განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/3----18
(გამოძიების N00----------)
14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნ----------------,დაცვის მხარე
ბრალდებული გ------------------- (პ/ნ 3----------) - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთა, ს------–--–----------------------------------,ადვოკატები - გ--------------, ქ---------------,კვალიფიკაცია
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2-------ს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-------------–------------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშთა სახლში, ამავე დაწესებულების დარაჯმა, გ-------------------ა, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან ლ-------–---–---–ს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ-------–---–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გ-------------------ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლში დარაჯად. მიუხედავად იმისა, რომ მის ვალდებულებებში არ შედიოდა, ხშირად ურთიერთობდა ბენეფიციარ ბავშვებთან და თვალყურს ადევნებდა მათ, საკუთარი თავისთვის ან ერთმანეთისთვის რომ არაფერი ევნოთ. 2018 წლის 2-------ს, საღამოს, დაინახა, რომ ბენეფიციარები - პ---–-----------–---- და ლ-------–---–---–ი ერთმანეთს ურტყამდნენ, ერთი მეორეს ახრჩობდა კიდეც. პ---–-- ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვია და გაბრაზებისას მისი დაწყნარება რთული იყო, რის გამოც, სასწრაფოდ მივიდა, მათ შორის ჩადგა და დააშორიშორა ერთმანეთს, რა დროსაც, გაუაზრებლად ხელი დაარტყა ლ-------–---–---–ს, რომელიც მის მიერ გაკავებული პ. თ-------–---ისკენ იწევდა. ბრალდებულმა გ. ბ----------ა დაკითხვისას განმარტა, რომ კარგად აცნობიერებს, რომ ბავშვების გაშველებისას ზედმეტი მოუვიდა და წუხს იმ ფაქტის გამო, რომ დაზარალებულ ლ-------–---–---–ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
მოწმე ხ-------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლში მუშაობს ექთნად. 2018 წლის 2-------ს სამსახურში იმყოფებოდა სამ აღმზრდელთან - ნ----------–---–თან, ტა---------------სთან და მ--------–------–-–--ლთან ერთად. ბავშვთა სახლში იმყოფებოდა გ-------------------ც, ბავშვთა სახლის დარაჯი, რომელიც ყოველთვის აქტიურად ურთიერთობდა ბავშვებთან, გარეთ გაჰყავდა ხოლმე ისინი და ეთამაშებოდა მათ. ხმაურზე დერეფანში გასულმა დაინახა 5-6 ბავშვი და მათ შორის - პ---–-----------–----, რომელიც ლ-------–---–---–ისკენ იწევდა და რომელსაც, კედელთან მიმწყვდეულს, გ------------------- აკავებდა. აგრესიულად განწყობილ მოჩხუბრებს შორის მარტოდ მყოფ გ-------ს, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა და მან ლ-------–---–---–ს დაარტყა ხელი. აღნიშნულის გამო გ-------ს საყვედურიც უთხრა - რატომ დაარტყი, ჩვენთვის დაგეძახაო. მოწმემ აღნიშნა, რომ მიუხედავად გ-------------------სთვის თქმული საყვედურისა, მიიჩნევს, რომ ბენეფიციარების გასაშველებლად გ. ბ---------ის ჩარევა იყო დროული და აუცილებელი მოქმედება, რამაც მათ უფრო მძიმე შედეგი ააცილა თავიდან.
მოწმეებმა: მ----–----–------–-–---–მა, ტა---------------მ და ნ----------–---–მა, კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლის აღმზრდელებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 2-------ს, საღამოს, იმყოფებოდნენ აბაზანაში და ბანდნენ ბავშვებს, რა დროსაც მოესმათ ხმაური და ტირილის ხმა. დერეფანში გასულებმა დაინახეს ატირებული ბენეფიციარი - ლ-------–---–---–ი, რომელსაც თვალთან დაზიანება ჰქონდა და ექთანი, ხ-------------–---–- საფენებს ადებდა. როდესაც იკითხეს, თუ რა მოხდა, ექთანმა მათ უთხრა, რომ ლე---ს დარაჯმა - გ-------------------ა დაარტყა ხელი. მოწმეებმა განმარტეს, რომ მათ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების ნაწილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და აგრესიით გამოირჩევიან. ბენეფიციართა მიმართ ხშირად ყოფილა პროპორციული ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება, რა დროსაც აღმზრდელებს გ------------------- არაერთხელ დახმარებია.
ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100) თანახმად, დგინდება, რომ 2018 წლის 2-------ს, შპს „ნი-------------–-“-ში, ლ-------–---–---–ის სამედიცინო შემოწმებისას მას შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობა/ექსკორიაცია, ასევე - პერიოკულარული მიდამოს შეშუპება და სისხლნაჟღენთი.
გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 2-------ს კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლში მომუშავე გ-------------------ა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ამავე სახლის ბენეფიციარს - არასრულწლოვან ლ-------–---–---–ს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ-------------------, რომელმაც ლ-------–---–---–ს ხელი დაარტყა სახეში, მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რადგან სხვაგვარად პ. თ-------–---ის და ლ. ბ-–---–---–ის ჩხუბის განეიტრალების შესაძლებლობა არ ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ არ გამორიცხავს, რომ დაწესებულებაში, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები იმყოფებიან, შესაძლოა მართლაც წამოიჭრას აღგზნებულ ან/და აგრესიულ პაციენტთა მიმართ დამაწყნარებელი მეთოდებისა და, გამონაკლის შემთხვევებში, - ფიზიკური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა, მსგავს, რთულ სიტუაციებშიც კი, რეაგირების გადაუდებელი აუცილებლობის და პერსონალისა და პაციენტთა მიერ ტრავმების მიღების რისკის არსებობის პირობებშიც, ბენეფიციარის ცემასა და მის ფიზიკურ შეურაცხყოფას არანაირი გამართლება არ აქვს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გ. ბ----------ა, რომელიც, მისივე განმარტებით, მოჩხუბართა გაშველებას ისახავდა მიზნად, სხეულის დაზიანება მიაყენა ჩხუბის შედარებით პასიურ მონაწილეს - ლ. ბ-–---–---–ს, და არა - პ. თ-------–---ს, რომელიც, მოწმეთა განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების გამო, ზოგადად გამოირჩეოდა აგრესიულობით და შემთხვევის დროსაც ლ. ბ-–---–---–ის მიმართ ჭარბ აგრესიას ავლენდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბენეფიციართა შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართვისას გ------- ბ---------ს მართლაც მათი გაშველების სურვილი ამოძრავებდა, თუმცა, შემდგომ, გაშველების პროცესში, ლ-------–---–---–ს ხელი სიბრაზის ან სხვა იმგვარი ფაქტორის გამო დაარტყა, რომელსაც არანაირი კავშირი ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის დაცვის სურვილთან არ აქვს.
სასამართლო გამორიცხავს გ-------------------ს მიერ ლ-------–---–---–ისთვის დაზიანების გაუფრთხილებლობით მიყენების შესაძლებლობას, რადგან აღნიშნულს ეწინააღმდეგება, როგორც თავად ბრალდებულის განმარტება, ისე შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - ხ-------------–---–-ს ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მდგომარეობიდან გამოსულმა გ-------------------ა ლ-------–---–---–ს ხელი დაარტყა. სასამართლო თვლის, რომ გ-------------------ა ლ-------–---–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა განზრახ, რა დროსაც, მართალია, ამ უკანასკნელისთვის ტკივილის მიყენების პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ შეგნებულად დაუშვა ან გულგრილად მოეკიდა ამგვარი შედეგის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა). ამავე დროს, სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი სუბიექტური ფაქტორი, როგორიცაა გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდა, დაზარალებულის განმარტების გარეშე არ დგინდება. სასამართლო თვლის, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა სამართლებრივი დაცვის მიღმა ტოვებს იმ პირებს, რომლებიც მათი ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა გარემოებების გამო საკუთარი სუბიექტური განცდების გადმოცემას ვერ ახერხებენ და რომლებიც, მათი მოწყვლადობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მოპყრობასა და დაცვას საჭიროებენ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული დაზიანების ლოკალიზაცია, ტიპი და მასზე დაზარალებულის რეაქცია (მოცემულ შემთხვევაში - ტირილი) ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლის დარაჯმა გ-------------------ა სახეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების არასრულწლოვან ბენეფიციარს ლ-------–---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
სუბიექტური მხრივ ძალადობა განზრახი დანაშაულია, ქმედების კვალიფიკაციისათვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
გ-------------------ს ბრალდების საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ზემოაღნიშნული კვალიფიკაცია მოიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში - წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გ------- ბ---------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში გ-------------------ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო, ითვალისწინებს კ---------–------------–--–-----–---–-----ის მქონე ბავშვთა სახლის თანამშრომლების განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ბ---------ი ერთგულად ემსახურებოდა თავის საქმეს და, ამასთან, ზრუნავდა ბენეფიციარებზე, რაც პერსონალის განკარგულებაში მყოფი საკმარისი კადრების არარსებობისა და შეზღუდული რესურსების პირობებში მათთვის განსაკუთრებით დასაფასებელი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------------ს მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა, რაც სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 2-------იდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით გ------- ბ---------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, გ------- ბ---------ს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი