განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100118002486121
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა--------------------

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული ზ------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ხ------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ--------------------------------------------

ადვოკატი - მ------------------

 

2. ბრალდებული ლ----------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------------------------------------

ადვოკატი - გ-----------------

 

კვალიფიკაცია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. სხვისი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 2---------- დაახლოვებით 19:00 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ------–--–-------------------------------------------------------- ქუჩაზე არსებულ მაღაზია ,---------- უკანა მხარეს, დ------------------------–--------- გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ---------------- და ლ----------------- წინასასწარი შეთანხმებით თ------------------ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს ხელჩანთა, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 200 ლარის ოდენობით და გასაღების ასხმით, ასევე ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 100 ლარად. ზ----------------------–----------------- ქმედებით თ------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ, მას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით და ასევე მიადგა 300 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - მ--–---------–-------------------------------------------------------------------------------------------- მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ----------------------–----------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ლ----------------------------------------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ------------------- განმარტა, რომ 2018 წლის 2--------- სამსახურიდან წავიდა პირად საქმეებზე. ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში წავიდა ტუალეტში დ-------- მეტროს მიმდებარე მაღაზია ,---------- უკანახა მხარეს ლ-------------. ლ------------- დაინახა ორი პიროვნება. დაახლოებით 10-1- წუთში უკან დაბრუნებისას ზემოაღნიშნული პიროვნებები მივიდნენ მასთან, დაუწყეს ხელებით და ფეხებით სახის არეში ხელების რტყმა, თავის არეში ჩაარყეს ბლაგვი საგანი. თავდასხმის შედეგად მას წაართვეს ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო გასაღების ასხმა, ტელეფონის დამტენი და საფულე მასში მთავსებული 200 ლარამდე თანხის ოდენობით. ასევე თავდამსხმელებმა ჯიბიდან ამოაცალეს ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ყაჩაღობის შემდეგ მოსდიოდა სისხლი. ლიადაგებთან მალევე დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სთხოვა დახმარება. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 4 დღე მკურნალობდა, ხოლო თავზე მიღებული დაზიანებების შედეგად დაადეს 10 ნაკარი. მან მონაწილეობა მიიღო ხელჩანთის ამოცნობაში, ბრალდებულებთაგან ერთი ამოიცნო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ხოლო მეორე ფოტოსურათით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ---------------------- განაცხადა, რომ მუშაობს შს-------------------------–----------------------–--–------------ ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის მ------------–- გ-–-----------–-------------------------–------- მიღებული გამოძახების შემდგომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო გ-–-----------–-------------------------–-------, გაგრძელდა დ-------- მეტროს მიმდებარედ არსებულ მაღაზია „--------- უკანა მხარეს, სადაც მოწმემ მიუთითა ადგლი თუ სად მოხდა ცემის და ძარცვის ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ მ---–----- ქუჩაზე, სადაც ბრალდებულმა მიუთითა გადაგდებულ ხელჩანთაზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ ე.წ „ბახილი“, ხურდა ფული, გასაღებების ასხმა და ხელჩანთა.

 

მოწმე ი---------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2014 წლიდან მუშაობს გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------------------–-- მან პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინებების საფუძვეზე გამოკითხა მოწმეები და ჩაატარა პირის ამოცნობები. ჩადენილი დანაშაულის შესახებ პოლიციის განყოფილებაში დარეკილი ჰქონდა არასრულწლოვანს.

 

მოწმე კ------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წლიდან მუშაობს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--------------------–- ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2--------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2--------- მტკვრის მ---–---- სანაპიროზე მაღაზია ,---------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ------------------- მიმართ განხორციელებული დანაშაულბრივი ქმედების ჩამდენი პირი უდა ყოფილიყოს ზ---------------- რომელიც ცხოვრობდა გ----------------------------–--------–----–-–-- იგი იმ იდროს იმყოფებოდა იმყოფებოდა თ-------------------- ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა დანაშუალებრივი გზით მოპოვებული ნივთი. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ ამ ინფორმაციის ირგვლი გამოიკითხა კიდეც. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2018 წლის 1-------- ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს ექსპერტიზის №--------- დასკვნის სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად:

 

Ø შპ- წ-------------–--------------–------ სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერის თანახმად მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე თ------------------ კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას 2018 წლის 2------------- 2018 წლის 3---------- ჩათვლით, დიაგნოზით: მრავლობითი ტრამვები დაუზუსტებელი, თავის ტვინის შერყევა. ხერხემლის წელის ნაწილის იოგების და სახსრების დაჭიმვა და გადაძაბვა. სახის რბილი ქსოვილების მრავლობითი დაჟეჟილობა, ტუჩის და პირის ღრუს ღია ნახეთქი ჭრილობები, მარჯვნივ მენჯის მიდამოს დაჟეჟილობა. მარჯვენა მტევნის მიდამოს დაჟეჟილობა. წარდმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ თავის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა, ექსკორაციები, კეფის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა, ნიკაპის მოდამოში ჭრილობა და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით ცხვირის ძვლის მოტეხილობა. დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხამოკლე მოშლით, ნიკაპის მიდამოში მდებარე ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, წარდმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მისი მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

პირის ამოცნობის ოქმით (--.0-.2---- ირკვევა, რომ თ------------------- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი - ზ---------------- რომელიც 2018 წლის 2---------- დაახლოებით 1---------- საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ დ-------- მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია ,---------- უკანა მხარეს მითვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით გასტაცეს ხელჩანთა, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და სხვა ნივთებით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (1-.0-.2---- ირკვევა, რომ თ------------------- ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ოვალური პირსახით, თხელი ტუჩებით, ერთმანეთისგან დაშორებული წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, თვალისფერით და საერთო იერსახით ამოიცნო ლ----------------- რომელიც 2018 წლის 2---------- დაახლოებით 1---------- საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ დ-------- მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია ,---------- უკანა მხარეს მითვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით გასტაცეს ხელჩანთა, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და სხვა ნივთებით.

ბრალდებულებმა ლ----------------- და ზ---------------- საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სცნეს დამნაშავედ.

ლ---------------------------------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მოწმეების: ი------------------------------------------------------------------------------------- მიერ მიცემული ჩვენებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმეების: ვ-----------------------------------------------------------------------------–--------------- გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულების დაკავების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების ლ----------------------------- სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების ი------------------------------------------------------------------------------------- მიერ მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/200-) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/0 -, § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა:მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10-90/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპ- „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ----------------- და ზ---------------- ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. სხვისი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპ- განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ბ“ ქვეპუქნტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით დადგენილ ფარგლებში ლ----------------------- და ზ---------------------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, მიყენებული ზიანის ოდენობას და თვლის, რომ ბრალებულების მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ლ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-------------.

 

ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ზ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-------------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. მოშავო ფერის ხელჩანთა, გასაღების ასხმა და ლითონის 1 ლარიანი მონეტა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. 3. ლურჯი ფერის ე.წ ,,ბახილა“ - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე