გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-396-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - თა-------–--–---–ი
წარმომადგენელი - მა---------ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორი თე------------------ე
დაინტერესებული პირი - მა--------–--–---–ი, ნი------–--–---–ი
დაინტერესებული პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - პა-----–------–--ე
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოცემული №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოცემული №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერების გაუქმება
მოსარჩელის განმარტებით, გამოცემული შემაკავებელი ორდერები უკანონია, ამასთანავე განმარტავს, რომ მის მიმართ, მა----- და ნი------–--–---–ების მხრიდან მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დასტურდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ათმეთაურის გი------------–----ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით N009822 და პატრულ ინსპექტორის უმცროსი ლეიტენანტის ვა-–--------–---–---–ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით N009827. ზემოაღნიშნული ორდერებით მსხვერპლის სტატუსი აქვს მოსარჩელე თა-------–--–---–ს. მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან N009828 შემაკავებელი ორდერით მოძალადე პირს წარმოადგენს თა-------–--–---–ი, რომელსაც ეკრძალება მა--------–--–---–ის სახლთან მიახლოება, ამასთანავე N009822 შემაკავებელი ორდერით მოძალადის სტატუსი აქვს მა--------–--–---–ს, რომელსაც თავის მხრივ აეკრძალა მსხვერპლ თა-------–--–---–ის სახლთან მიახლოება, თუმცა ეს ორივე პიროვნება ცხოვრობს ერთი და იმავე სახლში (ქალაქი რ--------------------------------------).
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორი თე------------------ე არ დაეთანხმა თა-------–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელე ძალადობს დებზე, ამასთანავე, ვინაიდან მოსარჩელე იჩენდა მეტ აგრესიულობას მიზანშეწონილად ჩათვალეს თა-------–--–---–ის საცხოვრებელი სახლიდან გამოცალკევება.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.2.1. დაინტერესებული პირის, მა--------–--–---–ის განმარტებით, ქალაქ რ-------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის მას, შესაბამისად ამ ბინაში თა-------–--–---–ს ცხოვრების უფლება არ აქვს. თუმცა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეობას ვერ ადასტურებს.
2.2.2 დაინტერესებული პირი, ნი------–--–---–ი დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლოს პროცესზე, მას არ წარმოუდგენია წერილობით ახსნა-განმარტება, რის გამოც მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.2.3. დაინტერესებული პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე, მათთვის ასევე უცნობი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე თა-------–--–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოცალკავება მოხდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ სასამართლოს მიმართვის ჩაბარების შემდგომ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 დეკემბრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ათმეთაურის გი------------–----ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით N009822 მოძალადე მა--------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი თა-------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა თა-------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 21 დეკემბრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ათმეთაურის გი------------–----ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით N009822
3.1.2. 2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (N009823) თა-------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი - ნი------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნი------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თა-------–--–---–ს აეკრძალა ასევე, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის 2018 წლის 21 დეკემბრის №009823 შემაკავებელი ორდერი
3.1.3. 2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის უმცროსი ლეიტენანტის ვა-–--------–---–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (N009827) ნი------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თა-------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა თა-------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის უმცროსი ლეიტენანტის ვა-–--------–---–---–ის 2018 წლის 21 დეკემბრის №009827 შემაკავებელი ორდერი
3.1.4. 2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (N009828) თა-------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი - მა--------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მა--------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თა-------–--–---–ს აეკრძალა ასევე, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 შემაკავებელი ორდერი
3.1.5. მოსარჩელე თა-------–--–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დ-------------–-–------------ოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბავშვის დაბადების მოწმობა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს თა-------–--–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და N N009823 შემაკავებელი ორდერები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოიცა 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერები მოძალადე თა-------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი მა----- და ნი------–--–---–ები. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ფსქოლოგიური ძალადობა, ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს (მა--------–--–---–ის საცხოვრებელი მისამართი: ქალაქ რ-----------------------------), მოძალადეს აეკრძალა მა----- და ნი------–--–---–ებთან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თა-------–--–---–ს აეკრძალა ასევე, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე მოძალადეს, თა-------–--–---–ს და მის დას მა--------–--–---–ს აეკრძალა ქალაქ რ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, პოლიციის მიერ განცალკევდა, მხოლოდ თა-------–--–---–ი მცირეწლოვან შვილთან დ----------–-–---–თან ერთად (დაბ თარიღი: 0-------------), იმ მისამართიდან სადაც ცხოვრობდა, ხოლო მა--------–--–---–ი დატოვებულ იქნა იმავე მისამართზე. ხოლო განცალკევების შემდგომ თა-------–--–---–ის და მისი შვილის ადგილსამყოფელი პოლიციას არ განუსაზღვრავს.
2018 წლის 21 დეკემბრის N009828 შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ქალაქ რ-------–-----------------------ში მცხოვრებმა თა-------–--–---–მა თავის დას მა--------–--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც შეესწრნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოძალადე პოლიციის თანდასწრებით იქცევა არაადეკვატურად.
2018 წლის 21 დეკემბრის N009823 შემაკვებელი ორდერის ოქმში კი მოძალადის ქცევა პოლიციის თანდასწრებით არ არის აღნიშნული, რაც ოქმის შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ თა-------–--–---–ის მხრიდან ნი------–--–---–ის მიმართ რაიმე სახის ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის უმცროსი ლეიტენანტის ვა-–--------–---–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (N009827) მოძალადე ნი------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თა-------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ფსქოლოგიური ძალადობა, ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა თა-------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ათმეთაურის გი------------–----ის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N009822 მოძალადე მა--------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი თა-------–--–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს (ქალაქ რ-----------------------------), მოძალადეს აეკრძალა თა-------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
2018 წლის 21 დეკემბრის N009828 შემაკავებელი ორდერზე თანდართულ მასალებში მოიპოვება ნი------–--–---–ის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს დილით, დაახლოებით 08:30 წუთზე მივიდა თა-------–--–---–თან და მ---------–--–---–თან სახლში (ქალაქი რ-----------------------------), სადაც თა-------–--–---–მა განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულს შეესწრნენ მათი მცირეწლოვანი შვილები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თა-------–--–---–ი და მა--------–--–---–ი ცხოვრობენ ერთ სახლში, მდებარე ქალაქი რ--------------------------------------. ამასთანავე, მოსარჩელე თა-------–--–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დ-------------–-–------------ოს.
2018 წლის 21 დეკემბრის N009823 შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ქალაქ რ-------–-----------------------ში მცხოვრებმა თა-------–--–---–მა თავის დას ნი------–--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც შეესწრნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ამასთან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნი------–--–---–ს აქვს მოძალადის სტატუსი თა-------–--–---–ის მიმართ (შემაკავებელი ორდერის N009827) და მითითებული ორდერი ძალაშია და სადავო არ გამხდარა მოძალადე ნი------–--–---–ის მხრიდან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერით საცხოვრებელი სახლიდან გამოცალკევებულ იქნა თა-------–--–---–ი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, ისე, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი. საქმეში არ ყოფილა ჩართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.
ევროპულმა სასამართლომ საქმე X v. LATVIA (საჩივარი № 27853/09, დიდი პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება) განმარტა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
ევროპულმა სასამრთლომ საქმეში გ.ს საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N2361/13, 2015 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის თარიღი 21.10.2015) განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესად გასათვალისწინებელია და რომ პრევენციისა და დაუყოვნებელი დაბრუნების მიზნები თანხვედრაშია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ სახასიათო კონცეფციასთან (პარაგრაფი 43). სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების არით, თუმცა აღნიშნული თავის მხრივ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას (პარაგრაფი 46).
დამატებით აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის (“the CRC”), (ხელმოწერილი ნიუ-იორკში 1989 წლის 20 ნოემბერს) შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა:
პრეამბულა - წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,აღიარებულია, რომ ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისთვის ესაჭიროება ოჯახური გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ბავშვი დაიცვას და შეუქმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მისი პიროვნების სრულ და ჰარმონიულ განვითარებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება თა-------–--–---–ის მიერ ნინო და მა--------–--–---–ების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ათმეთაურის გი------------–----ის და უმცროსი ლეიტენანტის ვა-–--------–---–---–ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები N009827 და N009822, სადაც მსხვერპლის სტატუსი აქვს მოსარჩელე თა-------–--–---–ს, ხოლო მოძალადეების სტატუსი მარინა და ნი------–--–---–ებს. ამასთანავე მითითებული შემაკავებელი ორდერები ძალაშია და სადავო არ გამხდარა მა----- და ნი------–--–---–ების მიერ (შემაკავებელი ორდერები არ გასაჩივრებულა სასამართლოში).
სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემული 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერების (მოძალადე თა-------–--–---–ის მიმართ, მსხვერპლი მა----- და ნი------–--–---–ები) გამოცემის საფუძვლად წარმოდგენილ წარმოების მასალებში არ არსებობს რაიმე სახის უშუალო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თა-------–--–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემული 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერები გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მათი გამოცემის დროს არ იქნა გათვალისწინებული თა-------–--–---–ის მცირეწლოვანი შვილის ინტერესები, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით ვერ დადასტურდება ძალადობის განხორციელება თა-------–--–---–ის მიერ მა----- და ნი------–--–---–ების მიმართ. შემაკავებელი ორდერის კანონიერებას მოპასუხე და დაინტერესებული პირი ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული, გადაუდებელი რეაგირების საჭიროება; სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და ასევე სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა თა-------–--–---–ის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას;
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემული 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და N009823 შემაკავებელი ორდერების გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თა-------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის პატრულ ინსპექტორის თე------------------ის მიერ გამოცემული 2018 წლის 21 დეკემბრის №009828 და №009823 შემაკავებელი ორდერები.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი