განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/-----16
(გამოძიების N------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძემ,სოფიო ჩოხელის მდივნობით,ბრალდების მახრე:
პროკურორის - ნ--- ჯ----–-,დაცვის მხარე:
ბრალდებულ - ს-------- ნ-----–----ის ძე მ-----–------ე, დაბადებული 19---–-–----- ივლისს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------–-------–----------------, კ----------------------ში,ადვოკატები - დ----- დ--------- და ა----------------–---–--
თარჯიმანი - ი---- ე--------
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების შესახებ: - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: 2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–--–---------------------------ის მიმდებარედ, ს-------- მ-----–------ე მოძრაობდა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ,,--------------–-“ სახელმწიფო ნომრით N------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ავტომანქანა ,,ა-–-----------ს“ სახელმწიფო ნომრით O--------, რომელსაც მართავდა ტ------– ხ-------ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტ------– ხ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ტ------– ხ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, მოძრაობდა კუთვნილი ,,ა-–-------------’’ მარკის ავტომობილით მ------ მ--------------, მეორე ზოლში, დაახლოებით 50კმ/სთ. მსვლელობისას, წინ მიმავალმა „მ----------ს“ მარკის ავტომანქანამ მოულოდნელად მარჯვნიდან მარცხნივ დაიწყო მობრუნება და მას გზა გადაუჭრა. არსებული მანევრის გამო ისე, რომ დაზარალებულმა მუხრუჭის ხმარება ვერ მოასწრო, წინა ნაწილში შეეჯახა იმავე ავტომობილს, შემდეგ ინერციით გააგრძელა მოძრაობა და მარცხენა კუთხით შეეჯახა საპირისპირო მოძრაობის ზოლში საავტომობილო გზის პირას გაჩერებულ „ფ-------ს“ მანქანას. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დარეკა საპატრულო პოლიციაში. პატრულ-ინსპექტორებმა შემთხვევის ადგილზე შეადგინეს ნახაზი, ორივე მძღოლს ადგილზე გაესაუბრნენ და ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები.
ს-------- მ-----–------ემ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მისი ბრალეულობით მოხდა საგზაო შემთხვევა და მზად იყო ზიანი აენაზღაურებინა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოუძახებია და როცა სახლში დაბრუნებულს სუნთქვა გაურთულდა, მეუღლემ შესთავაზა ექიმთან მისვლა. მეორე დილით ა------ს კლინიკაში გადაიღო რენტგენი და მას დაუდგინდა მკერდის ძვლის მორჩის მოტეხილობა.
ასევე განმარტა, რომ გამოძიებას წარუდგინა რენტგენოფირი, ფოტოსურათები და მობილურ ტელეფონში არსებული ს-------- მ-----–------ის ქართულ ენაზე საუბრის ჩანაწერი.
გ------ი ი-------–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, საღამოს რვა საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 112-ის საშუალებით მიიღო შეტყობინება მ------ მ---------------სთან მომხდარი ავტოავარიის შესახებ. მეწყვილე - ზ------- მ--------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სადაც დახვდათ სამი დაზიანებული მანქანა. მათგან ორი მოძრავი ავტომანქანა იყო ერთმანეთს დაჯახებული, ხოლო მესამე პარკირებაზე იყო გაჩერებული. გამოკითხვისას „მ----------ს“ მძღოლმა განაცხადა, რომ მ------ მ---------------სთან, მარცხენა მხარეს აპირებდა მობრუნებას და როცა დაიწყო მოხვევა ის შეეჯახა ამავე ქუჩაზე მოძრავ „ა-–-------------“ ფირმის ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მძღოლმა დაკარგა სვლა, გადავიდა მარცხნივ და თვის მხრივ დაეჯახა პარკირებაზე გაჩერებულ „ფ------ს“. მძღოლებს ადგილზე ჩაუტარდათ ალკოტესტით შემოწმება, ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, შედგა ავტო სქემა და არსებული გარემოებების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ „მ----------ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ დარღვეული იყო საგზაო მოძრაობის წესები. ამავე ჩვენებით, ადგილზე სამედიცინო დახმარების გამოძახებზე მძღოლებმა განაცხადეს უარი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------- მ--------მ.
2016 წლის 01 მარტის N------------ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 01 მარტს, 16:20 საათზე, შს-------------–-------–-–-----------------------------------------------–----------------–--–-, „ა------ს“ კლინიკიდან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–--–------------------ი, მ------ მ--------------, ავტოავარიაში მოყვა ტ------– ა-–----------ს ძე ხ-------ე (დაბადებული 1979 წლის 14 ივნისს, მცხოვრები ქ.-----–-----------------------------------------------------------–--.
2016 წლის 11 თებერვლის ს-------- მ-----–------ის ახსნა-განმარტების ხელწერილით დადგენილია, რომ ამავე წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19 საათსა და 40 წუთზე, ს-------- მ-----–------ე ,,მ----------ს’’ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N------ მოძრაობდა მ------ მ--------------. N--სთან მან განიზრახა ავტომობილის მობრუნება და დაიწყო მანევრი, რა დროსაც წინა მარცხენა ფარზე და საბურავზე შეეჯახა ,,გ-------–ის’’ მიმდებარე ტერიტორიზე არსებული წრიდან მოძრავ ,,ა-–-------------’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------, რის შედეგად მის მანქანას დაუზიანდა წინა ფრთა, მარცხენა წინა საბურავი, წინა ბამპერის მარცხენა მხარე და წინა მარცხენა ფარი, ხოლო თვითონ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანება არ მიუღია.
2016 წლის 11 თებერვლის ტ------– ხ-------ის ახსნა-განმარტების ხელწერილიდან ირკვევა, რომ ამავე წლის 11 თებერვალს 19 საათსა და 40 წუთზე, ტ------– ხ-------ე ,,ა-–-------------’’ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O-------- მოძრაობდა მ------ მ-------------- I--------ის მიმართულებით, რა დროსაც, მის წინ მყოფმა ,,მ-------------–--’’ მარკის ავტომობილმა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N------ მოულოდნელად დაიწყო მობრუნება და მას გადაუჭრა გზა. ტ------– ხ-------ე ,,მ-------------–--’’ მარკის ავტომობილს შეეჯახა წინა მარცხენა ფარზე და საბურავზე, ხოლო შემდგომ ინერციით - პარკირებაზე გაჩერებულ N------ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ,,ფ-------ს’’ მარკის ავტომობილს. შემთხვევის შედეგად მის ავტომობილს დაუზიანდა წინა მხარე მთლიანად, ხოლო თვითონ დაზიანება არ მიუღია.
2016 წლის 11 თებერვლის მ----- ფ----------ს ახსნა-განმარტების ხელწერილიდან ირკვევა, რომ ამავე წლის 11 თებერვალს მას მეზობლებმა შეატყობინეს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რის შედეგად დაზიანდა პარკირებაზე გაჩერებული მისი კუთვნილი ,,ფ-------ს’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N------. ის ავტომობილთან დაახლოებით 19 საათსა და 50 წუთზე მივიდა და ნახა, რომ ერთმანეთს დაჯახებული იყო ,,მ-------------–--’’ და ,,ა-–-----------ს’’ მარკის ავტომობილები, ხოლო ეს უკანასკნელი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O-------, ინერციით შემდეგ დაჯახებული იყო მის ავტომობილს წინა მარცხენა კარზე.
გამომძიებელმა ი-------–-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.
მ----- ფ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, კუთვნილი „ფ-------ს“ მარკის ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა საცხოვრებელი კორპუსის წინ მ------ მ--------------. შემთხვევის ადგილზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ავტომობილს დაეჯახა ,,ა-–-----------ს’’ მარკის ავტომანქანა. მანვე ნახა ,,მ----------ს’’ მარკის ავტომობილი, რომელიც ასევე იყო დამტვრეული. ს-------- მ-----–------ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მისი ბრალეულობით და მას აუნაზღაურა ზიანი - 220 ლარის ოდენობით, რაც საჭირო იყო მანქანის შესაკეთებლად.
მოწმე კ------- ა-------- განმარტა, რომ პაციენტმა ტ------– ხ-------ემ მიმართა ტრავმის მიღებიდან 21 დღის შემდგომ და განაცხადა, რომ ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო. პაციენტი გულმკერდის არეში უჩიოდა ტკივილს. რენტგენით დადასტურდა გულმკერდის ძვლის მორჩის მოტეხილობა. მან დაზარალებულს დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
მოწმის განმარტებით მახვილისებრი მორჩი ძვალია და არა ხრტილი. შეხორცება შეიძლება დაიწყოს 2 კვირიდან და სრულად საჭიროა დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე პერიოდი. 5 წლამდე ბავშვებს მოტეხილობა უხორცდებათ უფრო სწრაფად ვიდრე 18 წლიდან 65 წლამდე პირებს. შესაძლებელია, რომ პირმა ტკივილი ვერ იგრძნოს იმავე წუთს რადგან არსებული გაპირობებული იყოს ავარიით მიღებული შოკის გამო.
ნ------------–---მ განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, საღამოს დაურეკა მეუღლემ - ტ------– ხ-------ემ და შეატყობინა მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ. ავტომომანქანით მივიდა მ------ მ--------------. ს-------- მ-----–------ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან განაცხადა, რომ დამნაშავე იყო მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში და მზაობა გამოხატა ზარალის ანაზღაურებაზე. მართალია მისმა მეუღლემ იქვე უარი განაცხადა გამოეძახებინათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ იმის გამო, რომ საღამოს ტ------–ს ტკივილი გაუძლიერდა, მეორე დღესვე მივიდა ექიმთან და ჩატარებული კვლევით დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის სასახსრე კიდის მოტეხილობა.
სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 28 აპრილის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ა------ს კლინიკის“ ამბულატორიული პაციენტის N1------- სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით, ტ------– ხ-------ემ კლინიკას მიმართა 01.03.2016წ. და კვლევის შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში.
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, ტ------– ხ-------ის მკერდის ძვლის რენდგენოგრამა შეისწავლა თ.ს.ს.უ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ი-------–---–--. დასკვნის თანახმად: „წარმოდგენილ რენდგენოგრამაზე აღინიშნება მახვილისებრი მორჩს წინა ზედა კიდის მოტეხილობა ფრგმენტის მცირე ცდომით“. რენდგენოლოგიური სურათი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ თარიღს - 11.02.2016. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
ს------------–-----ს ჩვენებით: - რენტგენოლოგიური კვლევით დადასტურებულია, რომ ტ------– ხ-------ეს ჰქონდა მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩის კიდის მოტეხილობა. მკერდის ძვალი მონაწილეობს გულმკერდის ყაფაზში. მკერდის ძვალი შედგება ტარისგან, სხეულისგან და მახვილისებრი მორჩისგან. ასეთი ტრავმის დროს, გულ-მკერდის ყაფაზმა, რომ თავისი დატვირთვა და თავისი ფუნქცია დაიბრუნოს, მას სჭირდება 4 კვირაზე მეტი დრო. გამომდინარე, ზემოაღნიშნულიდან დაზიანება შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე ხანგრძლივი მოშლით. ზოგადად შეხორცების პროცესები მოტეხილობის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და უფრო მეტი, მაგრამ დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა ძვლოვანი კორძი როდის წარმოიქმნება ან მოტეხილობა რამდენ ხანში შეხორცდება, ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა ჯანმრთლობის ფუნქციას რამდენ ხანში დაიბრუნებს ორგანიზმი.
იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტმა 21-ე დღეს მიმართა ტრავმატოლოგს ჩივილებით და დანიშნულება მიეცა კიდევ 10 დღით, ნიშნავს, რომ დაზარალებულს ფუნქციები ამ პერიოდში სრულად აღდგენილი არ ჰქონდა. ამასთან, ტრავმატოლოგიურ ლიტერატურაში შეხორცების ვადად მითითებულია 4-6 კვირა და უფრო მეტი დროც, მნიშვნელობა აქვს ასევე რა ასაკის რაის პაციენტი. ბავშვებს უფრო მალე უხორცდებათ მოტეხილობა ვიდრე მოზრდილებს. მანვე დასტურად იმისა, რაც განმარტა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ავტორ იუმაშევის წიგნი „ტრავმატოლოგია და ორთპედია“ საიდანაც მის მიერ საჯაროდ იქნა წაკითხული იმავე სახის მოტეხილობის შესახებ ინფორმაცია და ვადები. რომლის თანახმად, ძვლოვანი კორძის წარმოქმნისათვის საჭიროა სამი კვირა, ხოლო შრომისუნარიანობის აღდგენა ხდება 4-6 კვირის შემდეგ.
მოწმის განმარტებით, მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩი გარკვეულწილად მაინც მონაწილეობს სუნთქვის პროცესში. წოლით რეჟიმი არ არის აუცილებელი, თუმცა სრული ფიზიკური დატვირთვისას ადამიანი ვერ იმუშავებს. ტკივილი ძლიერია თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. მსუბუქიც რომ ქონდეს, პაციენტს მაინც აეკრძალება სრული დატვირთვით მუშაობა. მახვილისებური მორჩიც ისეთივე ნაწილია მკერდის ძვილის, როგორც ტარი და სხეული. ლიტერატურაში ისინი განიხილება ერთობლიობაში და არა ცალკ-ცალკე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ივლისის სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილ ,,ალ------------ს'' მძღოლის ტ------– ხ-------ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამებოდა ,,საგზო მოძრაობის შესახებ'' კანონის 33-ე მუხლის, პირველ და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა; ავტომობილ ,,მ-------------–--'' მძღოლის ს-------- მ-----–------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
დ----------–-----მა დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ,,მ-------------–--’’ მარკის ავტომობილი ახორციელებდა მოხვევის მანევრს, ხოლო ,,ა-–-----------ს’’ მარკის ავტომობილი მოძრაობდა გზაზე მეორე სამოძრაო ზოლში, რა დროსაც „მ----------ს“ მძღოლმა, თავის მოქმედებით საფრთხე შეუქმნა მეორე ზოლში მოძრავ ,,ა-–-----------ს’’ მძღოლს და მოხდა მათი შეჯახება. ავტომობილების საბოლოო განლაგებით, „ა-–-----------“ მოძრაობდა 40-50კმ/სთ, რადგან უფრო მაღალი სიჩქარის შემთხვევაში „მერსედესს“ გასწევდა კიდევ მარჯვნივ ნარჩენი ენერგიის ხარჯზე და არა მხოლოდ დაეჯახებოდა „ფ------ს“, ის კიდევ გააგრძელებდა მოძრაობას.
2016 წლის 29 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტის N0-------- დასკვნით გამოკვლევის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მომხდარია ავტომობილ ,,ალ------------’’ O---------ის წინა მარჯვენა ნაწილით ავტომობილ ,,მ-------------–--’’ N------ წინა მარცხენა გვერდით ნაწილთან (წინა მარცხენა საბურავთან და ფრთასთან), როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 50-60 გრადუსს. საქმის მასალებიდან ასევე ცნობილია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედეს-ბენცს’’ უკანა მარჯვენა ნაწილი საავტომობილო გზის მარჯვენა კიდიდან დაშორებულია 4,6 მეტრი მანძილით. არსებულ პირობებში იმის გათვალისწინებთ, რომ ,,მერსედეს-ბენცს’’ დაზიანებული აქვს წინა მარცხენა გვერდითი ნაწილი, ავტომობილ ,,მერსედეს-ბენცს’’ საავტომობილო გზის მარჯვენა ნაწილიდან მოძრაობის დაწყების შემდეგ შეჯახების ადგილამდე, ავტომობილის სიგრძის, შეჯახების კუთხის და ავტომობილების საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე თავისი წინა ნაწილით გარკვეული რადიუსის რკალზე უნდა გაევლო მინიმუმ 7,0 მეტრი მანძილი. როგორც შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ალ------------’’-ს მძღოლის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, იგი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოძრაობდა დ----- ა----–-----–-------------------- - დიდი დ------------------------------- მიმართულებით. მ------ მ-------------- მსვლელობისას მის წინ მყოფმა ,,მერსედესმა“ მოულოდნელად დაიწყო მობრუნება და თავისი მანევრით გზა გადაუჭრა, კერძოდ, შეუქმნა საფრთხე მოძრაობაში, რის გამოც ,,ალ------------ს’’ მძღოლი შეეჯახა მანევრის შემსრულებელ ,,მერსედეს-ბენცს“, ხოლო შემდეგ ინერციით გააგრძელა მოძრაობა და თავისი ავტომობილის წინა მარცხენა კუთხით შეეჯახა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, საავტომობილო გზის პირას გაჩერებულ ავტომობილ ,,ფ-------ტ----------“. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებით აღმოჩნდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 40 კმ.სთ სიჩქარით. ამავე დასკვნით დგინდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ალ------------ს’’ მძღოლის ტ------– ხ-------ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მ-------------–--“ მძღოლს ს-------- მ-----–------ეს, მისი მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის 29 მარტის N5---- დასკვნის თანახმად:- 1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის "A-------------" სახ.#O-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს – 3800 (სამიათასრვაასი) ლარს. 2) ვინაიდან ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანაზე "M-----------------" სახ.#N------ ჩატარებულია სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
სასაქონლო ექსპერტიზის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზუ-----–-----მ.
ექსპერტ-ტრასოლოგმა დ----- ო-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპეტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა: - როცა მივიდა საჯარიმოზე, „მ----------ს“ მარკის ავტომობილი დაშლილი და ნაწილობრივ აღდგენილიც იყო რის გამოც მან აღარ გააგრძელა კვლევა, რაც შეეხება „ალ------------ს“ დაათვალიერა და ნახა, რომ წინა მხარე იყო დაზიანებული რაც განვითარებული იყო რაიმე მყარ საფართან შეჯახების შედეგად.
სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N5------ დასკვნითა და მასზე დართული ფოტოცხრილით დგინდება, რომ ავტომობილ ,,ალ------------’’ სარეგისტრაციო ნომრით O---------ზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, ხოლო ავტომობილი ,,მ----------’’ სარეგისტრაციო ნომრით N------ აღდგენილ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომობილი ,,მ----------’’ სარეგისტრაციო ნომრით N------ზე აღდგენითი სამუშაოებით სახეშეცვლილია შეჯახების ადგილი, რის გამოც ავტომობილების პირველადი შეჯახების კუთხის დადგენა ტრასოლოგიური გზით შეუძლებელია. წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში მ------ მ--------------, N--ის მიმდებარედ, სავალი გზა არის ასფალტირებული მშრალი უდეფექტო, ჰორიზონტალურ სავალი გზის საერთო სიგანეა 14,80 მეტრი და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის, დ-------------------- მიკრორაიონის მხრიდან დ-----------–-----–---------ს მიმართულებით და პირიქით. დ----- ა----–-----–-------------------- დ-------------------- მიკრორაიონის მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა მხარეს არის გამწვანებული ზოლი, რომელიც არის ტექნიკურად წყვეტილი, აღნიშნული მიმართულებით გამწვანების ზოლზე განთავსებულია საგზაო ნიშნები, მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ. ფრთხილად ბავშვების გადასასვლელია და დგომა/გაჩერება აკრძალულია. დ-------------------- მიკრორაიონის მხრიდან დ-----------–-----–---------ს მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა მხარეს არის ტროტუარი სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ სიჩქარე და ქვეითთა გადასასვლელი. ასევე მარჯვენა მხარეს მდებარეობს მ------ მ--------------–---------–-----------------------, რომლის წინაც არის შუქნიშანი, აღნიშნული შუქნიშნიდან N--ის კიდემდე მანძილი არის 19,80 მეტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი.
ა------ს კლინიკის ამბოლატორიული სამედიცინო ბარათიდან (სიტN1-------) ირკვევა, რომ პაციენტ ტ------– ხ-------ეს 2016 წლის 12 თებერვალს შპს ,,ა------ს კლინიკა“-ში ჩატარებული აქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხოლო პირველ მარტს ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია. მასვე დაუდგინდა დიაგნოზი: ,,მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტრალური სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში“.
ა------ს კლინიკიდან მიღებული, 2016 წლის 01 დეკემბრის N3------ წერილის თანახმად, პაციენტმა ტ------– ხ-------ემ (პ/ნ 3----------) შპს ,,ა------ს კლინიკა''-ს მიმართა 2016 წლის 12 თებერვალს. მას ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია (რეგისტრაციის დრო 10:20სთ). პაციენტმა განმეორებით მიგვმართა კლინიკას 2016 წლის 1 მარტს. ჩაუტარდა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია (რეგისტრაციის დრო 13:33სთ).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ ტ------– ხ-------ის რენტგენოფირი, რომლის თანახმად: - 2016 წლის 12 თებერვალს, რენტგენის გადაღების შედეგად მას დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა მნიშვნელოვანი ცდომის გარეშე.
ექიმ-რადიოლოგ ვ----–----------- განმარტებით, პაციენტ ტ------– ხ-------ეს რეტგენი გადაღებულია მის მიერ გვერდით პროექციაში, რადგან წინა პროექცია მკერდის ძვალზე არ კეთდება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ა------ს კლინიკიდან გადმოგზავნილი, ამბულატორიული სამედიცინო ბარათის თანახმად, ტ------– ხ-------ემ რომელსაც აღენიშნებოდა ჩივილები, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ფიზიკური დატვირთვის დროს, 2016 წლის 01 მარტს მიმართა კლინიკას კონსულტაციისთვის. პაციენტის განმარტებით, ტრავმა მიიღო 2016 წლის 11 თებერვალს ავტოავარიის შედეგად. ამავე სამედიცინო ბარათის თანახმად, ტ------– ხ-------ეს გაეწია კონსულტაცია და დაენიშნა მკურნალობა დიაგნოზით მკერდის ძვლის მოტეხილობა, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში. სამედიცინო ისტორია შედგენილია ა------ს კლინიკის ექიმ კ------- ა-------ს მიერ.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკიური დეპარტამენტიდან მიღებული 2016 წლის 18 მაისის ავტოტექნიკური ექსპეტიზიზის N6---- დასკვნის თანახმად: 1)მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ტ------– ხ-------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მუხლი 33 მუხლი პუნქტი 1 და პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
2) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ს-------- მ-----–------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ლ--------------–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა: - იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილზე მუხრუჭის ან მოცურების კვალი არ იყო სიჩქარის გამოთვლა მოხდა მძღოლების ჩვენებებზე დაყრდნობით. მოწმის განმარტებით, „მ----------ს“ მარკის ავტომობილი დაზიანებული იყო წინა მარცხენა ფრთაში, რომელიც მოხვევას ახორციელებდა მარჯვენა ზოლიდან. ამავე ჩვენებით, მძღოლმა, რომ არ შეუქმნას საფრთხე მოძრაობის სხვა მონაწილეებს მოხვევა უნდა განახორციელოს უკიდურესი მარცხენა ზოლიდან, რასაც ადგილი არ ჰქონია ს-------- მიფისწვერიძის შემთხვევაში.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 02.12.2016 წლის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი ს-----------–--------------------------------–--------------------------------------- უფროსმა გამომძიებელმა ი-------–-------- დაზარალებულ ტ------– ხ-------ის მონაწილეობით დაათვალიერა ტ------– ხ-------ის მიერ მიმდინარე წლის 02 აპრილის განცხადებით წარმოდგენილი ,,SONY’’-ს ფირმის 700 MB-ის ტევადობის CD-R დისკი. აღნიშნული დისკის დათვალიერებით გაირკვა, რომ დისკზე ჩაწერილი საქაღალდე წარწერით ,,suratebi’’, საქაღალდის გახსნისას მასში აღმოჩნდა 13 ფოტოფაილი. აღნიშნული ფაილებიდან 11 ფაილზე აღბეჭდილია ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ავტომობილები, ხოლო 2 ფაილზე მძღოლის მართვის მოწმობა გაცემული ს-------- მ-----–------ის სახელზე. ასევე აღმოჩნდა 2 ვიდეოფაილი: ფაილი წარწერით 14--------, რომლის ჩაწერის ხანგრძლივობაა 00:00:58 და ფაილი წარწერით 1---------, რომლის ჩაწერის ხანგრძლივობაა 00:00:58. ასევე ჩაწერილი ერთი აუდიო ფაილი. დათვალიერების შემდეგ დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში დაილუქა 20/13 ლუქით, დაესვა თარიღი და აღენიშნა ხელმოწერები.
ს-------- მ-----–------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში იმყოფებოდა ქალიშვილის მასწავლებელთან დ------------–-. წამოსვლისას, ის დაჯდა კუთვნილ ავტომანქანაში „მ----------“ სახ. ნომრით N------ და 5-10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო მოძრაობა მ------ მ--------------. გაიარა დაახლოებით 20-30 მეტრი და მოუხვია მარცხნივ, სადაც ის შეეჯახა ტ------– ხ-------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „ა-–-----------ს“სახ. ნომრით O-------. ბრალდებულის განმარტებით მანევრი დაიწყო ტროტუარის მხარეს არსებული პირველი ზოლიდან, მას არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები და მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
დაცვის მხარის მიერ დაკითხულმა ა-–---------- გ------მ და მ--–---- ფ--–----–-–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ტ------– ხ-------ის დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რაც დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩი პასიურად გადაადგილდება მკერდის დანარჩენ ნაწილებთან ერთად და მისი ნაწილის ჩამოტეხვის შემდგომ პერიოდში ტკივილი უმნიშვნელოა. მახვილისებური მორჩის ვენტილარული ზედაპირის ზემოაღნიშნული ჩამოტეხვის შეხორცების ვადა შეადგენს ორ კვირას.
დაცვის მოწმედ დაკითხულმა რ---------–------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტზის დასკვნა, რომლითაც მიჩნეულია, რომ ავტომობილ ,,მ-------------–--’’ სახ. ნომ. N------ მძღოლის ს-------- მ-----–------ის მანევრი, აღნიშული გზის მონაკვეთზე მოხვევა-მობრუნება, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნებს. ამასთან, ავტომობილ ,,ა-–-------------’’ სახ. ნომ. O------- მძღოლს, ტ------– ხ-------ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მან უგულებელყო საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის მატარებელი ნორმა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“.
ექსპერტიზის პრეროგატივაა განსაზღვროს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ასევე შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას საქართველოს კანონი “საგზაო მოძრაობის შესახებ”ავალდებულებს.
სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ა-–---------- გ------სა და მ--–---- ფი-–----–-–---–ის განმარტებებს, რომ მახვილისებრი მორჩის ვენტრალური სასახსრე კიდე არის არა ძვალი არამედ რუდიმენტი, მისი მოტეხილობის შეხორცების ვადა შეადგენს ორ კვირას და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რადგან, ზემოაღნიშნული გაბათილდა ბრალდების მხარის მოწმეთა - ს------------–-----სა და კ------- ა-------ს ჩვენებებით. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩი არის მკერდის ძვლის შემადგენელი ძვლოვანი ნაწილი და მის შეხორცებას სჭირდება მინიმუმ სამ კვირაზე მეტი დრო. ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებით, დაზიანების ხარისხის განსაზღვრისთვის მნიშვნელობა აქვს არა უშუალოდ შეხორცების პროცესს, არამედ შრომისუნარიანობის აღდგენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში მინიმუმ სამი კვირაზე მეტი დასჭირდა. არსებულ გარემოებას ადასტურებს როგორც ტ------– ხ-------ის, ასევე კ------- ა-------ს ჩვენებაც, რომ დაზარალებულს მომხდარი საგზაო შემთხვევიდან სამი კვირის შემდეგ ისევ ჰქონდა ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვა. ექმისათვის წარდგენილი რეტგენოფირისა და ჩატარებული კველების შედეგად მას დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში, რის საფუძველზეც 10 დღის განმავლობაში დაენიშნა მკურნალობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შეფასებით წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთლობის ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო ვერ გაიზარებს ასევე რ---------–------–---–ის განმარტებას, რომ ავტომობილ „მ-------------–ის“ სახ. ნომერი N------ მძღოლის ს-------- მ-----–------ის მანევრი შეესაბამებოდა საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნებს.
მოწმის განმარტება, რომ ს-------- მ-----–------ე მოძრაობდა ღერძულა ხაზთან მეორე სამოძრაო ზოლში, არის საფუძველს მოკლებული და ეწინააღმდეგება ბრალდებულისა და დაზარალებულის როგორც საქმეში განთავსებულ ახსნა - განმარტებებს, რომელიც მომხადრი ფაქტიდან მცირე დროში იქნა ჩამორთმეული, ასევე გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მობილური ტელეფონით გაკეთებული საუბრის ჩანაწერიც სადაც ს-------- მ-----–------ე პატრულ - ინსპექტორებთან განმარტავს, რომ საგზაო შემთხვევა მომხდარია მისი ბარალეულობით და გამოთქვამს მზაობას, ორივე ავტომანქანის მძღოლს აუნაზღაუროს ზიანი.
დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სასაქონლო, სასამართლო-სამედიცინო, ავტოტექნიკური, ტექნიკური, სატრანსპორტო - ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ ავტოავარიის მიზეზი გახდა ,,--------------–-ს“ სახელმწიფო ნომრით N------ მანევრი, რომელმაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, შეეჯახა ავტომანქანა ,,ა-–-------------“ სახელმწიფო ნომრით O-------- და მომხდარის გამო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ტ------– ხ-------ემ რომელიც მართავდა ავტომობილს.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს-------- მ-----–------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან საგზაო მოძრაობის მონაწილე მძღოლები, საკუთარ შესაძლებლობებში მცდარად დარწმუნებით, დაკისრებული მოვალეობების (მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება) შესრულებისას იჩენენ ზერელე დამოკიდებულებას, რასაც თან სდევს შესაბამისი შედეგი და მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე, ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის, სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი და ადექვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
ს-------- მ-----–------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის, რომ ბრალდებულმა ტ------– ხ-------ეს ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურა, ხოლო მ----- ფ----------- სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს-------- მ-----–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1- ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაეკისროს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გაუქმდეს ს-------- მ-----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
ყადაღა მოეხსნას 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დადებულ არკადი რე-----–---–-- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ------–-----–-------–-----------------------------–------------------------------------------–--------------------------------------–---------------------------------------------------------------;
ნივთიერი მტკიცებულებები - რენტგენოფირი და ტ------– ხ-------ის მიერ წარმოდგენილი დისკი ჩაწერილი ფოტოსურათებით, ორი ვიდეოფაილით და ერთი აუდიოფაილით, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/