გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210017002223338
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/3-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 20-8 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - გი-----------------ი

მოპასუხე - შპს „ა--------ი“

წარმომადგენელი - მა---------ე, ინ-------–----------

დავის საგანი - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ა--------ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქ-------–----------–----–-------- სსიპ - ქო--------------------------ს 20---–-–----------------------- გადაწყვეტილებისა და მისი დანართი N2-იდან გამომდინარე საიჯარო ქირის 9 534.25 ლარის გადახდა;

1.2. შპს „ა--------ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქ-------–----------–----–-------- სსიპ - ქო--------------------------ს 20---–-–----------------------- გადაწყვეტილებისა და მისი დანართი N2-იდან გამომდინარე საიჯარო პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლო 2--- წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით 3 207 ლარის ოდენობით, ხ---–------- წლის 21 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (3 000 ლარი - 0.1 %, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარს.

1.3. შპს „ა--------ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქ-------–----------–----–-------- სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი პირგასამტეხლოს 1-0 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ-------–----------–----–-------- სსიპ - ქო--------------------------ს 20---–-–----------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა--------ი“-ს განცხადება და კომპანიას გადაეცა იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ N0-.1-.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ღია კაფის მოწყობის მიზნით, გადაწყვეტილების დანართი N2-ით წარმოდგენილი საიჯარო პირობებით ხუთი წლის ვადით. საიჯარო პირობების დანართი N2-ით სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000 ლარით, რომლის გადახდის პერიოდი განისაზღვრა თანაბარწილად ექვს თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. ამავე პირობების თანახმად, გადახდის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან და მოიჯარეს დაევალა იჯარის უფლების სავალდებულო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

საიჯარო პირობების თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 100 ლარით.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპს „ა--------ი“-ს მიერ დარღვეულ იქნა სარგებლობის პირობები, კერძოდ, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 20-- წლის 0--------- ქ-------- გადაწყვეტილებიდან და მასზე თანდართული საიჯარო პირობებიდან გამომდინარე ეკისრება საიჯარო ქირა - 9 534.25 ლარი, პირგასამტეხლო 2--- წლის 2------------ მდგომარეობით 3 207 ლარის ოდენობით, ხოლო 2--- წლის 21 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (3 000 ლარი) – 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარს. მოპასუხეს ასევე ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 20---–-–---------------ს მასსა და ირ---–----–----–---–ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარედ არსებულ 21 კვ.მ N0-.1-.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კომერციულ ფართზე. 20-- წლის 0-------- Nქ-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა--------ი“-ს განცხადება და კომპანიას გადაეცა იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ ს/კ N0-.1-.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ღია კაფის მოსაწყობად. 20-- წლის ივნისის თვეში ირ---–----–----–---–მა გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და მიითვისა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ქონება. აღნიშნულ ფაქტზე თბილისის ვაკე-საბუართალოს რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაწყებულია გამოძიება. მოიჯარე ირ---–----–----–---–მა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება შპს „ც-----------–----“ და სადავო საიჯარო ქონებით სარგებლობდა და სარგებლობს შპს „ც-----------–-“. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია, 20-- წლის ივლისის თვეში მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ-------–----------–----–-------- სსიპ - ქო--------------------------ს 20---–-–----------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა--------ი“-ს განცხადება და კომპანიას გადაეცა იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ N0-.1-.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გადაწყვეტილების დანართი N2-ით წარმოდგენილი საიჯარო პირობებით 5 წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ-------–----------–----–-------- სსიპ ქო--------------------------ს 06.06.20-- წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 35)

3.1.2. ქ-------–----------–----–-------- სსიპ - ქო--------------------------ს 20---–-–----------------------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის თანახმად, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000 ლარით, რომლის გადახდის პერიოდი განისაზღვრა თანაბარწილად 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

 

ამავე პირობების თანახმად, გადახდის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან და მოიჯარეს დაევალა იჯარის უფლების სავალდებულო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ-------–----------–----–-------- სსიპ ქო--------------------------ს 06.06.20-- წლის გადაწყვეტილების დანართი N2 (ს.ფ. 36 - 38)

3.1.3. 20---–-–-------------ს N6------------- და 20---–-–---------------ს N6------------- წერილებით შპს „ა--------ს“ გაეგზავნა შეტყობინება საიჯარო ქირისა და ვალდებულების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ქო--------------------------ს 20---–-–-------------ს N6------------- წერილი (ს.ფ. 17 - 18);

- სსიპ ქო--------------------------ს 20---–-–---------------ს N6------------- წერილი (ს.ფ. 19 - 20)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ა--------ი“-ს 20---–-–---------–---ს განცხადების საფუძველზე ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ა--------ს“ შორის შეწყდა საიჯარო ხელშეკრულება.

 

3.2.2. ქ. თ---–----------–----–--------------ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები.

 

ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დაღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებ--ლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მოსარჩელის მიერ გაცემული მტკიცებულებით დასტურდება, რომ 20---–-–-----------------სათვის მოპასუხის მიერ უკვე ქონდა ვალდებულების დარღვევას ადგილი. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელეს ანაზღაურების მიღების უფლება წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მომენტიდან - 20---–-–-----------------დან, როგორც ამას თავად უთითებს. სარჩელი აღძრულია 2--- წლის 19------------, კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო აქვე შენიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ხანდაზმულობის ვადის დენის 2--- წლის 21 ა------------ დაწყების თაობაზე, რის დასტურადაც მხარე იშველიებს სსიპ ქო--------------------------ს ბრძანებას იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანება ვერ იქნება მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის დენის საწყისად, ვინაიდან მოსარჩელეს ბევრად უფრო ადრე წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ქო--------------------------ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 1-1);

- შპს „ა--------ი“-ს წერილი (ს.ფ. 1-2)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 581-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრუ-ლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20---–-–----------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება და კომპანიას გადაეცა იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბ--–--–-----–------------------------- -ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულები-სათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

დადგენილია, რომ სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000 ლარით, რომლის გადახდის პერიოდი განისაზღვრა თანაბარწილად 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მხარეს მიმართა 20-- წლის 11 ივლისს, რაზეც 20-- წლის 03 სექტემბერს ეცნობა, რომ მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება და სსიპ ქო-------------------------- განიხილავს საკითხს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუკი, დაფარული იქნება არსებული სარგებლობის საფასური.

 

სასამართლოს შეფასებით, დგინდება, რომ მოსარჩელეს ანაზღაურების მიღების უფლება წარმოეშვა ვალდებულების დარღვევის მომენტიდან - 20---–-–-----------------დან, როგორც ამას თავად უთითებს ამავე თარიღით გაცემულ წერილში, ხოლო სარჩელი აღძრულია 2--- წლის 19------------.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული სარჩელის აღძვრის უფლებასთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს ყოველი პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. აქ არ იგულისხმება მხოლოდ არახანდაზმული მოთხოვნები, არამედ პირს სასამართლო წესით ნებისმიერი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს, თუმცა, სარჩელის უფლება ორი ნაწილისაგან შედგება - სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებებისაგან და ხანდაზმულობის ვადაც სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე, ანუ მოთხოვნის განხორციელებადობაზე ვრცელდება და არა სარჩელის აღძვრაზე.

 

სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. მოპასუხე მხარეს უნდა ეკავოს აქტიური პოზიცია ხანდაზულობის საკითხებთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც მხარე მიუთითებს ხანდაზმულობის ვადაზე, შემდეგ უკვე სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა, აგრეთვე იმის დადგენა, ხომ არ იყო ამ პერიოდში ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი და ა. შ. აღნიშნული მომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან, ვინაიდან, თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად.

 

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებით რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის სწორად განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმადაც, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000 ლარით, რომლის გადახდის პერიოდი განსაზღვრული იყო თანაბარწილად 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. საქმეში არსებული ქო--------------------------ს 20---–-–-----------------ს წერილით ჩანს, რომ ამ დროისთვის მხარის მიერ უკვე დარღვეული იყო ვალდებულება.

 

როგორც განიმარტა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის თავისი უფლების დარღვევა ცნობილი იყო 20---–-–-----------------დან, მას შემდეგ, რაც მან მოთხოვა მოპასუხეს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს.

 

სასამართლო მიუთითებს სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს მომართა 2--- წლის 19------------. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 20-- წლის 03 სექტემბრიდან დაიწყო, იგი ამოიწურა 2--- წლის 0-------------------. შესაბამისად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეულ ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე