განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100116001651293
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ი-----–------–---–-ს, ნ------------ის, ნ--------------–-ს, მ---------------–---–-ს, დ--------------–---–-ს, მ-----------–---–-ს, ი-----–--------ის, ქ----------------ს,ბრალდებულ - მ--–--------–--–---ის,ადვოკატების - ა----–-–---–---–-ს, ლ-–------------ის, მ--------–----ის,თარჯიმნების - ი----------–----ს, ვ-----–-------------ის, ჰ------–-------ს, მ-----------ს, ნ-----------–---–-ს, უ-------------ს, ე-–-------------ს, ფ------------------ის, ე-–---------------ს, ს----–-----------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ--–------------–---------–--–---ის (დაბადებული 1----–-–-----------, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-----–-–-------–-------------–-----------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

2016 წლის 03 სექტემბერს, ღამის საათებში, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ--–--------–--–---მა, არაერთგზის, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ----- ა-–----ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ საყურეებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზ----- ა-–----ს ჩვენებით, მ--–--------–--–---ი არის მისი დის შვილი. როდესაც საყურე წაართვეს, ეძახდა მ--–----ს დასახმარებლად, ვინაიდან ავადმყოფია და დახმარება სჭირდებოდა. როცა შეუძლოდ ხდებოდა ყოველთვის მ--–----ს ეძახის დასახმარებლად. აღნიშნული შემთხვევის დროსაც მ--–----ს უხმობდა, იგი იქ არ იყო. მას რაიმე პრობლემა მ--–----თან არ აქვს. დაავადებულია ასთმით და ხშირად ხდება ცუდად. გამოძიების დროს ვინ გამოკითხა ზუსტად არ ახსოვს, რადგან ცუდად იყო ასთმის გამო, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმზე არსებული, მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ იცის ვის ეკუთვნის. ცრუ დასმენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებაზე ხელმოწერა მისი არის თუ არა, არ ახსოვს. არც დაზარალებულად ცნობის ფაქტი ახსოვს, არც ის, მოაწერა თუ არა ხელი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას და უფლებების განმარტების ოქმს. გამოძიების ეტაპზე მასზე არავის უძალადია, არც არავინ აშინებდა. მას წაართვეს საყურეები, თუმცა მ--–--------–--–---ს ეს არ გაუკეთებია. 2016 წლის 04 სექტემბერს, მის სახლში დღისით მივიდა მ--–----ი, ყავა დალია და წავიდა. დანამდვილებით ახსოვს, რომ უშუალოდ ძარცვის დროს ბრალდებული იქ არ ყოფილა.

ლ---–ა ა-–----ს ჩვენებით, თვე და რიცხვი არ ახსოვს, გვიან ღამით დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც რამდენიმეჯერ შემოესმა ყვირილი. გარეთ გასვლისას დაინახა, რომ მ--–---------–---- გარბოდა, თვითონაც გაჰყვა. დაინახა გარეთ გამოსული, მიწაზე მჯდომი ზ-----ი, რომელიც ყვიროდა „მ--–----ი! მ--–----ი!“. ზ-----ის მითითებით, მ--–---------–----მ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლის მოსვლის შემდეგაც სახლში წავიდა. თავად, გზასთან უფრო ახლოს ცხოვრობს, ხოლო ზ-----ი გზიდან ცოტა მოშორებით, დაახლოებით 5-6 მეტრი იქნება დაშორება. ზ-----ის ოქროს საყურეების შესახებ, იხსენებს რომ ბაღჩის სტილში იყო ნამუშევარი. მუდმივად ეკეთა ზ-----ს, რადგან მისი ქმრის ნაჩუქარი იყო. ბრილიანტის თვალი საყურეს არ ჰქონია. ზ-----ისგან იცის, რომ მ---- და ვიღაცეები იყვნენ მასთან. მ----მ პირზე ხელი ააფარა, ხოლო სხვებმა საყურე წაიღეს. ამ ფაქტის შემდეგ, ზ-----ის ყურზე საყურე არ შეუმჩნევია. როგორც იცის, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ზ-----ს მ----სთან, არასდროს ჰქონიათ შუღლი ან ჩხუბი. მალიექას და მისი ზ-----თან მისვლისას, იქ იყვნენ მეზობლები, რომლებიც მალევე წავიდნენ, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო, არ ახსოვს. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვისას მასზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ზ-----ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იცის, რომ აქვს ასთმა და აწუხებს წნევა, რის გამოც ხშირად იძახებს სასწრაფო დახმარებას. მხედველობასთან დაკავშირებით აქვს თუ არა პრობლემა, არ იცის, თუმცა ახსოვს, რომ ადრე სათვალეს ხმარობდა. გამოძიებისას გამოკითხვის ოქმზე არსებულ ხელმოწერაზე დაადასტურა, რომ ნამდვილად მისია. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მ--–----ს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს, ან მოეპაროს, ან რაიმე მსგავსი. ზ----- ა-–----მ კარგად არ იცის ქართული, გარშემოც არ არიან ქართველები, შესაბამისად, იგი აზერბაიჯანულად ყვიროდა, როდესაც დახმარებას ითხოვდა. მ--–----ი არის ზ-----ის დის შვილი, ხოლო მ-----–---- არის ზ-----ის გარე ბიძაშვილი.

მ--–---------–----ს ჩვენებით, 2016 წლის 03 სექტემბერს, სახლში გვიან მივიდა სამსახურიდან. მოგვიანებით აივანზე გავიდა სარეცხის გასაფენად, რა დროსაც შემოესმა ზ-----ის ყვირილი. ძირითადად ასე ყვირის ხოლმე, როცა ცუდად არის. საკმაოდ გვიანი იყო, წავიდა ზ-----ისკენ. ტელეფონით ინათებდა გზას. ამ დროს ესმოდა, რომ ზ-----ი დახმარებას ითხოვდა და თან მ----ს ეძახდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მ---- არ იყო. ზ-----ი მიწაზე იჯდა, მაგრამ რატომ, არ იცის. ზ-----ს აღენიშნებოდა ნაკაწრები, ტუჩი ჰქონდა დაზიანებული, რაც შეეძლო თავადაც დაეზიანებინა კბილით. ლ---–ა ა-–----ც გაჰყვა ზ-----თან. ადგილზე მისულებს კიდევ ერთი მეზობლის ქალი დახვდათ. მამაკაცი იქ არ ყოფილა. შესაძლოა, ზ-----ს მ----ს იქ არსებობა მოეჩვენა. ზ-----ი ამბობდა, რომ არ ახსოვდა სად იყო. სასწრაფოს მისვლის შემდეგ, თავად სახლში წავიდა. ზ-----ის ყურზე ხშირად ხედავდა საფირისთვლიან ოქროს საყურეს, თუმცა, ეს საყურეები აღარ უკეთია, შეიძლება დამალა ან რაიმე მსგავსი. ზ-----ს მისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. ის 70 წლის ასაკს მიახლოებულია. მთელი ცხოვრება აწუხებს ასთმა და ამდენი წამლების, ჟანგბადისა და სხვა მედიკამენტების გამო შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდეს. ზ-----ს სახლში, არც გარეთ და არც შიგნით შუქი არ აქვს. მ--–----სა და ზ-----ს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ზრუნავდნენ ერთმანეთზე. დაზარალებული მ--–----ს ისე უვლიდა, როგორც საკუთარ შვილს. მოწმის განმარტებით, 2016 წელს არავის გამოუძახებია პოლიციაში, მხოლოდ ზ-----ი წაიყვანეს შემთხვევის ღამეს საგამოძიებო ორგანოში. უარყოფს მის მიერ ისეთი ჩვენების და ინფორმაციის მიცემას, როდესაც იგი თითქოს ასახელებს, რომ შემთხვევის ადგილას იყო ორი თუ სამი მამაკაცი. პოლიციელებთან საერთოდ არ ჰქონია შეხება და შესაბამისად, ვერ იტყვის რაიმე ზეგავლენა მოახდინეს თუ არა მასზე. პოლიციელი მხოლოდ ზაქრო ნახა სამზარეულოში, სხვა პოლიციელი არ უნახავს. სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, ერთი კვირით ადრე იყო პროკურატურაში პროკურორთან, სადაც დაზუსტებით აღნიშნა, რომ არ უნახავს შემთხვევის საღამოს არავინ, მიაწოდა ინფორმაცია ზ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. პროკურატურაში ყოფნისას საშვზე მოაწერა ხელი, თუმცა გამოკითხვის ოქმზე ან სხვა რაიმე ფურცელზე ხელი არ მოუწერია. ზ-----ს საკმაოდ ცუდი მხედველობა აქვს, შემთხვევის დღეს კიდევ უფრო ცუდი მხედველობა ჰქონდა. ახლა ოპერაცია გაიკეთა და შედარებით გამოუსწორდა მხედველობა.

ზ---------------ის ჩვენებით, 2016 წლის 04 სექტემბერს, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ--–--------–--–---ის მიერ ზ----- ა-–----ს მიმართ განხორციელებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. კინოლოგიის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. საგამოძიებო მოქმედებას ასევე ესწრებოდა თარჯიმანი ი-–-----------------იც, ვინაიდან ზ----- ა-–----მ ქართულად საუბარი იცოდა კარგად, თუმცა არ ფლობდა ქართულ ენაზე წერა-კითხვის უნარებს. საქმეში ჩართული თარჯიმანი შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდა თავიდან ბოლომდე. სწორედ მან წაუკითხა ზ----- ა-–----ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც დაზარალებულმა ხელმოწერით დაადასტურა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებებისას ამოიღეს სუნის ნიმუშები და ანაწმენდები. აღნიშნულის შემდეგ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში გამოკითხა ზ----- ა-–----. დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. დაზარალებულის მიერ მოყოლილი თითოეული დეტალი შეიტანა გამოკითხვის ოქმში. დაკითხვის დასრულებისთანავე თარჯიმანმა სრულად წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ზ-----ს უთარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. დაზარალებული დაეთანხმა ტექსტის სისწორეს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, რაც ასევე დაადასტურა თარჯიმანმაც ხელმოწერით. გამოკითხვა ხდებოდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში. ხელწერილის დაწერაც მშვიდ გარემოში მოხდა. გამოკითხვამდე იგი გაფრთხილდა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ზეწოლას დაზარალებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია. მან ნებაყოფლობით, თავად მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გამოიტანა პროკურორმა, რის შემდეგაც დაზარალებულის უფლება-მოვალეობები თავად გააცნო ზ----- ა-–----ს, რაც კვლავ უთარგმნა თარჯიმანმა. მასზეც მოაწერა ორივე მათგანმა ხელი. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას დაზარალებული, რა თქმა უნდა, აღელვებული იყო, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მისი გადაყვანისა და გამოკითხვის პერიოდში იყო დამშვიდებული. იგი ჯანმრთელობის პრობლემებს, იმ ეტაპისთვის, არ უჩიოდა. ზ----- ა-–---- აღნიშნავდა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელზე წაუჭირეს, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებული პირადად იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა. მ--–--------–--–---მა დაკავების მომენტში განაცხადა, რომ არ ფლობდა სრულყოფილად ქართულ ენას, რის გამოც იგი მოთავსდა იზოლატორში თარჯიმნის დანიშვნამდე. მას ასევე დაენიშნა ადვოკატიც. ბრალის წარდგენას ესწრებოდნენ უშუალოდ მ--–--------–--–---ი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და თარჯიმანი. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნეს მას, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით. შემთხვევის ადგილიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ამოიღეს სუნის ნიმუშები, მსგავსი ნიმუშები აღებულ იქნა იზოლატორში მოთავსებულ მ--–--------–--–---ისგანაც. ამ ნიმუშებზე ჩატარდა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დასკვნა.

ი-----–--------–--ის ჩვენებით, 2016 წლის 04 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კინოლოგიის სამსახურში, რა დროსაც ვ---------------–----------------–-------- განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე, გ-----–---–--------------ში, გამოცხადდა მეწყვილესთან - პ--------------ესთან ერთად. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შემთხვევის ადგილზე, შენობაში, პატარა მაგიდის გვერდით მდგარი სკამის ზედაპირიდან და მეორე მაგიდის გვერდით მიწის ზედაპირიდან, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, აიღეს სუნის კვლის ნიმუშები. ორივე ნიმუში მოთავსდა 0.5 ლიტრის გამჭვირვალე მინის ქილებში. ნიმუშები დაილუქა ცალ-ცალკე, მასზე დაფიქსირდა კინოლოგების, გამომძიებლისა და დაზარალებულის ხელმოწერები. ნიმუშები შემდგომ მოათავსეს სპეციალურ პაკეტში, რომელზეც ასევე დააფიქსირეს ხელმოწერები. გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 100-150 მეტრის დაშორებით გ-----–---–-- ქუჩაზე არსებულ ორსართულიან სახლთან გაჩერდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო თავად და დაადასტურა ხელმოწერით.

პ--------------ის ჩვენებით, 2016 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ, ვ---------------–----------------–-------- განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვ-–-–-------ში, კ-------–----------ში, მოქალაქე ზ----- ა-–----ს ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებულ იქნა მათი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში იყვნენ ორნი, თავად და მისი მეწყვილე ი-----–--------–--ე. ისინი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გამომძიებელი და საექსპერტო-კრიმინალისტიკიური სამსახურის ექსპერტები. საცხოვრებელი ფართის შესასვლელის მარჯვენა მხარეს მდგარი პატარა მაგიდის გვერდით მდგარი სკამიდან და მის წინ მიწის ზედაპირიდან ცალ-ცალკე იქნა აღებული სუნის კვლები. თითოეული მათგანი მოთავსდა ცალ-ცალკე 0.5 ლიტრის ტევადობის მინის გამჭვირვალე ქილებში. გაუშვეს სამძებრო ძაღლიც, რომელმაც დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ, გ-----–---–-- ქუჩაზე შენობის გვერდით დაკარგა სუნის კვალი, რის შემდეგაც დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე. გამომძიებელს ჩააწერინა მათ მიერ განვლილი მარშრუტი, დეტალურად განუმარტეს როგორ იქნა სუნის ნიმუშები აღებული, როგორ მოთავსდა ქილებში. შესაბამის ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები: მათი, გამომძიებლისა და დაზარალებულის. შემდეგ ეს ქილები მოთავსდა სპეციალურ პაკეტში, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული მასალები გადასცეს გამომძიებელს და დაასრულეს შემთხვევის ადგილზე მუშაობა. მოწმე ადასტურებს, რომ დათვალიერების ოქმზე და ლუქებზე ნამდვილად მისი ხელმოწერებია. მისი განმარტებით, ოთახში რამდენიმე პირის ყოფნის შემდეგ სუნის ნიმუშის აღებისას მხოლოდ ძაღლს შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა პიროვნების სუნის ნიმუშები, ადამიანს ამის უნარი არ შესწევს.

რ---------------–---–ის ჩვენებით, მუშაობს საექპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 04 სექტემბერს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება ვ-–-–-------ში მომხდარი საყურეების ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც იყო ხის სახლი. სახლში შუქი იყო თუ არა, არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ დადიოდა პირადი ფანრით. ადგილზე იყვნენ ასევე ოდოროლოგები. მისმა მეწყვილემ - ს---------------მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. უშუალოდ მან, სახლის შესასვლელი კარის სახელურიდან აიღო დნმ-ის ანაწმენდები. აღებული ნიმუში შეფუთა სპეციალურ პაკეტში, შემდგომ კი სპეციალურ კონვერტში, რაც გაფორმდა წესების მიხედვით. სამუშაო ადგილს რაც შეეხება, იყო პატარა მიწურივით ოთახი, ჭურჭელი იყო მიყრილი. რეალურად არ არსებობდა კვალმიმღები ობიექტი, რაზეც ანაბეჭდი უნდა დაფიქსირებულიყო. ამის გამო მათ კარგად ვერ იმუშავეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მხოლოდ დნმ-ის ნიმუშები იქნა აღებული. თავად გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რაზეც მოაწერა ხელი.

ს---------------ის ჩვენებით, მუშაობს ს----------–----–------------------------------------–-----------------–--–---------------------–-----ს თანამდებობაზე. თბილისში, გ-----–---–--------------ში მდებარე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ძარცვის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, 2016 წლის 04 სექტემბერს. მეწყვილე რ---------------–---–თან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ვიზუალურად და დააფიქსირა ფოტოგადაღების გზით, ასევე ამოიღეს კონკრეტული კვალი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი, კინოლოგი და დაზარალებული, სხვა პირები არ ახსოვს. კინოლოგმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სუნის ნიმუში. სწორედ ამის შემდეგ შევიდა იგი შემთხვევის ადგილზე. დაზარალებული ქალბატონის მდგომარეობა არ ახსოვს. მის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება დაფიქსირებულ იქნა ოქმში, რასაც ხელი მოაწერა.

მოწმე ზ-------------------ის ჩვენებით, მუშაობს ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–----------- განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე იცნობს დაზარალებულ ზ----- ა-–----ს და ბრალდებულ მ--–--------–--–---ს. 2016 წლის 04 სექტემბერს, ზ----- ა-–---- გამოკითხა მეექვსე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. ქალბატონ ზ-----ზე კონკრეტული პირის დასახელებასთან დაკავშირებით ძალდატანება არ ყოფილა.

ა------------–---ს ჩვენებით, მუშაობს ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძებლის თანამდებობაზე. მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მან გამოკითხა დაზარალებულ ზ----- ა-–----ს მეზობლები - მ--–---------–----, ლ---–ა ა-–---- და ე---------------ი. მ--–---------–---- და ლ---–ა ა-–---- გამოკითხა განყოფილებაში, საკმაოდ მშვიდ გარემოში. ორივე მათგანი შეწუხებული იყო მომხდარის გამო. მათი თქმით, ზ-----ი წუხდა, როგორ გაუკეთა მ--–----მა ეს ყველაფერი. მ--–---------–---- გამოკითხა 2016 წლის 04 სექტემბერს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან თავის ნებით მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. თავის ნებით მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს ლ---–ა ა-–----მაც. არცერთ მათგანს არ სჭირდებოდა თარჯიმანი, შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას.

პ------–-----------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის სექტემბერში მუშაობდა ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 04 სექტემბერს, პირადი ინფორმატორის მეშვეობით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში მცხოვრები მოქალაქე ზ----- ა-–----ს საყურეები უნდა ინახებოდეს თ---–--–--------------------------------------------------------------–------------------------------ში. აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმის სახით დაკითხულ თარჯიმან ი----------–--------ის ჩვენებით, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ზ----- ა-–----ს გამოკითხვას. ქალბატონი ა-–----ს მიმართ, გამომძიებლების მხრიდან, რაიმე კონკრეტული ტექსტის დაწერასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. გამოკითხვა მიმდინარეობდა საკმაოდ წყნარ ვითარებაში. მან გადათარგმნა ზ----- ა-–----ს საუბრები, ხოლო შემდგომ გამომძიებლის მიერ წაკითხული გამოკითხვის ოქმი უთარგმნა ზ----- ა-–----ს, რაზეც ორივემ მოაწერეს ხელი. დაზარალებულს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

მოწმის სახით დაკითხულ თარჯიმან ა-–------–---ას ჩვენებით, იგი პოლიციაში გამოიძახეს, სადაც მხოლოდ ზ----- ა-–---- დახვდა. ზ-----ის თქმით, მასთან იმყოფებოდა სამი პიროვნება, რომლებსაც ყავა დაალევინა. როგორც ახსოვს, ამის შემდეგ მას საყურეები მოხსნეს და წავიდნენ. დარტყმის ფაქტზე ქალბატონ ზ-----ს არაფერი უთქვამს. ქალბატონი ზ-----ი რასაც ამბობდა, დეტალურად თარგმნა, რაც ასევე დეტალურად აღიწერა გამომძიებლის მიერ შედგენილ დოკუმენტში, რაზეც ხელი ორივემ მოაწერა. მისი საგამოძიებო ორგანოში ყოფნისას ზ----- ა-–----ზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მოწმის სახით დაკითხულ თარჯიმან ვ-----–-------------ის ჩვენებით, მუშაობს თარჯიმანთა ბიუროში ქართულ-აზერბაიჯანულ და თურქულ-აზერბაიჯანული ენების თარჯიმნად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა როგორც თარჯიმანი. პოლიციის განყოფილებაში ესწრებოდა ზ----- ა-–----სთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების წარდგენას და მისთვის უფლებების განმარტებას. აღნიშნული სწორედ მან უთარგმნა დაზარალებულს. ქალბატონ ზ-----ს ტექსტთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს თავად და დაზარალებულმა. ქალბატონ ზ-----ს გაჰყვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თარჯიმნად. აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობა მშვიდ გარემოში. ესწრებოდა ასევე მ--–--------–--–---ისთვის ბრალის წარდგენას და მტკიცებულებათა გაცვლის პროცესს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც იყვნენ ბრალდებულის ადვოკატი და პროკურორი. 2016 წლის 05 სექტემბერს, მ--–--------–--–---ისგან სუნის ნიმუშის აღების დროს ბრალდებულს უთარგმნა ყველაფერი და შესაბამის ოქმზე ხელმოწერაც არის მისი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი მ----------------ე დაეთანხმა მის მიერ 2016 წლის 10 სექტემბერს გაცემულ ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმად, ,,2016 წლის 03 სექტემბერს, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, ზ----- ა-–----ს მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მ--–--------–--–---ისგან, მოწმე დ------–-----–---–ისგან და მოწმე ე---------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.“ ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ზოგადად, სუნის კვალი რამდენი ხანი დარჩება ოთახში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ნიავდება ოთახი, როგორი მეტეოროლოგიური პირობებია. თუ ოთახი დაკეტილია, სუნი უფრო დიდხანს ნარჩუნდება.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ---------------–--ს ჩვენებით, მუშაობს სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-----------–--------------------------------------–--–---–------------------------------–-------------------–----------------- დაეთანხმა მის მიერ გაცემულ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რომლის თანახმად, „პირადი შემოწმებით ზ----- ა-–----ს მარჯვენა ყბის კუთხეში აღენიშნებოდა დაზიანება: სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.” მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ზოგადად შემოწმების დროს, ოთახში იმყოფება მხოლოდ შესამოწმებელი პირი და ექსპერტი, თუ ვინმე სხვა პიროვნება იმყოფება ოთახში ხდება აღნიშნულის მითითება. სამედიცინო ექსპერტიზა პიროვნების თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდება, როდესაც პიროვნება უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე, ის არ ტარდება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ--------–----------ის ჩვენებით, მუშაობს ,,-–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------------–------------------------------------------------ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს გაცემული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ,,მ--–--------–--–---ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი - F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მ--–--------–--–---ს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მ--–--------–--–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ--–--------–--–---ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც, ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მ--–--------–--–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მ--–--------–--–---ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მ--–--------–--–---ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ--–--------–--–---ს შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.“ მისივე ჩვენებით, მ--–----ისთვის ადრეც ჩაუტარებია ანალოგიური სახის ექსპერტიზა, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იგივე. წინა ექსპერტიზის დროს ხშირად მიდიოდა დეიდა - ზ----- ა-–----. შესაძლოა ამ ექსპერტიზის ჩატარების დროსაც ყოფილიყო მისული, ზუსტად არ ახსოვს.

ბრალდებულმა მ--–--------–--–---მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 04 სექტემბერს, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---------------ის მიერ, ექსპერტების - პ--------------ის, ი-----–--------–--ის, ს---------------ის, რ---------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი - ზ----- ა-–----ს საცხოვრებელი ბინა, რომელსაც აქვს ბეტონის იატაკი. შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს არის სათავსო, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ნივთი. მარჯვენა მხარეს არს ხის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და საიდანაც შევდივართ ოთახში, სადაც კედელთან, მარცხნივ დგას ხის სკამი, მის გვერდით - ხის პატარა მაგიდა, რომელზეც დევს სანთელი, სათვალე, ჭიქა და პოლიეთილენის ბოთლები. კედელთან მარჯვნივ დევს ხის პატარა სკამი, მის გვერდით კი გრძელი ხის სკამი, პირდაპირ დგას მაგიდა, რომელზეც განთავსებულია გაზქურა, მასზე მდგარი თეთრი ფერის ჩაიდნით. მითითებული ოთახიდან გავდივართ სხვა ოთახში, რომელსაც არ აქვს კარი. კედელთან მარჯვნივ დგას სკამები, გვერდით - ხის მაგიდა, სადაც დევს სხვადასხვა პირადი ნივთი. მის გვერდით დგას პატარა კარადა, შემდგომ კი საწოლი. მარჯვენა მხარეს, კედელთან დგას მხოლოდ საწოლი. გაზქურასთან, მარცხენა მხარეს, კედელთან განთავსებულია დიდი და პატარა ზომის ჭიქები. შემთხვევის ადგილზე კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა აიღეს სუნის კვლის ნიმუშები, კერძოდ, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, პატარა მაგიდის გვერდზე სკამის ზედაპირიდან, მეორე - ამავე მაგიდის წინ მინის ზედაპირიდან, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა 0.5 ლიტრის ტევადობის მინის ქილებში. სუნის კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი „ჯესი“, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გამოვიდა ეზოში, უკანა მხრიდან გავიდა გარეთ, ხელმარცხნივ გაიარა დაახლოებით 100 მეტრი, გ-----–---–-- ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი კორპუსის შენობის პირველ სართულზე დერეფანში შევიდა და გაჩერდა. სუნის ნიმუშები დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N----- ლუქებით და შეიფუთა სპეციალურ პაკეტებში, შტრიხკოდით F---------. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტების მიერ, სახლში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან ამოღებულ იქნა დნმ-ის ორი ნიმუში, სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, რომლებიც დაილუქა პაკეტში F---------. შემთხვევის ადგილზე ექსპერტებმა გადაიღეს 73 ფოტოსურათი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა: სუნის კვლის ნიმუშები 02 (ორ) ქილად, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში, შტრიხკოდით F---------. შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა დნმ-ის 02 (ორი) ნიმუში სველ და მშრალ ჩხირზე, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში - F---------.

დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 04 სექტემბერს, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---------------ის მიერ, მოწმე ზ----- ა-–----ს და თარჯიმან ა-–------–---ას მონაწილეობით, დათვალიერდა ზ----- ა-–----ს მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, მისი კუთვნილი, ღია ფერის, კუბოკრული, იასამნისფერი და ნაცრისფერი ყვავილების მსგავსი რგოლებით გაწყობილი ხალათი. დათვალიერების დასრულების შემდგომ ხალათი იქნა ამოღებული, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების N-------- ლუქით.

ნიმუშის აღების ოქმის შესაბამისად, 2016 წლის 04 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტების - ი-----–----------ის და ნ------------ის მიერ სტერილური წყლით დანამული დოლბანდით, ასევე მშრალი დოლბანდით ზ----- ა-–----სგან, კისრის და სახის არედან აღებულ იქნა ანაწმენდები (დნმ). აღნიშნული დოლბანდები ნიმუშებით შეიფუთა ცალ-ცალკე კონვერტებში და დაილუქა სპეციალურ პაკეტებში F---------.

ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების უფროსის სახელზე შედგენილი, იმავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძებელ პ------–-----------–---–ის პატაკის თანახმად, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, ზ----- ა-–----ს ძარცვის ფაქტზე მხილებული მ--–---- ამრულის ძე ბალაქშიევი იმყოფებოდა თ---–--–------------------------------------------–-------------------------------ში, სადაც ასევე უნდა ყოფილიყო ზ----- ა-–----სგან გატაცებული ოქროს საყურეები. ბალაქშიევთან ერთად იმყოფებოდა ე---------------იც.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2016 წლის 04 სექტემბერს, 20:05 საათზე, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზ---------------ის და გ---------------–---–ის მიერ, თ---–--–------------------------------------------–------------------------------ში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა მ--–--------–--–---ი, რომლის პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

ბინის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, 2016 წლის 04 სექტემბერს, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ზ-------------------ის მიერ ჩატარდა თ---–--–------------------------------------------–------------------------------ში მდებარე ა-------–----- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტ გ------------------ის მიერ ე---------------ისგან, გააქტიურებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N----- ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში შტრიხკოდით F--------, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დათარიღდა.

ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტ გ------------------ის მიერ დ------–-----–---–ისგან, გააქტიურებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N----- ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში შტრიხკოდით F--------, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დათარიღდა.

ნიმუშის აღების ოქმის შესაბამისად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტების - დ----------–---ის და გ---–---------ის მიერ დ------–-----–---–ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით F--------.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტების - დ----------–---ის და გ---–---------ის მიერ ე---------------ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით F---------

ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 05 სექტემბერს, ექსპერტ ლ--------–-–---–-ს მიერ მ--–--------–--–---ისგან, გააქტივებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში. დოლბანდი და გააქტივებული ნახშირი ერთად მოთავსდა 0,5 ლიტრის მოცულობის მინის ქილაში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით 4----. ქილა მოთავსდა სპეციალურ პაკეტში შტრიხკოდით F---------.

ნიმუშის აღების ოქმის შესაბამისად, 2018 წლის 05 სექტემბერს, ექსპერტ გ-----------------–აძის მიერ ე---------------ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით F--------.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „... ამოღებულია დნმ-ის ორი ნიმუში სველ და მშრალ ბიოლოგიურ, სტერილურ ჩხირებზე სახლში შესასვლელი კარის სახელურიდან....“ მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტში, წარწერით: „.... ანაწმენდები დოლბანდზე (შესველებული) აღებული ზ----- ა-–----ს სახის მიდამოდან და კისრის მიდამოდან. ასევე აღებული მშრალ დოლბანდზე....“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N2 და ობ. N3) აღმოჩნდა მხოლოდ მდედრობითი სქესის პირის ბირთვული დნმ.

ამოღების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 12 ოქტომბერს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე სამსახურის კანცელარიის უფროს თ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა მ--–--------–--–---ის სამედიცინო ბარათის ისტორიის ქსეროასლი, სულ 36 ფურცლად, რომელსაც თან ერთვის მიმართვის, N------------- წერილი.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, მ--–--------–--–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ--–--------–--–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მ--–--------–--–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობის და შინაარსის შევსება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხასიათს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა შემოწმდეს კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49)

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no.30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული ეჭვი იმის შესახებ, რომ 2016 წლის 03 სექტემბერს, ღამის საათებში, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, ზ----- ა-–----ს კუთვნილ 500 ლარად ღირებულ საყურეებს, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, დაეუფლა მ--–--------–--–---ი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს.

ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთანავე, აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ერთობლიობას, უნდა იყოს პირდაპირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ერთობლიობაში იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირველ რიგში იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, სხდომაზე დაკითხულ პირთაგან იმყოფებოდა მხოლოდ დაზარალებული ზ----- ა-–----, რომლის ჩვენებაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას დანაშაულის ფაქტთან მიმართებით. დაზარალებული კი ჩვენებაში მიუთითებს, რომ ბრალდებული მ--–--------–--–---ი არის მისი დის შვილი, რომელსაც უხმობს ხოლმე მაშინ, როდესაც ცუდად არის. სწორედ ამიტომ, ძარცვის შემდეგ იგი ეძახდა მ--–----ს. შემთხვევის ადგილზე, ზ----- ა-–----ს ყვირილზე მივიდა მისი მეზობელი და ნათესავი ლ---–ა ა-–----, რომელმაც სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მ--–----ს და ზ-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ შორის შუღლი არასდროს ყოფილა. მისივე ჩვენებით, ზ-----ისგან მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს მასთან იყვნენ მ--–----ი და კიდევ სხვა პირები, მას მ----მ პირზე ააფარა ხელი, ხოლო მასთან ერთად მყოფებმა წაართვეს ოქროს საყურე. რაც შეეხება მეორე მეზობლის - მ--–---------–----ს ჩვენებას, მან აღნიშნა, რომ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ზ-----ისგან არაფერი გაუგია. შემთხვევის ადგილზე - ზ-----ის სახლში კი ის მივიდა ლ---–ა ა-–----სთან ერთად, ვინაიდან ესმოდა ზ.ა-–----ს ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას. დაკითხულ მოწმეთაგან ძარცვის ფაქტზე მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ლ---–ა ა-–----ს ჩვენება, თუმცა აღნიშნულიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ვინაიდან მან სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც დაზარალებულისგან მიიღო. თავად ლ---–ა ა-–---- დანაშაულის ფაქტს არ შესწრებია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ზ----- ა-–----მ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2016 წლის 04 სექტემბერს, მასთან მ--–----ი იმყოფებოდა დილის საათებში, ყავა დალია და წავიდა. დაზარალებულმა დააზუსტა, რომ შემთხვევის დროს მასთან მ--–--------–--–---ი ნამდვილად არ ყოფილა და მას მხოლოდ დახმარებისთვის უხმობა.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის იმ მონაკვეთზე, რომლის თანახმად, ,,პაკეტში, წარწერით: „....ანაწმენდები დოლბანდზე (შესველებული) აღებული ზ----- ა-–----ს სახის მიდამოდან და კისრის მიდამოდან. ასევე აღებული მშრალ დოლბანდზე....“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N2 და ობ. N3) აღმოჩნდა მხოლოდ მდედრობითი სქესის პირის ბირთვული დნმ“. აღნიშნული დასკვნის მითითებული ნაწილი მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ლ---–ა ა-–----ს ჩვენების იმ მონაკვეთთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, ლ---–ა ა-–----მ ზ----- ა-–----სგან იცოდა, რომ მას ძარცვისას, 2016 წლის 04 სექტემბერს, მ--–----მა პირზე ააფარა ხელი. აღნიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა იმავე დღეს, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ზ----- ა-–----ს სახის და კისრის მიდამოდან აღებულ დნმ-ის ნიმუშებს, სადაც მამაკაცის დნმ საერთოდ არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ლ---–ა ა-–----ს ჩვენების ის მონაკვეთი, სადაც ის მიუთითებს მ--–--------–--–---ის მიერ ზ----- ა-–----ს ძარცვის მომენტში მისთვის პირზე ხელის აფარებაზე, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, არ დასტურდება შესაბამისი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

საქმეზე ჩატარებული, ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 03 სექტემბერს, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, ზ----- ა-–----ს მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მ--–--------–--–---ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად დაზარალებული არ უარყოფს თბილისში, ვ-–-–-------ში, კ-------–----------ში მდებარე, მის სახლში, 2016 წლის 04 სექტემბრის დილას ბრალდებულ მ--–--------–--–---ის ყოფნის ფაქტს, რა დროსაც მ--–--------–--–---მა ყავა დალია და შემდეგ წავიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ ზ----- ა-–----ს ბინაში მ--–--------–--–---ის სუნის კვალის არსებობა საეჭვო და სადაო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება, ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების უფროსის სახელზე შედგენილ, იმავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძებელ პ------–-----------–---–ის პატაკს, რომლის თანახმად, თ---–--–-----–-–-------–-----------–-----------------ში, ზ----- ა-–----ს ძარცვის ფაქტზე მხილებული მ--–---- ამრულის ძე ბალაქშიევი იმყოფებოდა თ---–--–------------------------------------------–------------------------------ში, სადაც ასევე ინახებოდა ზ----- ა-–----ს ოქროს საყურეები, აღსანიშნავია, რომ მითითებული პატაკის საფუძველზე, იმავე დღეს ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, პატაკში მითითებული ინფორმაცია სრულად არ დადასტურდა, რადგან ჩხრეკისას ბინიდან, რომელშიც მ--–--------–--–---ი იმყოფებოდა, დაზარალებულის საყურეები ვერ იქნა აღმოჩენილი, ასევე არ ყოფილა ამოღებული ზემოაღნიშნული საყურეები მ--–--------–--–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ გამომძიებლები: ზ---------------ე, ზ-------------------ი, ა------------–--- და პ------–-----------–---–ი, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე და დაკითხვისას მხოლოდ მათი სისწორე დაადასტურეს. დაიკითხნენ ექსპერტები: ი-----–--------–--ე, პ--------------ე, რ---------------–---–ი და ს---------------ი, რომლებმაც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა პირებისგან აიღეს ნიმუშები; ექპერტები: მ----------------ე, დ--------------–-- და ქ--------–----------ე, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზები, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე თარჯიმნები: ი----------–--------ი, ა-–------–---ა და ვ-----–-------------ი, რომლებმაც დაადასტურეს არაქართულენოვანი ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმეების მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებისა და სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაციის მათთვის გასაგებ ენაზე თარგმნის ფაქტი. შესაბამისად, მითითებულ მოწმეთაგან არც ერთის ჩვენება არ წარმოადგენს მ--–--------–--–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით სარგებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მითითებული უფლების გამოყენება ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს, ამ უფლებით სარგებლობა კი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათაგან მ--–--------–--–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიუთითებს ერთადერთი მტკიცებულება - ლ---–ა ა-–----ს ჩვენება, რომლის გაზიარების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებითაც სასამართლომ უკვე იმსჯელა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის შეკრებილი და წარმოდგენილი იმ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა მ--–--------–--–---ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სახეზეა ბრალდებულ მ--–--------–--–---ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მტკიცებულებათა აშკარაობის, დამაჯერებლობის და ერთობლიობის კუთხით, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ--–--------–--–---ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ზ----- ა-–----ს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ხალათი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ზ----- ა-–----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

ზ----- ა-–----ს დნმ-ის ნიმუში; ე---------------ის სუნის ნიმუში; დ------–-----–---–ის სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; მ--–--------–--–---ისგან აღებული სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუშები ორ ქილად; დნმ-ის ორი ნიმუში, გადატანილი სველ და მშრალ ჩხირებზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი მასალა, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--–--------–--–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მ--–--------–--–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

გამართლებულ მ--–--------–--–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ზ----- ა-–----ს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ხალათი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ზ----- ა-–----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

ზ----- ა-–----ს დნმ-ის ნიმუში; ე---------------ის სუნის ნიმუში; დ------–-----–---–ის სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; მ--–--------–--–---ისგან აღებული სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუშები ორ ქილად; დნმ-ის ორი ნიმუში, გადატანილი სველ და მშრალ ჩხირებზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი მასალა, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე