გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002774873
საქმე № 3/336-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე: მ------ ღ-------–---–ი
წარმომადგენელი: ე------ ზ-------–---–-
მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი: ნ---- გ--–-–---–-
მესამე პირი: გ--- ს-----–---–ი
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 18 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელის თანახმად, მ------ ღ-------–---–ი (პირ. № 4----------) არის გ--- ს-----–---–ის (პირ. № 4----------) რძალი (გარდაცვლილი შვილის მეუღლე); ისინი ცხოვრობენ ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში;
მ------ ღ-------–---–ი უვლის და პატრონობს მამამთილს - გ--- ს-----–---–ს, რომელმაც თავის სახელზე რიცხული სახლი, რომლის გაუმჯობესებაზეც მნიშვნელოვანი ხარჯი გაიღო მ------ ღ-------–---–მა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მ------ ღ-------–---–ის შვილს (შვილიშვილს), რაც მიუღებელი აღმოჩნდა გ--- ს-----–---–ის შვილის - ც-–---- ს-----–---–ისათვის.
მ------ ღ-------–---–ის სამსახურში ყოფნისას მისი მული - ც-–---- ს-----–---–ი ეჭრებოდა მის შვილებს სახლში და აყენებდა სტრესულ მდგომარეობაში; მისი სურვილია, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება და ეს ქონება მას დარჩეს, რის გამოც წლების განმავლობაში ლანძღავს, ემუქრება, ცილს სწამებს; მან დაიყოლია გ--- ს-----–---–ი, და პოლიციაზე მიაცემინა ჩვენება, თითქოს, მ------ ღ-------–---–მა განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამ ჩვენების გამო კი პოლიციამ მის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი; იგი არის საქართველოს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს კომენდანტი, და შემაკავებელი ორდერი პირდაპირ ზიანს აყენებს მას - შესაძლოა, იგი გათავისუფლდეს სამსახურიდან და მისი სტუდენტი შვილები დარჩნენ ხელფასით უზრუნველყოფილი რჩენის გარეშე.
გ--- ს-----–---–ს ხშირად ემართება გულისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, აქვს ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ესაჭიროება მუდმივი ყურადღება და მკურნალობა, რასაც ახორციელებს მხოლოდ მ------ ღ-------–---–ი; უძრავი ქონების ჩუქების გამო ც-–---- და გ--- ს-----–---–ებს შორის იყო რთული და კონფლიქტური სიტუაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და დღეის მდგომარეობითაც ც-–---- არაინაირ ყურადღებას აქცევს მამას.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება; გამოკითხული იქნა გ--- ს-----–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები თვალისა და ხელების არეში; მან დაადასტურა მ------ ღ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი მის მიმართ, რაც გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი.
გ--- ს-----–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში 2018 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება მ------ ღ-------–---–ის მიერ მამამთილის - გ--- ს-----–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი.
3.2.2. გამოძიების ფარგლებში გამოკითხული იქნენ ც-–---- და გ--- ს-----–---–ები;
მტკიცებულება: გამოკითხვის ოქმები.
3.2.3. გ--- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2009 წელს გარდაიცვალა მისი შვილი - ბ------ ს-----–---–ი და ამის შემდეგ ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში რძალთან - მ------ ღ-------–---–სა და შვილიშვილებთან ერთად; პერიოდულად მიდის შვილთან - ც-–---- ს-----–---–თან ქალაქ გორში; არის მოხუცი და ხშირად ავადმყოფობს;
2018 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, რძალს სთხოვა, ფურცელზე დაეწერა წამლების დასახელებები და მიღების დრო, რაზეც იგი გაბრაზდა, დაუწყო ყვირილი, სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, რაც მოხვდა მარჯვენა თვალის არეში, შემდეგ დაუჭირა ხელები და დაუწყო ჩქმეტა; ორივე ხელის მტევანზე აქვს სილურჯეები.
აღნიშნულის შესახებ მეორე დღეს მოუყვა შვილს - ც-–---- ს-----–---–ს.
მ------ ღ-------–---–მა ანალოგიური ძალადობა განახორციელა 2017 წელსაც და მან თაღლითურად მიითვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება; ამ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.
გ--- ს-----–---–ის მიერ ამ ინფორმაციის გადაცემა დაადასტურა ც-–---- ს-----–---–მა.
მტკიცებულება: 2018 წლის 18 დეკემბრის გამოკითხვის ოქმები.
3.2.4. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ------ ღ-------–---–ს 30 დღით აეკრძალა გ--- ს-----–---–თან მიახლოება; ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 007795.
3.2.5. გ--- ს-----–---–ს აქვს გულისა და ჰაერის მწვავე უკმარისობა და 2018 წლის 21 დეკემბრიდან სტაციონარულ მკურნალობას გადის სამედიცინო დაწესებულებაში;
მტკიცებულება: 2018 წლის 24 დეკემბრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ № 1505.
3.2.6. გ--- ს-----–---–ის ხელმოწერის 2018 წლის 21 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, 2018 წლის 18 დეკემბერს თავისი სურვილით წავიდა ქალაქ გორში ქალიშვილის - ც-–---- ს-----–---–ის მოსანახულებლად, რომელმაც გორის პოლიციაშ დააწერინა განცხადება, რომ, თითქოს, რძალი - მ------ ღ-------–---–ი ახორციელებს ძალადობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც მას არ სურდა, რადგან რძალი უვლის ყველანაირად, მათ შორის საკვებითაც, და ახლა აცნობიერებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გააცნობიერა, თუ რას აკეთებდა და ამიტომ დაწერა აღნიშნული განცხადება. ახლა სრული პასუხისმგებლობით და საღი აზრით აცხადებს, რომ მ------ ღ-------–---–ს მის მიმართ არანაირი ძალადობა განუხორციელებია და ითხოვს შემაკავებელი ორდერის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას; მასთან პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება.
აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერიც.
მტკიცებულება: გ--- ს-----–---–ის ხელმოწერის 2018 წლის 21 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ვიდეოჩანაწერი.
3.2.7. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნათელა ს-----–---–ის განმარტებით (გ--- ს-----–---–ის და), რამოდენიმე დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა ძმის - გ--- ს-----–---–ის ოჯახში, სადაც დარჩა იმ ღამით; მეორე დღეს ისიც და მ------ ღ-------–---–იც ერთად გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ სამსახურებში; სიტუაცია იყო მხიარულ და ოჯახურ ატმოსფეროში; რაიმე დაზიანებები მის ძმას არ ეტყობოდა და მ------ ღ-------–---–ის მხრიდან ამგვარი ქმედებები არასდროს ყოფილა; იგი უვლის და პატრონობს გ---ს; ც-–---- ს-----–---–თან ურთიერთობა არ აქვს, რადგან კონფლიქტური პიროვნებაა; მისთვის ცნობილია, რომ ც-–---- უკმაყოფილოა გ---ს მიერ შვილიშვილებისთვის უძრავი ქონების ჩუქების გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მხოლოდ გ--- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო იმავე გ--- ს-----–---–ის სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით იგი უარყოფს ამ ფაქტს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
დადგენილია და სადავო არაა, რომ მ------ ღ-------–---–ი არის გ--- ს-----–---–ის შვილის მეუღლე და ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან გ--- ს-----–---–ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მხოლოდ გ--- ს-----–---–ის განმარტება მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, და სხვა რაიმე მტკიცებულებას ეს ორდერი არ ეფუძნება.
სასამართლოში წარმოდგენილია გ--- ს-----–---–ის ხელმოწერილი განცხადება, სადაც იგი კატოგრიულად უარყოფს მ------ ღ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.
სასამართლო არ მსჯელობს, ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი (ეს უნდა დადგინდეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში), თუმცა მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ ქმნის იმის უტყუარად დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, რომ გ--- ს-----–---–ის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მ------ ღ-------–---–ის მხრიდან;
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ, თუმცა შემაკავებელი ორდერის ნებისმიერ შემთხვევაში გამოცემით შესაძლოა, დაუსაბუთებელი ზიანი მიადგეს მოძალადედ მიჩნეულ პირს და უსაფუძვლოდ ჩაითვალოს იგი მოძალადედ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, არ იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, არ იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ მ------ ღ-------–---–ის მხრიდან ხდება გ--- ს-----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 18 დეკემბრის № 007795 შემაკავებელი ორდერი.
2. გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი