განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
190100118002258673
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი 2--- წელი ქ. რ-------ი

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი ცოტნე მატუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილის,სტაჟიორ-პროკურორი: ხატია ხაჩიძე,დაცვის მხარე: ბრალდებული: ვ--–--------------–---–ი

პირადი ნომერი: №-----------;

დაბადებული:02.01.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ხატია კვასტიანი

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

201- წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რ---------------------–-------------ში მდებარე მაღაზია ,,ლ-------------–-ს" მენეჯერს რ--------------–--ლს, მისსავე სამუშაო ოთახში, ურთიერთშელაპარაკების დროს ვ--–--------------–---–მა ჰკრა ხელი და წააქცია. როდესაც რ--------------–--ლი ცდილობდა წამოდგომას, ვ--–--------------–---–მა მას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ--------------–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------–--ლმა განაცხადა, რომ არის მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ მენეჯერი, რომელიც მდებარეობს ქ. რ-------–--------------–----------ში. დ-------------–---–ი არის მისი მეუღლე. ზოგადად 23 ნოემბრიდან მთლიანად დეკემბრის თვე დაძაბული სიტუაცია იყო მაღაზიაში. მაღაზიას ჰყავდა დაცვის თანამშრომელი, გოგონა რომელსაც ევალებოდა თვალყურის დევნება პროდუქციაზე, რომ ვინმეს არ მოეპარა, ვინაიდან 27 ნოემბრიდან მაღაზიაში შეცვალეს სისტემა, თვითმომსახურებაზე გადავიდნენ და პროდუქცია წინ გადმოაწყეს. იმ დღესაც, როდესაც ფაქტი მოხდა, წასული იყვნენ ქ-------–--ში, რ-------ში ჩამოვიდა დაახლოებით 18:00 საათისთვის. მაღაზიაში უთხრეს, რომ დღის განმავლობაში მათთან სამჯერ იყო მისული გოგონა სამსახურთან დაკავშირებით, რომელსაც უთხრეს, რომ როდესაც მენეჯერი მივიდოდა, თავად დაუკავშირდებოდნენ. იმ მომენტში ეძებდა ახალ თანამშრომელს. მაღაზიაში მისვლისთანავე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაშინვე დაურეკა ამ პიროვნებას და უთხრა, რომ მოსულიყო გასაუბრებაზე. დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა კაბინეტში იჯდა თავად, მისი რძალი შ--------------–---–ი, რომელიც მაღაზიაში მუშაობს და მისი მეუღლე დ-------------–---–ი. კაბინეტი პატარა ფართობის არის, მაგიდასთან იჯდა თავად, დაახლოებით 60 სმ მაგიდის წინ კედელთან დგას პატარა დივანი და გვერდით - სკამი. მის გვერდით, მისგან მარჯვნივ სკამზე იჯდა შ--------------–---–ი და პირდაპირ დივანზე იჯდა მისი მეუღლე. თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები და ისვენებდნენ. ამ დროს კაბინეტში შევიდა ის ქალბატონი, რომელსაც უნდა გასაუბრებოდა. მან პირველ რიგში ბოდიში მოიხადა, რომ დააგვიანა, მ---- მ/რ-ში იყო, სტუმრები ჰყავდა და იქიდან მოდიოდა და ამის გამო შეაგვიანდა. დაჯდა და დაიწყეს გასაუბრება. მან უთხრათ, რომ ბავშვი დაჰყავდა ბაღში გაღმა, ბავშვის ბაღიდან გადმოყვანა უნდოდა, მუშაობდა მადაგონში, უფრო ნაკლები გრაფიკით და მეტი ანაზღაურებით. კითხვა დაუსვა თუ რომ რატომ მოდიოდა სამსახურიდან, როცა ნაკლები სამუშაო საათები და მეტი ანაზღაურება ჰქონდა ვიდრე ამ მაღაზიაში ექნებოდა, რაზეც პასუხი იყო, რომ ეს მისი პრობლემა იყო, ამიტომ მეტი კითხვა არ დაუსვამს. ეს ის მომენტი იყო როცა თანამშრომელი ნამდვილად სჭირდებოდა, თანაც გამოცდილი კადრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო. -,, სასწორზე მაქვს ნამუშევარი და შტრიხკოდებში კარგად ვერკვევიო“, ასეთ თემებზე საუბარში იყვნენ, როდესაც მოულოდნელად, სწრაფი მოქმედებით კარები შემოგლიჯა ახალგაზრდა კაცმა, როგორც შემდეგ გაიგო, ვ--–--------------–---–მა და იქვე დადგა, ამ დროს მან ვ. კ------–---–ის უკან დაინახა მისივე დაცვის თანამშრომლის თავი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ვერ დააკავეს ეს ადამიანი, შემოვარდა კარებში, ამბობს ჩემი მეუღლეა შიგნითო. მას ჩანაწერიც ჰქონდა ტელეფონში, რა ფორმით შევარდა ვ--–--------------–---–ი მათ მაღაზიაში, ბარიერები როგორ გამოგლიჯა და როგორ ეუბნებოდნენ მაღაზიის თანამშრომლები, რომ შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა, ის კი ყვიროდა აქ ჩემი ცოლია, და მენეჯერი უნდა ვნახო ზუსტად ორი წუთია ველოდებიო. ვ. კ------–---–ი რომ შევარდა კაბინეტში, მისი მეუღლე, ქალბატონი იჯდა დივნის ერთ მხარეს, დ-------------–---–ი დივანზე იჯდა კუთხეში, დივნის მეორე კუთხეში. ბრალდებულმა შეხედა ცოლს, ირონიულად გაიცინა და თქვა ჩემი მეუღლეაო და დადგა. ამის მერე აღარ მიუქცევია ყურადღება ამ პიროვნებისთვის, ვერ წარმოიდგენდა რომ იქ რამე პრობლემა შეიძლება ყოფილიყო, გოგო ესაუბრებოდა გოგოს, არც საყვედური არ უთქვამს ამ პიროვნებისთვის, თუ რატომ შემოუგლიჯა ესე კარი, გააგრძელა საუბარი, უთხრა რომ მისთვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, შეიძლება იმ პროდუქციას არ იცნობდა, რომელ პროდუქციასთანაც მას სჭირდებოდა კონსულტანტი, მთავარი იყო რომ მას შტრიხკოდებთან და სასწორთან ჰქონდა შეხება. ამ დროს ვ--–--------------–---–მა უთხრა თავის ცოლს აეთრიე აქედან, ხომ გითხარი შენ მათთან არ იმუშავებო. მან დივანიდან აათრია თავისი მეუღლე და მიათრევდა გარეთ, ამათი სახვეწარი შენ რა გაქვსო. მისმა მეუღლემ დ-------------–---–მა უთხრა, რომ ეს თქვენი ოჯახური სიტუაცია სახლში გაარკვიეთ, აქ გასარკვევი არ არისო, რაზეც ვ--–--------------–---–მა უთხრა, ვერ ხედავ რა დებილივით ელაპარაკებაო? ამაზე ადგა დ-------------–---–ი, ვ. კ------–---–ის ედგა შუაში, რომელსაც მიათრევდა კარებისკენ, რომ გაეგდო კარებში, წამებში მოხდა ეს ყველაფერი, რომ ვ--–--------------–---–ის მოქნეულ ხელზე მისი მეუღლე დაეცა და ვეღარ გასწორდა, ბრალდებული ზემოდან მის ქმარს ურტყამდა, ავტომატურად ადგა თვითონ, ერთი თვის ნაოპერაციები ცხვირი ჰქონდა, მაგრამ არ გახსენებია ცხვირი, რადგან მისი ქმარი დაბლა ეგდო, ადგა თუ არა ერთი ხელი მოიქნია ბრალდებულმა, ალბათ იმიტომ, რომ არ გამოსულიყო და სეეკავებინა, რაზეც ის კომპიუტერის მხარეს გადავარდა, თავი აწია თუ არა ვ--–--------------–---–მა გამოქანებული ხელი ჩაარტყა სახეში, სავარაუდოდ მუშტი ჩაარტყა, ისეთი სიძლიერის იყო, ეგონა რომ ნაოპერაციები ცხვირი დაბლა ჩამოუვარდა, მუჭები სისხლით, რომ გაევსო, ისტერიკული კივილი დაიწყო, ამის მერე არაფერი ახსოვს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში მისი ცხვირი, რომ ექიმისთვის დაერეკა, ამ დროს ბრალდებულის ცოლის ისტერიკული ტირილიც გაიგონა, რომელიც ბოდიშს იხდიდა. დ. გ------–---–ი სავარაუდოდ ვერ დაინახავდა დარტყმის პროცესს, რადგან დაბლა ეგდო. ამ დროს დაცვის პოლიცია გამოიძახეს თანამშრომლებმა. დაცვის პოლიცია გამოძახებიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თავად ოთახში იყო და ყინულები ედო ცხვირზე, ცხვირს ფორმა აღარ ჰქონდა. დაცვის პოლიციამ, რომ დაინახა ერთმა უთხრა მეორეს, შეხედე რა დღეშიაო, რაზეც მეორემ უთხრა ეს რა არის, გარეთ ცოლი ძვლივს გამოვგლიჯეთ ხელიდანო. მაღაზიაში კამერები აქვთ დამონტაჟებული, გარე და შიდა კამერები და შემდგომში მან გადაამოწმა კამერები, სადაც დაფიქსირებული იყო თუ როგორ სცემდა ვ. კ------–---–ი ცოლს, ცოლიც უბრუნებდა ხელს. ერთმანეთს ურტყამდნენ, ხილ-ბოსტნის სექციაში მყოფმა გამყიდველმაც თავისი თვალით ნახა როგორ სცემდა ვ. კ------–---–ი თავის მეუღლეს. პირველად მის მეუღლეს ვ--–--------------–---–მა დაარტყა ხელი. მისი მეუღლე იჯდა, ვ. კ------–---–ი ფეხზე იდგა, კარებში გადიოდა, წაქცეულ მის მეუღლესა და ვ. კ----–---–ს შორის იდგა ვ. კ------–---–ის ცოლი და აკავებდა ამ ადამიანს, რომ არავისთვის არ დაერტყა. შ--------------–---–ი ამ დროს იდგა ზურგის მხრიდან და კიოდა ვინმე დაგვეხმარეთო. დ-------------–---–ის ადგომა და ვ. კ------–---–ის ხელის მოქნევა ერთი იყო, ამ დროს წაიქცა მისი მეუღლე, ზურგის მხრიდან დაეცა და წაქცევის მერე ვეღარ ადგა იმიტომ, რომ ისეთ პატარა ოთახში ამდენი ადამიანი იყო და ვერ მოახერხა ადგომა. დივანსა და მაგიდას შორის 50 სმ სივრცეში, დივნიდან კარებამდე თითქმის მანძილი აღარ არის და მისი მაგიდიდან კარებამდე 1 მეტრია დაახლოებით. მაგიდას დაახლოებით 80 სმ ექნება სიგრძე.

მოწმეს წარედგინა ფოტოსურათები, რა დროსაც აღწერა მომხდარი ინციდენტის დროს ვინ სად იდგა.

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------–---–მა განაცხადა, რომ არის მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ დამფუძნებელი, ოჯახური ბიზნესი აქვს. ბრალდებულს ვ--–--------------–---–ს იცნობს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ხოლო დაზარალებული რ--------------–--ლი არის მისი მეუღლე.

201- წლის 7 დეკემბერს იმყოფებოდა მაღაზიის კაბინეტში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე მისი მეუღლე რ--------------–--ლი და მისი რძალი შ--------------–---–ი. კაბინეტი 12 კვ.მ არ იქნება, კარებიდან რომ შედიხარ პირდაპირ დგას მაგიდა კომპიუტერით, გვერდით - კარადა, კარებიდან ხელმარჯვნივ - დივანი და დივნის გვერდით კიდევ კარადები. მაღაზიას ჰყავს დაცვა. საღამოს საათები იყო, 20:00 საათის შემდეგ. მათთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკის გავლა და მუშაობის დაწყება უნდოდა მათ მაღაზიაში. კარები ღია იყო, თავად დივანზე იჯდა, მეუღლე კომპიუტერთან იჯდა, ხოლო რძალი შორენა გვერდით ეჯდა რ---------ს. პირველი შორენა იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მისი მეუღლე. ამ დროს დაცვის გვერდის ავლით ოთახში შეიჭრა ვ--–--------------–---–ი, იმ ქალბატონის მეუღლე ვინც გასაუბრებაზე იყო მათთან, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რ--------------–--ლს. ვ. კ------–---–მა შესვლისთანავე მიმართა თავის ცოლს და უთხრა, რა საჭიროა ამდენი საუბარი წამოდი სახლშიო, მან შენიშვნა მისცა, რომ იქ განსახილველი საქმე არ იყო და სახლში განეხილათ ეს საკითხი. ბრალდებულმა მის მეუღლეს მიმართა შეურაცხმყოფელად, რა დებილურად საუბრობო. ამ დროს ვ--–------ის მეუღლე მის გვერდით დივანზე იჯდა, მან გაიწია ვ--–--------------–---–ისკენ, ადგა და დაარტყა, სად მოხვდა ხელი, არ ახსოვს. შემდეგ მანაც დაარტყა, კაბინეტში ერთმანეთს დაეჭიდნენ, ვ--–------მა დაძლია ის, წაიქცნენ დივანზე და დაბლა აღმოჩნდა. წინა მხრიდან დაეცა, ვინაიდან ვ--–------ი მას თავში ურტყამდა წახრილ მდგომარებაში იყო, ამ დროს მას მეუღლის ყვირილის ხმა შემოესმა, რომელიც ყვიროდა მიშველეო. მან მისი მეუღლის სახეზე დაინახა სისხლი, მას ცხვირი გატეხილი ჰქონდა. ვ--–------ი მას წაქცეულზე ურტყამდა, როდესაც ვ--–------ს დაარტყა, მისი მეუღლე მაგიდასთან იჯდა და წამოდგა, მას არ დაუნახავს როგორ დაარტყა ვ--–------მა მის მეუღლეს რ--------------–--ლს, წაქცეული იყო და ვერაფერი ვერ დაინახა, წივილ-კივილზე რომ შეხედა მის მეუღლეს ცხვირი უკვე გატეხილი ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. გაშველების დროს თავისი ხელი ვერ მოხვდებოდა მის მეუღლეს, რადგან თავად ძირს იყო და ვერ ამოძრავებდა ხელებს. როგორც თავისი მეუღლისგან იცის, ვ--–--------------–---–ს გაშველების პროცესში ხელი უკრია მისთვის, რაზეც გადაყირავებულა და მერე დაურტყამს ცხვირში. როდესაც წივილ-კივილი გაიგონა მეუღლის, მაგ დროს აღარ ურტყამდა ვ--–------ი. თანამშრომლები ხმაურზე შემოვიდნენ, მეუღლე და რძალი ყვიროდნენ და აშველებდნენ მათ. ვ--–--------------–---–ი გარეთ გაიყვანეს, ყინული და ცივი წყალი მაღაზიის თანამშრომელმა მიუტანეს მის მეუღლეს, თავად სისხლის დანახვაზე ცუდად გახდა, ამის მერე გარეთ მოხდა მათ შორის შელაპარაკება. მან დაარტყა ვ--–------ს და ისიც ურტყამდა ხელებით, ფეხებით მაგრამ დაზიანება არ მიუღია, არც ექსპერტიზა არ ჩაუტარებია. იგი ნასამართლევია ვ--–--------------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე. მაღაზიაში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მან ვიდეოჩანაწერში ნახა, რომ ვ--–--------------–---–ი გარეთ თავის მეუღლესაც ურტყამდა.

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--------------–---–მა განაცხადა, რომ არის მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ უმცროსი მენეჯერი, რომელიც მდებარეობს ქ. რ-------–--------------–----------ში. დ-------------–---–ი არის მისი მეუღლის ძმა, ხოლო რ--------------–--ლი არის მისი რძალი, რომელიც არის მაღაზიის უფროსი მენეჯერი. 201- წლის 7 დეკემბერს დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე პერიოდში მაღაზიაში მასთან კაბინეტში შევიდა გოგონა, იყო მარტო, ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული, რომ სჭირდებოდათ კონსულტანტი და აღნიშნულის თაობაზე გამოცხადდა, უთხრა, რომ მუშაობდა მადაგონში და ვინაიდან ცხოვრობდა ძველ რ-------ში და შორს უწევდა სამსახურში სიარული სურდა სახლთან ახლოს მუშაობის დაწყება. ფიზიკურად და საუბრით მოეწონა, ამასთან მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა და ჩათვალა, რომ აეყვანა სამსახურში, თუმცა უფროსი მენეჯერის რ--------------–--ლის გარეშე არ უნდოდა ეს გაეკეთებინა. უთხრა ნომერი დაეტოვებინა და დაუკავშირდებოდნენ, როდესაც უფროსი მენეჯერი მივიდოდა სამსახურში. დაახლოებით 16:00-16:30 საათისთვის, ისევ შევიდა მაღაზიაში და უთხრა, რომ ისევ არ იყო მენეჯერი მისული, ერთი თვე არც იყო რაც ახალ სისტემაზე გადავიდნენ და ინვენტარის საყიდლად რ---- და დ----- წასული იყვნენ თბილისში. უთხრა რომ ბავშვი გამოიყვანა ბაღიდან და შეიარა რომ ენახა მისული იყო თუ არა მენეჯერი. ჩანდა, რომ უნდოდა მათთან მუშაობის დაწყება. საღამოს რ---------ი რომ მივიდა, აუხსნა სიტუაცია, რაზეც რ----მ უთხრა, რომ მისულიყო. თავად დაურეკა ამ პიროვნებას, რომელმაც უთხრა, რომ მივიდოდა დარეკვიდან ერთ საათში, უფრო გვიან მივიდა, ბოდიში მოიხადა რომ დააგვიანდა, იცოდა, რომ ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ მან თქვა სტუმრები ჰყავდა და მ---- მ/რ-იდან მოდიოდა, ცოტას ღელავდა და ჩათვალა, რომ დაგვიანების გამო ღელავდა. ეს ხდებოდა მაღაზიის კაბინეტში, ერთი კაბინეტი აქვს მაღაზიას. რ----მ ერთი იმის კითხვა მოასწრო, რომ ეკითხა სად მუშაობდა, რომელ სექციაში და უთხრა, რომ საკვებ სექციაში მუშაობდა, რ----მ უთხრა - კარგია, სასწორი იცი და რაღაც კოდების დამახსოვრება დაგჭირდებაო და ამ დროს შემოიხსნა სწრაფად კარები, არ ელოდებოდნენ, დაცვამ უთხრა, რომ ვერ შეაკავა ეს პიროვნება რომელიც კაბინეტში შემოსვლას ითხოვდა და ამბობდა, რომ მისი ცოლი იყო იქ, ამ გოგონამაც ერთადერთი ჩაიღიმა, ასე მოეჩვენა. მოწმე ამ პიროვნების სახემ შეაშინა, ვინაიდან შემოსვლისთანავე აგრესიული იყო, სახე ჰქონდა ძალიან აგრესიული, გამოხედვაში ეტყობოდა აგრესია, მისი აზრით ამ პიროვნებას არ უნდოდა რომ მეუღლეს ემუშავა და მანამდე ოჯახშივე ჰქონდათ კონფლიქტი ამის თაობაზე. რადგან ამ გოგონამ დააქნია თავი, რომ ნამდვილად მისი მეუღლე იყო, რ----მ გააგრძელა საუბარი. ვერ იფიქრებდნენ, რომ ესეთი რამე მოხდებოდა ამიტომ დაცვისთვის არ გამოუძახებიათ. რ---- იჯდა კომპიუტერთან და გვერდით კუთხეში კარის მხარეს იჯდა თვითონ. ამ პიროვნებას, ვ--–--------------–---–ს რაღაც ნათქვამი არ მოეწონა რ--------------–--ლის - ჩემს ცოლს როგორ ელაპარაკებიო, რა დებილივით ელაპარაკები ჩემს ცოლსო და შეურაცხყოფაზე გადავიდა. თავის ცოლს ეუბნებოდა არც ფული არ გაკლია, არც მანქანა არ გაკლია და რა გინდაო. უცებ დ----- ადგა და უთხრა რომ ოჯახში გაერკვიათ ეს ყველაფერი, ამაზე უფრო ღრმად შევიდა ოთახში ეს პიროვნება დასარტყმელად და დაიწყო მაშინვე მუშტებით დარტყმა. ვ. კ------–---–ის მეუღლე ჯერ იჯდა. დ-----, რომ ადგა, წამოიწია, ის ვ. კ------–---–სა და დ-------------–---–ის შუაში იდგა. ვ--–------მა მუშტი დაარტყა დ-----ს, რომელიც დაბლა დაეცა, არ იცის რამეს წამოკრა ფეხი თუ რის გამო წაიქცა. დ----- რომ წაიქცა ვერ მიხვდა რა მოხდა, დ----- რომ წაიქცა ვეღარ ადგა, სანამ არ გაიყვანეს ბრალდებული კაბინეტიდან. რ---- პირდაპირ უყურებდა კარებს, თავად რ----ს ეჯდა გვერდზე, გვერდულად, ვ. კ------–---–ის სახე რომ არ მოეწონა, მაქსიმალურად ცდილობდა არ შეეხედა მისთვის. რ---- უცებ, რომ ადგა მერე მიხვდა რა ხდებოდა და მაშინვე ადგა თავადაც. ეს ყველაფერი უცებ მოხდა, მისთვის ეს ყველაფერი იყო წამები. დ----- რომ დაბლა იყო ამის შემდეგ ვ--–------ი კიდევ იქნევდა მუშტებს, ვ--–------ი წახრილი იყო და მუშტებს ურტყამდა, მუშტებს იქნევდა, მაგრამ ვის ურტყამდა ეს კონკრეტულად არ დაუნახავს, მაგრამ იცის რომ რ---------საც მოხვდა მუშტი და დ-----საც მოხვდა მუშტი. კერძოდ, ვ--–------მა ხელი გაიქნია თავად და რ---- რომ ადგნენ და კომპიუტერის მაგიდასთან გადავარდა რ----, თავად აღმოჩნდა უკან, რ---- მაშინვე ადგა დაიხარა დ-----სკენ, თავისი მეუღლის დაცვა სურდა, ვ. კ------–---–ის მეუღლე უკვე ფეხზე იდგა და ცდილობდა, რომ ამდგარიყო და გაეყვანა მეუღლე. რ--------------–--ლს დახრილ მდგომარებაში მოხვდა მუშტი, თავი რომ აწია მაშინ. მან ზუსტად დაინახა, რომ ვ. კ------–---–მა მოიქნია მუშტი, იფიქრა რომ დ-----ს მოხვდა და მოხვდა რ----ს, იმიტომ რომ რ---- იქ იყო და რ----ს მდგომარეობა მას მერე ნახა რაც ვ--–------ი გაწიეს. დ----- ამ დროს წაქცეული იყო, თვითონ უკან იყო, იმიტომ რომ ისეთი სივრცეა წინა მხარეს ვერანაირად ვერ გადავიდოდა. სავარაუდოდ დ-----საც მოხვდა მუშტი რამდენიმე და რ--------------–--ლსაც მოხვდა ვ--–--------------–---–ის მუშტი ცხვირში, რომელსაც წამოუვიდა სისხლი, მთლიანი კაბინეტი სისხლით იყო დასვრილი. რ---- ყვიროდა, ცხვირი რომ დაუზიანდა, მერე დაიძახა ვაიმე ცხვირიო. ამ დროს თავად ვ--–------ის მხრიდან ზურგის მხარეს იდგა რომ გაეყვანა. რ----ს ვ--–------ის ხელი მოხვდა იმიტომ, რომ დ----- ამ დროს დაბლა ეგდო. ვ--–------ის მეუღლე იქიდან აწვებოდა ვ--–------ს, რომ გამოეყვანა, თვითონაც ხელი არ მოუქნევია, ვინაიდან უკან იდგა. ვ--–--------------–---–მა რ--------------–--ლს მუშტი რომ დაარტყა, იცის, დაინახა რომ მუშტი მოიქნია, ზურგით ეფარებოდა, მუშტებს იქნევდა დ-----ს მიმართულებით, უმისამართოდ არ იქნევდა. თავად უკანა მხარეს აღმოჩნდა იმიტომ, რომ კედელთან იჯდა. ცდილობდა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცდილობდა ბრალდებული გარეთ გაეყვანა და კარები დაეკეტა, ერთადერთი ამის გაკეთება შეეძლო იმ მომენტში. რაც ძალა ჰქონდა, ყვიროდა, ეჯაჯგურებოდა, დატოვებითაც ვერ ტოვებდა რომ გაქცეულიყო. ხმაურზე თანამშრომლები შემოვარდნენ და როგორღაც გაიყვანეს ბრალდებული ოთახიდან, მოგვიანებით დაცვამ თქვა, რომ ეს პიროვნება გარეთ ქალს ურტყამდა, როგორც შემდეგ ნახეს, კამერის ჩანაწერებში აღმოჩნდა, რომ ბრალდებულის ცოლი იყო. თავად გარეთ აღარ გასულა, ცდილობდა რ---- არ დაეტოვებინა მარტო, ყინულებს ადებდა და სისხლიანი სახე მოწმინდა. ამასთან რ----ს და დ-----ს შვილი ცეკვაზე იყო, როგორც ახსოვს რ----ს დის ქმარმა გამოიყვანა ცეკვიდან და მოიყვანა მაღაზიაში. ბავშვს ვეღარ აჩერებდა, შესვლა უნდოდა კაბინეტში, ოთახი სულ სისხლით იყო დასვრილი, დივანზეც სისხლის წვეთები იყო, დაცვის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი ნახეს რა მდგომარეობაც იყო. მან სველი ხელსახოცით თავისი ხელით დაწმინდა ოთახი, რომ ბავშვს არ ენახა და არ ჩარჩენოდა, რ---------ი ამ დროს უკვე ექიმთან იყო წასული. რ----ს არ უთქვამს მისთვის ისეთი რამ რომ ხელი შემთხვევით მოარტყა ვ--–------მა. რ---------მა უთხრა, რომ მოხვდა ვ--–------ის მუშტი, რამდენჯერ მოხვდა ეს არ უკითხავს.

მისთვის ცნობილია, რომ დავითის მიმართ ვ--–--------------–---–ის ცემის ფაქტზე დადგა განაჩენი. ვ--–--------------–---–ი, რომ გარეთ გაიყვანეს დ-----ს ადგომაში დაეხმარა, თავად ვერ ადგა ისეთი სივიწროვე იყო. თავისი მეუღლის სისხლი რომ დაინახა, დ----- იმდენად გაბრაზებული იყო, რომ გარეთ გავიდა.

3.4 სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს დაცვის პოლიციაში, ბრალდებულს და დაზარალებულს იცნოს საქმიდან გამომდინარე. 201- წლის 6 ან 7 დეკემბერი იქნებოდა, ზუსტად არ ახსოვს, იყო მორიგე. მაღაზია ,,ლ-------------–-სგან“, რომელიც მდებარეობს რ-------ელის ქუჩაზე, შევიდა სიგნალი-განგაში, მაღაზია აყვანილი ჰყავდათ დაცვაზე. სიტუაციაში გარკვევის და განმუხტვის მიზნით მეწყვილესთან ლევანი გიორგაძესთან ერთად მივიდა გამოძახების ადგილზე. გარეთ დახვდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული, რომელიც იყო აგრესიული. მას ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, ასევე თავადაც განმარტა, რომ საქეიფოდ იყო და იქიდან მოვიდა. იგი კონკრეტულად არავის მისამართით არ იყო აგრესიული, ზოგადად ყვიროდა, თავის მეუღლეს ხმამაღალი ტონით ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლში და მერე თავადაც მივიდოდა. იგი შეეცადა სიტუაციაში გარკვევას თუ რა ხდებოდა, მაღაზიის თანამშრომლებმა მათ მიუთითეს, რომ შესულიყვნენ მაღაზიაში. თავად მაღაზიაში შევიდა, ხოლო მეწყვილე დარჩა გარეთ ბრალდებულთან, რომ არ დაეტოვებინათ ტერიტორია. მაღაზიაში როდესაც შევიდა, ოთახში დახვდა დივანზე წამოწოლილი გოგონა, რომელსაც ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, თვითონაც დასვრილი იყო სისხლით და ცხვირზე ედო ყინული. სისხლი მხოლოდ ამ გოგონაზე შეამჩნია, იატაკზე იყო თუ არა სისხლის კვალი ზუსტად არ ახსოვს. მან ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც ამ გოგონამ უპასუხა რომ მამაკაცმა, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ვ--–--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ გოგონას გარეთ გასვლა არ შეეძლო ფიზიკურად, ერთ-ერთმა მაღაზიის თანამშრომელმა, რომლის სახელი და გვარიც არ იცის, თქვა, რომ ეს პიროვნება მათი ახალი თანამშრომლის ქმარი იყო. მაღაზიის თანამშრომლებმა მიუთითეს, პიროვნებაზე, რომელიც იდგა გზის მეორე მხარეს და ეს ის პიროვნება იყო, რომელიც მისვლის დროს ნახეს გარეთ. იგი გადავიდა ამ პიროვნებასთან და სიტუაციის გარკვევის მიზნით სცადა დალაპარაკებოდა. გადასვლიდან მალევე ბრალდებულთან მივიდა იმ მომენტისათვის მისთვის უცნობი მამაკაცი და ბრალდებულს დაუწყო ცემა, მან მოახდინა რეაგირება და გააშველა. გაშველების შემდეგ ეს მამაკაცი ბრალდებულს ეუბნებოდა თუ რატომ გაუტეხა მის მეუღლეს ცხვირი. შემდგომში როგორც გაარკვია ეს მამაკაცი იყო იმ გოგონას მეუღლე, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. თავად ფაქტის თვითმხილველი არ არის.

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს დაცვის პოლიციაში, ბრალდებულს და დაზარალებულს იცნოს საქმიდან გამომდინარე. ზამთრის პერიოდი იყო ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც მაღაზია ,,ლ-------------–-სგან“, რომელიც მდებარეობს რ-------ელის ქუჩაზე, შევიდა სიგნალი, აღნიშნული მაღაზია აყვანილია სიგნალიზაციაზე. მეწყვილესთან, გ-----------------–თან ერთად გამოცხადდა გამოძახების ადგილზე. გ-----------------–ი შევიდა შიგნით, თავად კი დარჩა გარეთ ბრალდებულთან, რომელიც ცოტა ნასვამი იქნებოდა ისეთი აგრესიული იყო მაღაზიის მეპატრონის მიმართ, მისი მისამართით იგინებოდა. მანამდე რა მოხდა არ იცის, უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის. ბრალდებულმა მოუყვა რაღაცეები, იცის რომ ინციდენტი მოხდა მაღაზიის მეპატრონის მეუღლესთან, უხეშად უთქვამს რაღაცეები და დაიწყო ჩხუბი. როგორც გ-----------------–მა უთხრა, სისხლიანი იყო იქაურობა, მაღაზიის მეპატრონის ცოლს ცხვირიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. ვერ იხსენებს შევიდა თუ არა მაღაზიაში, დაზარალებულთან ჰქონდა თუ არა საუბარი. გარეთ ყოფნის პერიოდში, სანამ ის ბრალდებულთან იყო, მაღაზიის მეპატრონე მივიდა ვ--–--------------–---–თან და თავში ჩაარტყა, დაიწყეს კამათი და მათ გააშველეს. ზ/აღნიშნული მაღაზიიდან გამოძახება სხვა დროს არ ყოფილა.

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------–---ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს რ-------ის ს----–-----------------–-------- განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რომელზეც მას ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: 201- წლის 7 დეკემბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება საპატრულო პოლიციისგან, რომ ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩა N28-ში მდებარე მაღაზია ,,ლ-------------–-ს" მარკეტის მენეჯერს რ--------------–--ლს ვ--–--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მორიგე ჯგუფში იყო თანამშრომელ დ----------------–---–თან ერთად. დ----------------–---–მა შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ხოლო თავად ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქნებოდა დაახლოებით 22:30 საათიდან 23:30 საათამდე პერიოდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა მფლობელის ზ. გ------–---–ის თანხმობით, ექსპერტ-კრიმინალისტების მ-------------–--ის და დ---------–--ის მონაწილეობით, საიდანაც საქმისათვის მნიშვნელოვანი არაფერი არ ამოღებულა. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტ კრიმინალისტის დ---------–--ის მიერ. მაღაზიაში ერთი ცენტრალური შესასვლელია, ერთ სივრცეში განლაგებულია დახლები, ამ დახლების უკან არის კიდევ ოთახი, მაცივარი და რამდენიმე დამხმარე სათავსო მაღაზიისთვის. მენეჯერის ოთახში მოხვედრა შესაძლებელია ვიწრო კოლიდორის გავლით, სადაც ბოლოში მარჯვენა მხარეს არის მენეჯერის ოთახი, რკინის კარით. დათვალიერდა აღნიშნული ოთახიც, სადაც არეულობის კვალი არ აღინიშნებოდა. ოთახი არის ერთი მთლიანი სივრცე, საშუალოზე მცირე ზომის, ოთახში მოთავსებულია კარადა, დივანი და მენეჯერის სამუშაო მაგიდა კომპიუტერით. ოთახში, რომ შედიხარ კარი იღება შიგნით, პირდაპირ არის სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი, მარჯვნივ კედელზე მიდგმული არის დივანი, დივანის გავლა არ გჭირდება სამუშაო მაგიდამდე რომ მიხვიდე, დივანზე რომ დაჯდე პირდაპირ უყურებ სამუშაო მაგიდას. მაღაზიას ჰყავს თავისი დაცვა, შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულია ასევე კამერები, შიგნით მენეჯერის ოთახში კამერები არ არის. კარები უყურებს პირდაპირ შემოსასვლელს და კორიდორს. ასევე მაღაზია აყვანილია დაცვაზე, დაცვის პოლიცია ახდენს რეაგირებას და სწორედ მათ გადასცეს ინფორმაცია საპატრულო პოლიციას მომხდართან დაკავშირებით. რაც შეეხება ბრალდებულს ვ--–--------------–---–ი, როგორც ახსოვს იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგი ფაქტს არ შესწრებია, პოლიციის თანამშრომლების მიმართ იგი აგრესიული არ ყოფილა.

3.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა მოწმე მ-------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. ბრალდებულს და დაზარალებულს არ იცნობს. 201- წლის 7 დეკემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით ათი საათისთვის შსს რ-------ის ს----–-----------------–----------- განყოფილების გამოძახების საფუძველზე, ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მეწყვილესთან დ---------–--ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ლ-------------–-ში“. მათ მოახდინეს მარკეტის ფოტოგრაფირება და უშუალოდ იმ ადგილის სადაც გამომძიებელმა უთხრა, რომ მოხდა ფაქტი. გამომძიებელი იყო ზ---------–---ე. ცემის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არაფერი არ ამოუღიათ. ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე შესრულებული ხელმოწერა მისია, ოქმს გაეცნო და ხელმოწერით დაადასტურა მისი ნამდვილობა.

3.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა მოწმე დ---------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. ბრალდებულს და დაზარალებულს არ იცნობს. 201- წლის 7 დეკემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით ათი-თერთმეტი საათისთვის, შსს რ-------ის ს----–-----------------–----------- განყოფილების გამოძახების საფუძველზე, გამომძიებელი იყო ზ---------–---ე, მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩაზე მდებარე მარკეტში. მათ მოახდინეს მარკეტის დასურათება. ასევე მოახდინეს იმ პატარა ოფისის დასურათება, რომელიც თვითონ მარკეტის შიგნით მდებარეობდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არაფერი არ ამოუღიათ, რამე რომ ყოფილიყო ამოსაღები აუცილებლად მოხდებოდა მისი ამოღება. ადასტურებს, რომ გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ხელმოწერით დაადასტურა მისი ნამდვილობა. ოქმზე შესრულებული ხელმოწერა მისია.

3.8 2----–-–----------------ს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა შემდეგი: მოქალაქე რ--------------–--ლს 08.12.1-წ ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნასკდომი ჭრილობა და სისხლჩაქცევა სახის მიდამოში, ხოლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით 09.12.1-წ. დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი ბ-------------–--ემ, რომელმაც დაადასტურა ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე (ტ. 1, ს.ფ 40-42).

3.9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის ფორმა N1-ის მიხედვით 2--- წლის 07 დეკემბერს ქ. რ-------–--------------–--------- მიმდებარედ, შსს დაცვის რეაგირების ჯგუფის ინსპექტორმა 16.10.1--- წელს დაბადებულმა გ-----------------–მა განაცხადა, რომ ზ/აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღაზია ,,ლ-------------–-ში“ მაღაზიის მენეჯერს 1--- წელს დაბადებულ რ--------------–--ლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის კლიენტმა 1--- წელს დაბადებულმა ვ--–------ კ----–---–მა.

3.10. 201- წლის 7 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. რ-------–--------------–----------ში მდებარე შპს ,,ლ-------------–-ს“ დახურულ ტერიტორიაზე. მარკეტში შესასვლელი არის ერთფრთიანი მინის კარები, შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია მოლარე-ოპერატორებისათვის გამოყოფილი სამუშაო ორი ადგილი. მარკეტის შიდა ტერიტორიაზე განლაგებულია სხვადასხვა ზომის და ფორმის დახლები, ხოლო დახლებზე განლაგებულია სხვადასხვა დასახელების და სახეობის პროდუქცია. მარკეტში შესასვლელი მინის კარის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია ორფრთიანი გასასვლელი ბარიერი, აღნიშნული ბარიერის გავლით არის ერთფრთიანი, თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარი. კართან მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია თაროები, ხოლო თაროებზე განთავსებულია სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. აღნიშნული მეტალოპლასტმასის კარის გავლით გზა მიდის დერეფანში, დერეფანში განთავსებულია მარჯვენა და მარცხენა მხარეს მართკუთხედი ფორმის ნაყინის მაცივრები. დერეფანს გააჩნია მონაცრისფრო, ორფრთიანი რკინის კარი, რომლის თავზეც დამონტაჟებულია ერთი ცალი სათვალთვალო კამერა, დერეფნიდან მარჯვენა მხარეს მუქი ფერის, სამფრთიანი კარის გავლით განთავსებულია მარკეტის მენეჯერის ოთახი, სადაც განთავსებულია სამუშაო მაგიდა, სტაციონალური კომპიუტერი, სალარო აპარატი, შავი ფერის პრინტერი და სხვა და სხვა სამუშაო ნივთები და დოკუმენტები, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს კედელთან განთავსებულია დივანი, შესასვლელიდან პირდაპირ კედელზე დამონტაჟებულია სხვადასხვა ფორმის და ზომის თაროები (კარადა), ოთახში არეულობის კვალი არ შეიმჩნევა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ფოტოები დაერთო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.

201- წლის 7 დეკემბრის ვ--–--------------–---–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმით დადასტურებულია, რომ სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმებული იქნა ვ--–--------------–---–ი, რომელსაც შემოწმების შედეგად დაუდგინდა 1,930 პრომილეს ოდენობით ალკოჰოლური თრობა

 

3.10. სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ვ--–--------------–---–მა და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მისი ცოლი მისული იყო გასაუბრებაზე მაღაზიაში, ის და თავის მეუღლე ერთად მივიდნენ მაღაზიასთან, თავად ელოდებოდა გარეთ, მაგრამ შემდეგ რომ არ გამოვიდა, შიგნით შეაკითხა, ნასვამი არ იყო, მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი ჰქონდა დალეული. კარები შეღებული იყო, ჯერ დააკაკუნა და ისე შევიდა, მერე მიესალმა ზრდილობიანად, ოთახში აგრესიით არ შესულა, პატარა ოთახი იყო და იქვე კარებშივე თავის მეუღლესთან დადგა, რომელიც იქვე დივანის ნაპირზე იჯდა. მისმა მეუღლემ უთხრა ჩემი მეუღლე არისო და თემაზე გააგრძელეს საუბარი, თავად გაჩერდა და უსმენდა რას ლაპარაკობდნენ. ოთახში იმყოფებოდა მენეჯერი, დივანზე ასევე იჯდა მენეჯერის მეუღლე და კიდევ ერთი ქალბატონი იჯდა სკამზე, იმ მამაკაცის (მენეჯერის მეუღლის) მხარეს. მისი ოთახში ყოფნა სულ 2-3 წუთი გაგრძელდა. თავის მეუღლეს ნათქვამი ჰქონდა სად ჰქონდა ნამუშევარი, მან თქვა კამფეტების თემაზე, ამას პატარაც გაარჩევსო და თავის მეუღლეს უთხრა ამოვიდა ეს ბოდიალი ყელში, ადექი წამოდი სახლშიო. ამ მამაკაცმა შეიძლება ეს თავისი ცოლის მიმართულებით გაიგო, შეიძლება ვერ გაიგო სწორად. მისი მეუღლე ადგა, გაცდა მას და კარებში გადიოდა, თვითონ უკან მოექცა, როდესაც ამ მამაკაცმა უთხრა - წესიერად ილაპარაკე, ჩემი მეუღლეაო და უკნიდან თავში მოხვდა ხელი, ვერც მოასწრო ეთქვა პასუხი. გაუკვირდა იმიტომ, რომ არ იყო ის სიტუაცია რომ ეფიქრა საჩხუბრად მიდიოდა, თურმე იმიტომ ადგა რომ ხელი დაერტყა მისთვის. ხელი რომ მოხვდა მიტრიალდა და მანაც დაარტყა ხელი ამ პიროვნებას. ამ დროს სისწრაფით გამოვარდა ამ მამაკაცის მეუღლე (მენეჯერი), რომელიც დაეჯახა თავის ქმარს და ორივე დივანზე გადაცვივდნენ. იგი თავის ქმარს იჭერდა, ვინაიდან მისკენ იწევდა, დივანიდან ადგომას ცდილობდა გამიშვითო და ხელებს იქნევდა, რომ მისკენ საჩხუბრად წამოსულიყო. მეორე ქალბატონიც დაუდგა, რომ არ გამომხტარიყო ეს კაცი. ამასობაში მისმა მეუღლემაც შებოჭა იგი, რომ არ გაეწია. ამ ხმაურზე თანამშრომლები შემოცვივდნენ, ყველა მას ექაჩებოდა, ქურთუკიც კი დაუზიანდა, ფაქტიურად კარებში გაიჭედა, გასვლა უნდოდა. ბოლოს თანამშრომლებმა მაღაზიის გარეთ გაიყვანეს, იგი დავითის მიმართ იყო აგრესიული რადგან დაარტყა, ხოლო რ--------------–--ლის მიმართ აგრესიული არ ყოფილა და არც მოტივი არ ჰქონდა, რომ მისთვის დაერტყა, მას მენეჯერისთვის - რ--------------–--ლისთვის ხელი არ დაურტყამს. მას ვერანაირად ვერ მიუწვდებოდა ხელი იმიტომ, რომ თავად კარებში იდგა, რ---------ი კი დივანზე თავის ქმარს იჭერდა, მერე თანამშრომლებიც შემოცვივდნენ და ვინღა მიუშვებდა მასთან, მისი ხელი ვერც შემთხვევით ვერ მოხვდებოდა რ. ბ---–---–ს, თავისი ქმარი წამოდგომას რომ ცდილობდა დივნიდან, ხელებს იქნევდა და ამ პროცესში შეიძლება ქმარს მოუხვდა ხელი. ოთახში შესვლისას ცხვირზე დაზიანება ჰქონდა თუ არა რ--------------–--ლს არ ახსოვს, ოთახიდან რომ გავიდა მისთვის დაზიანება არ შეუმჩნევია. შემდგომში ეს მამაკაცი გავიდა გარეთ და იქ მოხდა ინციდენტი მათ შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა და უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ შეაფასა რა ბრალდებულის მიერ მის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები, შეადარა რა ისინი დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია და გამიზნულია პასუხისმგებლობის არიდებისკენ. მის მიერ მითითებული გარემოებები, ვერ აქარწყლებენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებში მითითებულ ფაქტებს და გარემოებებს. კერძოდ: ბრალდებულის მითითებას, რომ იგი არ იყო ნასვამი ეწინააღმდეგება ალკოტესტით შემოწმების ოქმი, რომლის მიხედვით მას საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის სიმთვრალე აქვს დადგენილი. რაც ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა მას არ ახსოვდეს თანმიმდევრულად მის მიერ ჩადენილი ქმედება. ამ გარემოებაზე მიუთითებს ის, რომ მოწმეების დ-------------–---–ის, რ--------- ბიჭოშვილის და შ--------------–---–ის ჩვენებები იმდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან და ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება ბრალდებულის ჩვენებისგან. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდებულის მითითებას, რომ მას არ გააჩნდა მოტივი რ--------- ბიჭოშვილისთვის მიეყენებინა დარტყმა, რადგან თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მას არ მოეწონა, როდესაც დიდხანს დააყოვნეს მისი მეუღლე მენეჯერის კაბინეტში და ამასთან მენეჯერი უსვამდა ისეთ კითხვებს, რომელიც მას არ შეეფერებოდა, ანუ მას გარეთ ლოდნისას ესმოდა თუ რას ესაუბრებოდნენ მის მეუღლეს და სწორედ გაბრაზებულზე ვერ გააკონტროლა რა საკუთარი ქცევა, აგრესიულად შევიდა მენეჯერის ოთახში. მის აგრესიულობას ადასტურებს სამივე მოწმე. ასევე მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ოტახში ჩხუბი გაგრძელდა დ-------------–---–სა და ვ--–--------------–---–ს შორის და დ-------------–---–ი წაიქცა დივანთან იატაკზე, მას ზემოდან მოექცა ვ--–--------------–---–ი და ურტყამდა, რაც გამორიცხავს დ-------------–---–ის მხრიდან მის მეუღლეზე რ--------------–--ლზე ხელის შემთხვევით გარტყმის ალბათობას. იმ გარემოების გასამყარებლად, რომ რ--------------–--ლს ხელი შემთხვევით არ მოხვედრია, სასამართლო ითვალისწინებს, თავად რ--------------–--ლზე მიყენებული დაზიანების ხასიათს და სიმძიმეს, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ვ--–--------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ვ--–--------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ვ--–--------------–---–ს მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 201- წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რ---------------------–-------------ში მდებარე მაღაზია ,,ლ-------------–-ს" მენეჯერს რ--------------–--ლს, მისსავე სამუშაო ოთახში, ურთიერთშელაპარაკების დროს ვ--–--------------–---–მა ჰკრა ხელი და წააქცია. როდესაც რ--------------–--ლი ცდილობდა წამოდგომას, ვ--–--------------–---–მა მას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ--------------–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: 1) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან 2) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ორი სახისაა: ერთი რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მოშლას (ხანმოკლედ) და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ შედეგად მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვა.

 

სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულ ვ--–--------------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ვ--–--------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ვ--–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--–--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ვ--–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს, რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1-------ის განჩინებით ვ--–--------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რ-------ი დ--------------- ქ. #1/1- (საკადასტრო კოდი 02.05.05.937.01.5--), დადებული ყადაღა ბრალდებულ ვ--–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის სანაცვლოდ, 1000 ლარის ფარგლებში.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი