ნ0----------) და ნ--------------–--ის (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე დაბა ა-----ა, ვ-----ის ქუჩა ,,ხ---–-–ა'' ს.კ 6-.0-.3-.6--. (20-7 წლის 28 ნოემბრის N 1-/0---17 განჩინება)
3. ნ--თიერი მტკიცებულებები: ავტომანქანა ,,ვ---2-2-4’’ სახ.ნომრით A---1-- რომელიც განთავსებულია ქ.ა---––--ეში ა---–---–--ის გზატკეცილზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომ ,,ე-–---''-ს ტერიტორიაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; ი----- ზ--------ის შარვალი რომელიც ერთვის საქმეს დაუბრუნდეს ი----- ზ--------ეს; დაქტილოფირები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი