განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/368-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ვ----------------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.08.1--- წელს დაბა ბ---------ში, პ/ნ 1----------, რეგისტრაციის მისამართი: ბ---------ის რაიონი, დ.ბ---------ი წ-------–ის ქ.N15;
ადვოკატი - მ-----------–-----ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----------------ს ბრალი ედება სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის ი--–--ის თვის დასაწყისიდან ვ----------------მა მფლობელის გ---------------ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში წ-------–ის ქ.N25-ში მდებარე მის კუთვნილ 465 კვადრატულ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში, გააჩერა სატვირთო ავტომანქანა, რითაც აღარ აძლევს მესაკუთრეს შესაძლებლობას და უფლებას საკუთრების თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებინა, რითაც უხეშად დაარღვია მესაკუთრის მფლობელობის ხელშეუხებლობა და მიაყენა მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ვ----------------ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ გამოტაილი დასკვნა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო სახის მტკიცებულებებად. ამასთან, ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ სამართლებრივად ვერ გაერკვა და წინასასამართლოს სხდომაზე სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიყენა ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის გ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1- ი--–--ს ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში ქ.თ---–--ში მცხოვრებ ნ------------–---–ისგან შეიძინა წ-------–ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადა ფულადი თანხა 35000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აპირებს ააშენოს ორი კოტეჯი. ვინაიდან ცხოვრობს ქ.თ---–--ში და ხშირად ვერ ახერხებს ბ---------ში ჩასვლას 11 ი--–--ს სანოტარო აქტის საფუძველზე მინდობილობა გააფორმა ლ---- ტ-----–---–ზე და მიანიჭა უფლებამოსილება იყოს მისი წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საჭირო იქნება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლ---- ტ-----–---–ისგან შეიტყო, რომ დ.ბ---------ში მცხოვრები ვ----------------ი უსაფუძვლოდ აცხადებდა პრეტენზიას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაწყებულიყო რაიმე სახის მშენებლობა და მიიჩნევს რომ მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის. როგორც ლ---- ტ-----–---–მა განუმარტა მის მიერ კუთვნილ ნაკვეთზე ჰყავდა გაჩერებული თავისი კუთვნილი ,,G-----’’ მოდელის სატვირთო ა/მანქანა, რის გამოც მიწის ნაკვეთზე შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ ლ---- ტ-----–---–მა რამდენჯერმე გააფრთხილა ვ----------------ი, რომ მის მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან გაეყვანა სატვირთო ა/მანქანა, მაგრამ ამ თხოვნას თავს არიდებდა. მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები როცა დაიწყო დაიქირავა მუშახელიც და შეიძინეს შესაბამისი სამშენებლო მასალები, რაშიც გადაიხადა ფულადი თანხა. აღნიშნულ ფაქტის გამო ვეღარ მოხერხდა სამშენებლო სამუშოების დაწყება, რის გამოც მიადგა მნიშვენელოვანი მატერიალური ზიანი.
მოწმე ლ----ი ტ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1- ი--–--ს მან და მისმა მეგობარმა გ---------------ემ შეიძინეს 465 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც აპირებდნენ აეშენებინათ ორი კოტეჯი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოფიციალურად გაფორმდა გ---------------ის სახელზე. 2018 წლის 11 ი--–--ს გ---------------ემ მის სახელზე შეადგინა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც მას მიენიჭა უფლებამოსილება იყოს გ---------------ის წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საჭირო იქნება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად. 2018 წლის 1- ი--–--ს მიიღო ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე ორბინიანი სახლის მშენებლობისთვის 2018 წლის 19 ი--–--ს კი დაიწყეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშოები, რის გამოც ადგილზე მიიყვანა მუშები. სამუშაოს მიმდინარეობისას მივიდა ვ----------------ი, რომელმაც დაიწყო ყვირილის მისი და მის მიერ დაქირავებულ მუშახელის მიმართ და მოითხოვდა შეეწყვიტათ სამუშაოები. მას არ უნდოდა ვ----------------თნ კონფლიქტი და ამიტომ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მაინც აგრძელებდა ყვირილს და მოითხოვდა დაეტოვებინათ ტერიტორია. ვ----------------ი გაბრაზებული იყო და ცდილობდა დაპირისპირებაში შესულიყო მასთან და მასთან ერთად მყოფ პირებთან, რის გამოც მიუწოდებდა, რომ დამშვიდებულიყო. შემდეგ ვ----------------მა მის მიმართ დაიწყო მუქარა, რომ თუ სამუშაოებს გააგრძელებდა ყელს გამოსჭრიდა. აღნიშნულ სიტყვების და მუქარის გამო შეეშინდა და მუქარა რეალურად აღიქვა. ვ----------------ის სიტყვების გაგონებაზე მუშებმა ტერიტორია დატოვეს. როდესაც შეამჩნია, რომ სამუშაობები შეწყდა ვ----------------მაც დატოვა ტერიტორია და ხმამაღლა წარმოთქვა, რომ კიდევ თუ დაბრუნდებოდა ყელს გამოსჭრიდა. ამ ფაქტის შემდეგ მას ვ----------------ი აღარ უნახავს. თუმცა შეშინებულს სამშენებლო სამუშოები აღარ გაუგრძელებია, რადგან ეგონა, რომ ვ----------------ი მუქარას შეასრულებდა.
მოწმეთა კ--------–--ისა და ლ---- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ი--–--ს, ლ---- ტ-----–---–თან შეთანხმებით უნდა დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები დაბა ბ---------ში წ-------–ის ქუჩაზე მდებარე ლ---- ტ-----–---–ისათვის მინდობილ მიწის ნაკვეთზე. დაახლოებით 19 საათზე, მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოების დროს მათთან მივიდა ვ----------------ი, რომელიც პრეტენზიას გამოსთქვამდა მიწის ნაკვეთზე. მან მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სამუშაოები და დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთან, ვ----------------ი დაემუქრა ლ---- ტ-----–---–ს, რომ თუ სამუშაოებს გააგრძელებდა მას ყელს გამოსჭრიდა. მოწმეებს შეეშინდათ, რომ ვ----------------ი მუქარას რეალურად შეასრულებდა და დატოვეს ტერიტორია.
2018 წლის 31 ი--–--ის ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ლ---- ტ-----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ, საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით, წაკითხული იქნა ხმამაღლა შემოწმებული ინფორმაცია და ინფორმაციის მიმცემი ლ---- ტ-----–---–ისათვის შეთავაზებული იქნა წინადადება, რომ დაადასტუროს მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რასაც თან უნდა ახლდეს გარკვეული მოქმედებათა დემონსტრირება და მიცემული ინფორმაციის დაზუსტება, რაზეც ლ---- ტ-----–---–მა განაცხადა თანხმობა და ბ---------ის რ-ნ დაბა ბ---------ში მდებარე წ-------–ის ქუჩაზე, სადაც მისი განმარტებით მდებარეობს გ---------------ის მიერ მასზე მინდობილი მიწის ნაკვეთი, ფართობით 465 კვადრატული მეტრი. აღნიშნულის შემდეგ ლ---- ტ-----–---–ი უთითებს დ.ბ---------ში, წ-------–ის ქუჩაზე მდებარე მასზე მინდობილ მიწის ნაკვეთს. ლ---- ტ-----–---–ი მასზე მინდობილ მიწის ნაკვეთზე უთითებს მიწის საზღვრებს, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთზე უთითებს ,,G-----’’ მოდელის ბორტიან სატვირთო ა/მანქანას, სახ.ნომრით A------, რომლის განმარტებით ეკუთვნის დ.ბ---------ში მცხოვრებ ვ----------------ს. აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.
ოქმზე თანდართული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მიუთითებს ლ---- ტ-----–---–ი, ესაზღვრრება ვ----------------ის საცხოვრებელ სახლს. ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული რაიმე სახის ამკრძალავი ბარიერით, რაც მიანიშნებდა სხვა პირს მესაკუთრის ნებას, რომ იგი წინააღმდეგია მისი მიწის ნაკვეთზე იმყოფებოდეს სხვა პირი.
2018 წლის 0- ა--------ს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ბ---------ის რ-ნ დაბა ბ---------ში, წ-------–ის ქუჩაზე და ის წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოსაზღვრული არ არის. დათვალიერების დროს შპს ,,კ----------რ---------’’-ს დირექტორმა სპეციალური საზომი ხელსაწყო GPS ნავიგატორის მეშვეობით ლ---- ტ-----–---–ის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის საფუძველზე მოახდინა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დაფიქსირება, აღმოჩნდა, რომ ნაკვეთის ტერიტორიაზე, რომელიც მინდობილია ლ---- ტ-----–---–ზე, გაჩერებულია ბორტიანი სატვირთო ავტომანქანა ,,G-----’’, სახ.ნომრით A------, აღნიშნილით საგამოძიებო მოქმედება დასრულდა. დათვალიერების დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
2018 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით ვ----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, სადავო მიწის ნაკვეთის შესაძლო გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრაციის ფაქტის დადგენის მიზნით. დაცვის მხარის განმარტებით, შესაძლო სიყალბე ეხება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსს, რომლის შედგენის თარიღად მითითებულია იმაზე უფრო ადრე პერიოდი, ვიდრე, ვიდრე გამოცემულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებული ნორმატიული დოკუმენტი.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ა--------ს დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გ---------------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად იმის თაობაზე, რომ მას ვ----------------ის ქმედებით მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. თანხის სახით ზიანის ოდენობა განსაზღვრული არ არის.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ გ---------------ე საკუთრების უფლებით ფლობს მიწის ნაკვეთს ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში ფართით 465 კვ.მ. საკ---------ო კოდით 6-.1-.0-.3--. ამავე საკ---------ო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე გ---------------ის სახელზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 1- ი--–--ს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 1- ა--------ს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ვ------------------ის ძე ხ------ი, დაბადებული 1--- წლის 09 ა--------ს, ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მტკიცებულებები:
ბრალდებულ ვ----------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 19 ი--–--ს იყო შეუძლოდ და იმყოფებოდა სახლში. როდესაც სახლიდან გავიდა ეზოში დაინახა, რომ მის ეზოში ლ---- ტ-----–---–ის მიერ მიყვანილი მუშები თიბავდნენ ტერიტორიას. ვ----------------მა მოუწოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისი პაპის საკუთრება იყო და შეეწყვიტათ სამუშაოები. ლ---- ტ-----–---–მა მას აჩვენა რაღაც საბუთები და უთხრა, რომ მასზე იყო ნაკვეთი გაფორმებული. აღნიშნულზე შეეკამათა და აუხსნა, რომ ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის მამა-პაპას. ვ----------------ს ეჭვი გაუჩნდა, რომ ყალბი დოკუმენტით იყო მიწის ნაკვეთი მისაკუთრებული. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო განთავსებული მისი პაპის საცხოვრებელი სახლი, სადაც ასევე ცხოვრობდა ბიძა - მამის ძმა. რუსეთის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 2001 წელს, მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი დახვდა დაშლილი, მხოლოდ საყრდენი ბოძები იდგა. იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ იყო მისი პაპისეული და შესაბამისად, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან პაპისაგან მიიღო მემკვიდრეობით. სცადა კიდეც დოკუმენტალურად გაეფორმებინა, მაგრამ ყოველივე აღნიშნული დაკავშირებულია ხარჯებთან და ვერ შესძლო ამ დრომდე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მანქანა ჯერ კიდევ იდგა ამ მიწის ნაკვეთზე სადაც გასული წლის დეკემბერში დააყენა ტყიდან შეშის მოტანის შემდეგ. ლ---- ტ-----–---–ს მისთვის არ უჩვენებია რაიმე დოკუმენტი, რითიც გაარკვევდა, რომ მანქანა იდგა სწორედ იმ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენდა სხვის საკუთრებას. ხოლო როდესაც მიიყვანეს სპეციალისტი და სპეციალური ხელსაწყოთი დაადგინეს საზღვრები, მან ავტომანქანა გაიყვანა მიწის ნაკვეთიდან, რათა არ გაერთულებინა მდგომარეობა. ვ----------------ის განმარტებით, მან გამომძიებელს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მისაკუთრებული იყო ყალბი დოკუმენტის საფუძველზე და აპირებდა სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას მისი დარეგისტრაციის მიზნით. თავად გ---------------ეს არ იცნობს და არასოდეს ჰქონია მასთან შეხება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ ხ------ი დ-------- გრიგოლის ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე ფლობდა 552 კვ.მ. მიწის ნაკვეთს დაბა ბ---------ში კ-----------ების ქ.N23-ში. მასზე განთავსებული 61,50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით. დაცვის მხარის განმარტებით დ-------- ხ------ი იყო ვ----------------ის პაპა, ხოლო კ-----------ების ქუჩის ამჟამინდელი სახელწოდებაა წ-------–ის ქუჩა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ქმედების 1-0-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა ქმედების ჩამდენის განზრახვის არსებობა. სავალდებულოა ქმედების ჩამდენმა იცოდეს, რომ მოქმედებს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. როდესაც აღნიშნული დანაშაული ეხება მიწის ნაკვეთს, ამასთან, თუ ქმედების ჩამდენი ფიზიკურად არ იცნობს მიწის მესაკუთრეს და არც არანაირი სხვა სახის კომუნიკაცია არ ჰქონია მასთან, სავალდებულოა, რომ მფლობელის ნება - დაიცვას მისი საკუთრება მასზე სხვა პირების შესვლისაგან, გამოიხატებოდეს იმგვარი წინაპირობებით რაც გამოააშკარავებდა მის ნება-სურვილს, მაგალითად, შემოსაზღვროს მიწის ნაკვეთი რაიმე ამკრძალავი კონსტრუქციით, რაც იქნებოდა წინაღობა და ამავე დროს მინიშნება იმისა, რომ მიწის ნაკვეთი არის კონკრეტული პირის საკუთრება და იგი წინააღმდეგია, რომ მასზე სხვა პირებმა განათავსონ კუთვნილი ნივთები.
ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა გულისხმობს სხვა პირის მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნას, ამასთან, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის ან სხვა მფლობელობის მეპატრონის ნება მის საკუთრებაში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით, ამასთან, უდავო მტკიცებულებებით დგინდება, რომ ვ----------------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრედ მდებარეობს თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ არის განთავსებული რაიმე სახის ამკრძალავი ნიშნები, არ არის შემოსაზღვრული ღობით. ვ----------------მა თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ მიწის ნაკვეთზე გააჩერა მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა. კონკრეტულად ავტომანქანის გაჩერების დრო გამოძიებით დადგენილი არ არის, თუმცა ბრალდებული მიუთითებს, რომ ეს მოხდა 2017 წლის დეკემბრის თვეში და მას შემდეგ ავტომანქანით აღარ უსარგებლია, ამასთან, ამ მიწის ნაკვეთს თვლიდა პაპისეულ მიწის ნაკვეთად და მსგავსი საჭიროებისთვის ყოველთვის იყენებდა. მიმდინარე წლის 19 ი--–--ს ლ---- ტ-----–---–მა მიიყვანა ორი პირი სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დაიწყეს თიბვა, მათივე განმარტევით, შემდგომი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით. მოწმეები მიუთითებენ, რომ ვ----------------ი მივიდა მათთან და აუკრძალა საქმიანობა, განუცხადა, რომ მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა, ამასთან, ვ----------------ი ლ---- ტ-----–---–ს დაემუქრა და ვითარება რომ არ გაერთულებინათ შეწყვიტეს სამუშაოები და დატოვეს ტერიტორია. მოწმეებს გამოკითხვის დროს არ მიუთითებიათ, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტომანქანა მათ ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებაში. მათ იმის გამო შეწყვიტეს საქმიანობა, რომ მოერიდნენ ვითარების დაძაბვას ლ---- ტ-----–---–სა და ვ----------------ს შორის. ვ----------------ს მიწის რეალურ მესაკუთრესთან გ---------------ესთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია, რა დროსაც ეს უკანასკნელი დააფიქსირებდა თავის სურვილს. ხოლო ლ---- ტ-----–---–ის განმარტება, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ვინმე გ---------------ეს, თვითონ კი იყო მისი მინდობილი პირი და მესაკუთრის ნების შესაბამისად გადაეადგილებინა ავტომანქანა ვ----------------ისთვის ვერ იქნებოდა დამაჯერებელი, რადგან, მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მაშინ როდესაც მან განათავსა ავტომანქანა, ამასთან, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მას მიიჩნევდა თავისად და ასევე მისთვის არ იყო ცნობილი ისეთი მტკიცებულების შესახებ, რომლითაც დადგინდებოდა სხვა პირზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები. აღნიშნულის დადგენას კი სპეციალური ხელსაწყოთი აღჭურვილი კომპეტენტური პირის კვლევა ესაჭიროება. ამასთან, მაშინ, როდესაც ვ----------------მა დაზუსტებული ინფორმაცია მიიღო მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ, ავტომანქანა გადაადგილა.
მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება მიწის ნაკვეთზე ბრალდებულის ყოფნას მისი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა დაერღვია გ---------------ის მფლობელობის ხელშეუხებლობა და სწორედ ამ მიზნით განზრახ განათავსა კუთვნილი ავტომანქანა მიწის ნაკვეთზე. ვ----------------ს რომც დაზუსტებით სცოდნოდა, რომ მიწის ნაკვეთი სხვა პირის სახელზე იყო რეგისტრირებული, არავითარი წინაპირობებით არ ვლინდებპდა გ---------------ის ნება, რომ იგი წინააღმდეგი იყო სხვა პირებს დროებითი სარგებლობისათვის გამოეყენებინათ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ამასთან, გ---------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად ვ----------------ის მიერ ქონებრივი ზიანის მიყენების გამო. ხოლო, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ---------------ემ ვ----------------ის ქმედებით განიცადა მორალური ზიანი. გაურკვეველია რა მორალური ზიანი შეიძლებოდა განეცადა გ---------------ეს მის შემოუსაზღვრავ მიწის ნაკვეთზე მეზობლის მიერ ავტომანქანის განთავსებით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედებაში შესაძლოა იყოს სხვა დანაშაულის (მაგ. თვითნებობის) ნიშნები, მაგრამ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა შესაძლებლობას აღწერილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით, საქმის მასალები არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიენებული შესაძლო ზიანის ოდენობის შესახებ. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია შესაძლო მორალურ ზიანზე, რაზეც დაზარალებულს არ მიუთითებია, შესაბამისად, მისი ოდენობაც არ არის განსაზღვრული და ვერ გახდება სასამართლოს შეფასების საგანი.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: გამოძიებამ შეაფასა ვ----------------ის განმარტება, რომ იგი ყოველთვის თვლიდა თავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ვინაიდან, მიწის ნაკვეთზე წარსულში განთავსებული იყო მისი პაპის საცხოვრებელი სახლი და გამოსთქვამდა მოსაზრებას, რომ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს გაყალბებული დოკუმენტებით. ასეთი ვარაუდი და ასევე საქმის სხვა გარემოებები ბრალდების მხარემ მიიჩნია საკმარისად და დაიწყო გამოძიება. ამასთან, არ შეუფასებია რამდენად არსებობდა დანაშაულის ნიშნები ვ----------------ის ქმედებაში, როდესაც პარალელურად მიმდინარეობდა გამოძიება და ჯერ კიდევ ეჭვსქვეშ იდგა მიწის ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაციის კანონიერება. ეს ვითარება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესშიც არ შეცვლილა.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას როგორიც არის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ---------------ე. მას არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია ვ----------------ისათვის მისი მიწის ნაკვეთით დროებითი სარგებლობის გამო. არც სხვაგვარად გამოუხატავს თავისი წინააღმდეგობა სხვა პირების მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის. დაუსაბუთებელია დაზარალებულის გ---------------ისა და ლ---- ტ-----–---–ის განმარტება, რომ ვ----------------ის ავტომანქანის გამო ვერ შესძლეს მშენებლობის გაგრძელება. მათი დაქირავებული მუშები განმარტავენ, რომ ავტომანქანის არსებობის ფაქტს მათთვის საქმიანობის გაგრძელებაში არ შეუშლია ხელი, მათ შეწყვიტეს საქმიანობა სიტყვიერი დაპირისპირების გამო. უთანხმოება ლ---- ტ-----–---–სა და ვ----------------ს შორის მოხდა 2018 წლის 19 ი--–--ს, ხოლო მიწის ნაკვეთი სპეციალისტის თანდასწრებით დათვალიერდა 2018 წლის 9 ა--------ს, რის შემდეგაც ვ----------------მა ავტომანქანა გაიყვანა გ---------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან. ბრალდების მხარის მტკიცება ვ----------------ის ქმედებაში განზრახი დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ, წარდგენილი ბრალდების ფორმულირების საფუძველზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის გადაწყვეტაც უნდა მომხდარიყო მოდავე მხარეთა მიერ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებების რეალიზების ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ვ----------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ვ----------------მა ჩაიდინა სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. სახეზე არ არის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ყველა ნიშანი - გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ვ----------------მა გ---------------ის - როგორც მფლობელის, ნების საწინააღმდეგოდ განათავსა მისივე საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე ავტომანქანა. ვ----------------ისათვის არ იყო ცნობილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების შესახებ, მისთვის არ იყო ცნობილი სხვა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ, ხოლო მიწის მესაკუთრის ნება სხვაგვარად არ იყო გამოხატული და ვ----------------ი ვერ ივარაუდებდა, რომ მიწის ნაკვეთი იყო სხვა პირის საკუთრებაში, რომელიც იყო წინააღმდეგი მასზე განეთავსებინა კუთვნილი ავტომანქანა. ბრალდების მხარის მიერ საპირისპირო გარემოებების მტკიცება ემყარება მხოლოდ ვარაუდს. ხოლო მიწის ნაკვეთზე ავტომანქანის განთავსების შემდეგ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს დანაშაულს და არის სამოქალაქო დავის საგანი, მითუმეტეს თუ მხარე თავის პრეტენზიას გამოთქვამს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა დანაშაულის ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობას. არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ვ----------------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-ე,270-272-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----------------ი - (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვ----------------ის - (პ/ნ 1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი