გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი“
წარმომადგენელი - ნ--------–-------ი, თ--------------ე
მოპასუხე - ც------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობისა და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ც------------–---–ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 65190,41 აშშ დოლარისა და 10426.81 ლარის გადახდა;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ც------------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ზე-------------------–-ს ქ------------------------------------–--------------, საკადასტრო კოდი N----------------------- და გირავნობით დატვირთული ავტომანქანა ლინკონ ნავიგატორ 5.41, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2006, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, სახელმწიფო ნომერი L------, მესაკუთრე ც------------–---–ი, პ/ნ 0----------, თუ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.
(2018 წლის 26 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა 65190,41 აშშ დოლარი შეამცირა 38652.71 აშშ დოლარამდე)
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
1. 22.05.2012 წელს ც------------–---–სა და სს "თ----- ბანკს" შორის გაფორმდა 0--------------- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი.
გენერალური ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით, კერძოდ:
- სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ზე-------------------–-ს ქუჩა #-----------------------------–-------------; ს/კ N-----------------------; მესაკუთრე ც------------–---–ი პ/ნ 0----------;
- სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა ლინკოლნ ნავიგატორ 5.41; ფერი - შავი, გ. წელი 2006, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი L------; მესაკუთრე ც------------–---–ი პ/ნ 0----------;
2. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 23.05.2012 წელს სს "თ----- ბანკს" და ც------------–---–ს შორის გაფორმებული N--------------- სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 35000 აშშ დოლარის ოდენობით, 3649 დღის ვადით, კრედიტზე წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლითაც განისაზღვრა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობა.
სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 აშშ დოლარის ოდენობით და შემდგომ კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. ც------------–---–სა და სს "თ----- ბანკს" შორის 2012 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------, რომლითაც მსესხებელზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 1070 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა 21.08.2036 წლამდე.
სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ კრედიტების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკების თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რასაც შედეგი არ მოჰყვა. ამავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი, შეწყდებოდა საკრედიტო ხელშეკრულება და ბანკი მოითხოვდა კრედიტის სრულად დაფარვას.
დავალიანება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ სრულდება, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზეც მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები საერთოდ არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 22.05.2012 წელს ც------------–---–სა და სს "თ----- ბანკს" შორის გაფორმდა 0--------------- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.05.2012 წლის გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0---------------
3.1.2. გენერალური ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით, კერძოდ:
- სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ზე-------------------–-ს ქუჩა #-----------------------------–-------------; ს/კ N-----------------------; მესაკუთრე ც------------–---–ი პ/ნ 0----------;
- სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა ლინკოლნ ნავიგატორ 5.41; ფერი - შავი, გ. წელი 2006, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი L------; მესაკუთრე ც------------–---–ი პ/ნ 0----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.05.2012 წლის გირავნობის N----------- ხელშეკრულება;
- 22.05.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N-----------;
3.1.3. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 23.05.2012 წელს სს "თ----- ბანკს" და ც------------–---–ს შორის გაფორმებული N--------------- სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 35000 აშშ დოლარის ოდენობით, 3649 დღის ვადით, კრედიტზე წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლითაც განისაზღვრა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობა. სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 აშშ დოლარის ოდენობით და შემდგომ კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.05.2012 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------;
3.1.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 8 სექტემბერს ც------------–---–სა და სს "თ----- ბანკს" შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------, რომლითაც მსესხებელზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 1070 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა 21.08.2036 წლამდე. სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 08.09.2012 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------;
3.1.5. ც------------–---–ს 2018 წლის 31 მაისს სს „თ----- ბანკის“ მიერ მიეცა გაფრთხილება, 14 დღის ვადაში დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს „თ----- ბანკმა“ სასამართლოში 2018 წლის 24 აგვისტოს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- გაფრთხილების წერილები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ც------------–---–ის გადასახდელი დავალიანება შეადგენს:
ა) N--------------- ხელშეკრულებაზე, 38652.71 აშშ დოლარი, (საიდანაც ძირი თანხა არის 26879.02 აშშ დოლარი, პროცენტი 8447.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3326.50 აშშ დოლარი);
ბ) N--------------- ხელშეკრულებაზე, 10426.81 ლარი, (საიდანაც ძირი თანხა არის 4816.67 ლარი, პროცენტი 5128.48 ლარი, პირგასამტეხლო - 481.66 ლარი);
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოთხოვნილი თანხებიდან მოპასუხემ დავალიანება საერთოდ არ ცნო, მისი განმარტებით მოთხოვნები ხანდაზმულია. თუმცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.11.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
4.1. ხელშეკრულებების თანახმად, კრედიტები უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზეც საფუძვლიანია.
4.3. ვინაიდან, მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების 38652.71 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონებების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის მოთხოვნა იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხისათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
5.1.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
5.1.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.1.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
5.1.5. დადგენილია, რომ სს ,,თ----- ბანკსა“ და ც------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ძირითადი ხელშეკრულება და საბანკო მომსახურების ორი ინდივიდუალური ხელშეკრულება და გაიცა კრედიტები, სარგებლის წლიური 17% და 36% დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულებების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა და N--------------- ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებით.
5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.7. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14 დღიანი ვადა, თუმცა უშედეგოდ.
5.1.8. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.1.9. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
5.1.10. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
5.1.11. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
5.1.12. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც შესაბამისობაშია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით.
5.1.13. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.
5.1.14. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5.1.15. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.
5.1.16. გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავი და მოძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია.
6. აღსრულების წესის განსაზღვრა
6.1. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. ბანკის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალისა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში კი, თუ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების 38652.71 აშშ დოლარის სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მსესხებლის ც------------–---–ის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე.
ამდენად, სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა 38652.71 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ც------------–---–ის კუთვნილი იპოთეკითა დაც გირავნობით დატვირთული უძრავი და მოძრავი ქონება. ხოლო თუკი თუ აუქციონიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იძულებით აღსრულება მიექცეს მსესხებლის ც------------–---–ის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი. საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ბანკის მოთხოვნა არ ცნო საერთოდ. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს შემცირებული თანხისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 1688.29 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული თანხის ნაწილში დარჩენილი ბაჟის თანხის 3311.71 ლარის გადახდა კი უნდა დაეკისროს მოპასუხე ც------------–---–ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ც------------–---–ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 38652.71 აშშ დოლარისა და 10426.81 ლარის გადახდა.
2.1. დავალიანების 38652.71 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ც------------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ზე-------------------–-ს ქ------------------------------------–--------------, საკადასტრო კოდი N----------------------- და გირავნობით დატვირთული ავტომანქანა ლინკონ ნავიგატორ 5.41, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2006, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, სახელმწიფო ნომერი L------, მესაკუთრე ც------------–---–ი, პ/ნ 0----------, თუ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.
3. მოპასუხე ც------------–---–ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3311.71 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს ,,თ----- ბანკს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 20.08.2018წ. N- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (5000 ლარიდან) 1688.29 (ათასექვსას ოთხმოცდარვა ლარი და 29 თეთრი) ლარი (გადამხდელი სს ,,თ----- ბანკი“ (ს.კ.2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----- ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე