გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
330210018002262033
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002262033

საქმე N2/1418-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2--8 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ლ---------------ი

წარმომადგენელი დ--------------–---–ი, ე-–------------ი

 

მოპასუხეები ააიპ თ---–---------------------------ი, გ---–---------–-----ი, რ----–-----–-----

მოპასუხე ააიპ თ---–---------------------------ის წარმომადგენელი უ–------------ე, ს--–--------------ა

მოპასუხეების გ---–---------–-----ის და რ----–-----–-----ის წარმომადგენელი გ--------–-------–---–ი

 

დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს ააიპ თ---–---------------------------ს ლ---------------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში (მდებარე - ქ. თბილისი, ბ----–--ის ქ. N19) მოაწყოს სან. კვანძი.

 

1.2. აღიკვეთოს გ---–---------–-----ის და რ----–-----–-----ის ხელშეშლა, რა მიზნითაც აეკრძალოთ გ---–---------–-----ს და რ----–-----–-----ს ხელი შეუშალონ ლ---------------ს მის კუთვნილ საცხოვრებელ სადგომში, მდებარე ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19 (ს/კ 0----------------------) შემინული აივნის ბოლოს მათი თანხმობის გარეშე მოაწყოს სანიტარული კვანძი.

 

(იხ. სარჩელი, დამატებითი სარჩელი)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

ააიპ თ---–---------------------------მა ქ. თბილისში ბ----–--ის ქ. N19-ში განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მითითებულ მისამართზე ზ-----------------ს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ფართი 25 კვ.მ, შემინული აივანი 7 კვ.მ, ფარდული 6 კვ.მ, ღია აივანი 7 კვ.მ, ხოლო საპირფარეშო იყო საერთო მოხმარების სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად. არქიტექტურული პროექტის წარდგენის შემდეგ, სადაც არ იყო გათვალისწინებული მოსარჩელის ფართში სველი წერტილის მოწყობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფარდული და საერთო საკუთრების სველ წერტილებს ჩაუტარეს დემონტაჟი. მოსარჩელის მითითებით, სხვა მესაკუთრეებს სველი წერტილები მოუწყვეს საკუთარ საცხოვრებელ ფართში. მოსარჩელეს, კი მიუხედავად ფონდის სიტყვიერი და წერილობითი შეპირებისა არ მოუწყვეს სან. კვანძი, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია დღემდე ცხოვრობდეს ნაქირავებ ბინაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, ფონდი და მოპასუხე გ---–---------–-----ი, რომლის საცხოვრებელი ფართიც განლაგებულია ლ---------------ის კუთვნილი ფართის ქვეშ, შენობის 1 სართულზე, სამუშაოების მიმდინარეობისას სიტყვიერად შეთანხმდნენ მოსარჩელის კუთვნილ ფართში სან. კვანძის მოწყობის ადგილზე. აღნიშნულ ადგილას სან. კვანძის მოწყობაზე ზ. ღ--------იც არ ყოფილა წინააღმდეგი. სანაცვლოდ გ. ს-–-----ს არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა მოსარჩელის ფართში სან. კვანძის მოწყობაზე. მოპასუხეები შეთანხმდნენ, რომ გ. ს-–-----ის კუთვნილ ფართზე უნდა დაშენებულიყო მანსარდის სართული. გ. ს-–-----მა ისარგებლა, რა ფონდის თანამშრომლების დაუდევრობით, მას შემდეგ, რაც მოწყობილი იქნა მანსარდის სართული, რომლებმაც ფაქტობრივად სრულად დაფარა მოსარჩელის ფანჯარა, დაარღვია სიტყვიერი შეთანხმება და გაუწია მშენებლებს აქტიური წინააღმდეგობა მოსარჩელის კუთვნილ ფართში სველი წერტილის მოწყობაში. დააზიანა მეორე სართულიდან ჩამომავალი უკვე მოწყობილი კანალიზაციის მილი, რის გამოც მოსარჩელე დარჩა სანიტარული კვანძის გარეშე. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საინჟინრო ნორმების გათვალისწინებით გ. ს-–-----ის კუთვნილი ფართის ზემოთ სველი წერტილის მოწყობა დასაშვებია ტექნიკური ნორმების დაცვით და სხვა შესაფერისი ადგილი მოსარჩელის კუთვნილ ფართში არ არსებობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას სველი წერტილების მოწყობა არ ყოფილა გათვალისწინებული, ტექნიკური ნორმები არ იყო დაცული, რამაც განაპირობა მოსარჩელის უფლებების დარღვევა. გარდა აღნიშნულისა, არსებობს სხვა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის შესაბამისადაც შესაძლებელია კანალიზაციის მილის გატარება მოსარჩელის კუთვნილი ფართის გავლით, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში მოითხოვება იატაკის აწევა და კანალიზაციის მილის შეერთება მოხდეს ეზოში მდებარე კანალიზაციის ჭაში, რაც გამოიწვევს პროექტის შეცვლას, თუმცა აღნიშნულსაც ეწინააღმდეგება მოპასუხე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ააიპ თ---–---------------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2--1 წლის 15 ოქტომბერს ააიპ თ---–---------------------------სა და ზ-----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ვალდებულების სახით არ განსაზღვრავს სან. კვანძის მოწყობას. შესაბამისად არ არსებობს ააიპ თ---–---------------------------ის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხეებმა გ---–---------–-----მა და რ----–-----–-----მა წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა სან. კვანძი მოაწყოს იმგვარად, რომ აღნიშნულით არ შეზღუდოს მათ მფლობელობაში არსებული ნივთით სარგებლობა. ამასთანავე, მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელეს სან. კვანძის მოსაწყობად ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწვეტილება, რაც მას არ გააჩნია, შესაბამისად უსაფუძვლოა ნებართვის არ არსებობის პირობებში მოპასუხეთა ხელშეშლაზე საუბარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ-----------------ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19, ს/კ 0----------------------. მითითებული ქონება მოიცავს: 25 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, 7 კვ.მ შემინულ აივანს, 7 კვ.მ ღია აივანსა და თანასაკუთრებაში არსებულ საპირფარეშოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.2. ზ-----------------ის მეზობლად, ქ. თბილისში, ბ----–--ის ქუჩა N19-ში, მოპასუხე გ---–---------–-----ს საკუთრებაშია ბინა N4, ს/კ 0--18.----------.0--00-, საერთო ფართით 53 კვ.მ, რომელიც განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილი ფართის ქვევით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. ამავე მისამართზე (ქ. თბილისი, ბ----–--ის ქ. N19) მოსარჩელის მეზობლად მდებარეობს მოპასუხე რ----–-----–-----ის უძრავი ნივთი - ბინა N3 (ს/კ 0----------------------), რომელიც მოპასუხეს საკუთრებაში მიღებული აქვს 2----–-–-- 3 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. რ----–-----–-----ი არის გ---–---------–-----ის შვილი და დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ქვეშ განთავსებული ფართი მოპასუხე გ---–---------–-----ის მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. ააიპ თ---–---------------------------მა ქ. თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახორციელა ქვემო კა-–------–- მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

3.1.6. მითითებული პროექტის საფუძველზე რეაბილიტირებული იქნა ქ. თბილისში, ბ----–--ის ქუჩა N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

 

3.1.7. 2--1 წლის 25 ოქტომბერს ააიპ თ---–---------------------------სა და ზ-----------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ფ------- იკისრა ვალდებულება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში მესაკუთრეთა მიერ ქ. თბილისში, ბ----–--ის ქუჩა N19-ში მდებარე ფართის დროებით გამოთავისუფლების სანაცვლოდ აენაზღაურებინა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავების ღირებულება ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.10.2--1წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. ქ. თბილისში, ბ----–--ის ქუჩა N19-ში ჩატარებული რეაბილიტაციის საფუძველზე, მისამართზე არსებულ საერთო სარგებლობის საპირფარეშოს განუხორციელდა დემონტაჟი.

 

3.1.9. საერთო სარგებლობის საპირფარეშოს დემონტაჟის სანაცვლოდ, მოსარჩელეს კუთვნილ ფართზე არ მოეწყო ინდივიდუალური საპირფარეშო. ამასთან, ფონდის მიერ მიმდინარეობდა სან. კვანძის მოსაწყობად სამუშაოები, თუმცა მოპასუხე გ---–---------–-----მა გაწია წინააღმდეგობა, რამაც დააბრკოლა ააიპ თ---–---------------------------ის სამუშაოთა წარმოება.

 

3.1.10. დღეის მდგომარეობით ლ---------------ის ფართში არ არის მოწყობილი სან. კვანძი (საპირფარეშო და სამზარეულო), რომლის განთავსებაც ტექნიკურად შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეთა მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ფართის ზემოთ, რასაც ეწინააღმდეგება მოპასუხე გ---–---------–-----ი.

 

3.1.11. ზ-----------------მა კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19, ს/კ 0----------------------, 2--8 წლის 25 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ლ---------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ---------------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში (მდებარე - ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19, ს/კ 0----------------------) სან. კვანძის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეების გ---–---------–-----ის მფლობელობასა და რ----–-----–-----ის საკუთრებაში არსებული ბინის თავზე.

 

სადავო შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებსა და თავად ექსპერტის მიერ მიცემულ ჩვენებას, ამასთანავე მოსარჩელის მტკიცების მართებულობა დადასტურდა ადგილზე დათვალიერების გზითაც, რისი გაბათილებაც მოპასუხეებმა სათანადო წონადი მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ უზრუნველყვეს, კერძოდ:

 

ა) - სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2----–-–-- 29 სექტემბრის დასკვნის (N0--------) თანახმად, ქ. თბილისში, ბ----–--ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე ზ-----------------ის პირად საკუთრებაში არსებული 2 ოთახიანი ბინის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დგინდება, რომ:

- „სველი“ წერტილის მოწყობა ისე, როგორც დაგეგმილია, შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნული სამუშაოების პრაქტიკული განხორციელება არის სნ და წ 2.08.01-89 (პუნქტის 2.6: „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი“) დარღვევა.

- „სველი“ წერტილის მოწყობისას კანალიზაციის და წყალსადენის მილსადენთა სისტემის მონტაჟის დროს საიმედოდ უნდა იქნეს დაცული მილების ყველა შეერთების ჰიდროსაიზოლაციო ღონისძიებები. იატაკი და კედლები საკვანძის ფართში, ასევე დაფარული უნდა იქნას ნებისმიერი ტიპის ჰიდროსაიზოლაციო ფენილით. საკვანძის იატაკში მოწყობილი უნდა იქნას ტრაპი.

- ბინის დათვალიერებისას, საკვანძისათვის განკუთვნილი საკვლევი ფართის ნაცვლად სხვა, ალტერნატიული ფართი ზ. ღ--------ის ბინაში საკვანძის და სამზარეულოს მოსაწყობად არ არსებობს.

- ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამათბობელი აგრეგატების მოწყობა იმ კონსტრუქციების უშუალო სიახლოვეში, რომელიც შესრულებულია წვადი მასალისაგან (ხე) ხანძარსაწინააღმდეგო წესების თანახმად დაუშვებელია.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ქ. თბილისში ჩატარდა ბ----–--ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მცხოვრები ზ-----------------ის პირად საკუთრებაში არსებული 2 ოთახიანი ბინის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევა, ბინაში სველი წერტილის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე. საცხოვრებელი სახლი 2 სართულიანია, კონსტრუქციული ტიპის თვალსაზრისით მზიდკედლებიანი. საძირკველი ლენტურია, ყორექვის წყობით შესრულებული. ექსპერტიზის ჩატარება განპირობებულია იმით, რომ ზ. ღ--------ს დაგეგმილი აქვს ბინის ფართში ორი „სველი“ წერტილის მოწყობა: 1. სანკვანძის, რომელიც უნდა შეიცავდეს მცირეგაბარიტულ აბაზანას, ხელსაბანის ნიჟარას და უნიტაზს; 2. სამზარეულოს ფოტომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული „სველი“ წერტილების მოწყობა ხორციელდება დერეფნის სივრცეში და შესრულების მხრივ არის მხოლოდ საწყის სტადიაზე. დერეფნის იატაკის გადახურვის კონსტრუქცია შესრულებულია მონოლითურ რკინაბეტონში, რომლის ტანში ჩამონოლითებულია კანალიზაციის დგართან დაკავშირებული კანალიზაციის და წყლის მილები. აღნიშნული კანალიზაციის დგარი დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი სახლის გარე კედლის ზედაპირზე და ამჟამად ქვედა მეზობლის მიერ თვითნებურად არის გადაჭრილი.

 

ექსპერტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით აღნიშნული „სველი“ წერტილების მოწყობა ისე, როგორც ეს აქვს დაგეგმილი ზ. ღ--------ს, შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით აღნიშნული სამუშაოები არის სნ და წ 2.08.01 – 89 რეგლამენტის დარღვევა: პუნქტი 2.6: „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი“. ზ. ღ--------ის მიერ სანკვანძისათვის განკუთვნილი ფართი განთავსებულია ქვედა მეზობლის საცხოვრებელი ოთახის თავზე.

 

ამასთან, დასკვნის კვლევით ნაწილში მიეთითა, რომ სველი წერტილის მოწყობისას კანალიზაციისა და წყალსადენის მილსადენთა სისტემის მონტაჟის დროს საიმედოდ უნდა იქნას დაცული მილების ყველა შეერთებების ჰიდროსაილოზაციო ღონისძიებები. იმის გათვალისწინებით, რომ ბეტონი წყალს ატარებს, იატაკი და კედლები საკვანძის ფართში ასევე დაფარული უნდა იქნას ნებისმიერი ტიპის ჰიდროსაიზოლაციო ფენილით. სან. კვანძის იატაკში მოწყობილი უნდა იქნას ტრაპი.

 

ბინის დათვალიერებისას საკვანძისათვის განკუთვნილი საკვლევი ფართის ნაცვლად სხვა, ალტერნატიული ფართი ზ. ღ--------ის ბინაში საკვანძის და სამზარეულოს მოსაწყობად არ არის. ექსპერტიზის ჩატარებისას დაფიქსირდა, რომ ზ. ღ--------ის კიბის ქვემოთ არსებულ ნიშაში ქვედა მეზობელს დამონტაჟებული აქვს არმატურა საკედლე, ბუნებრივ აირზე მომუშავე, წყალგამათბობელი აგრეგატის მონტაჟი იმ კონსტრუქციების უშუალო სიახლოვეში, რომელიც შესრულებულია წვადი მასალისაგან (ზ. ღ--------ის კიბე ხისაა) დაუშვებელია. ამასთან ერთად, საერთოდ აკრძალულია აღნიშნული აგრეგატების განთავსება კიბეების ან საავარიო გასასვლელის უშუალო სიახლოვეში.

 

ბ) - ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი „დ---------------ე“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ბ----–--ის ქ. N19-ში მდებარე ზ-----------------ის საცხოვრებელ ბინაში (ს/კ 0----------------------) აბაზანა-საპირფარეშოს მოწყობისათვის გარდა წინასწარ გათვალისწინებული ფართისა (აივნის ბოლოში) ალტერნატიული ფართი არ არსებობს და ამ ფართში უნდა მოეწყოს (შეზღუდვის გამო) აბაზანა-საპირფარეშო, თანაც წყალმომარაგება-კანალიზაციის მილების შეერთების ადგილებში უნდა იყოს გერმეტიულობა დაცული და აბაზანა-საპირფარეშოს იატაკი მთელ ფართზე უნდა იყოს შესრულებული მაღალი დონის საიზოლაციო დამცავი ფენით, ამასთან ერთად საკანალიზაციო მილი უნდა გატარდეს აივნის იატაკის კუთხეში და ასასვლელი კიბის მიმდებარედ არსებული კედლის ჩაყოლებით მიუერთდეს საკანალიზაციო ჭას.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ზ-----------------ის საცხოვრებელი ფართი განთავსებულია ახლად რეაბილიტირებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე და მოიცავს ოთხ განაყოფს, რომელთაგან ორი განაყოფი 7-7 კვ.მ შემინული და ღია აივანია. ფართი ასევე მოიცავს 25 კვ.მ საცხოვრებელ ფართს და ეს ფართი ფაქტობრივად გაყოფილია ორ განაყოფად: მისაღებ ოთახად და საძინებლად. შემოწმების შედეგად დადგინდა ისიც, რომ ფართის რეაბილიტაციის პროცესში დამუშავებული პროექტის შესაბამისად სველი წერტილის (აბაზანა-საპირფარეშო) მოწყობა გათვალისწინებული იყო შემინული აივნის ფართში (7 კვ.მ) და შესაბამისად ამ ფართში ჩამონტაჟებულია წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელის მილგაყვანილობები. ვინაიდან აღნიშნული (აბაზანა-საპირფარეშოსათვის გამოყოფილი ფართი განთავსებულია პირველი სართულის ფართის მესაკუთრის არასველი წერტილის ფართის ზემოდან, პირველი სართულის მესაკუთრის მიერ იქნა დემონტირებული მოწყობილი საკანალიზაციო მილი რომელიც დაკავშირებული იყო საკანალიზაციო ჭასთან. ზ-----------------ის კუთვნილი ფართების შემოწმება-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სხვა ალტერნატიული ფართი აბაზანა-საპირფარეშოს მოწყობისათვის ამ ფართებში არ არსებობს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საკანალიზაციო ჭა არსებობს თვით ეზოში და გარდა ამისა ზ-----------------ის საცხოვრებელ ფართში აუცილებლად უნდა ჰქონდეს საძინებელი და მისაღები (რომლებიც შიგა ფართებია) და სველი წერტილების მოწყობა მიზანშეწონილია მოხდეს ეზოს მხარეს არსებულ ფართებში.

 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ-----------------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ფართების ადგილმდებარეობის და პირველი სართულის მობინადრის ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს აბაზანა-საპირფარეშო მოეწყოს იმ ადგილზე, სადაც ის გათვალისწინებული იყო პროექტით (შემინული აივნის ბოლოში) და საკანალიზაციო მილი კი გამოტარდეს აივნის იატაკის კუთხეში და მიუერთდეს საკანალიზაციო ჭას, რომელიც განთავსებულია ზ-----------------ის ფართში ასასვლელი კიბის მიმდებარედ. ე. ი. მილი გატარდება აივნის ბოლომდე იატაკზე (პირველი სართულის საცხოვრებელი ფართის ზემოდან) და ჩატარდება ასასვლელი კიბის მიმდებარედ და ჩავა ჭაში. ამით მოხდება საკანალიზაციო მილის აშორება პირველი სართულის ფართის ფასადის მხრიდან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკანალიზაციო მილის ასეთი მიმართულებით გატარებისას განხორციელებული უნდა იყოს ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მილიდან სითხის გაჟონვა. ე.ი. დაცული უნდა იყოს მისი გერმეტულობა. ასევე გერმეტულად და საიმედოდ უნდა იყოს მიერთებული ერთმანეთთან წყალომომარაგება-კანალიზაციის მილგაყვანილობები. გარდა მილგაყვანილობებისა, გერმეტულად უნდა მოხდეს აბაზანა-საპირფარეშოს იატაკის მოწყობა და იატაკის ქვეშ იზოლაციის მოწყობა ისეთი საშუალებებით, რომ ტენიანობის გაჟონვა არ მოხდეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ასეთი საიზოლაციო ფენის შესრულება დიდ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

აბაზანა-საპირფარეშოს მოწყობა საძინებლის, მისაღებისა თუ სხვა მოსახმარი ფართების ზემოდან გარკვეულწილად ნორმებისა და წესების დარღვევაა, მაგრამ ამ კონკრეტული შემთხვევისათვის სხვა ვარიანტი არ არსებობს და იძულების გამო ფართის მესაკუთრეს მოუწევს დამატებითი ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი ბინის ფართების სრულყოფილებისათვის (სველი წერტილის არსებობის გარეშე ბინის არსებობა შეუძლებელიცაა).

 

დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა და განმარტა, რომ ლ---------------ის კუთვნილ ფართში სან. კვანძის მოწყობა ტექნიკურად შესაძლებელია, მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი ფართის თავზე და სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთანავე, ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზ-----------------ის საცხოვრებელ ფართში გამოყოფილია სან. კვანძის მოსაწყობი ოთახი, სახლში შესასვლელი ჰოლის ბოლოს, თუმცა აღნიშნულ ოთახში სველი წერტილების მოწყობის წინააღმდეგია მოპასუხე გ---–---------–-----ი. ადგილზე დათვალიერებისას ექსპერტმა დ---------------ემ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია სველი წერტილების განთავსება იქ სადაც სურს მოსარჩელე მხარეს. უბრალოდ მილები უნდა გამოვიდეს და დაერთდეს შუშაბანდში კარის უკან არსებულ ქსელზე. ასევე შესაძლებელია მოხდეს ჰიდროიზოლაცია, ისე რომ მილის დაზიანების შემთხვევაში წყალი არ ჩავიდეს ქვედა სართულზე, ასევე არ შეწუხდეს მოპასუხე მხარე ხმით. ასევე ადგილზე დათვალიერებისას სპეციალისტმა დავით სხირტლაძემ განმარტა, რომ მილების ჰიდროიზოლაციისას მოხდება წყლის გატარება ტრაპში. ამდენად წყალი ქვედა სართულზე არ ჩავა. ადგილზე დათვალიერების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ შენობის პირველ სართულზე არსებული სველი წერტილის თავზე ფიზიკურად შეუძლებელია მოსარჩელემ მოაწყოს საპირფარეშო, რადგან პირველ სართულზე არსებული საპირფარეშოს თავზე განვითარების ფონდის მიერ მოწყობილია მოსარჩელის სახლში შემავალი კიბე. ეზოში არსებული მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საპირფარეშო აღარ არსებობს. მოპასუხეს პირველ სართულზე გაერთიანებული აქვს მისაღები და სამზარეულო, ასევე აქვს იზოლირებული საძინებელი და სადაც არ უნდა მოაწყოს მეორე სართულზე მოსარჩელემ საპირფარეშო, ყველგან წინააღმდეგია მოპასუხე, გარდა მისი საპირფარეშოს თავზე მოწყობისა, რაც ტექნიკურად შეუძლებელია.

 

სასამართლო ერთობლიობაში აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამავდროულად მხედველობაში იღებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას, ითვალისწინებს თავად ააიპ თ---–---------------------------ის მიერ მიცემულ განმარტებას და დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნის გამართულობას, რამეთუ მოსარჩელის კუთვნილ ფართში სან. კვანძის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეთა კუთვნილი ფართის თავზე. მართალია, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპასუხეთა ინტერესებიც, რომლებიც თავის მხრივ წინააღმდეგნი არიან სან. კვანძის მათი საკუთრების თავზე მოწყობაზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელისათვის უალტერნატივო საშუალებას კუთვნილ ფართში საპირფარეშოს მოწყობისათვის მისი ინტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს უპირატესად, რადგანაც სან. კვანძის არსებობის გარეშე საკუთრებით სარგებლობა შეუძლებელია, ხოლო სან. კვანძის მოპასუხის საკუთრების თავზე განთავსება არ ლახავს იმგვარად მოპასუხის ინტერესს, რაც შეუძლებელს გახდის მისი საკუთრებით სარგებლობას, მით უფრო იმ ვითარებაში, თუ მოსარჩელე დაიცავს ექსპერტიზის დასკვნებში აღნიშნულ მითითებებს და ამგვარად მოაწყობს სან. კვანძს. მოცემულ შემთხვევაში არსებული ორი შეპირისპირებული ინტერესიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ინტერესს, რომელიც მიმართულია მეტი დაცვის ღირსი სიკეთის მიმართ (საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა), რაც დაუშვებელს ხდის მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების გზით შეზღუდოს მოსარჩელის უფლება ისარგებლოს საკუთრებით.

 

ამასთანავე, მოპასუხე გ---–---------–-----მა სხდომაზე მიცემული განმარტების ფარგლებში დაადასტურა, რომ იგი წინააღმდეგია მისი საცხოვრებელი ფართის თავზე მოეწყოს მოსარჩელის საკუთრებაში საპირფარეშო, რ----–-----–-----ისათვისაც ცნობილია გ---–---------–-----ის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, რაც მისთვისაც მისაღებია, შესაბამისად მოპასუხე მხარის მითითება, თითქოს მათი მხრიდან არ დასტურდება ხელშეშლის განხორციელება უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება თავად მოპასუხის განმარტებას. ამასთანავე, ხელშეშლის არსებობას ადასტურებს 2--4 წლის 14 ნოემბრის ააიპ თ---–---------------------------ის მიმართვა ზ-----------------ისადმი, რომლის ფარგლებშიც ფ------- ღ--------ს განუმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მეზობლების სიტყვიერი შეთანხმებით, მოსარჩელის კუთვნილ ფართში მოეწყო სან. კვანძი, რაც ზ-----------------სა და გ. ს-–-----ს შორის დავის საგანია, კერძოდ მეზობელი წინააღმდეგია პირველ სართულზე მდებარე მისი საცხოვრებელი ფართის თავზე განთავსდეს მოსარჩელის საკუთრებაში სან. კვანძი. აღნიშნულიდან გამომდინარე ფონდი არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შორის არსებულ სამეზობლო დავაში. 2----–-–-- 8 დეკემბერს ფ------- ზ-----------------ს განცხადების პასუხად დამატებით განუმარტა, რომ რეაბილიტაციის განხორციელებისას მისმა მეზობელმა, გ---–---------–-----მა, არ მისცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების საშუალება, რის გამოც ფ------- აღნიშნულ მისამართზე შეწყვიტა მშენებლობა. ამდენად, სწორედ გ---–---------–-----ის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ მოეწყო სან. კვანძი ფონდის მიერ და რომ არა არსებული დაპირისპირება დღეის მდგომარეობით მოსარჩელის ქონებას ექნებოდა კუთვნილი საპირფარეშო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნები;

- ექსპერტის ჩვენება;

- ადგილზე დათვალიერების ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. ზ-----------------სა და ააიპ თ---–---------------------------ს შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ფონდის ვალდებულებას სან. კვანძის მოწყობასთან მიმართებით. ამასთანავე, ააიპ თ---–---------------------------ს არ აკისრია არც კანონისმიერი ვალდებულება მოსარჩელისათვის სან. კვანძის მოწყობისათვის.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმების არსებობა სან. კვანძის მოწყობასთან მიმართებით, კერძოდ წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ ზ-----------------ის სასარგებლოდ ნაკისრია ქირის გადახდის ვალდებულება, რაც შეეხება საპირფარეშოს, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პირობას ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ შეიცავს, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ამგვარი შეთანხმების არსებობასთან მიმართებით. ასევე არ დასტურდება მხარეთა შორის რაიმე ზეპირის შეთანხმების არსებობის ფაქტიც. შესაბამისი შეთანხმების არ არსებობას ადასტურებს ასევე ზ-----------------ის 05.02.2----–-–-- მიმართვა ფონდის თავმჯდომარისადმი, სადაც მხარე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში გამორჩენილია იატაკის, გაზის, წყლის და საკანალიზაციო მილის მოწყობის ვალდებულება. კონკრეტული მიწერილობითაც დასტურდება, რომ მხარეთა მიერ აღნიშნული საკითხი ხელშეკრულებით არ მოწესრიგებულა. ამასთანავე, ფონდის ვალდებულება არ დასტურდება არც სხვა კანონისმიერი საფუძვლის არსებობით, რაც გამორიცხავს ფონდის დავალდებულებას, ერთხელ უკვე განხორციელებული რეაბილიტაციის შემდგომ მოაწყოს სან. კვანძი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები;

- მიმართვის პასუხები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. სრულიად ცხად წარმოდგენას ქმნის სიტყვები: „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი)/იხ. სუსგ. №ას-412-412-2--8, 26.10.2--8წ.)

 

სკ-ს 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. სკ-ს 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

 

სკ-ს 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე ლ---------------ის, მოპასუხეების გ---–---------–-----ისა და რ----–-----–-----ის ფართი მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად. ამასთანავე, დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მოპასუხეთა წინააღმდეგობისა და ხელშეშლის საფუძვლით, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას კუთვნილ ფართზე მოაწყოს საპირფარეშო, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთრებით სარგებლობას, რაც ვერ იქნება გამართლებული მოპასუხეთა პოზიციით კუთვნილი ფართის თავზე საპირფარეშოს მოწყობის მიუღებლობის საფუძვლით, რადგანაც მოსარჩელეს სხვა ალტერნატივა საპირფარეშოს მოსაწყობად არ გააჩნია, რაც დადასტურდა, როგორც ექპერტიზის დასკვნებით, ასევე თავად ექპერტის მიერ სხდომაზე მიცემული ჩვენებითა და ადგილზე დათვალიერებისას არსებული მდგომარეობის შეფასებით, რისი საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს უპირატესობა მიანიჭოს მოსარჩელის ინტერესებს, რამეთუ ერთ შემთხვევაში იზღუდება თავად საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რადგანაც თანამედროვე პირობებში შეუძლებელია ქონების საცხოვრებელი მიზნით გამოყენება საპირფარეშოს არსებობის გარეშე, რაც ვერ შეიზღუდება ფასადის იერსახის არასასურველი ცვლილების საფუძვლით.

 

6.2. რაც შეეხება, ააიპ თ---–---------------------------ის ვალდებულებას, აღნიშნულთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ იმისთვის, რომ კრედიტორმა მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება, უნდა არსებობდეს ვალდებულება (სსკ-ის 316.1-ე მუხლი), რაც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ-ის 317.1-ე მუხლი). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება ორი კატეგორიისაა - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო. სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა ნებაყოფლობით, არასახელშეკრულებო კი, კანონით (მოვალის ნების საწინააღმდეგოდ).

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ააიპ თ---–---------------------------ის ვალდებულების არსებობა საპირფარეშოს მოწყობასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს მის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2--8, 06.07.2--8წ.). არსებულ ვითარებაში, ლ---------------მა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ააიპ თ---–---------------------------ის ვალდებულების არსებობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლით, მოსარჩელის მიერ გადახდილი 120 ლარიდან 60 ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გ---–---------–-----სა და რ----–-----–-----ს, ხოლო დარჩენილი 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. აღიკვეთოს გ---–---------–-----ის და რ----–-----–-----ის ხელშეშლა, რა მიზნითაც აეკრძალოთ გ---–---------–-----ს და რ----–-----–-----ს ხელი შეუშალონ ლ---------------ს მის კუთვნილ საცხოვრებელ სადგომში, მდებარე ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19 (ს/კ 0----------------------) შემინული აივნის ბოლოს მათი თანხმობის გარეშე მოაწყოს სანიტარული კვანძი.

 

3. ლ---------------ის მოთხოვნა ააიპ თ---–---------------------------ისათვის, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მის კუთვნილ ფართში, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----–--ის ქუჩა N19 (ს/კ 0----------------------) სანიტარული კვანძის მოწყობის დავალების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი სოლიდარულად დაეკისროთ გ---–---------–-----ს და რ----–-----–-----ს ლ---------------ის სასარგებლოდ, ხოლო 60 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე