გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002511412
საქმე №3/154-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე - კ------- გ-------–---–ი
წარმომადგენელი - ზ---- მ-----–---–ი
მოპასუხე - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მ------ ბ---–---------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლილს 14 აგვისტოს N3-- განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის №6---- წერილის საფუძველზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში 6----.1----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე კ------- გ-------–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
90-იან წლებში მიწის რეფორმის შედეგად მოსარჩელის ოჯახს გადაეცა მიწის ფართი, მათ შორის დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში 6----.1----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი. მიწის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ თვითნებურად დაიკავეს მომიჯნავედ მდებარე 2035.00 კვ.მ მიწის 2018 წლის 1 იანვარს № 8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა 2018 წლის 9 თებერვალს N6---- წერილით მისი განცხადება გადაუგზავნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში განსახილევლად.
მოსარჩელემ წარადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტები, სადაც ისინი ადასტურებდნენ ასაღიარებელი მიწის ფართის თვითნებურად დაკავების და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების ფაქტს. კომისიამ განიხილა 2018 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე და დაადგინა, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ა---–-----ში მდებარე 2035.კვ.მ ასაღიარებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთი, დანიშნულებით სასოფლო-სამეურნეო, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს, ამიტომ უარი ეთქვა 2018 წლის 14 აგვისტოს N3-- განკარგულებით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონის მუხლის, რომელიც ამომწურავია, არ შეიცავს ამგვარ აღნიშვნას, რომ საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ასევე, უთითებს, რომ კომისიამ ყურადღების მიღმა დატოვა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტები, სადაც ისინი ადასტურებდნენ ასაღიარებელი მიწის ფართის თვითნებურად დაკავების ფაქტს და არ განმარტა რატომ მოხდა ჩვენებების უგულებელყოფა. მოსარჩლემ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ 1989 წლის მიწათსარგელობის გეგმის მონაცემების გათვალისწინება მიზანშეუწონელია, რადგან ეს არის მიწის რეფორმამდე მდგომარეობით. მიწის რეფორმის შემდეგ მოხდა მიწის ხელახალი განაწილება და ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთების გარკვეული ოდენობა გადაეცა მოქალაქეებს, მათ შორის მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. ამასთან, მოპასუხემ არ დაასაბუთა, რაში გამოიხატებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტის ვერ დადგენა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ ცნო სარჩელი და საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები:
საჯარო რეესტრმა 2018 წლის 9 თებერვალს N6---- წერილით მისი განცხადება გადაუგზავნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში განსახილევლად. კომისიამ შეისწავლა წერილი, თანდართული დოკუმენტაცია, განიხილა 2018 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე და დაადგინა, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ა---–-----ში მდებარე 2035.კვ.მ ასაღიარებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთი, დანიშნულებით სასოფლო-სამეურნეო წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს, ამიტომ უარი ეთქვა 2018 წლის 14 აგვისტოს N3-- განკარგულებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კომისიის სხდომა ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით და საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ქონება ,,საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის(მმართველობის), ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკურიან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კომისიაში გადაიგზავნა 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმა, რომლის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი არის საძოვრის კატეგორიის. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ არ დადგინდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების ფაქტი: არ იყო დამუშავებული, არ არის შემოღობილი, მასზე არ არის აგებული შენობა-ნაგებობა.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 18 იანვარს კ------- გ-------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე, 6----.1----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 9 თებერვალს N6---- მიმართვით გადაუგზავნა კ------- გ-------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 9 თებერვლის N6---- მიმართვა;
3.1.2. კ------- გ-------–---–ის წარმომადგენლის, ზ---- მ-----–---–ის მიერ 2018 წლის 9 მარტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა კ------- გ-------–---–ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 19 მარტის განცხადება; 2018 წლის 9 მარტს ნოტარიულად დამოწმებული აქტები;
3.1.3. საჯარო რეესტრმა განცხადება 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გადაუგზავნა გორის მუნიციპალაიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 2 მარტის №8------------08 გადაწყვეტილება.
3.1.4. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს N02/1---- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-32 პუნქტის და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-51მუხლის მე7 პუნქტის და ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ვლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თნახმად მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 16 აგვისტოს N02/1---- წერილი.
3.1.5. 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და უარი ეთქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე 2035 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორისს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს და არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულება.
3.1.6. კ------- გ-------–---–ის თანასაკუთრებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–-----, 2298.00.კვ.მ. საკადასტრო კოდი 6----.1-----. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N7----/17 სამსახურებრივ ბარათში განმარტებულია, რომ N8----------- განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გორის რაიონის ვ------ის მეხილეობის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N7----/17 სამსახურებრივი ბარათი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული კანონი ამოქმედდა 2007 წლის სექტემბერში, როდესაც ამოქმედდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის № 525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი”.
ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია რა შემთხვევაში არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრების უფლების აღიარებას და ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებულია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ქონება ,,საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის), ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკურიან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს კ------- გ-------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე, 6----.1----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, რომლის თანამესკუთრეა, მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 9 თებერვალს N6---- მიმართვით გადაუგზავნა კ------- გ-------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
კომისიაში წარდგენილ იქნა კ------- გ-------–---–ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტები;
2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და უარი ეთქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე 2035 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს და არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა კონკრეტული გარემოებები, რომლთა მიხედვითაც არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, არ იყო ნაკვეთი დამუშავებული და არ არის შემოღობილი, არ არის აშენებული შენობა და არც დამხმარე ნაგებობა. ამიტომ მხოლოდ მეზობლებების ჩვენებები ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საკმარისი. ამასთან, აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, გორის რაიონის ვ------ის მეხილეობის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი პრივატიზებას არ ექვემდებარება.
დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და საძოვრის კატეგორიის. ამიტომ მასზე ვრცელდება აღნიშნული ნორმა და მისი თვითნებურად დაკავების შემთხვევაში დაუშვებელია მასზე საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ასახავს მიწის რეფორმამდე მონაცემებს და ამჟამად ვერ მოხდება მისი გათვალისწინება, რადგან რეფორმის შედეგად მოხდა მიწის ხელახალი გადანაწილება და საძოვრები დაექვემდებარა პრივატიზაციას. ამას ადასტურებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც სადავო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და რომელიც მას გადაეცა სწორედ რეფორმის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მიწის რეფორმის შედეგად შეიქმნა მიწის ფონდი და გადაეცა მოქალაქეებს, მათ შორის ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები. დარჩენილ ნაწილზე, ის რაც არ შევიდა ფონდში, კატეგორია არ შეცვლილა და დღეის მდგომარეობით მოქმედია. სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნება უკვე შესრულებულია მიწის რეფორმის შედეგად, ამიტომ იმავე პრინციპის გავრცელება თუნდაც მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის დარღვევა მიზანშეუწონელია.
აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის კრიტერიუმებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ თვითნებურად მიწის ნაკვეთის დაკავება არ ნიშნავს პირის საკუთრებად მის აღიარებას. ამისათვის საჭიროა კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილება და წესის დაცვა, რის შემდეგაც ხდება კონკრეტული უძრავი ქონება პირის საკუთრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რის გამოც მის მიერ მიღებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, რაც თავის მხრივ, არ არის მისი ბათილად ცნობის საფუძველია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- გ-------–---–ს საფუძვლიანად ეთქვა უარი კომისიის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა არ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აქედან გამომდინარე, 2018 წლის 25 ივნისს მ------ მ-----–---–ის მიერ კ------- გ-------–---–ის სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №3; რეფერენსი 6---------) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------- გ-------–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლილს 14 აგვისტოს N3-- განკარგულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის №6---- წერილის საფუძველზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში 6----.1----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე კ------- გ-------–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. 2018 წლის 25 ივნისს მ------ მ-----–---–ის მიერ კ------- გ-------–---–ის სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №3; რეფერენსი 6---------) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული